ნიკე
| (ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Nike.jpg|thumb|'''ნიკე.''' <br />რელიეფი, [[მარმარილო]] (ძვ. წ. 411-407 წ.წ.), ათენი, აკროპოლისის მუზეუმი]] | [[ფაილი:Nike.jpg|thumb|'''ნიკე.''' <br />რელიეფი, [[მარმარილო]] (ძვ. წ. 411-407 წ.წ.), ათენი, აკროპოლისის მუზეუმი]] | ||
| − | '''ნიკე''' – ''(ბერძნ.)'' „გამარჯვება“. ბერძენთა პოეტურ ფანტაზიაში შედარებით გვიან აღმოცენდა გამარჯვების ქალღმერთის დიდებული სახე. | + | '''ნიკე''' – ''(ბერძნ.)'' „გამარჯვება“. ბერძენთა პოეტურ ფანტაზიაში შედარებით გვიან აღმოცენდა გამარჯვების ქალღმერთის დიდებული სახე. [[ჰომეროსი]]ს პოემებში იგი არ გვხვდება. ნიკეს პირველად [[ჰესიოდე]] მოიხსენიებს. მას შემდეგ იგი, [[ტიტანები|ტიტან]] [[პალასი]]სა და მიწისქვეშა მდინარის ქალღმერთის, [[სტიქსი]]ს, ასული თავის ადგილს ისაკუთრებს ბერძნულ მითოსში. ნიკე უზარმაზარი ფრთებით დამშვენებული ღვთაებაა, რომელიც თან სდევს მებრძოლებს და თავს ევლება [[დედამიწა]]ს გამარჯვებათა ამბავი რომ აუწყოს ყველას. განსაკუთრებით უყვარდა ნიკე [[ალექსანდრე მაკედონელი|ალექსანდრე მაკედონელს]], რომელიც ყოველი გამარჯვების შემდეგ ბრძანებდა, აეგოთ მისი სახელობის საკურთხეველი. სახელოვანი მეფეები თავიანთ ძეგლებს ამ ფრთაშესხმული ქალღმერთის გამოსახულებით ამშვენებდნენ. |
[[ფაილი:Nike samoTrakieli.jpg|thumb|მარცხნივ|'''ნიკე სამოთრაკიელი.''' <br />მარმარილო (დაახ. ძვ. წ. 190 წ.), პარიზი ლუვრი]] | [[ფაილი:Nike samoTrakieli.jpg|thumb|მარცხნივ|'''ნიკე სამოთრაკიელი.''' <br />მარმარილო (დაახ. ძვ. წ. 190 წ.), პარიზი ლუვრი]] | ||
| − | როდესაც რომში ბერძენი ნიკეს ქანდაკება ჩაიტანეს და, წესისამებრ, რომაული სახელი „[[ვიქტორია]]“ უწოდეს, იმპერატორმა ავგუსტუსმა იგი სენატში მოათავსა: ქალღმერთს ფეხი ედგა | + | როდესაც რომში ბერძენი ნიკეს ქანდაკება ჩაიტანეს და, წესისამებრ, რომაული სახელი „[[ვიქტორია]]“ უწოდეს, იმპერატორმა [[ავგუსტუსი გაიუს ოქტავიანე|ავგუსტუსმა]] იგი სენატში მოათავსა: ქალღმერთს ფეხი ედგა [[სფერო]]ზე, რომელიც სიმბოლურად დედამიწას წარმოადგენდა, ცად აღმართულ მარჯვენა ხელში გვირგვინი ეპყრა, მარცხენაში კი – პალმის რტო. სხდომის დაწყების წინ სენატორები მის ირგვლივ იკრიბებოდნენ და ღვინისა და კეთილსურნელებათა სახით მსხვერპლს სწირავდნენ. „იმპერიის უბიწო მფარველი“ რომის გარდაუვალი ძლევამოსილების სიმბოლოდ იქცა. მხოლოდ ქრისტიანი იმპერატორების ბრძანებით გამოიტანეს იგი სენატის კედლებიდან, რამაც ტრადიციათა ერთგული რომაელების გულისწყრომა გამოიწვია, რადგან ისინი ამ ქმედებაში რომის დიდების დასასრულს ჭვრეტდნენ. და ასეც მოხდა. |
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
ნიკეს ქანდაკებებს ხშირად უძღვნიდნენ ქალღმერთ [[ათენა]]ს. სწორედ ამიტომ „ნიკე“ ათენას ერთ-ერთი ეპითეტიცაა. | ნიკეს ქანდაკებებს ხშირად უძღვნიდნენ ქალღმერთ [[ათენა]]ს. სწორედ ამიტომ „ნიკე“ ათენას ერთ-ერთი ეპითეტიცაა. | ||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
მიმდინარე ცვლილება 15:37, 16 ოქტომბერი 2025 მდგომარეობით
ნიკე – (ბერძნ.) „გამარჯვება“. ბერძენთა პოეტურ ფანტაზიაში შედარებით გვიან აღმოცენდა გამარჯვების ქალღმერთის დიდებული სახე. ჰომეროსის პოემებში იგი არ გვხვდება. ნიკეს პირველად ჰესიოდე მოიხსენიებს. მას შემდეგ იგი, ტიტან პალასისა და მიწისქვეშა მდინარის ქალღმერთის, სტიქსის, ასული თავის ადგილს ისაკუთრებს ბერძნულ მითოსში. ნიკე უზარმაზარი ფრთებით დამშვენებული ღვთაებაა, რომელიც თან სდევს მებრძოლებს და თავს ევლება დედამიწას გამარჯვებათა ამბავი რომ აუწყოს ყველას. განსაკუთრებით უყვარდა ნიკე ალექსანდრე მაკედონელს, რომელიც ყოველი გამარჯვების შემდეგ ბრძანებდა, აეგოთ მისი სახელობის საკურთხეველი. სახელოვანი მეფეები თავიანთ ძეგლებს ამ ფრთაშესხმული ქალღმერთის გამოსახულებით ამშვენებდნენ.
როდესაც რომში ბერძენი ნიკეს ქანდაკება ჩაიტანეს და, წესისამებრ, რომაული სახელი „ვიქტორია“ უწოდეს, იმპერატორმა ავგუსტუსმა იგი სენატში მოათავსა: ქალღმერთს ფეხი ედგა სფეროზე, რომელიც სიმბოლურად დედამიწას წარმოადგენდა, ცად აღმართულ მარჯვენა ხელში გვირგვინი ეპყრა, მარცხენაში კი – პალმის რტო. სხდომის დაწყების წინ სენატორები მის ირგვლივ იკრიბებოდნენ და ღვინისა და კეთილსურნელებათა სახით მსხვერპლს სწირავდნენ. „იმპერიის უბიწო მფარველი“ რომის გარდაუვალი ძლევამოსილების სიმბოლოდ იქცა. მხოლოდ ქრისტიანი იმპერატორების ბრძანებით გამოიტანეს იგი სენატის კედლებიდან, რამაც ტრადიციათა ერთგული რომაელების გულისწყრომა გამოიწვია, რადგან ისინი ამ ქმედებაში რომის დიდების დასასრულს ჭვრეტდნენ. და ასეც მოხდა.
საყოველთაოდ ცნობილი ნიკე სამოთრაკიელის ქანდაკება დღეს ლუვრის მუზეუმს ამშვენებს.
ნიკეს ქანდაკებებს ხშირად უძღვნიდნენ ქალღმერთ ათენას. სწორედ ამიტომ „ნიკე“ ათენას ერთ-ერთი ეპითეტიცაა.