ლოყათეთრი თევზიყლაპია
(ახალი გვერდი: '''ლოყათეთრი თევზიყლაპია''' (ლათ. Chlidonias hybrida Pallas, 1811) − ფრინველი [[თოლია...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Loyatetri tevziylapia.PNG|thumb|250px|ლოყათეთრი თევზიყლაპია]] | ||
'''ლოყათეთრი თევზიყლაპია''' (ლათ. Chlidonias hybrida Pallas, 1811) − ფრინველი [[თოლიასნაირნი|თოლიასნაირთა]] რიგიდან. | '''ლოყათეთრი თევზიყლაპია''' (ლათ. Chlidonias hybrida Pallas, 1811) − ფრინველი [[თოლიასნაირნი|თოლიასნაირთა]] რიგიდან. | ||
| + | |||
* კლასი − ფრინველები (AVES) | * კლასი − ფრინველები (AVES) | ||
* რიგი − [[თოლიასნაირნი]] (Lariformes) | * რიგი − [[თოლიასნაირნი]] (Lariformes) | ||
მიმდინარე ცვლილება 22:15, 3 აპრილი 2025 მდგომარეობით
ლოყათეთრი თევზიყლაპია (ლათ. Chlidonias hybrida Pallas, 1811) − ფრინველი თოლიასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − თოლიასნაირნი (Lariformes)
- ოჯახი − თოლიასებრნი (Laridae)
- გვარი − თევზიყლაპია (Chlidonias)
ლოყათეთრი თევზიყლაპია პატარა ზომის ფრინველია, თუმცა ფრთები გრძელი აქვს, იგი 220-245 მმ-ია, ნისკარტი – 27-35 მმ, წონა – 80 გ-მდე. სიდიდესა და შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. შავი თევზიყლაპიასაგან გამოირჩევა უფრო გრძელი ფრთებით. გამრავლების პერიოდში დამახასიათებელია მკვეთრად გამოხატული თეთრი ლოყები და ნიკაპი. ზრდასრული ფრინველის თავი ზემოდან შავია, მოლურჯო-მომწვანო ელვარებით. ზურგი და მკერდი ასპიდურ-რუხია; ყელი, ფრთები და კუდი გაცილებით ღია ფერისაა, ვიდრე ზურგი. მუცელი მოშავოა, ხოლო კუდქვეშა და ფრთების ქვემო მფარავები – მოთეთრო. ნისკარტი და ფეხები წითელია. ზამთარში ჭარბობს სითეთრე, მანტია მკრთალი მოცისფროა, თვალებიდან კეფამდე მუქი მურა ზოლები გასდევს, ხოლო თხემზე ვიწრო შტრიხები. ახალგაზრდები მსგავსია მოზრდილებისა ზამთრის სამოსელში.
ცნობილია 7 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი ლოყათეთრი თევზიყლაპია – Ch. h. hybrida Pall., 1811.
სარჩევი |
[რედაქტირება] გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი საკმაოდ ვრცელია, თუმცა ხშირად სპორადულია. ეს ფრინველი ბუდობს სამხრეთ ევროპაში, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, სამხრეთ აფრიკასა და მადაგასკარზე, წინა და სამხრეთ აზიაში – ჩრდილოეთით შუა აზიამდე, ჩინეთში, მანჯურიაში, ცეილონზე, ინდო-ჩინეთში, მალაის, ფილიპინებისა და ზონდის კუნძულებზე, ახალ გვინეასა და ავსტრალიაში. ბუდობს სომხეთშიც (სევანზე). ევროპისა და ჩრდილოეთ განედების პოპულაციები გადამფრენია, რომლებიც იზამთრებენ ცენტრალურ აფრიკაში. დანარჩენი მობინადრეა. საქართველოში გვხვდება მიმოფრენის დროს.
[რედაქტირება] ბიოტოპი
ბინადრობს შიდა წყალსატევების – ტბებისა და მდინარეების სანაპიროებზე, უხვად განვითარებული წყლის მცენარეულობით, აგრეთვე ჭაობში.
[რედაქტირება] გამრავლება
ბუდობა უპირატესად კოლონიურია. ბუდეს იკეთებს წყლის მცენარეთა ღეროებისა და ფოთლებისაგან მიწაზე ან წყლის ზედაპირზე (ე. წ. მცურავი ბუდე). მაისის ბოლოს ან ივნისში დებს 2-3 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 18 დღემდე გრძელდება.
[რედაქტირება] კვება
უპირატესად მწერიჭამია ფრინველია, რომელთაც იჭერს როგორც წყლის ზედაპირზე, ისე ჰაერში. გარდა ამისა, იკვებება ჭიებით, წვრილი თევზებით, ამფიბიებით (ტრიტონი, პატარა ბაყაყები და თავკომბალები).
[რედაქტირება] მნიშვნელობა
დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა მრავალ მავნე მწერს ანადგურებს.