ცინცაძე სულხან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სულხან ცინცაძე''' – 23 აგვისტო 1925, გორი — 5 სექტემბერი 1995, [[თბილ...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Sulxan cincaZe.PNG|thumb|სულხან ცინცაძე ]]
 
'''სულხან ცინცაძე''' –  23 აგვისტო 1925, [[გორი]] — 5 სექტემბერი 1995, [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] კომპოზიტორი. საქართველოს (1961) და სსრკ. (1987) სახალხო არტისტი.  
 
'''სულხან ცინცაძე''' –  23 აგვისტო 1925, [[გორი]] — 5 სექტემბერი 1995, [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] კომპოზიტორი. საქართველოს (1961) და სსრკ. (1987) სახალხო არტისტი.  
  
ხაზი 15: ხაზი 16:
 
[[კატეგორია:საქართველოს სახალხო არტისტები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სახალხო არტისტები]]
 
[[კატეგორია:საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტები]]
 
[[კატეგორია:საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტები]]
[[კატეგორია:ქართველი ვიოლონცელისტები]]
+
[[კატეგორია:ქართველი ვიოლონჩელისტები]]
 +
[[კატეგორია:თბილისის კონსერვატორიის რექტორები‏‎]]
 +
[[კატეგორია:ზაქარია ფალიაშვილის პრემიის ლაურიატები]]
 +
[კატეგორია:შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურიატები‏‎]]
 +
[კატეგორია:ცინცაძეები]]

მიმდინარე ცვლილება 15:58, 20 მაისი 2025 მდგომარეობით

სულხან ცინცაძე

სულხან ცინცაძე – 23 აგვისტო 1925, გორი — 5 სექტემბერი 1995, თბილისი), ქართველი კომპოზიტორი. საქართველოს (1961) და სსრკ. (1987) სახალხო არტისტი.

დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია ჩელოსა (1950, ხელმძვანელი ს. კოზოლუპოვი) და კომპოზიციის (1953, ხელმძვანელი ს. ბოგატირიოვი) სპეციალობებით. 1944-46 იგი საქართველოს სახელმწიფოს სიმებიანი კვარტეტის სოლისტია, 1963-იდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი, 1965-84 რექტორი, 1973-იდან – პროფესორი (სპეც. ინსტრუმენტირების კლასი), 1984-91 საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე.

სულხან ცინცაძე მუშაობდა მუსიკალური შემოქმედების ყველა უმთავრეს ჟანრში, განსაკუთრებული წარმატება და საერთაშორისო აღიარება ხვდა წილად მის 12 სიმებიან კვარტეტს (1947-90) და საკვარტეტო მინიატიურებს, მიღწევები აქვს მუსიკალური თეატრისა და კინომუსიკის („ჭრიჭინა“, „ბაში-აჩუკი“, „თოჯინები იცინიან“, „ჯარისკაცის მამა“, „აბეზარა“, „მაია წყნეთელი“, „ჩრდილი გზაზე“, „ოთარაანთ ქვრივი“ და სხვ.) დარგში. მისი ნაწარმოებებია: 2 ოპერა (მათ შორის „განდეგილი“, 1972), ბალეტები – „ცისფერი მთის საუნჯე“ (1954), „დემონი“ (1961). „ანტიკური ესკიზები“ (1973), „დალი და მონადირე“ (1977, ყველა დაიდგა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში), „რივარესი“ (1982, დაიდგა მოსკოვში კ. სტანისლავსკისა და ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის თეატრში), 5 სიმფონია (1952-1985), ოპერეტები: „აბლაბუდა“ (1960), „სიმღერა ტყეში“ (1967), „შვეიკი“ (1976, ყველა დაიდგა თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრში), ორატორია „უკვდავება“ (1970), 2 საფორტეპიანო (1949, 1968), 2 სავიოლინო (1968, 1977), 2 ჩელოს (1947, 1964) კონცერტი, 24 პრელუდია ფორტეპიანოს (1971), ჩელოს (1980) და ვიოლინოსათვის (1986). ზ. ფალიაშვილის სახელობის (1977), შ. რუსთაველის სახელობის (1981), სსრკ სახელმწიფო (1950) პრემიების და პრაღის, ვარშავისა და მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატია. ცსულხან ცინცაძეს ხშირად იწვევდნენ შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრად. სულხან ცინცაძე თანამედროვე ქართული მუსიკის კლასიკოსად არის აღიარებული. ავტორია წიგნისა „გაორკესტრების ტექნიკა“ (თბ. 2003).

გ. ტორაძე


[რედაქტირება] წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი [კატეგორია:შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურიატები‏‎]] [კატეგორია:ცინცაძეები]]

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები