ქორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ქორი''' (ლათ. Accipiter gentilis Linnaeus, 1758) — ფრინველთა გვარი [[ქორისებრნი|ქორი...)
 
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Qori.PNG|thumb|130px|ქორი]]
 
'''ქორი''' (ლათ. Accipiter gentilis Linnaeus, 1758) — ფრინველთა გვარი [[ქორისებრნი|ქორისებრთა]] ოჯახისა [[შავარდნისნაირნი|შავარდნისნაირთა]] რიგიდან. ამ გვარიდან [[საქართველო]]ში მოიპოვება 3 სახეობა – ქორი, [[მიმინო |მიმინო]], [[ქორცქვიტა |ქორცქვიტა]].
 
'''ქორი''' (ლათ. Accipiter gentilis Linnaeus, 1758) — ფრინველთა გვარი [[ქორისებრნი|ქორისებრთა]] ოჯახისა [[შავარდნისნაირნი|შავარდნისნაირთა]] რიგიდან. ამ გვარიდან [[საქართველო]]ში მოიპოვება 3 სახეობა – ქორი, [[მიმინო |მიმინო]], [[ქორცქვიტა |ქორცქვიტა]].
  
ხაზი 25: ხაზი 26:
 
[[კატეგორია:ფრინველთა გვარი]]
 
[[კატეგორია:ფრინველთა გვარი]]
 
[[კატეგორია:ფრინველები]]
 
[[კატეგორია:ფრინველები]]
 +
[[კატეგორია:მტაცებელი ფრინველები]]
 
[[კატეგორია:შავარდნისნაირნი]]
 
[[კატეგორია:შავარდნისნაირნი]]
 
[[კატეგორია:ქორისებრნი]]
 
[[კატეგორია:ქორისებრნი]]

მიმდინარე ცვლილება 19:33, 3 აპრილი 2025 მდგომარეობით

ქორი

ქორი (ლათ. Accipiter gentilis Linnaeus, 1758) — ფრინველთა გვარი ქორისებრთა ოჯახისა შავარდნისნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება 3 სახეობა – ქორი, მიმინო, ქორცქვიტა.

ქორი საშუალო სიდიდის მტაცებელი ფრინველია. ფრთა 300-390 მმ-ია, კუდი — 230-270 მმ, წონა − 650-1300 გ. დედალი შესამჩნევად დიდია მამალზე. შეფერილობაში კი სქესთა შორის განსხვავება თითქმის არაა. კავკასიური ქვესახეობის ქორი შედარებით პატარაა. იგი ზურგის მხარეს მუქი ასპიდურ-მურა ფერისაა, თავი მურა-შავია. წარბების ზემოთ ვიწრო თეთრი ზოლებია, რომლებსაც ხშირი მუქი შტრიხები ურევია. საჭის ბუმბულებზე, ზემოდან და ქვემოდანაც კარგადაა გამოხატული განივი ზოლები. ვენტრალური მხარე თეთრია, ფართო და ხშირი მუქი განივი ზოლებით. ასეთივე ზოლებია სხეულის გვერდებსა და წვივის წაგრძელებულ ბუმბულებზეც (საჩერნეზე). ყელზე, ჩიჩახვსა და მკერდზე განვითარებულია მუქი ღერძულა ხაზები. ნისკარტი შავია, ცვილანა და ფეხები − ყვითელი.

აღწერილია 14 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კავკასიური ქორი — A. g. caucasicus Kleinschmidt, 1923.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

სახეობის არეალი მეტად ფართოა. ქორი მოიპოვება ჩრდილოეთი ამერიკის, ევროპისა და აზიის ტყის ზონაში, აგრეთვე აფრიკაში — ჩრდილოეთ მაროკოში. ევრაზიაში ჩრდილოეთით აღწევს ტყე-ტუნდრამდე. სამხრეთით ბუდობს იტალიაში, ესპანეთის, მცირე აზიისა და პალესტინის სამხრეთში, ჩრდილოეთ ირანში, სამხრეთ-დასავლეთ ციმბირში, ალტაიზე, დასავლეთ ჩინეთში, ტიბეტსა და იაპონიაში. კავკასიური ქვესახეობა მოიპოვება მთელ კავკასიაში, აგრეთვე ყირიმის სამხრეთ ნაწილში. მცირე რაოდენობით შედის დასავლეთ თურქმენეთშიც. საქართველოში მობინადრეა.

[რედაქტირება] ბიოტოპი

ბინადრობს როგორც ფოთლოვან, ისე წიწვიან ტყეებში. საკვების მოსაპოვებლად ზოგჯერ გამოდის უფრო ღია ადგილებშიც. ვერტიკალურად ვრცელდება ტყის ზემო საზღვრამდე.

[რედაქტირება] გამრავლება

ბუდეს იკეთებს ხეზე. აპრილის თვეში დებს 2-4 კვერცხს. კრუხად ჯდება დედალი, ხოლო მამალს მისთვის მოაქვს საკვები. კავკასიური ქორის საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დადგენილი არაა. ევროპული ქვესახეობისათვის იგი 35 დღეს აღწევს.

[რედაქტირება] კვება

ქორის ძირითად საკვებს შეადგენს საშუალო და პატარა ზომის ფრინველები: მტრედი, როჭო, გნოლი, ყვავი, ჭილყვავი, ჩხიკვი, შაშვი, შოშია და სხვ. იჭერს ძუძუმწოვრებსაც — კურდღელს, ციყვს, იშვიათად პატარა ზომის მღრღნელებს. თავს ესხმის შინაურ ფრინველებსაც.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

კვების ხასიათის მიხედვით მიეკუთვნება მავნე ფრინველთა რიცხვს, მაგრამ მისი რიცხობრიობა დაბალია.


[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები