ლილი ჯონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლილი ჯონ“ გადაიტანა გვერდზე „ჯონ ლილი“)

(ერთი მომხმარებლის 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ჯონ ლილი'''  − (''ინგლ.'' John Lyly, დაახლ. 1554-1606), ინგლისელი დრამატურგი. [[რენესანსი|რენესანსული]] ჰუმანისტური [[კომედია|კომედიის]] ერთ-ერთი ფუძემდებელთაგანი. მოახდინა დიდი ზეგავლენა ინგლისურ რენესანსულ [[თეატრი|თეატრზე]], აჩვენა ნიმუშები „მაღალი“ და „იდეების“ კომედიის. იგი არის შექსპირის ყველაზე მნიშვნელოვანი წინამორბედი.

[[ფაილი:Jon lili.PNG|thumb|150პქ|ჯონ ლილი]]

'''ჯონ ლილი'''  − (''ინგლ.'' John Lyly, დაახლ. 1554-1606), ინგლისელი მწერალი და დრამატურგი. [[რენესანსი|რენესანსული]] ჰუმანისტური [[კომედია|კომედიის]] ერთ-ერთი ფუძემდებელთაგანი. მოახდინა დიდი ზეგავლენა ინგლისურ რენესანსულ [[თეატრი|თეატრზე]], აჩვენა ნიმუშები „მაღალი“ და „იდეების“ კომედიის. იგი არის [[შექსპირი უილიამ|შექსპირი]]ს ყველაზე მნიშვნელოვანი წინამორბედი.

[[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესები]]:

თავისი ლიტერატურული კარიერა მან რომანების წერით დაიწყო. განათლების გავრცელებისა და მკითხველთა წრის გაფართოების შედეგად, მხატვრული [[პროზა]] (რომელიც [[პოეზია]]სთან მიმართებაში მეორეხარისხოვნად ითვლებოდა) სულ უფრო პოპულარული ხდებოდა. ლილის რომანებს შორის ყველაზე წარმატებული „ევფუესი” იყო. განსაკუთრებულ აღფრთოვანებას რომანის ენა იწვევდა, რომელიც ლონდონის მაღალი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი მაღალფარდოვანი [[მეტყველება|მეტყველების]] მეთოდურ [[სტილიზაცია]]ს წარმოადგენდა. „ევფუესს”, რომელიც ორ ნაწილად გამოიცა, უდიდესი წარმატება ხვდა წილად, აღფრთოვანებულ გამოხმაურებებთან ერთად, რომანზე [[პამფლეტი|პამფლეტები]] და [[პაროდია|პაროდიებიც]] შეიქმნა. თუმცა, ეს კიდევ მეტად პოპულარულს ხდიდა მას. ამ რომანის შემდეგ დამკვიდრდა სწორედ გამოთქმა „ევფუიზმი”, რომელიც მაღალფარდოვან მეტყველებასა თუ სტილს აღნიშნავს. ლილის ლიტერატურულ დამსახურებად პროზის ენის მხატვრული დამუშავება და რეფორმა ითვლება. იდეური თვალსაზრისით, ლილის შემოქმედება მაღალი მორალური იდეალების, ადამიანებს შორის კეთილი ურთიერთობების, განათლებისა და სხვა ჰუმანისტური ღირებულებების დამკვიდრებას ცდილობს.
* „ალექსანდრე და კამპასპა“, „

* საფო და ფაონი“,

ინგლისურ დრამატურგიაში პროზაული სტილის დამკვიდრების ღვაწლი, ასევე, ლილის მიუძღვის. მისი [[დრამა (ლიტერატურა)|დრამების]] ენა დახვეწილი, მოქნილი, უშუალო და ზუსტია. მწერალმა [[პერსონაჟი|პერსონაჟების]] მეტყველება მათ სოციალურ სტატუსსა და ხასიათს შეუსადაგა. მიუხედავად იმისა, რომ მის პერსონაჟთა უმრავლესობა გამართული [[სალიტერატურო ენა|ლიტერატურული ენით]] საუბრობს, მათ არ აკლიათ სახასიათო თავისებურებები და ინდივიდუალური ნიშან-თვისებები, მაგალითად, მსახურებისთვის ის საგანგებო [[ჟარგონი|ჟარგონს]], მოუხეშავ ხუმრობებსა და გამოთქმებს არჩევს. ლილი, ძირითადად, კარის თეატრისა და ბიჭუნათა დასებისთვის წერდა, რომლებიც არისტოკრატიული აუდიტორიის წინაშე [[თამაში (თეატრი)|თამაშობდნენ]]. თუმცა ის არასოდეს ივიწყებდა ინგლისური თეატრის „ფეხზე მდგომ” დემოკრატიულ პარტერს. მან პირველმა აიყვანა დრამა ჭეშმარიტი [[ლიტერატურა|ლიტერატურის]] სიმაღლეზე და ყველა გემოვნებისა და სოციალური სტატუსის ადამიანისთვის გასაგები გახადა ის. ამასთან, ლილი არასოდეს ღალატობდა მაღალი ლიტერატურული გემოვნების მოთხოვნებს. დრამაში მისი ენა გაცილებით უფრო სადა იყო, ვიდრე რომანში, ხოლო ე. წ. „ევფუიზმები” უფრო ორგანულად ჟღერდა.
* „გალათეა“,

* „ენდიმიონი“,

ლილიმ 8 კომედია დაწერა. მათი უმეტესობა მითოლოგიურ სიუჟეტზე იყო აგებული. „ენდიმიონის”, „მიდასისა” თუ „სიყვარულის მეტამორფოზებისაგან” განსხვავებით, „გალატეას” მოქმედება ლონდონში ხდება. თუმცა პიესაში ერთად მოქმედებენ მითოლოგიური პერსონაჟები − [[ნეპტუნი]], [[ვენერა]], [[კუპიდონი]] თუ [[დიანა]] და ინგლისელი [[ჯამბაზი|ჯამბაზები]], ასტროლოგი და ალქიმიკოსი. ინგლისში, კერძოდ როჩესტერში, ვითარდება მოქმედება [[პლავტუსი ტიტუს მაქციუსი|პლავტუსი]]ს კომედიის ყაიდაზე დაწერილ კომედიაში „დედილო ბომბი”.
* „მიდასი“,

* „ქალი მთვარეზე“

ლილის პიესათა უმრავლეობა XVI საუკუნის 80-იან წლებში დაიწერა. 1583 წელს გამოიცა კომედიები „ალექსანდრე და კამპასპა” და „საფო და ფაონი” „ალექსანდრე და კამპასპას” (სიტყვასიტყვით: „ბრწყინვალე კომედია ალექსანდრეზე, კამპასპასა და დიოგენეზე”) სიუჟეტი მწერალმა პლინიუსისგან აიღო. პიესა [[ალექსანდრე მაკედონელი]]ს ერთი დიდსულოვანი საქციელის შესახებ მოგვითხრობს. მეფემ თავის მეგობარ აპელესს უმშვენიერესი ტყვე კამპასპას [[პორტრეტი]]ს დახატვა უბრძანა. პორტრეტზე მუშაობისას ქალსა და მხატვარს ერთმანეთი შეუყვარდათ. თავად შეყვარებული ალექსანდრესთვის ამის შეტყობა ძალიან მძიმე იყო, თუმცა მან მოახერხა გრძნობების მოთოკვა და ქალი მეგობარს დაუთმო. ალექსანდრემ ეს თავის სამეფო ვალდებულებად ჩათვალა, რადგან მიაჩნდა, რომ მეფემ, რომელმაც მთელი ქვეყანა უნდა მართოს, საკუთარი გრძნობების დამორჩილებაც უნდა შეძლოს. აქ ლილი საკითხს ფილოსოფიურად აყენებს და ხელისუფალის საქციელის იდეალურ ნიმუშს გვაჩვენებს. პიესაში მოქმედებენ ბერძენი ფილოსოფოსებიც − [[პლატონი]], [[არისტოტელე]], დიოგენე. ხშირად ლილი მითოლოგიური ალეგორიებითა თუ სხვა მხატვრული მინიშნებებით ელისაბედ დედოფალსა და მის მმართველობას განადიდებდა.
* „დედილო ბომბი“ (და სხვ.).

დრამატურგიის ენის განვითარებასთან ერთად, ჯონ ლილიმ პიესის მოქმედების განვითარება პერსონაჟების დრამატულ ევოლუციას დაუკავშირა. მანვე შემოიტანა პიესაში პარალელური მოქმედება, უმეტესწილად, კომიკური ხასიათისა. ეს ხერხი შემდგომში შექსპირმა განავითარა.

''თამარ ბოკუჩავა''

==წყარო==

==წყარო==
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]

[[მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II]]

[[კატეგორია:დრამატურგები]]

[[კატეგორია:დრამატურგები]]

[[კატეგორია:ინგლისელი დრამატურგები]]

[[კატეგორია:ინგლისელი დრამატურგები]]

[[კატეგორია:ინგლისელი მწერლები]]

მიმდინარე ცვლილება 12:11, 31 ივლისი 2025 მდგომარეობით

ჯონ ლილი

ჯონ ლილი − (ინგლ. John Lyly, დაახლ. 1554-1606), ინგლისელი მწერალი და დრამატურგი. რენესანსული ჰუმანისტური კომედიის ერთ-ერთი ფუძემდებელთაგანი. მოახდინა დიდი ზეგავლენა ინგლისურ რენესანსულ თეატრზე, აჩვენა ნიმუშები „მაღალი“ და „იდეების“ კომედიის. იგი არის შექსპირის ყველაზე მნიშვნელოვანი წინამორბედი.

თავისი ლიტერატურული კარიერა მან რომანების წერით დაიწყო. განათლების გავრცელებისა და მკითხველთა წრის გაფართოების შედეგად, მხატვრული პროზა (რომელიც პოეზიასთან მიმართებაში მეორეხარისხოვნად ითვლებოდა) სულ უფრო პოპულარული ხდებოდა. ლილის რომანებს შორის ყველაზე წარმატებული „ევფუესი” იყო. განსაკუთრებულ აღფრთოვანებას რომანის ენა იწვევდა, რომელიც ლონდონის მაღალი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი მაღალფარდოვანი მეტყველების მეთოდურ სტილიზაციას წარმოადგენდა. „ევფუესს”, რომელიც ორ ნაწილად გამოიცა, უდიდესი წარმატება ხვდა წილად, აღფრთოვანებულ გამოხმაურებებთან ერთად, რომანზე პამფლეტები და პაროდიებიც შეიქმნა. თუმცა, ეს კიდევ მეტად პოპულარულს ხდიდა მას. ამ რომანის შემდეგ დამკვიდრდა სწორედ გამოთქმა „ევფუიზმი”, რომელიც მაღალფარდოვან მეტყველებასა თუ სტილს აღნიშნავს. ლილის ლიტერატურულ დამსახურებად პროზის ენის მხატვრული დამუშავება და რეფორმა ითვლება. იდეური თვალსაზრისით, ლილის შემოქმედება მაღალი მორალური იდეალების, ადამიანებს შორის კეთილი ურთიერთობების, განათლებისა და სხვა ჰუმანისტური ღირებულებების დამკვიდრებას ცდილობს.

ინგლისურ დრამატურგიაში პროზაული სტილის დამკვიდრების ღვაწლი, ასევე, ლილის მიუძღვის. მისი დრამების ენა დახვეწილი, მოქნილი, უშუალო და ზუსტია. მწერალმა პერსონაჟების მეტყველება მათ სოციალურ სტატუსსა და ხასიათს შეუსადაგა. მიუხედავად იმისა, რომ მის პერსონაჟთა უმრავლესობა გამართული ლიტერატურული ენით საუბრობს, მათ არ აკლიათ სახასიათო თავისებურებები და ინდივიდუალური ნიშან-თვისებები, მაგალითად, მსახურებისთვის ის საგანგებო ჟარგონს, მოუხეშავ ხუმრობებსა და გამოთქმებს არჩევს. ლილი, ძირითადად, კარის თეატრისა და ბიჭუნათა დასებისთვის წერდა, რომლებიც არისტოკრატიული აუდიტორიის წინაშე თამაშობდნენ. თუმცა ის არასოდეს ივიწყებდა ინგლისური თეატრის „ფეხზე მდგომ” დემოკრატიულ პარტერს. მან პირველმა აიყვანა დრამა ჭეშმარიტი ლიტერატურის სიმაღლეზე და ყველა გემოვნებისა და სოციალური სტატუსის ადამიანისთვის გასაგები გახადა ის. ამასთან, ლილი არასოდეს ღალატობდა მაღალი ლიტერატურული გემოვნების მოთხოვნებს. დრამაში მისი ენა გაცილებით უფრო სადა იყო, ვიდრე რომანში, ხოლო ე. წ. „ევფუიზმები” უფრო ორგანულად ჟღერდა.

ლილიმ 8 კომედია დაწერა. მათი უმეტესობა მითოლოგიურ სიუჟეტზე იყო აგებული. „ენდიმიონის”, „მიდასისა” თუ „სიყვარულის მეტამორფოზებისაგან” განსხვავებით, „გალატეას” მოქმედება ლონდონში ხდება. თუმცა პიესაში ერთად მოქმედებენ მითოლოგიური პერსონაჟები − ნეპტუნი, ვენერა, კუპიდონი თუ დიანა და ინგლისელი ჯამბაზები, ასტროლოგი და ალქიმიკოსი. ინგლისში, კერძოდ როჩესტერში, ვითარდება მოქმედება პლავტუსის კომედიის ყაიდაზე დაწერილ კომედიაში „დედილო ბომბი”.

ლილის პიესათა უმრავლეობა XVI საუკუნის 80-იან წლებში დაიწერა. 1583 წელს გამოიცა კომედიები „ალექსანდრე და კამპასპა” და „საფო და ფაონი” „ალექსანდრე და კამპასპას” (სიტყვასიტყვით: „ბრწყინვალე კომედია ალექსანდრეზე, კამპასპასა და დიოგენეზე”) სიუჟეტი მწერალმა პლინიუსისგან აიღო. პიესა ალექსანდრე მაკედონელის ერთი დიდსულოვანი საქციელის შესახებ მოგვითხრობს. მეფემ თავის მეგობარ აპელესს უმშვენიერესი ტყვე კამპასპას პორტრეტის დახატვა უბრძანა. პორტრეტზე მუშაობისას ქალსა და მხატვარს ერთმანეთი შეუყვარდათ. თავად შეყვარებული ალექსანდრესთვის ამის შეტყობა ძალიან მძიმე იყო, თუმცა მან მოახერხა გრძნობების მოთოკვა და ქალი მეგობარს დაუთმო. ალექსანდრემ ეს თავის სამეფო ვალდებულებად ჩათვალა, რადგან მიაჩნდა, რომ მეფემ, რომელმაც მთელი ქვეყანა უნდა მართოს, საკუთარი გრძნობების დამორჩილებაც უნდა შეძლოს. აქ ლილი საკითხს ფილოსოფიურად აყენებს და ხელისუფალის საქციელის იდეალურ ნიმუშს გვაჩვენებს. პიესაში მოქმედებენ ბერძენი ფილოსოფოსებიც − პლატონი, არისტოტელე, დიოგენე. ხშირად ლილი მითოლოგიური ალეგორიებითა თუ სხვა მხატვრული მინიშნებებით ელისაბედ დედოფალსა და მის მმართველობას განადიდებდა.

დრამატურგიის ენის განვითარებასთან ერთად, ჯონ ლილიმ პიესის მოქმედების განვითარება პერსონაჟების დრამატულ ევოლუციას დაუკავშირა. მანვე შემოიტანა პიესაში პარალელური მოქმედება, უმეტესწილად, კომიკური ხასიათისა. ეს ხერხი შემდგომში შექსპირმა განავითარა.

თამარ ბოკუჩავა

[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები