წყლის ბუღა
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Wylis buRa.PNG|thumb|250პქ|დიდი წყლის ბუღა]] | ||
'''წყლის ბუღა''' (''ლათ.'' Botaurus stellaris Linnaeus, 1758) – ფრინველთა გვარი [[ყარყატისნაირნი|ყარყატისნაირთა]] რიგიდან. საკმაოდ დიდი ფრინველია, ფრთა 300-360 მმ-ია, [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] − 60-75 მმ, წონა – საშუალოდ 1000 გ, თუმცა ნაპოვნია ეგზემპლარი, რომლის წონა 1700 გ-ს აჭარბებდა. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობით ორივე სქესის ფრინველი ერთნაირია. თხემი შავია, კეფის ბუმბულებზე ჟანგმიწისფერი არშიებით. ზურგი შავია, მაგრამ ბუმბულებს მოყვითალო-ჟანგისფერი არშიები აქვთ. მომქნევები მოჟანგისფრო-ქარცია, უსწორმასწორო მუქი მურა განივი ლაქებით. საჭის ბუმბულები მოყვითალო-მურაა, მოშავო სიჭრელით. ყელი მოთეთროა, გასწვრივი მოჟანგისფრო ზოლით. მუცლის მხარე ჟანგმიწისფერია, მურა განივი ზოლებით. ნისკარტი მომწვანო-ყვითელია, სწორი და მახვილი, ხოლო წვეროში წვრილი კბილაკები აქვს. | '''წყლის ბუღა''' (''ლათ.'' Botaurus stellaris Linnaeus, 1758) – ფრინველთა გვარი [[ყარყატისნაირნი|ყარყატისნაირთა]] რიგიდან. საკმაოდ დიდი ფრინველია, ფრთა 300-360 მმ-ია, [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] − 60-75 მმ, წონა – საშუალოდ 1000 გ, თუმცა ნაპოვნია ეგზემპლარი, რომლის წონა 1700 გ-ს აჭარბებდა. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობით ორივე სქესის ფრინველი ერთნაირია. თხემი შავია, კეფის ბუმბულებზე ჟანგმიწისფერი არშიებით. ზურგი შავია, მაგრამ ბუმბულებს მოყვითალო-ჟანგისფერი არშიები აქვთ. მომქნევები მოჟანგისფრო-ქარცია, უსწორმასწორო მუქი მურა განივი ლაქებით. საჭის ბუმბულები მოყვითალო-მურაა, მოშავო სიჭრელით. ყელი მოთეთროა, გასწვრივი მოჟანგისფრო ზოლით. მუცლის მხარე ჟანგმიწისფერია, მურა განივი ზოლებით. ნისკარტი მომწვანო-ყვითელია, სწორი და მახვილი, ხოლო წვეროში წვრილი კბილაკები აქვს. | ||
| ხაზი 21: | ხაზი 22: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[საქართველოს ფრინველების სარკვევი]] | [[საქართველოს ფრინველების სარკვევი]] | ||
| + | [[კატეგორია:ფრინველთა გვარი]] | ||
[[კატეგორია:ფრინველები]] | [[კატეგორია:ფრინველები]] | ||
[[კატეგორია:ყარყატისნაირნი]] | [[კატეგორია:ყარყატისნაირნი]] | ||
[[კატეგორია:ყანჩისებრნი]] | [[კატეგორია:ყანჩისებრნი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 20:12, 3 აპრილი 2025 მდგომარეობით
წყლის ბუღა (ლათ. Botaurus stellaris Linnaeus, 1758) – ფრინველთა გვარი ყარყატისნაირთა რიგიდან. საკმაოდ დიდი ფრინველია, ფრთა 300-360 მმ-ია, ნისკარტი − 60-75 მმ, წონა – საშუალოდ 1000 გ, თუმცა ნაპოვნია ეგზემპლარი, რომლის წონა 1700 გ-ს აჭარბებდა. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობით ორივე სქესის ფრინველი ერთნაირია. თხემი შავია, კეფის ბუმბულებზე ჟანგმიწისფერი არშიებით. ზურგი შავია, მაგრამ ბუმბულებს მოყვითალო-ჟანგისფერი არშიები აქვთ. მომქნევები მოჟანგისფრო-ქარცია, უსწორმასწორო მუქი მურა განივი ლაქებით. საჭის ბუმბულები მოყვითალო-მურაა, მოშავო სიჭრელით. ყელი მოთეთროა, გასწვრივი მოჟანგისფრო ზოლით. მუცლის მხარე ჟანგმიწისფერია, მურა განივი ზოლებით. ნისკარტი მომწვანო-ყვითელია, სწორი და მახვილი, ხოლო წვეროში წვრილი კბილაკები აქვს.
ცნობილია 2 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი წყლის ბუღა B. s. stellaris Linn., 1758.
სარჩევი |
[რედაქტირება] გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს: ევროპაში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისს, სამხრეთ შვეციას, ფინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს, ესპანეთს, პორტუგალიას, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებს, სსრ კავშირის ევროპულ ნაწილს; აფრიკაში – ალჟირს, მაროკოს, ტუნისს და სამხრეთ აფრიკას; აზიაში – ზომიერ სარტყელს, ჩრდილოეთით 58-62-ე პარალელებიდან, სამხრეთით – პალესტინას, მცირე აზიას, ირანს, ჯუნგარიას და კაშგარიას, ჩრდილო-დასავლეთ მონგოლეთს, სახალინს და იაპონიას. ზამთრობს ჩრდილოეთ და ტროპიკულ აფრიკაში, არაბეთში, ჩრდილოეთ ინდოეთში, ბირმაში, სამხრეთ ჩინეთში. საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი ფრინველი.
[რედაქტირება] ბიოტოპი
წყალსატევები და ჭაობები, უხვად განვითარებული წყლის მცენარეულობით – ლელით, ლერწმით, ტირიფებითა და ნაირგვარი ბუჩქნარებით.
[რედაქტირება] გამრავლება
ბუდობს ცალკეულ წყვილებად. ბუდეს იკეთებს წყალსატევების სანაპიროებთან, ჭაობში ან პატარა კუნძულებზე – ჩალეწილი ხმელი ლელის გროვაზე ან კოლბოხებზე. აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში დებს 3-5 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 25 დღემდე გრძელდება.
[რედაქტირება] კვება
უმთავრესია ცხოველური საკვები. აღნიშნულია ნაწილობრივ მცენარეული საკვების მოხმარებაც. ცხოველურიდან უმთავრესია თევზები, ბაყაყები, თავკომბალები, ტრიტონი, ჭიები, წყალთან დაკავშირებული ნაირგვარი მწერები, აგრეთვე ქვეწარმავლები (გველები, ხვლიკები) და ძუძუმწოვრებიდან ზოგჯერ თაგვისებური მღრღნელები.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.