პოლიპროპილენი
(ახალი გვერდი: პოლიპროპილენის მილები '''პოლიპროპილენი''' (პო...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი:POLIPROPILENI.JPG|thumb|პოლიპროპილენის მილები]] | + | [[ფაილი:POLIPROPILENI.JPG|thumb|250პქ|პოლიპროპილენის მილები]] |
| − | '''პოლიპროპილენი''' (პოლიპროპენი) – თერმოპლასტიკური [[პოლიმერი]], რომელიც მიიღება | + | '''პოლიპროპილენი''' (პოლიპროპენი) – სინთეზური თერმოპლასტიკური პოლიოლეფინების კლასის [[პოლიმერი]]ა, რომელიც მიიღება [[პროპილენი]]ს [[პოლიმერიზაცია|პოლიმერიზაციით]] კომპლექსური [[ლითონი]]ს კატალიზატორების თანხლებით. გამოდის თეთრი ფერის ფხვნილის ან გრანულების სახით (სიმკვრივე – 910 კგ/მ<sup>3</sup>, რაც ყველა ტიპის [[პლასტმასი|პლასტმასებს]] შორის მინიმალური მაჩვენებელია. |
| − | + | ქიმიური ფორმულა – (C<sub>3</sub>H<sub>6</sub>)n; სიმკვრივე კრისტალურ მდგომარეობაში – 946 კგ/მ<sup>3</sup>; სიმკვრივე ამორფულ მდგომარეობასი – 855 კგ/მ<sup>3</sup>; დნობის ტემპერატურა – 160-171°C; გამინების ტემპერატურა – –10- –20°C; სიმტკიცის ზღვარი გაგლეჯაზე – 2,6-4,0 კნ/სმ<sup>2</sup>; ფარდობითი წაგრძელება გაგლეჯისას – 200-700%; მოცულობითი გაფართოების კოეფიციენტი 20°C-ზე – 0,00033; წყალშთანთქმა 30 დღეღამის განმავლობაში – 0,03%). | |
| − | ქიმიური ფორმულა – (C<sub>3</sub>H<sub>6</sub>)n; | + | |
| − | სიმკვრივე – 946 კგ/მ<sup>3</sup> | + | |
| − | დნობის ტემპერატურა – | + | |
| − | + | არსებობს პოლიპროპილენი (პპ) იზოტაქტიკური, სინდიოტაქტიკური, ატაქტიკური და სტერეობლოკური სტრუქტურით, რომელთაგან ყველაზე მეტად გავრცელებულია – იზოტაქტიკური. იგი წარმოადგენს ბლანტ პროდუქტს მაღალი დრეკადობის მოდულით და გამოირჩევა კრისტალურობის ხარისხით, სიმტკიცით, სიმაგრითა და თბომედეგობით. | |
| + | პოლიპროპილენი მდგრადია მჟავების, ტუტეების, მარილების ხსნარებისა და სხვა არაორგანული აგრესიული გარემოს მიმართ. ოთახის ტემპერატურაზე არ იხსნება ორგანულ სითხეებში; მაღალ ტემპერატურაზე იჯირჯვება და იხსნება ზოგიერთ გამხსნელში (მაგ., [[ბენზოლი|ბენზოლში]], [[ეთერი|ეთერში]], ოთხქლორიან [[ნახშირბადი|ნახშირბადში]]). აქვს დაბალი წყალშთანთქმის მაჩვენებელი, კარგი ელექტროსაიზოლაციო თვისებები. მისი წარმოება დიდი ტემპებით ფართოვდება და თანდათან იპყრობს [[მსოფლიო ბაზარი|მსოფლიო ბაზარს]], რასაც განაპირობებს ეკოლოგიურობა და დაბალი [[ფასი]]. | ||
| + | გამოყენების სფერო: პოლიმერული კომპოზიტური მასალები, ვიბრო- და ბგერასაიზოლაციო [[სართულშუა გადახურვა|სართულშუა გადახურვების]] მოწყობა სისტემაში „[[მცურავი იატაკი]]“, დეკორატიული [[პროფილი (არქიტექტურა)|პროფილები]] ქაფპოლიპროპილენისგან, შესაფუთი მასალა, [[ქსოვილი|ქსოვილები]], საკანცელარიო ნაკეთობები, [[პლასტმასი]]ს დეტალები, მრავალჯერადი გამოყენების კვების კონტეინერები, მილები, ფიტინგები, ტომრები, ტარა, [[გვარლი|გვარლები]], ფიჭაპოლიპროპილენის ფურცლები, ტექნიკური აპარატურის დეტალები, [[ტელევიზორი|ტელევიზორების]] კორპუსები, სატელეფონო აპარატები, საავტომობილო [[მრეწველობა]] და სხვ. ექსპლუატაციის მაქსიმალური ტემპერატურაა 120-140°C. აღსანიშნავია, რომ პოლიპროპილენი [[პოლიეთილენი]]სა და [[პოლივინილქლორიდი]]ს შემდეგ, მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული სინთეზური პლასტმასაა [წარმოება წელიწადში დაახლოებით 60 მლნ ტონას შეადგენს (2015 წლის მონაცემებით)]. | ||
| + | |||
| + | |||
| + | <gallery> | ||
| + | ფაილი:Polipropilinis granulebi.PNG|პოლიპროპილენის გრანულები | ||
| + | ფაილი:Polipropelenis fritingebi.PNG|პოლიპროპილენის ფიტინგები | ||
| + | ფაილი:Polipropilenistomrebi.PNG|პოლიპროპილენის ტომრები | ||
| + | ფაილი:Polipropilenis tara.PNG|პოლიპროპილენის ტარა | ||
| + | ფაილი:Fiwapropiprop furclebi.PNG|ფიჭაპოლიპროპილენის ფურცლები | ||
| + | </gallery> | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[ | + | [[[[კომპოზიტური კონსტრუქციები]] |
[[კატეგორია:პლასტმასი]] | [[კატეგორია:პლასტმასი]] | ||
| + | [[კატეგორია:პოლიმერული აფსკური მასალები]] | ||
| + | [[კატეგორია:სამშენებლო მასალები]] | ||
| + | [[კატეგორია:საიზოლაციო მასალები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 18:57, 13 თებერვალი 2023 მდგომარეობით
პოლიპროპილენი (პოლიპროპენი) – სინთეზური თერმოპლასტიკური პოლიოლეფინების კლასის პოლიმერია, რომელიც მიიღება პროპილენის პოლიმერიზაციით კომპლექსური ლითონის კატალიზატორების თანხლებით. გამოდის თეთრი ფერის ფხვნილის ან გრანულების სახით (სიმკვრივე – 910 კგ/მ3, რაც ყველა ტიპის პლასტმასებს შორის მინიმალური მაჩვენებელია.
ქიმიური ფორმულა – (C3H6)n; სიმკვრივე კრისტალურ მდგომარეობაში – 946 კგ/მ3; სიმკვრივე ამორფულ მდგომარეობასი – 855 კგ/მ3; დნობის ტემპერატურა – 160-171°C; გამინების ტემპერატურა – –10- –20°C; სიმტკიცის ზღვარი გაგლეჯაზე – 2,6-4,0 კნ/სმ2; ფარდობითი წაგრძელება გაგლეჯისას – 200-700%; მოცულობითი გაფართოების კოეფიციენტი 20°C-ზე – 0,00033; წყალშთანთქმა 30 დღეღამის განმავლობაში – 0,03%).
არსებობს პოლიპროპილენი (პპ) იზოტაქტიკური, სინდიოტაქტიკური, ატაქტიკური და სტერეობლოკური სტრუქტურით, რომელთაგან ყველაზე მეტად გავრცელებულია – იზოტაქტიკური. იგი წარმოადგენს ბლანტ პროდუქტს მაღალი დრეკადობის მოდულით და გამოირჩევა კრისტალურობის ხარისხით, სიმტკიცით, სიმაგრითა და თბომედეგობით.
პოლიპროპილენი მდგრადია მჟავების, ტუტეების, მარილების ხსნარებისა და სხვა არაორგანული აგრესიული გარემოს მიმართ. ოთახის ტემპერატურაზე არ იხსნება ორგანულ სითხეებში; მაღალ ტემპერატურაზე იჯირჯვება და იხსნება ზოგიერთ გამხსნელში (მაგ., ბენზოლში, ეთერში, ოთხქლორიან ნახშირბადში). აქვს დაბალი წყალშთანთქმის მაჩვენებელი, კარგი ელექტროსაიზოლაციო თვისებები. მისი წარმოება დიდი ტემპებით ფართოვდება და თანდათან იპყრობს მსოფლიო ბაზარს, რასაც განაპირობებს ეკოლოგიურობა და დაბალი ფასი.
გამოყენების სფერო: პოლიმერული კომპოზიტური მასალები, ვიბრო- და ბგერასაიზოლაციო სართულშუა გადახურვების მოწყობა სისტემაში „მცურავი იატაკი“, დეკორატიული პროფილები ქაფპოლიპროპილენისგან, შესაფუთი მასალა, ქსოვილები, საკანცელარიო ნაკეთობები, პლასტმასის დეტალები, მრავალჯერადი გამოყენების კვების კონტეინერები, მილები, ფიტინგები, ტომრები, ტარა, გვარლები, ფიჭაპოლიპროპილენის ფურცლები, ტექნიკური აპარატურის დეტალები, ტელევიზორების კორპუსები, სატელეფონო აპარატები, საავტომობილო მრეწველობა და სხვ. ექსპლუატაციის მაქსიმალური ტემპერატურაა 120-140°C. აღსანიშნავია, რომ პოლიპროპილენი პოლიეთილენისა და პოლივინილქლორიდის შემდეგ, მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული სინთეზური პლასტმასაა [წარმოება წელიწადში დაახლოებით 60 მლნ ტონას შეადგენს (2015 წლის მონაცემებით)].