ფრანკი სეზარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სეზარ ფრანკი''' – (10. დეკემბერი 1822, ლიეჟი – 8 ნოემბერი 1890, პარიზი), ...)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Franki sezar.PNG|thumb|სეზარ ფრანკი]]
 
'''სეზარ ფრანკი''' – (10. დეკემბერი  1822, ლიეჟი – 8 ნოემბერი 1890, პარიზი), ფრანგი კომპოზიტორი და ორგანისტი. წარმოშობით ბელგიელი. სწავლობდა პარიზის კონსერვატორიაში პ. ციმერმანთან ([[ფორტეპიანო]]), ფ. ბენუასთან ([[ორგანი]]), ე. ლებორნთან (კომპოზიცია). 1843-იდან იყო პარიზის ეკლესიების ორგანისტი, 1872-იდან პარიზის კონსერვატორიის პედაგოგი. ეროვნული მუსიკსლური საზოგადოების ერთ-ერთი ფუძემდებელი (1871), 1886-იდან თავმჯდომარე.  სეზარ ფრანკიმუს. [[რომანტიზმი]]ს ერთ- ერთი წარმომადგენელია.  
 
მიმდინარე ცვლილება 14:38, 13 მაისი 2025 მდგომარეობით

სეზარ ფრანკი

სეზარ ფრანკი – (10. დეკემბერი 1822, ლიეჟი – 8 ნოემბერი 1890, პარიზი), ფრანგი კომპოზიტორი და ორგანისტი. წარმოშობით ბელგიელი. სწავლობდა პარიზის კონსერვატორიაში პ. ციმერმანთან (ფორტეპიანო), ფ. ბენუასთან (ორგანი), ე. ლებორნთან (კომპოზიცია). 1843-იდან იყო პარიზის ეკლესიების ორგანისტი, 1872-იდან პარიზის კონსერვატორიის პედაგოგი. ეროვნული მუსიკსლური საზოგადოების ერთ-ერთი ფუძემდებელი (1871), 1886-იდან თავმჯდომარე. სეზარ ფრანკიმუს. რომანტიზმის ერთ- ერთი წარმომადგენელია.

ნაწარმოებები: სიმფონია (1888), სიმფონიური პოემები – „ეოლიდები“ (1876), „დაწყევლილი მონადირე“ (1882), „ფსიქე“ (1888); პოემა „ჯინები“ (1884) და „სიმფონიური ვარიაციები“ (1885) ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის; ორატორია „მონანიება“ (1874), „ნეტარების მცნებები“ (1869-79); ოპერები „ჰულდა“ (1885), „გიზელი“ (დაასრულეს მისმა მოწაფეებმა ვ. დ'ენდიმ, ე. შოსონმა, დაიდგა 1896) და სხვ. პოპულარულია მისი „პრელუდია, ქორალი და ფუგა“ ფორტეპიანოსათვის და სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის.

სეზარ ფრანკის მუსიკისათვის დამახასიათებელია რომანტიკული სახოვანებისა და სტილის კლასიკური მკაფიობა, ი. ს. ბახის პოლიფონიის, ბეთჰოვენის ინსტრუმენტალიზმისა და გვიანდელი რომანტიზმის გამომსახველ ხერხთა სინთეზი.სეზარ ფრანკის მუსიკაში მზადდება იმპრესიონიზმისა და ნეოკლასიციზმის ცალკეული თვისებები.

[რედაქტირება] წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები