დიამეტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''დიამეტრი''' – διαμετροζ (diametros) – განივი კვეთი. [[მეორე რიგის წირები|მეორე რიგის წირის]] ([[კონუსური კვეთები|კონუსური კვეთის]]) დიამეტრი ეწოდება [[წრფე|წრფის]] [[მონაკვეთი (გეომეტრია)|მონაკვეთს]], რომელზეც მდებარეობენ მოცემული არაასიმპტოტური [[მიმართულება (მათემატიკური)|მიმართულების]] [[პარალელურობა|პარალელური]] [[ქორდა (გეომეტრია)|ქორდების]] შუა [[წერტილი (გეომეტრია)|წერტილები]].
+
'''დიამეტრი''' – διαμετροζ (diametros) – განივი კვეთი. [[მეორე რიგის წირები|მეორე რიგის წირის]] ([[კონუსური კვეთები|კონუსური კვეთის]]) დიამეტრი ეწოდება [[წრფე|წრფის]] [[მონაკვეთი (გეომეტრია)|მონაკვეთს]], რომელზეც მდებარეობენ მოცემული არაასიმპტოტური [[მიმართულება (მათემატიკური)|მიმართულების]] [[პარალელურობა|პარალელური]] ქორდების შუა [[წერტილი (გეომეტრია)|წერტილები]].
  
 
დიამეტრის, როგორც მონაკვეთის [[სიგრძე (მათემატიკა)|სიგრძის]] ცნება გავრცელებულია სხვა [[გეომეტრიული ფიგურა|გეომეტრიულ ფიგურებზეც]]. კერძოდ, [[ფიგურა (გეომეტრიული)|ფიგურის]] (ან მეტრიკული სივრცის [[ქვესიმრავლე|ქვესიმრავლის]]) დიამეტრი ეწოდება ამ ფიგურის ყოველ [[მანძილი ორ წერტილს შორის|ორ წერტილს შორის მანძილების]] ზედა საზღვარს.
 
დიამეტრის, როგორც მონაკვეთის [[სიგრძე (მათემატიკა)|სიგრძის]] ცნება გავრცელებულია სხვა [[გეომეტრიული ფიგურა|გეომეტრიულ ფიგურებზეც]]. კერძოდ, [[ფიგურა (გეომეტრიული)|ფიგურის]] (ან მეტრიკული სივრცის [[ქვესიმრავლე|ქვესიმრავლის]]) დიამეტრი ეწოდება ამ ფიგურის ყოველ [[მანძილი ორ წერტილს შორის|ორ წერტილს შორის მანძილების]] ზედა საზღვარს.

მიმდინარე ცვლილება 15:37, 1 ივლისი 2024 მდგომარეობით

დიამეტრი – διαμετροζ (diametros) – განივი კვეთი. მეორე რიგის წირის (კონუსური კვეთის) დიამეტრი ეწოდება წრფის მონაკვეთს, რომელზეც მდებარეობენ მოცემული არაასიმპტოტური მიმართულების პარალელური ქორდების შუა წერტილები.

დიამეტრის, როგორც მონაკვეთის სიგრძის ცნება გავრცელებულია სხვა გეომეტრიულ ფიგურებზეც. კერძოდ, ფიგურის (ან მეტრიკული სივრცის ქვესიმრავლის) დიამეტრი ეწოდება ამ ფიგურის ყოველ ორ წერტილს შორის მანძილების ზედა საზღვარს.

მაგალითად:

1) პარალელოგრამის დიამეტრი – მის დიაგონალებს შორის უდიდესის სიგრძე;
2) მართკუთხედის დიამეტრი – მისი ტოლი დიაგონალებიდან ნებისმიერის სიგრძე;
3) სხვადასხვაგვერდიანი სამკუთხედის დიამეტრი – მის გვერდებს შორის უდიდესის სიგრძე;
4) წრის (ან წრეწირის, აგრეთვე ბირთვის ან სფეროს) დიამეტრი – ცენტრზე გამავალი ქორდის სიგრძე ან თვით ეს ქორდა;
5) კუბის დიამეტრი – მისი ნებისმიერი დიაგონალის სიგრძე;
6) მრავალკუთხა პირამიდის დიამეტრი – მის ყველა წიბოს შორის უდიდესის სიგრძე.

ძველი ბერძენი მათემატიკოსები ამ ტერმინს იყენებდნენ „დიაგონალის“ მნიშვნელობითაც; მათთვის ცნობილი იყო კონუსური კვეთის, ბრუნვითი ელიფსოიდის დიამეტრის ცნება. ანალიზურ გეომეტრიაში კონუსური კვეთის დიამეტრი ეწოდება პარალელური ქორდების შუა წერტილებზე გამავალ წრფეს.


[რედაქტირება] წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები