მცირე თეთრი ყანჩა
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''მცირე თეთრი ყანჩა''' (''ლათ''. Egretta garzetta Linnaeus | + | [[ფაილი:Mcire tetri yancha.PNG|thumb|მცირე თეთრი ყანჩა]] |
| + | '''მცირე თეთრი ყანჩა''' (''ლათ''. Egretta garzetta Linnaeus, 1766) – ფრინველი [[ყანჩისებრნი|ყანჩისებრთა]] ოჯახიდან. საშუალო ზომის ფრინველია, ფრთა 235-300 მმ-ია, ნისკარტი − 75-90 მმ, წონა – 500 გ-მდე. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში არაა გამოხატული. ზამთარსა და ზაფხულში ორივე სქესის ფრინველი ქათქათა თეთრია. გამრავლების პერიოდში მამალს კეფაზე აქვს ორი ან სამი გრძელი ლენტისებური ბუმბული. მკერდსა და მხრებზე განვითარებულია ასევე გრძელი, მაგრამ დაცარული ბუმბულები. ზურგის მხრიდან იგი ჩვეულებრივად ცოტათი სცილდება კუდს. დედალს ასეთი წაგრძელებული ბუმბულები ნაკლებად აქვს განვითარებული. ზაფხულის ბოლოს წაგრძელებული ბუმბულები სცვივათ და განუახლდებათ მხოლოდ მეორე წლის გაზაფხულზე. ნისკარტი შავია, მაგრამ ძირი ყვითელი აქვს. | ||
აღწერილია 4 ქვესახეობა. [[საქართველო]]ში მოიპოვება ჩრდილოური მცირე თეთრი ყანჩა. − E. g. darzetta Linn., 1766. | აღწერილია 4 ქვესახეობა. [[საქართველო]]ში მოიპოვება ჩრდილოური მცირე თეთრი ყანჩა. − E. g. darzetta Linn., 1766. | ||
მიმდინარე ცვლილება 15:42, 30 იანვარი 2025 მდგომარეობით
მცირე თეთრი ყანჩა (ლათ. Egretta garzetta Linnaeus, 1766) – ფრინველი ყანჩისებრთა ოჯახიდან. საშუალო ზომის ფრინველია, ფრთა 235-300 მმ-ია, ნისკარტი − 75-90 მმ, წონა – 500 გ-მდე. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში არაა გამოხატული. ზამთარსა და ზაფხულში ორივე სქესის ფრინველი ქათქათა თეთრია. გამრავლების პერიოდში მამალს კეფაზე აქვს ორი ან სამი გრძელი ლენტისებური ბუმბული. მკერდსა და მხრებზე განვითარებულია ასევე გრძელი, მაგრამ დაცარული ბუმბულები. ზურგის მხრიდან იგი ჩვეულებრივად ცოტათი სცილდება კუდს. დედალს ასეთი წაგრძელებული ბუმბულები ნაკლებად აქვს განვითარებული. ზაფხულის ბოლოს წაგრძელებული ბუმბულები სცვივათ და განუახლდებათ მხოლოდ მეორე წლის გაზაფხულზე. ნისკარტი შავია, მაგრამ ძირი ყვითელი აქვს.
აღწერილია 4 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩრდილოური მცირე თეთრი ყანჩა. − E. g. darzetta Linn., 1766.
სარჩევი |
[რედაქტირება] გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს სამხრეთ ევროპას – პორტუგალიიდან და სამხრეთი საფრანგეთიდან, უნგრეთისა და რუმინეთის გავლით, სსრკ სამხრეთ ნაწილში – დნესტრიდან კავკასიამდე; აზიაში–სირიას, მცირე და შუა აზიას, ირანს, აღმოსავლეთ ჩინეთს და იაპონიას, სამხრეთით ინდოეთსა და ცეილონს. სპორადულად მოიპოვება აფრიკაშიც, აგრეთვე მადაგასკარზე. არის ინდო-ავსტრალიის არქიპელაგზე, ზონდის კუნძულებიდან ახალ გვინეამდე და ავსტრალიამდე საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი ფრინველი, თუმცა სხვადასხვა ადგილას იგი წლის ყოველ დროს გვხვდება.
[რედაქტირება] ბიოტოპი
მდინარეებისა და ტბების სანაპირო ჭალები, ნოტიო მდელოები და ჭაობები ლელქაშით, ბუჩქნარებითა და ხემცენარეებით.
[რედაქტირება] გამრავლება
ბუდობს კოლონიებად. ბუდეს იკეთებს მაღალ ხეებზე, იშვიათად - ლელქაშსა და ლერწამზე. აპრილში დებს 3-6 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე სქესის ფრინველი, უფრო ხანგრძლივად კი – დედალი. საინკუბაციო პერიოდი 25 დღეს გრძელდება.
[რედაქტირება] კვება
ძირითადი საკვებია წვრილი თევზები, ბაყაყები, წყლის ნაირგვარი მწერები და მათი ლარვები, კალიები, კუტკალიები და ჭიჭინობელები.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
მავნე მწერების მასობრივად განადგურებით გარკვეული სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.