ქვემდებარე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ქვემდებარე''' – წინადადების მთავარი წევრი, რომელიც [[ზმნა|ზმ...)
 
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 7: ხაზი 7:
 
ქვემდებარე  შემასმენელთან რთულ სინტაქსურ ურთიერთობას ამყარებს: ამ უკანასკნელისაგან იგი იმართვის [[ბრუნვა (გრამატიკა)|ბრუნვა]]ში, თავად კი მართავს მას [[პირი (გრამატიკა)|პირში]] და ითანხმებს [[რიცხვი (გრამატიკა)|რიცხვში]]. ქვემდებარე  გარდაუვალ ზმნა-შემასმენელთან დრო-კილოთა სამსავე [[სერია (გრამატიკა)|სერია]]ში [[სახელობითი ბრუნვა|სახელობით ბრუნვაში]] ფორმდება; გარდამავალ ზმნა-შემასმენელთან დინამიკური მართვის შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ქვემდებარის ბრუნვა იცვლება ზმნა-შემასმენლის დრო-კილოთა სერიების მიხედვით: I სერიაში სახელობითშია, მეორეში – მოთხრობითში, მესამეში კი – მიცემითში. ქვემდებარის ცნება ქართულში სულ სხვა სიბრტყეზეა განსახილველი, ვიდრე ინდოევროპულ ენებში: [[ქართველური ენები|ქართველური ენების]] ქვემდებარე  სინტაქსური ძალისა და ზმნა-შემასმენელთან სინტაქსური ურთიერთობის სახის თვალსაზრისით, დამატება-ობიექტებს უტოლდება, მათთან არის გათანაბრებული; მეტიც – [[პირდაპირი დამატება]] ძვ. ქართულ ენაში გაცილებით მეტი სინტაქსური ძალის მქონეა, ვიდრე ქვემდებარე.
 
 +
''კ. გაბუნია''
  
==წყარო==
 
==წყარო==
ხაზი 12: ხაზი 13:
 
[[კატეგორია:გრამატიკა]]
 
[[კატეგორია:გრამატიკა]]
 
[[კატეგორია:სინტაქსი]]
 
[[კატეგორია:სინტაქსი]]
 +
[[კატეგორია:ქართული ენა]]

მიმდინარე ცვლილება 23:51, 7 მაისი 2025 მდგომარეობით

ქვემდებარე – წინადადების მთავარი წევრი, რომელიც ზმნის სუბიექტური პირის ფარდი სახელით არის გადმოცემული.

ქვემდებარე რეალურად მოქმედი პირია:„არწივმა ფრთა ფრთას შემოჰკრა“; რეალურად უმოქმედოა: „ტყეში მუხა დგას“; რეალურად სამოქმედო ობიექტია: „ეს სიტყვა თეიმურაზისგან იქმნა წარმოთქმული"; მოქმედების გამომწვევი მიზეზია, ზმნით გამოხატულ მოქმედებას კი რეალურად სხვა ასრულებს: „ვნანობ, რომ ასე უსახელოდ მოგეკვლევინე მე“; აღნიშნავს საგანს, რომელიც არც მოქმედია და არც სამოქმედო, რომლის შესახებაც შემასმენელი გადმოგვცემს, თუ რა არის, როგორია ან რა მდგომარეობაშია ის: „კარგია გაღვიძებული ადამიანი“.

ქვემდებარე ჩვეულებრივ, სახელითა და სახელ ზმნით გადმოიცემა. სახელთაგან – მეტწილად არსებითი და ნაცვალსახელებია (პირისა, კითხვითი, განსაზღვრებითი, უარყოფითი) გამოყენებული, სახელზმნათაგან – მასდარები და მოქმედებითი გვარის მიმღეობები. მაგრამ ქვემდებარე შეიძლება გადმოიცეს ყოველგვარი სიტყვით, რომელიც არსებითი სახელის მნიშვნელობით არის გამოყენებული.

ქვემდებარე შემასმენელთან რთულ სინტაქსურ ურთიერთობას ამყარებს: ამ უკანასკნელისაგან იგი იმართვის ბრუნვაში, თავად კი მართავს მას პირში და ითანხმებს რიცხვში. ქვემდებარე გარდაუვალ ზმნა-შემასმენელთან დრო-კილოთა სამსავე სერიაში სახელობით ბრუნვაში ფორმდება; გარდამავალ ზმნა-შემასმენელთან დინამიკური მართვის შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ქვემდებარის ბრუნვა იცვლება ზმნა-შემასმენლის დრო-კილოთა სერიების მიხედვით: I სერიაში სახელობითშია, მეორეში – მოთხრობითში, მესამეში კი – მიცემითში. ქვემდებარის ცნება ქართულში სულ სხვა სიბრტყეზეა განსახილველი, ვიდრე ინდოევროპულ ენებში: ქართველური ენების ქვემდებარე სინტაქსური ძალისა და ზმნა-შემასმენელთან სინტაქსური ურთიერთობის სახის თვალსაზრისით, დამატება-ობიექტებს უტოლდება, მათთან არის გათანაბრებული; მეტიც – პირდაპირი დამატება ძვ. ქართულ ენაში გაცილებით მეტი სინტაქსური ძალის მქონეა, ვიდრე ქვემდებარე.

კ. გაბუნია

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები