სოტკილავა ზურაბ
(ახალი გვერდი: '''ზურაბ სოტკილავა''' – (12 მrti 1937, სოხუმი – 18 სექტემბერი 2017, მოსკოვი, ...) |
|||
(ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Sotkilava zurab.PNG|thumb|ზურაბ სოტკილავა]] | ||
'''ზურაბ სოტკილავა''' – (12 მrti 1937, სოხუმი – 18 სექტემბერი 2017, მოსკოვი, დაკრძალულია [[თბილისი|თბილისში]]), [[ქართველები|ქართველი]] მომღერალი (ლირიკულ-დრამატული [[ტენორი (ხმა)|ტენორი]]). საქართეველოს (1972) და სსრკ (1979) სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის (1998), ზ. ფალიაშვილის სახელობის (1983) პრემიების, აგრეთვე ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალის (სოფია, 1968, მთავარი პრიზი „ოქროს ორფევსი“), ვოკალისტთა პ. ჩაიკოვსკის სახელობის IV საერთაშორისო კონკურსის (მოსკოვი, 1970) და ვოკალისტთა ფ. ვინიასის სახელობის საერთაშორისო კონკურსის (ბარსელონა 1970, I პრემია და „გრან-პრი“) ლაურეატი. ბოლონიის ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრი (1980). | '''ზურაბ სოტკილავა''' – (12 მrti 1937, სოხუმი – 18 სექტემბერი 2017, მოსკოვი, დაკრძალულია [[თბილისი|თბილისში]]), [[ქართველები|ქართველი]] მომღერალი (ლირიკულ-დრამატული [[ტენორი (ხმა)|ტენორი]]). საქართეველოს (1972) და სსრკ (1979) სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის (1998), ზ. ფალიაშვილის სახელობის (1983) პრემიების, აგრეთვე ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალის (სოფია, 1968, მთავარი პრიზი „ოქროს ორფევსი“), ვოკალისტთა პ. ჩაიკოვსკის სახელობის IV საერთაშორისო კონკურსის (მოსკოვი, 1970) და ვოკალისტთა ფ. ვინიასის სახელობის საერთაშორისო კონკურსის (ბარსელონა 1970, I პრემია და „გრან-პრი“) ლაურეატი. ბოლონიის ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრი (1980). | ||
ხაზი 8: | ხაზი 9: | ||
[[კატეგორია:ქართველი ვოკალისტები]] | [[კატეგორია:ქართველი ვოკალისტები]] | ||
[[კატეგორია:ზაქარია ფალიაშვილის პრემიის ლაურიატები]] | [[კატეგორია:ზაქარია ფალიაშვილის პრემიის ლაურიატები]] | ||
− | [[კატეგორია:შოთა რუსთაველის პრემიის ლაურიატები]] | + | [[კატეგორია:შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურიატები]] |
[[კატეგორია:საქართველოს სსრ სახალხო არტისტები ]] | [[კატეგორია:საქართველოს სსრ სახალხო არტისტები ]] | ||
[[კატეგორია:საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტები]] | [[კატეგორია:საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტები]] | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:სოტკილავები]] |
[[კატეგორია:საოპერო მომღერლები]] | [[კატეგორია:საოპერო მომღერლები]] | ||
[[კატეგორია:დიდი თეატრის სოლისტები]] | [[კატეგორია:დიდი თეატრის სოლისტები]] |
მიმდინარე ცვლილება 13:21, 13 მაისი 2025 მდგომარეობით
ზურაბ სოტკილავა – (12 მrti 1937, სოხუმი – 18 სექტემბერი 2017, მოსკოვი, დაკრძალულია თბილისში), ქართველი მომღერალი (ლირიკულ-დრამატული ტენორი). საქართეველოს (1972) და სსრკ (1979) სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის (1998), ზ. ფალიაშვილის სახელობის (1983) პრემიების, აგრეთვე ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალის (სოფია, 1968, მთავარი პრიზი „ოქროს ორფევსი“), ვოკალისტთა პ. ჩაიკოვსკის სახელობის IV საერთაშორისო კონკურსის (მოსკოვი, 1970) და ვოკალისტთა ფ. ვინიასის სახელობის საერთაშორისო კონკურსის (ბარსელონა 1970, I პრემია და „გრან-პრი“) ლაურეატი. ბოლონიის ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრი (1980).
1960 დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1965 თბილისის კონსერვატორია (დ. ანდღულაძის კლასი). 1965-74 თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო. 1966-68 სტაჟირება გაიარა მილანის საოპერო თეატრ ლა სკალაში. 1974-იდან მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტია. 1975-იდან მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი (პროფ.). ზურაბ სოტკილავას ჰქონდა ძალზე ლამაზი ტემბრის ხმა, მისი სიმღერა გამოირჩეოდა ტემპერამენტით, ლირიული სიფაქიზით და დახვეწილი ოსტატობით. პარტიები: აბესალომი (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“), არზაყანი (ო. თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცება“), მანრიკო, ოტელო, რიჩარდი, რადამესი, ჰერცოგი (ჯ. ვერდის „ტრუბადური“, „ოტელო“, „ბალ-მასკარადი“, „აიდა“, „რიგოლეტო“), ხოზე (ჟ. ბიზეს „კარმენი“), კავარადოსი (ჯ. პუჩინის „ტოსკა“), ტურიდუ (მასკანის „სოფლის ღირსება“), ვოდემონი (ჩაიკოვსკის „იოლანტა“), ინდოელი სტუმარი (რიმსკი-კორსაკოვის „სადკო“) და სხვ. ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობასაც. განსაკუთრებული ოსტატობით ასრულებდა ქართულ ხალხურ (მეგრულ) სიმღერებს („სისატურა“, „ასე ჩონგური“ და სხვ.). გასტროლებს მართავდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, პერიოდულად ჩამოდიოდა თბილისში. იყო ვოკალისტების ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონსკურისა და დ. ანდღულაძის სახელობის კონსკურსის ჟიურის თავმჯდომარე.