შპილმანი
(ახალი გვერდი: შუა საუკუნეების გრავიურა. შპილმანები '''შპილმ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Shpilmani.PNG|thumb|შუა საუკუნეების გრავიურა. შპილმანები]] | [[ფაილი:Shpilmani.PNG|thumb|შუა საუკუნეების გრავიურა. შპილმანები]] | ||
| − | '''შპილმანი''' – (გერმ. | + | '''შპილმანი''' – (გერმ. spielmann, spielen – თამაში და mann – ადამიანი) – შუა საუკუნეების მოხეტიალე მსახიობ-მუსიკოსები გერმანულენოვან ქვეყნებში ([[გერმანია]], [[ავსტრია]] და სხვ.); ქმნიდნენ და ასრულებდნენ ეპიკურ სიმღერებს. შპილმანები წარმოდგენებს მართავდნენ [[ბაზრობა|ბაზრობებზე]], სახალხო დღესასწაულების დროს ქალაქებსა თუ სოფლებში. მათ ხშირად იწვევდნენ სასახლისკარის ზეიმებზე. ამან განაპირობა მათი [[რეპერტუარი]]ს მრავალფეროვნება. ისინი ამუშავებდნენ ძველ თქმულებებს, იყენებდნენ აღმოსავლურ და ბიზანტიურ მოტივებს, გმირულ ხალხურ ეპოსს, თხზავდნენ ნოველებს და შვანკებს (სატირულ ზღაპრებს) და თავადვე ასრულებდნენ. შპილმანი ერთდროულად იყო პოეტი, მსახიობი, მომღერალი, [[აკრობატი]], მუსიკოსი, მოცეკვავე. ქალაქების ზრდასთან ერთად, შპილმანები ძირითადად ქალაქებში დამკვიდრდნენ და ამქრებად გაერთიანდნენ. |
| + | შპილმანების ხელოვნება, არცთუ იშვიათად, შეიცავდა ანტიკლერიკალურ და ანტიფეოდალურ განწყობილებას, რის გამოც ისინი განიცდიდნენ დევნას როგორც ეკლესიის, ისე ხელისუფლების მხრიდან. ავსტრიაში მათი გაერთიანება არსებობდა 1787 წლამდე. | ||
| + | შპილმანების ხელოვნებასთან ახლოს იდგა [[ჟონგლიორი (თეატრი)|ჟონგლიორები]]ს ხელოვნება [[საფრანგეთი|საფრანგეთში]], სპელმანებისა – სკანდინავიაში, [[სკომოროხები]]სა – [[რუსეთი|რუსეთში]], [[ბერიკა|ბერიკები]]სა – [[საქართველო]]ში. | ||
| ხაზი 9: | ხაზი 11: | ||
| − | [[ | + | |
| + | ==წყარო== | ||
| + | [[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | [[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:მოხეტიალე მუსიკოსები]] | [[კატეგორია:მოხეტიალე მუსიკოსები]] | ||
[[კატეგორია:მოხეტიალე მსახიობები]] | [[კატეგორია:მოხეტიალე მსახიობები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:53, 16 მაისი 2023 მდგომარეობით
შპილმანი – (გერმ. spielmann, spielen – თამაში და mann – ადამიანი) – შუა საუკუნეების მოხეტიალე მსახიობ-მუსიკოსები გერმანულენოვან ქვეყნებში (გერმანია, ავსტრია და სხვ.); ქმნიდნენ და ასრულებდნენ ეპიკურ სიმღერებს. შპილმანები წარმოდგენებს მართავდნენ ბაზრობებზე, სახალხო დღესასწაულების დროს ქალაქებსა თუ სოფლებში. მათ ხშირად იწვევდნენ სასახლისკარის ზეიმებზე. ამან განაპირობა მათი რეპერტუარის მრავალფეროვნება. ისინი ამუშავებდნენ ძველ თქმულებებს, იყენებდნენ აღმოსავლურ და ბიზანტიურ მოტივებს, გმირულ ხალხურ ეპოსს, თხზავდნენ ნოველებს და შვანკებს (სატირულ ზღაპრებს) და თავადვე ასრულებდნენ. შპილმანი ერთდროულად იყო პოეტი, მსახიობი, მომღერალი, აკრობატი, მუსიკოსი, მოცეკვავე. ქალაქების ზრდასთან ერთად, შპილმანები ძირითადად ქალაქებში დამკვიდრდნენ და ამქრებად გაერთიანდნენ.
შპილმანების ხელოვნება, არცთუ იშვიათად, შეიცავდა ანტიკლერიკალურ და ანტიფეოდალურ განწყობილებას, რის გამოც ისინი განიცდიდნენ დევნას როგორც ეკლესიის, ისე ხელისუფლების მხრიდან. ავსტრიაში მათი გაერთიანება არსებობდა 1787 წლამდე.
შპილმანების ხელოვნებასთან ახლოს იდგა ჟონგლიორების ხელოვნება საფრანგეთში, სპელმანებისა – სკანდინავიაში, სკომოროხებისა – რუსეთში, ბერიკებისა – საქართველოში.