როკ-მუსიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''როკ-მუსიკა (ბიტ პოპ)''' – ზანგური სასიმღერო და საცეკვაო ჟანრი...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''როკ-მუსიკა | + | '''როკ-მუსიკა''' – (ინგლ. rock and roll-დან), თანამედროვე [[პოპ-მუსიკა|პოპ-მუსიკის]] ნაირსახეობა, ჩამოყალიბდა ინგლისსა და [[აშშ]]-ში XX ს-ის 50-60-იან წლებში. მისი განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ანსამბლების „[[ბითლზი|ბითლზ]]“, „როლინგ სტოუნზ“, „ლედ ზეპელინ“ და |
+ | სხვათა შემოქმედებას. როკ-მუსიკის უმთავრეს ნიშანთვისებას მიეკუთვნება: [[ბლუზი|ბლიუზების]] კომპოზიციური სტრუქტურებისა და [[ბგერათა რიგი|ბგერათრიგებზე]] დაყრდნობა, მეტრულ-რიტმული საწყისის ჰიპერტროფია, ელექტრობის გამოყენება ბგერის გასაძლიერებლად, ვოკალური და ინსტრუმენტული ინტონირების მძაფრი ექსპრესია. დიდი მნიშვნელობა ენიჭება როკ-კულტურისათვის ვიზუალურ ფაქტორს: მუსიკოსთა თავის დაჭერის მანერას, ჩაცმულობის სტილსა და ტელევიზიის ახალი ჟანრების (ვიდეოკლიპების) წარმოქმნას. | ||
ხაზი 8: | ხაზი 9: | ||
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]] | [[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]] | [[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]] | ||
+ | [[კატეგორია:პოპ-მუსიკა]] |
14:34, 8 მაისი 2025-ის ვერსია
როკ-მუსიკა – (ინგლ. rock and roll-დან), თანამედროვე პოპ-მუსიკის ნაირსახეობა, ჩამოყალიბდა ინგლისსა და აშშ-ში XX ს-ის 50-60-იან წლებში. მისი განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ანსამბლების „ბითლზ“, „როლინგ სტოუნზ“, „ლედ ზეპელინ“ და სხვათა შემოქმედებას. როკ-მუსიკის უმთავრეს ნიშანთვისებას მიეკუთვნება: ბლიუზების კომპოზიციური სტრუქტურებისა და ბგერათრიგებზე დაყრდნობა, მეტრულ-რიტმული საწყისის ჰიპერტროფია, ელექტრობის გამოყენება ბგერის გასაძლიერებლად, ვოკალური და ინსტრუმენტული ინტონირების მძაფრი ექსპრესია. დიდი მნიშვნელობა ენიჭება როკ-კულტურისათვის ვიზუალურ ფაქტორს: მუსიკოსთა თავის დაჭერის მანერას, ჩაცმულობის სტილსა და ტელევიზიის ახალი ჟანრების (ვიდეოკლიპების) წარმოქმნას.