საყელოიანი წინტალა
(ახალი გვერდი: '''საყელოიანი წინტალა''' (ლათ. Charadrius hiaticula Linnaeus, 1758) − ფრინველი მეჭვავი...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Sayeloiani wintala.PNG|thumb|200px|საყელოიანი წინტალა]] | ||
'''საყელოიანი წინტალა''' (ლათ. Charadrius hiaticula Linnaeus, 1758) − ფრინველი მეჭვავიასებრთა ოჯახიდან. | '''საყელოიანი წინტალა''' (ლათ. Charadrius hiaticula Linnaeus, 1758) − ფრინველი მეჭვავიასებრთა ოჯახიდან. | ||
| + | |||
* კლასი − ფრინველები (AVES) | * კლასი − ფრინველები (AVES) | ||
* რიგი − [[მეჭვავიასნაირნი]] (Charadrilformes) | * რიგი − [[მეჭვავიასნაირნი]] (Charadrilformes) | ||
| ხაზი 28: | ხაზი 30: | ||
*[[საქართველოს ფრინველების სარკვევი]] | *[[საქართველოს ფრინველების სარკვევი]] | ||
[[კატეგორია:ფრინველები]] | [[კატეგორია:ფრინველები]] | ||
| − | |||
[[კატეგორია:მეჭვავიასნაირნი]] | [[კატეგორია:მეჭვავიასნაირნი]] | ||
[[კატეგორია:მეჭვავიასებრნი]] | [[კატეგორია:მეჭვავიასებრნი]] | ||
[[კატეგორია:მეჭვავიები]] | [[კატეგორია:მეჭვავიები]] | ||
[[კატეგორია:მეჭვავია]] | [[კატეგორია:მეჭვავია]] | ||
მიმდინარე ცვლილება 00:11, 4 აპრილი 2025 მდგომარეობით
საყელოიანი წინტალა (ლათ. Charadrius hiaticula Linnaeus, 1758) − ფრინველი მეჭვავიასებრთა ოჯახიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − მეჭვავიასნაირნი (Charadrilformes)
- ოჯახი − მეჭვავიასებრნი (Charadriidae)
- ქვეოჯახი − მეჭვავიები (Charadriinae)
- გვარი − მეჭვავია (Charadrius)
საყელოიანი წინტალა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 120-135 მმ-ია, ნისკარტი − 12-15 მმ, წონა – 65 გ-მდე. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველის ზურგის მხარე, თხემი და კეფა მურა-რუხია. სხეულის დანარჩენი ნაწილი თეთრია, მაგრამ შავი ფერის ზოლები გასდევს შუბლზე, თავის გვერდებზე, განივად კეფაზე და ყელის ირგვლივ – ჩიჩახვის გავლით. პირველი რიგის მომქნევები მოშავო-მურაა. მეორე რიგის მურა ფერის მომქნევები ძირში თეთრია. თეთრია იღლიის ბუმბულებიც. საჭის შუა წყვილი ბუმბული რუხი-მურაა, წვეროსთან უფრო მუქი ფერით. საჭის კიდურა ბუმბულები თეთრია, შიგნითა მარაოებზე ზოგჯერ პატარა შავი ლაქებით. ნისკარტი ძირში მონარინჯისფრო-ყვითელია, ხოლო წვეროში − შავი. ფეხები მოყვითალოა.
აღწერილია 3. ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება აღმოსავლური საყელოიანი წინტალა – Ch. h. hiaticula Linn., 1758.
სარჩევი |
[რედაქტირება] გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალის საზღვრები ზუსტად არაა დადგენილი. ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ამერიკაში. აღმოსავლური ქვესახეობის არეალი მოიცავს თითქმის მთელ ევროპას, მაგრამ უფრო მეტია ჩრდილოეთ განედებში. ზამთრობს აფრიკაში, არაბეთსა და სამხრეთ აზიაში. საქართველოში მოიპოვება მრავალ ადგილას, მაგრამ ბუდობს მხოლოდ აღმოსავლეთ რაიონებში. დასავლეთ საქართველოში გვხვდება მხოლოდ მიმოფრენის პერიოდებში.
[რედაქტირება] ბიოტოპი
ბინადრობს ჩვეულებრივად ზღვებისა და შიდა წყალსატევების ღია, ქვიშიან ან რიყიან სანაპიროებზე, მეტად მცირე მცენარეული საფარით ან სრულიად მცენარეულობის გარეშე.
[რედაქტირება] გამრავლება
მონოგამიური ფრინველია. ბუდეს აწყობს მიწაზე, პატარა ჩაღრმავებაში. წელიწადში ნორმალურად ორჯერ მრავლდება. პირველად მაისში, ხოლო მეორედ ივლისში. დებს მეტწილად 4 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 27 დღემდე გრძელდება. გამოჩეკილ მართვეებს 2 საათის შემდეგ შეუძლიათ სირბილი. 23 დღის შემდეგ უკვე ფრენის უნარიც შესწევთ.
[რედაქტირება] კვება
საყელოიანი წინტალა ძირითადად ცხოველური საკვებით იკვებება. ყველაზე მეტად ეტანება წვრილ კიბოსნაირებს, ჭიებს, მოლუსკებს, აგრეთვე ხოჭოებს და მწერთა ნაირგვარ ლარვებს.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
დიდი სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს.