ერქომაიშვილი ანზორ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(2 მომხმარებლების 9 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Anzor erqomaiSvili.JPG|thumb|200პქ|ანზორ ერქომაიშვილი]]
+
[[ფაილი:Anzor erqomaiSvili.JPG|thumb|150პქ|ანზორ ერქომაიშვილი]]
'''ერქომაიშვილი ანზორ''' - (10. VIII. 1940, ბათუმი), მომღერალი, საგუნდო დირიჟორი, ხალხური სიმღერების შემკრები. [[საქართველო|საქართველოს]] სახალხო არტისტი (1980), შოთა რუსთაველის სახელობის (1988), საქართველოს სახელმწიფო (1996), ზ. ფალიაშვილისა (1981) და ი. გოგებაშვილის სახელობის (1993) პრემიების ლაურეატი, აგრეთვე ახალგაზრდობისა და სტუდენტთა IX საერთაშორისო ფესტივალისა (სოფია, 1968) და ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემიის ლაურეატი (1983).  
+
'''ერქომაიშვილი ანზორ''' - (10. VIII. 1940, [[ბათუმი]] – 31 მარტი, 2021), [[საქართველო|საქართველოს]] სახალხო არტისტი (1980), შოთა რუსთაველის სახელობის (1988), საქართველოს სახელმწიფო (1996), ზ. ფალიაშვილისა (1981) და ი. გოგებაშვილის სახელობის (1993) პრემიების [[ლაურეატი]], აგრეთვე ახალგაზრდობისა და სტუდენტთა IX საერთაშორისო ფესტივალისა (სოფია, 1968) და ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემიის ლაურეატი (1983).  ივ. ჯავახიშვილის მედლის მფლობელი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1989), VII მოწვევის (2008-2009) პარლამენტის წევრი,  თბილისის საპატიო მოქალაქე  (2014),  ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი (2020).  
  
1969 დაამთავრა [[თბილისი|თბილისის]] კონსერვატორიის საგუნდო დირიჟორობის სპეციალობით (ვ. ფალიაშვილის კლასი), 1976 ასპირანტურა ხალხური. მუსიკის შემოქმედების სპეციალობით (ხელმძღვანელი [[ასლანიშვილი შალვა|შ. ასლანიშვილი]]). 1961 აქვე ჩამოაყალიბა ვოკალური [[ანსამბლი]] „გორდელა“ (თ. ქევხიშვილთან, ბ, თოიძესთან, თ. ანდღულაძესთან, ა. დანელიანთან, თ. პავლოვთან, გ. სიხარულიძესთან, კ. ჭოხონელიძესთან ერთად).
+
დაიბადა 1940 წლის 10 აგვისტოს ბათუმში, ტრადიციულ მუსიკალურ ოჯახში.
  
(2008-2009) პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი, №60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“.
+
მისი ბაბუა [[არტემ ერქომაიშვილი]] იმ დროს ბათუმში მუშაობდა აჭარის სახელმწიფო ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელად. ამ გუნდის სოლისტები იყვნენ ანზორის მშობლები — ეთერ და დავით ერქომაიშვილები. არტემის მამა გიგო ერქომაიშვილი ცნობილი მგალობელი-მომღერალი იყო ოზურგეთის მაზრის სოფელ მაკვანეთიდან. გასული საუკუნის ბოლოს მას მთელს [[გურია]]ში სახელგანთქმული ანსამბლი ჰყავდა. ამ ანსამბლმა 1907 წელს თბილისში პირველად ჩაწერა გრამფირფიტებზე 50 გურული სიმღერა. ანსამბლის სოლისტები იყვნენ (მოგვიანებით) გიგოს შვილები: არტემ, ანანია და ვლადიმერ ერქომაიშვილები ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები.
  
1968 დააარსა ანსამბლი „რუსთავი“, ხოლო 1976 ბიჭუნათა ანსამბლი „მართვე“, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს. მათთან ერთად შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა. ერქომაიშვილმა ჩაიწერა და ნოტებზე გადაიტანა ხალხური სიმღერების იშვიათი ნიმუშები. გამოსცა „ქართული ხალხური სიმღერების“ 2 კრებული (1972, 1980), „100 ქართული ხალხური სიმღერა“ (1988). თბილისისა და უცხოეთის არქივებში მან მიაკვლია 500-ზე მეტ ქართულ ხალხურ სიმღერის ფონოჩანაწერს და გამოსცა თანდართული გამოკვლევებითურთ: „პირველი გრამფირფიტები საქართველოში 1907-14“. 1992 ლონდონის მუსიკის არქივში მიაკვლია 127 ქართულ ხალხურ სიმღერის 1902-14 წლების გრამფირფიტებს. აქვე აღმოაჩინა ვ. სარაჯიშვილის ჩანაწერების მატრიცები (დედნები), რომელთა მეშვეობით ([[ანდღულაძე ნოდარ|ნ. ანდღულაძის]] მონაწილეობით) მოხერხდა მომღერლის ხმის პირვანდელი სრულყოფილი ხმოვანების აღდგენა ავტორია წიგნებისა: „ბაბუა“ (1980, არტემ ერქომაიშვილზე), „ძველი სიმღერების კვალდაკვალ“ (1979), „შავი შაშვი ჩიოდა“ (1989) და სხვ.
+
==== ბიოგრაფია====
 +
1947 წელს არტემ ერქომაიშვილის ოჯახი ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში გადასახლდა, ამავე წელს ანზორ ერქომაიშვილი შეიყვანეს მაკვანეთის რვაწლიან სკოლაში.
  
 +
სიმღერა ანზორ ერქომაიშვილმა ოჯახში, ბაბუასაგან შეისწავლა. პირველი მუსიკალური ნათლობა მიიღო 1947 წელს [[თბილისი|თბილისში]] გამართულ ბავშვთა რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე, სადაც პირველი ხარისხის დიპლომითა და ფასიანი საჩუქრით დააჯილდოვეს.
  
==წყარო==
+
1958 წელს ანზორმა ვერცხლის მედლით დაამთავრა [[ოზურგეთი]]ს ე. ნინოშვილის სახელობის პირველი საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში. 1961 წელს ჩაირიცხა [[თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია|თბილისის კონსერვატორია]]ში საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1969 წელს (1963-1966 წლებში იმყოფებოდა საბჭოთა არმიის რიგებში).
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (.. "პროგრესი")<br />
+
 
[[საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015]]
+
1961 წელს თბილისის კონსერვატორიაში ჩამოაყალიბა ანსამბლი „გორდელა“, რომელმაც 1968 წელს, სოფიაში, სტუდენტთა და ახალგაზრდობის VI მსოფლიო ფესტივალზე ოქროს მედალი და ლაურეატის წოდება დაიმსახურა.
 +
 
 +
==== ანსამბლი „რუსთავი“ ====
 +
1968 წელს ჩამოაყალიბა ანსამბლი „რუსთავი“.
 +
 
 +
„რუსთავმა“ შორს გაუთქვა სახელი ქართულ ხალხურ სიმღერას, მან მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყანა მოიარა, არაერთგზის გამოდიოდა ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში,როგორიც არის პარიზის „ოლიმპია“, ვენის ფილარმონიის, ამსტერდამის ფილარმონიის და სხვა საკონცერტო დარბაზები.
 +
 
 +
მრავალჯერ გამოვიდა რადიოთი და ტელევიზიით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ [[ფესტივალი|ფესტივალებში]], მათ შორის „ბი-ბი-სის“ მუსიკალურ ფესტივალზე 1992 წელს.
 +
 
 +
ანსამბლ „რუსთავზე“ საქართველოს ტელეფილმების სტუდიამ გადაიღო [[მუსიკალური ფილმი|მუსიკალური ფილმები]]:<br />
 +
1969 წელს — ანსამბლი „რუსთავი“, — რეჟ. რ. ჭიაურელი.<br />
 +
1970 წელს — „ძველი ქართული ჰიმნები“, — რეჟ. ს. ჩხაიძე;<br />
 +
1980 წელს  — „მღერის ანსამბლი „რუსთავი“, — რეჟ. ს. ჩხაიძე.
 +
 
 +
ანსამბლმა „რუსთავმა“ 1969-1988 წლებში ფირმა „მელოდიაში“ ჩაწერა და გამოუშვა ორ ათეულზე მეტი ფირფიტა. მათ შორის აღსანიშნავია ფირფიტების კრებულები:<br />
 +
„60 ქართული ხალხური სიმღერა“ — 1980 წელს (5 ფირფიტა).<br />
 +
„100 ქართული ხალხური სიმღერა“ — 1988 წელს (8 ფირფიტა).
 +
 
 +
1989 წელს ნიუ-იორკში გამოიცა ანსამბლ „რუსთავის“ კომპაქტური დისკი, ფირფიტა და კასეტა.
 +
 
 +
1993-1996 წლებში უცხოური ფირმებისათვის ანსამბლმა „რუსთავმა“ ჩაწერა 300-ზე მეტი ძველი ქართული ხალხური სიმღერა, რომელიც კომპაქტური დისკების სახით გამოვიდა მთელ მსოფლიოში.
 +
 
 +
==== ბიჭუნათა ანსამბლი „მართვე“ ====
 +
1976 წელს ანზორ ერქომაიშვილმა ჩამოაყალიბა ბიჭუნათა ანსამბლი „[[მართვე (ვოკალური ანსამბლი)|მართვე]]“. „მართვემ“ უდიდესი როლი შეასრულა ქართველი ახალგაზრდობის მუსიკალური აღზრდის საქმეში. „მართვეს“ აღზრდილმა არაერთმა ახალგაზრდამ მიიღო პროფესიული განათლება თბილისის კონსერვატორიაში, რამაც თავისთავად დიდი როლი უნდა შეასრულოს ქართული ხალხური სიმღერის გადარჩენის, დანერგვისა და პოპულარიზაციის საქმეში.
 +
 
 +
1994 წლის 25 მარტს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა [[ედუარდ შევარდნაძე]]მ გამოსცა ბრძანებულება, რომლის ძალითაც „მართვეს“ ბაზაზე შეიქმნა ბავშვთა საერთაშორისო ფოლკლორის ცენტრი.
 +
 
 +
თავისი არსებობის 20 წლის მანძილზე „მართვემ“ ტრიუმფით მოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ ფესტივალებში: [[პოლონეთი|პოლონეთში]], ჰოლანდიაში, [[გერმანია]]ში, [[იაპონია]]ში…
 +
 
 +
ფირმა „მელოდიამ“ გამოსცა ანსამბლ „მართვეს“ რამდენიმე ფირფიტა, ხოლო 1986 წელს იაპონიის ცნობილმა ფირმა „ვიქტორმა“ გამოსცა ლაზერის კომპაქტური დისკი „მართვეს“ შესრულებით.
 +
 
 +
==== ქართული ხალხური სიმღერების შეგროვება და პოპულარიზაცია ====
 +
ანზორ ერქომაიშვილმა მოსკოვის, ლენინგრადის, კრასნოგორსკის, რიგისა და თბილისის არქივებში მიაკვლია 500-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერის ფონოჩანაწერს, შესრულებულს 1907 წლიდან — 30-იანი წლების ჩათვლით. ეს სიმღერები აღდგენისა და რესტავრაციის შემდეგ ფირმა „მელოდიას“ გამოაცემია ფირფიტების სახით. მათ შორის აღსანიშნავია ფირფიტების კრებული (5 ფირფიტა) თანდართული გამოკვლევებით: „პირველი გრამფირფიტები საქართველოში, 1907-1914 წლები“, ჩაწერილი ინგლისური სააქციონერო საზოგადოების ფირმების
 +
მიერ.
 +
 
 +
გამოვიდა აგრეთვე სხვა ფირფიტებიც, ანზორ ერქომაიშვილის ზრუნვით გაცოცხლდა: [[ვანო სარაჯიშვილი]]ს, [[სანდრო ინაშვილი]]ს, [[ნიკო ქუმსიაშვილი]]ს, [[სანდრო კავსაძე|სანდრო კავსაძი]]ს, [[ვარლამ სიმონიშვილი]]ს, [[ავქსენტი მეგრელიძე|ავქსენტი მეგრელიძის]], [[ნოკო ხურცია]]ს, [[კირილე პაჭკორია]]ს, [[მარო თარხნიშვილი]]ს, არტემ ერქომაიშვილის, [[მჭედლიშვილი ივანე|ვანო მჭედლიშვილი]]ს და სხვა შესანიშნავ მომღერალთა და ლოტბართა ხმები (სამწუხაროდ, ფირფიტების გამოცემა შეწყდა ფირმა „მელოდიასთან“ საქართველოს კონტაქტების გაწყვეტის გამო).
 +
 
 +
ანზორ ერქომაიშვილმა მოიარა თითქმის მთელი საქართველო და ძველი მომღერლებისაგან ჩაიწერა და ნოტებზე გადაიტანა ხალხური სიმღერების იშვიათი ნიმუშები.
 +
 
 +
გამოცემული აქვს სანოტო კრებულები: „ქართული ხალხური სიმღერების კრებული“ (გამომც. „მუზიკა“, 1972), ქართული ხალხური სიმღერების კიდევ ერთი კრებული, გამოცემული 1980 წელს („ხელოვნება“).
 +
 
 +
1984-1989 წლებში საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცნობილი მომღერლები მოიწვია თბილისში და ფირმა „მელოდიაში“ მრავალარხიან მაგნიტოფირზე ჩაწერა 100-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა. ამ ფირებზე ჩაწერილია როგორც ყველა ერთად, ისე თითოეული ცალცალკე, სადაც ნათლად ჩანს ყოველი მომღერლის საშემსრულებლო მანერა და ხასიათი. ასეთი აუდიოჩანაწერები დიდად შეუწყობს ხელს ფოლკლორისტებსა და მუსიკისმცოდნეებს.
 +
 
 +
1992 წელს ლონდონის მუსიკალურ არქივში მიაკვლია 1902-1914 წლებში გამოცემულ გრამოფონის ფირფიტებს
 +
დედნებს, რომლებზეც ჩაწერილია 127 ქართული ხალხური სიმღერა ინგლისური ფირმების მიერ.
 +
 
 +
ანზორ ერქომაიშვილმა მუსიკალურად გააფორმა 10-ზე მეტი კინოფილმი და [[სპექტაკლი]]. მისი ლიტერატურულ-პუბლიცისტური პუბლიკაციებიდან აღსანიშნავია წიგნები: „ბაბუა“ 1980, გამომც. „საქართველო“, „შავი შაშვი ჩიოდა“, — 1989, „ნაკადული“, „ორი ანსამბლის ისტორია“ — 1978, „ხელოვნება“, „ძველი სიმღერების კვალდაკვალ“ — 1979, „ხელოვნება“, აგრეთვე მრავალი საჟურნალო თუ საგაზეთო სტატია, წერილი,
 +
შთაბეჭდილება.
 +
 
 +
წლების მანძილზე მიჰყავს ტელეგადაცემათა ციკლი „100 ქართული სიმღერა“.
 +
 
 +
ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ანზორ ერქომაიშვილისა და მისი „რუსთავის“ ეშხით მოხიბლული უცხოელი მუსიკის მოყვარენი მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში ჰქმნიან ეგრეთ წოდებულ „ქართულ ანსამბლებს“ (გერმანია, იაპონია, აშშ და სხვა) რისთვისაც დროს და ენერგიას არ იშურებდა ანზორ ერქომაიშვილი;
 +
მისმა გაწვრთნილმა „ქართულმა ანსამბლმა ამერიკიდან“ 1995 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემიაც კი დაიმსახურა, ამერიკელი მომღერლები ანზორმა ქართულ მუსიკას და ქართულ ენას აზიარა.
 +
 
 +
1989 წელს ანზორ ერქომაიშვილს ქართული ხალხური სიმღერების და საგალობლების ანთოლოგიის შედგენისა და ქართული ხალხური მუსიკის მსოფლიოში პოპულარიზაციისათვის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
 +
 
 +
გარდაიცვალა 2021 წლის 31 მარტს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში
  
 
==იხილე აგრეთვე==
 
==იხილე აგრეთვე==
 
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/1293/ ანზორ ერქომაიშვილი]
 
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/1293/ ანზორ ერქომაიშვილი]
  
 +
==წყარო==
 +
* [[რუსთაველის პრემიის ლაურეატები‏‎‏‎]]
 +
* [[საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015]]
 +
[[კატეგორია:დირიჟორები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი დირიჟორები]]
 +
[[კატეგორია:საგუნდო დირიჟორები]]
 
[[კატეგორია:ქართველი ფოლკლორისტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი ფოლკლორისტები]]
[[კატეგორია:შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურიატები]]
+
[[კატეგორია:რუსთაველის პრემიის ლაურეატები]]‏‎
[[კატეგორია:საქართველოს სსრ სახალხო არტისტები‏‎ ]]
+
[[კატეგორია:საქართველოს სსრ სახალხო არტისტები‏‎]]
 
[[კატეგორია:ზაქარია ფალიაშვილის პრემიის ლაურიატები]]
 
[[კატეგორია:ზაქარია ფალიაშვილის პრემიის ლაურიატები]]
[[კატეგორია:იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის ლაურიატები]]
+
[[კატეგორია:იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატები‏‎‏]]
 
[[კატეგორია:საქართველოს პარლამენტის წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს პარლამენტის წევრები]]
[[კატეგორია:საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრები]]  
+
[[კატეგორია:2008-2012 წლების საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრები]]
 
[[კატეგორია:ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები]]
 
[[კატეგორია:ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები]]
 +
[[კატეგორია:ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალრები]]
 
[[კატეგორია:ერქომაიშვილები]]
 
[[კატეგორია:ერქომაიშვილები]]

მიმდინარე ცვლილება 16:01, 19 აგვისტო 2025 მდგომარეობით

ანზორ ერქომაიშვილი

ერქომაიშვილი ანზორ - (10. VIII. 1940, ბათუმი – 31 მარტი, 2021), საქართველოს სახალხო არტისტი (1980), შოთა რუსთაველის სახელობის (1988), საქართველოს სახელმწიფო (1996), ზ. ფალიაშვილისა (1981) და ი. გოგებაშვილის სახელობის (1993) პრემიების ლაურეატი, აგრეთვე ახალგაზრდობისა და სტუდენტთა IX საერთაშორისო ფესტივალისა (სოფია, 1968) და ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემიის ლაურეატი (1983). ივ. ჯავახიშვილის მედლის მფლობელი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1989), VII მოწვევის (2008-2009) პარლამენტის წევრი, თბილისის საპატიო მოქალაქე (2014), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი (2020).

დაიბადა 1940 წლის 10 აგვისტოს ბათუმში, ტრადიციულ მუსიკალურ ოჯახში.

მისი ბაბუა არტემ ერქომაიშვილი იმ დროს ბათუმში მუშაობდა აჭარის სახელმწიფო ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელად. ამ გუნდის სოლისტები იყვნენ ანზორის მშობლები — ეთერ და დავით ერქომაიშვილები. არტემის მამა გიგო ერქომაიშვილი ცნობილი მგალობელი-მომღერალი იყო ოზურგეთის მაზრის სოფელ მაკვანეთიდან. გასული საუკუნის ბოლოს მას მთელს გურიაში სახელგანთქმული ანსამბლი ჰყავდა. ამ ანსამბლმა 1907 წელს თბილისში პირველად ჩაწერა გრამფირფიტებზე 50 გურული სიმღერა. ანსამბლის სოლისტები იყვნენ (მოგვიანებით) გიგოს შვილები: არტემ, ანანია და ვლადიმერ ერქომაიშვილები ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

1947 წელს არტემ ერქომაიშვილის ოჯახი ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში გადასახლდა, ამავე წელს ანზორ ერქომაიშვილი შეიყვანეს მაკვანეთის რვაწლიან სკოლაში.

სიმღერა ანზორ ერქომაიშვილმა ოჯახში, ბაბუასაგან შეისწავლა. პირველი მუსიკალური ნათლობა მიიღო 1947 წელს თბილისში გამართულ ბავშვთა რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე, სადაც პირველი ხარისხის დიპლომითა და ფასიანი საჩუქრით დააჯილდოვეს.

1958 წელს ანზორმა ვერცხლის მედლით დაამთავრა ოზურგეთის ე. ნინოშვილის სახელობის პირველი საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში. 1961 წელს ჩაირიცხა თბილისის კონსერვატორიაში საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1969 წელს (1963-1966 წლებში იმყოფებოდა საბჭოთა არმიის რიგებში).

1961 წელს თბილისის კონსერვატორიაში ჩამოაყალიბა ანსამბლი „გორდელა“, რომელმაც 1968 წელს, სოფიაში, სტუდენტთა და ახალგაზრდობის VI მსოფლიო ფესტივალზე ოქროს მედალი და ლაურეატის წოდება დაიმსახურა.

[რედაქტირება] ანსამბლი „რუსთავი“

1968 წელს ჩამოაყალიბა ანსამბლი „რუსთავი“.

„რუსთავმა“ შორს გაუთქვა სახელი ქართულ ხალხურ სიმღერას, მან მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყანა მოიარა, არაერთგზის გამოდიოდა ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში,როგორიც არის პარიზის „ოლიმპია“, ვენის ფილარმონიის, ამსტერდამის ფილარმონიის და სხვა საკონცერტო დარბაზები.

მრავალჯერ გამოვიდა რადიოთი და ტელევიზიით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ ფესტივალებში, მათ შორის „ბი-ბი-სის“ მუსიკალურ ფესტივალზე 1992 წელს.

ანსამბლ „რუსთავზე“ საქართველოს ტელეფილმების სტუდიამ გადაიღო მუსიკალური ფილმები:
1969 წელს — ანსამბლი „რუსთავი“, — რეჟ. რ. ჭიაურელი.
1970 წელს — „ძველი ქართული ჰიმნები“, — რეჟ. ს. ჩხაიძე;
1980 წელს — „მღერის ანსამბლი „რუსთავი“, — რეჟ. ს. ჩხაიძე.

ანსამბლმა „რუსთავმა“ 1969-1988 წლებში ფირმა „მელოდიაში“ ჩაწერა და გამოუშვა ორ ათეულზე მეტი ფირფიტა. მათ შორის აღსანიშნავია ფირფიტების კრებულები:
„60 ქართული ხალხური სიმღერა“ — 1980 წელს (5 ფირფიტა).
„100 ქართული ხალხური სიმღერა“ — 1988 წელს (8 ფირფიტა).

1989 წელს ნიუ-იორკში გამოიცა ანსამბლ „რუსთავის“ კომპაქტური დისკი, ფირფიტა და კასეტა.

1993-1996 წლებში უცხოური ფირმებისათვის ანსამბლმა „რუსთავმა“ ჩაწერა 300-ზე მეტი ძველი ქართული ხალხური სიმღერა, რომელიც კომპაქტური დისკების სახით გამოვიდა მთელ მსოფლიოში.

[რედაქტირება] ბიჭუნათა ანსამბლი „მართვე“

1976 წელს ანზორ ერქომაიშვილმა ჩამოაყალიბა ბიჭუნათა ანსამბლი „მართვე“. „მართვემ“ უდიდესი როლი შეასრულა ქართველი ახალგაზრდობის მუსიკალური აღზრდის საქმეში. „მართვეს“ აღზრდილმა არაერთმა ახალგაზრდამ მიიღო პროფესიული განათლება თბილისის კონსერვატორიაში, რამაც თავისთავად დიდი როლი უნდა შეასრულოს ქართული ხალხური სიმღერის გადარჩენის, დანერგვისა და პოპულარიზაციის საქმეში.

1994 წლის 25 მარტს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ გამოსცა ბრძანებულება, რომლის ძალითაც „მართვეს“ ბაზაზე შეიქმნა ბავშვთა საერთაშორისო ფოლკლორის ცენტრი.

თავისი არსებობის 20 წლის მანძილზე „მართვემ“ ტრიუმფით მოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ ფესტივალებში: პოლონეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, იაპონიაში

ფირმა „მელოდიამ“ გამოსცა ანსამბლ „მართვეს“ რამდენიმე ფირფიტა, ხოლო 1986 წელს იაპონიის ცნობილმა ფირმა „ვიქტორმა“ გამოსცა ლაზერის კომპაქტური დისკი „მართვეს“ შესრულებით.

[რედაქტირება] ქართული ხალხური სიმღერების შეგროვება და პოპულარიზაცია

ანზორ ერქომაიშვილმა მოსკოვის, ლენინგრადის, კრასნოგორსკის, რიგისა და თბილისის არქივებში მიაკვლია 500-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერის ფონოჩანაწერს, შესრულებულს 1907 წლიდან — 30-იანი წლების ჩათვლით. ეს სიმღერები აღდგენისა და რესტავრაციის შემდეგ ფირმა „მელოდიას“ გამოაცემია ფირფიტების სახით. მათ შორის აღსანიშნავია ფირფიტების კრებული (5 ფირფიტა) თანდართული გამოკვლევებით: „პირველი გრამფირფიტები საქართველოში, 1907-1914 წლები“, ჩაწერილი ინგლისური სააქციონერო საზოგადოების ფირმების მიერ.

გამოვიდა აგრეთვე სხვა ფირფიტებიც, ანზორ ერქომაიშვილის ზრუნვით გაცოცხლდა: ვანო სარაჯიშვილის, სანდრო ინაშვილის, ნიკო ქუმსიაშვილის, სანდრო კავსაძის, ვარლამ სიმონიშვილის, ავქსენტი მეგრელიძის, ნოკო ხურციას, კირილე პაჭკორიას, მარო თარხნიშვილის, არტემ ერქომაიშვილის, ვანო მჭედლიშვილის და სხვა შესანიშნავ მომღერალთა და ლოტბართა ხმები (სამწუხაროდ, ფირფიტების გამოცემა შეწყდა ფირმა „მელოდიასთან“ საქართველოს კონტაქტების გაწყვეტის გამო).

ანზორ ერქომაიშვილმა მოიარა თითქმის მთელი საქართველო და ძველი მომღერლებისაგან ჩაიწერა და ნოტებზე გადაიტანა ხალხური სიმღერების იშვიათი ნიმუშები.

გამოცემული აქვს სანოტო კრებულები: „ქართული ხალხური სიმღერების კრებული“ (გამომც. „მუზიკა“, 1972), ქართული ხალხური სიმღერების კიდევ ერთი კრებული, გამოცემული 1980 წელს („ხელოვნება“).

1984-1989 წლებში საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცნობილი მომღერლები მოიწვია თბილისში და ფირმა „მელოდიაში“ მრავალარხიან მაგნიტოფირზე ჩაწერა 100-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა. ამ ფირებზე ჩაწერილია როგორც ყველა ერთად, ისე თითოეული ცალცალკე, სადაც ნათლად ჩანს ყოველი მომღერლის საშემსრულებლო მანერა და ხასიათი. ასეთი აუდიოჩანაწერები დიდად შეუწყობს ხელს ფოლკლორისტებსა და მუსიკისმცოდნეებს.

1992 წელს ლონდონის მუსიკალურ არქივში მიაკვლია 1902-1914 წლებში გამოცემულ გრამოფონის ფირფიტებს დედნებს, რომლებზეც ჩაწერილია 127 ქართული ხალხური სიმღერა ინგლისური ფირმების მიერ.

ანზორ ერქომაიშვილმა მუსიკალურად გააფორმა 10-ზე მეტი კინოფილმი და სპექტაკლი. მისი ლიტერატურულ-პუბლიცისტური პუბლიკაციებიდან აღსანიშნავია წიგნები: „ბაბუა“ 1980, გამომც. „საქართველო“, „შავი შაშვი ჩიოდა“, — 1989, „ნაკადული“, „ორი ანსამბლის ისტორია“ — 1978, „ხელოვნება“, „ძველი სიმღერების კვალდაკვალ“ — 1979, „ხელოვნება“, აგრეთვე მრავალი საჟურნალო თუ საგაზეთო სტატია, წერილი, შთაბეჭდილება.

წლების მანძილზე მიჰყავს ტელეგადაცემათა ციკლი „100 ქართული სიმღერა“.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ანზორ ერქომაიშვილისა და მისი „რუსთავის“ ეშხით მოხიბლული უცხოელი მუსიკის მოყვარენი მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში ჰქმნიან ეგრეთ წოდებულ „ქართულ ანსამბლებს“ (გერმანია, იაპონია, აშშ და სხვა) რისთვისაც დროს და ენერგიას არ იშურებდა ანზორ ერქომაიშვილი; მისმა გაწვრთნილმა „ქართულმა ანსამბლმა ამერიკიდან“ 1995 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემიაც კი დაიმსახურა, ამერიკელი მომღერლები ანზორმა ქართულ მუსიკას და ქართულ ენას აზიარა.

1989 წელს ანზორ ერქომაიშვილს ქართული ხალხური სიმღერების და საგალობლების ანთოლოგიის შედგენისა და ქართული ხალხური მუსიკის მსოფლიოში პოპულარიზაციისათვის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

გარდაიცვალა 2021 წლის 31 მარტს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

ანზორ ერქომაიშვილი

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები