ხელოვნური გამომწვარი საშენი მასალები
(ახალი გვერდი: '''ხელოვნური გამომწვარი საშენი მასალები''' – მასალები, მიღებუ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია: სამშენებლო ტერმინები]] | [[კატეგორია: სამშენებლო ტერმინები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:სამშენებლო მასალები]] |
მიმდინარე ცვლილება 23:58, 26 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
ხელოვნური გამომწვარი საშენი მასალები – მასალები, მიღებული თიხოვანი მასის გამოწვით 900-1300°С ტემპერატურაზე, რომელსაც მიცემული აქვს რაიმე ფორმა. გამოწვის შედეგად თიხოვანი მასა იქცევა ხელოვნურ ქვად, რომელსაც აქვს კარგი სიმტკიცე, მაღალი სიმკვრივე, ცვეთამედეგობა, წყალმედეგობა, წყალუჟონადობა, ყინვამედეგობა და ხანგამძლეობა. დანამატების სახით გამოიყენება ქვიშა, დანაწევრებული კერამიკა, წიდა, ნაცარი, ქვანახშირი, ნაქლიბი. გამოწვის ტემპერატურა დამოკიდებულია თიხის სახეობაზე და დნობის საწყის ტემპერატურაზე. არსებობს გამომწვარი (კერამიკული) საშენი მასალების ორი სახეობა: ფორებიანი და მკვრივი. ფორებიან მასალებს აქვთ ფარდობითი სიმკვრივე 95%-მდე, წყალშთანთქმა 5%-ზე მეტი, სიმტკიცის ზღვარი კუმშვისას ნაკლები 35 მპა-ზე; მკვრივს კი – ფარდობითი სიმკვრივე მეტი 95%-ზე, წყალშთანთქმა 5%-ზე ნაკლები, სიმტკიცის ზღვარი კუმშვისას 100 მპა-მდე.