დემოკრიტე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის 8 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Demokritos.JPG|thumb|200პქ|დემოკრიტე]]
+
[[ფაილი:Demokritos.JPG|thumb|140პქ|დემოკრიტე]]
'''დემოკრიტე''' - Demokritos, Демокрит, 460-370 ძვ..
+
'''დემოკრიტე''' - (ბერძ. Δημόκριτος), ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, დაიბადა 460 წელს ქ. აბდერაში (თრაკიაში). ქვეყნების გაცნობისა და თავისი ცოდნის გაღრმავების მიზნით მას ბევრი უმოგზაურია. ყოფილა [[ეგვიპტე]]ში, [[ბაბილონი|ბაბილონში]]; სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მოუნახულებია [[ათენი]]ც. მისი მასწავლებელი ([[არისტოტელე]]ს სიტყვით, მეგობარი, ყოფილა [[ლევკიპე]]. გარდაცვლილა დაახლოებით 380 წელს.  
  
ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, ატომების მატერიალისტური მოძღვრების შემქნელი. დემოკრიტეს თანახმად, ყველაფერი, რაც ხდება სამყაროში და [[ადამიანი|ადამიანის]] ცხოვრებაში, მკაცრად არის განსაზღვრული და გარკვეულ კანონზომიერებას ემორჩილება (დეტერმინიზმი). ყოველივე არსებული შედგება უმცირესი განუყოფელი ნაწილაკებისაგან - ატომებისაგან (მონადა). ატომები ერთმანეთისაგან განსხვავდება ზომით, ფორმით და სიმაგრით. საგანთა მრავალფეროვნებას განაპირობებს ის, თუ როგორი ატომები ჭარბობს მათში და როგორაა ისინი განლაგებული. საგნების წარმოშობა არის ატომების გაერთიანება და და მოსპობა - ამ მთლიანობის დაშლა, რაც მოძრაობას გულისხმობს. თავის მხრივ, მოძრაობის პირობა სიცარიელეა. ამრიგად, დემოკრიტეს ფილოსოფიური სისტემა სამი ცნების საფუძველზეა აგებული, ესენია ატომი, სიცარიელე და მოძრაობა.
+
არისტოტელეს წინადროინდელ ფილოსოფოსთაგან დემოკრიტე აღიარებულია ყველაზე უფრო ღრმა და მრავალმხრივ მეცნიერად, მახვილგონიერ მოაზროვნედ და იშვიათი ნათელი მსჯელობის ადამიანად. არისტოტელეს ხშირად მოჰყავს მისი აზრები, და მაღალ შეფასებასაც აძლევს მათ ([[პლატონი|პლატონს]] კი არსად არ ჰყავს მოხსენებული დემოკრიტე).
  
დემოკრიტეს შეხედულება სულის შესახებ სწორედ ამ სამი ცნებიდან ამოდის. სული სხეულის მოძრაობის მიზეზია. სულიც მატერიალურია და შედგება განსაკუთრებულად მოძრავი, პატარა და მრგვალი ატომებისაგან. სხეულის დაშლისას სულის ატომები ტოვებს მას, ესეიგი სხეულთან ერთად სულიც მოკვდავია. სუნთქვისას ჩვენში შემოდის სულის შემადგენელი ატომები, ამოსუნთქვისას ორგანიზმიდან სულის ნაწილიც ამოდის, ანუ იგი მუდმივი განახლების პროცესშია. საბოლოოდ ყველა ფიზიკურ სხეულს, ქვას, მცენარეს, ცხოველს აქვს სულის ატომების მცირე რაოდენობა და, ამ აზრით, აქვს სული, მეტ-ნაკლებად. მაშასადამე, დემოკრიტე პანფსიქიზმის თვალსაზრისს იზიარებს.  
+
დემოკრიტეს მეცნიერული მუშაობა მრავალმხრივი იყო. მას ჰქონდა შრომები ეთიკის, მათემატიკის, მედიცინისა და სხვა დარგებიდან; უწერია აგრეთვე მუსიკაზე და პოეზიაზე, მაგრამ ყველაფერი ეს კერძო ხასიათის გამოკვლევები იყო. მთავარი კი დემოკრიტეს შემოქმედებაში იყო მისი ატომისტური თეორია, რომელიც საფუძვლად დაედო მის დანარჩენ გამოკვლევებს.
  
ავადმყოფობა ატომების ბუნებრივი პროპორციის დარღვევაა, დაბერება - სულის მოძრავი ატომების რაოდენობის კლება. მძიმე და მსუბუქი ატომების ყველაზე კარგი თანაფარდობა ტვინშია. ის შემეცნების ორგანოა, გული - მაღალი გრძნობებისა, ღვიძლი - დაბალი ვნებებისა, შეგრძნების ორგანოები კი - შეგრძნებისა. შეგრძნების ორგანოებში მოთავსებული სულის ატომები ზედაპირისკენ მოძრაობს და იქ ხვდება რეცეპტორში შეღწეული საგნების მიკროსკოპულ ასლებს, „სურათებს” , ე.წ. „ეიდოლებს” . საგნებიდან მუდმივად გამოედინება მათი უმცირესი „სახეები”  და ჰაერში მოძრაობს. შეგრძნების ორგანოში შეღწევისას ეიდოლები შეეხება სულის ატომებს და წარმოიქმნება შეგრძნება (ე.წ. „გამოდინების თეორია”). შემეცნება შეგრძნებიდან იწყება. მართალია, შეგრძნება საგნის ასლებს „იჭერს”, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის სრულიად ზუსტად ასახავს სინამდვილეს. შეგრძნება არცთუ იშვიათად ცდება. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. ერთი ისაა, რომ სულის ატომებთან დაჯახებისას საგნის სრულყოფილი ხატი, ეიდოლა შეიძლება დამახინჯდეს. ასევე, შეცდომა მოსალოდნელია, თუკი ეიდოლა შეაღწევს არა შეგრძნების ორგანოში, არამედ სხეულის იმ ნაწილებში, სადაც სულის ატომების კონცენტრაცია ნაკლებია და ისინი არაა შეგრძნებაზე სპეციალიზებული. მცდარი აღქმა, ილუზია მაშინაც ჩნდება, როცა ქარი ეიდოლებს წაიღებს შორს მათი შესაბამისი საგნებიდან. ამ დროს ადამიანი ხედავს იმას, რაც მის წინ სინამდვილეში არ არის {მირაჟი}.  
+
დემოკრიტე ატომისტური თეორიის მთავარი წარმომადგენელია. ლევკიპეს მიერ საფუძველჩაყრილი თეორია მან იმდენად განავითარა და მრავალმხრივ გაშალა, რომ მოწაფემ დაჩრდილა მასწავლებელი და ლევკიპეს აზრებიც დემოკრიტესეულ სამოსელში გადმოგვეცა.
  
დემოკრიტე სიზმარსაც მძინარე სხეულში ეიდოლების მოხვედრით ხსნის. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ შეგრძნებები ზოგჯერ მცდარია {აღქმის ილუზია}, გრძნობადი აღქმის საშუალებით მიღებული ცოდნა მაინც შეზღუდულია აქ და ახლა არსებული საგნებისა და მოვლენებისა თვალსაჩინო მოცემულობით {აღქმითი ველი}. ბევრი რამ მისთვის დაფარული რჩება. ამიტომ გრძნობად შემეცნებას დემოკრიტემ „ბნელი”  უწოდა. სამაგიეროდ, აზროვნება „ნათელი” შემეცნებაა; იგი ნათელყოფს იმას, რაც შეგრძნებისთვის დაფარული დარჩა. მაგ., უხილავი ატომების შემეცნება შეგრძნებით შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია მათი მოაზრება გონების საშუალებით. ამდენად, შეგრძნება {აღქმა} და აზროვნება, როგორც კოგნიციური ფსიქიკური ფუნქციები, შემეცნების პირველი და მეორე საფეხურებია. ეს მართებული აზრი სამუდამოდ დარჩა ფსიქოლოგიაში.
+
თუ პარმენიდე ამტკიცებდა – ბუნება არ არსებობს, იგი მხოლოდ მოჩვენებააო, დემოკრიტე საწინააღმდეგო დებულებას აყენებდა: ბუნება ნამდვილად არსებობს და ჭეშმარიტად არსებობენ ის საგნებიც, რომლებისგანაც ბუნება შედგება. სინამდვილეა და არა მოჩვენება აგრეთვე მოძრაობა და მრავლობა, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია საგნები, ხოლო მოძრაობა და მრავლობა შესაძლებელია მხოლოდ იქ, სადაც არის ცარიელი სივრცე, სიცარიელე (არარაობა).
  
 +
დემოკრიტეს აზრით, საგანთა საფუძველია მატერია, რომელიც შედგება უამრავი წვრილი ნაწილაკებისაგან, ატომებისაგან; ეს ატომები მუდმივ მოძრაობაშია და ერთი-მეორისაგან გამოყოფილია სიცარიელით. ნივთიერების ყოველ ნაწილში, ამგვარად, არის ატომებიც და სიცარიელეც. აქედან ცხადია, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სიცარიელეს ატომებისათვის, ატომთა მოძრაობის აუცილებელი პირობაა სიცარიელე. მაშასადამე, სიცარიელეც (არარაობა) ისეთივე რეალობაა, როგორც ატომი.
  
==წყარო==
+
დემოკრიტეს ეთიკა ბუნების კანონთა ცოდნაზეა დამყარებული. ცოდნა შეაგნებინებს ადამიანს ბუნების მოვლენათა სინამდვილეს, ცოდნის შემწეობით გაქრება შიში ამ მოვლენების წინაშე, გაქრება ის ცრუმორწმუნეობაც, რომელიც ადამიანს ეგზომ ხელს უშლის ცხოვრებაში.  
<small>[[ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი]]
+
<br />
+
სტატიის ავტორი - [[ირაკლი იმედაძე]], [[დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება]].<br />
+
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.</small>
+
  
[[კატეგორია:მატერიალისტური ატომისტიკა]]  
+
ცხოვრების მიზანია კარგად ყოფნა; კარგად ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ გქონდეს მეტი სიხარული და ნაკლები მწუხარება; ამავე დროს კარგად ყოფნას ესაჭიროება სულიერი სიმშვიდე. კარგად ყოფნის პირობაა აგრეთვე ზომიერება.
[[კატეგორია:პანფსიქიზმი]]  
+
 
 +
==== ნიმუშები დემოკრიტეს ეთიკური შეხედულებებიდან: ====
 +
* ვინც სულიერ სიკეთეს ირჩევს, ამით ღვთაებრივ საქმეს აკეთებს; ვინც ხორციელ სიკეთეს ირჩევს, ის ადამიანურ (მიწიერ) საქმეს მისდევს.
 +
* ადამიანის მოვალეობაა უსამართლოდ მომქცევი დააბრკოლოს; ყოველ შემთხვევაში, მასთან ერთად არ მისდიოს უსამართლობას.
 +
* საჭიროა კარგი იყო ან კარგს მიბაძო.
 +
* ადამიანს ბედნიერებას ანიჭებს არა სხეული ან ფული, არამედ სიმართლე და მრავალგონიერება.
 +
* ცოდვებს უნდა ერიდო არა შიშის გამო, არამედ მოვალეობის შეგნების გამო.
 +
* სინანული ცუდი საქციელის გამო ხსნაა ადამიანისათვის.
 +
* უფრო უბედურია ის, ვინც უსამართლობას სჩადის, ვიდრე ის, ვის მიმართაც უსამართლობას სჩადიან.
 +
* მძიმე ასატანია შენზე უფრო მდარე ღირსების ადამიანის ხელქვეითი იყო. 
 +
* ვერც ხელოვნებასა და ვერც მეცნიერებას ეზიარები სწავლის გარეშე.
 +
* უმჯობესია საკუთარი შეცდომები გაკიცხო, ვიდრე სხვისი.
 +
* ვისაც კეთილწესიერი ხასიათი აქვს, იმას ცხოვრებაც კეთილწესიერი აქვს.
 +
* მრავალია, რომ დიდად განსწავლულია, მაგრამ ჭკუა არა აქვს. 
 +
* უნდა მისდიო არა მრავალცოდნას, არამედ მრავალგონიერებას (ე. ი. დიდად განსწავლულობას სჯობია ჭკუა).
 +
* უსაზღვრო სურვილები გქონდეს – ეს ბავშვს შეეფერება და არა ვაჟკაცს. 
 +
* უდროო სიამოვნება წარმოშობს ზიზღს.
 +
* ნუ მიეკარები ისეთ სიამოვნებას, რომელიც შეუფერებელია. 
 +
* დიდება და სიმდიდრე, თუ მათ არ ახლავს შეგნება, არასაიმედო ქონებაა. 
 +
* ყველაფერში კარგია ზომიერება. არ მომწონს გადაჭარბებაც და დაკლებაც.
 +
* ჩემის აზრით, არ შეიძლება ვინმეს უყვარდეს ის, ვისაც არავინ არ უყვარს.
 +
* სხეულის სილამაზე, თუ მას ჭკუა არ ახლავს, მხოლოდ პირუტყვობაა.
 +
* ადვილია მეგობრის შეძენა, თუ ბედნიერი ხარ; ხოლო, თუ გაჭირებაში ხარ, ძალიან ძნელია. 
 +
* უმჯობესია სხვამ გაქოს, ვიდრე შენ თვითონ იქო თავი.
 +
 
 +
დემოკრიტეს მოძღვრების მიმდევარი იყო [[ეპიკურე]] (341-270), რომლის მოღვაწეობა უკვე ელინისტურ ეპოქას განეკუთვნება.
 +
 
 +
==წყარო==
 +
[[ბერძნული ლიტერატურის ისტორია]]
 
[[კატეგორია:ძველი ბერძენი ფილოსოფოსები]]
 
[[კატეგორია:ძველი ბერძენი ფილოსოფოსები]]
[[კატეგორია:ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი]]
 

მიმდინარე ცვლილება 01:25, 17 სექტემბერი 2025 მდგომარეობით

დემოკრიტე

დემოკრიტე - (ბერძ. Δημόκριτος), ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, დაიბადა 460 წელს ქ. აბდერაში (თრაკიაში). ქვეყნების გაცნობისა და თავისი ცოდნის გაღრმავების მიზნით მას ბევრი უმოგზაურია. ყოფილა ეგვიპტეში, ბაბილონში; სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მოუნახულებია ათენიც. მისი მასწავლებელი (არისტოტელეს სიტყვით, მეგობარი, ყოფილა ლევკიპე. გარდაცვლილა დაახლოებით 380 წელს.

არისტოტელეს წინადროინდელ ფილოსოფოსთაგან დემოკრიტე აღიარებულია ყველაზე უფრო ღრმა და მრავალმხრივ მეცნიერად, მახვილგონიერ მოაზროვნედ და იშვიათი ნათელი მსჯელობის ადამიანად. არისტოტელეს ხშირად მოჰყავს მისი აზრები, და მაღალ შეფასებასაც აძლევს მათ (პლატონს კი არსად არ ჰყავს მოხსენებული დემოკრიტე).

დემოკრიტეს მეცნიერული მუშაობა მრავალმხრივი იყო. მას ჰქონდა შრომები ეთიკის, მათემატიკის, მედიცინისა და სხვა დარგებიდან; უწერია აგრეთვე მუსიკაზე და პოეზიაზე, მაგრამ ყველაფერი ეს კერძო ხასიათის გამოკვლევები იყო. მთავარი კი დემოკრიტეს შემოქმედებაში იყო მისი ატომისტური თეორია, რომელიც საფუძვლად დაედო მის დანარჩენ გამოკვლევებს.

დემოკრიტე ატომისტური თეორიის მთავარი წარმომადგენელია. ლევკიპეს მიერ საფუძველჩაყრილი თეორია მან იმდენად განავითარა და მრავალმხრივ გაშალა, რომ მოწაფემ დაჩრდილა მასწავლებელი და ლევკიპეს აზრებიც დემოკრიტესეულ სამოსელში გადმოგვეცა.

თუ პარმენიდე ამტკიცებდა – ბუნება არ არსებობს, იგი მხოლოდ მოჩვენებააო, დემოკრიტე საწინააღმდეგო დებულებას აყენებდა: ბუნება ნამდვილად არსებობს და ჭეშმარიტად არსებობენ ის საგნებიც, რომლებისგანაც ბუნება შედგება. სინამდვილეა და არა მოჩვენება აგრეთვე მოძრაობა და მრავლობა, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია საგნები, ხოლო მოძრაობა და მრავლობა შესაძლებელია მხოლოდ იქ, სადაც არის ცარიელი სივრცე, სიცარიელე (არარაობა).

დემოკრიტეს აზრით, საგანთა საფუძველია მატერია, რომელიც შედგება უამრავი წვრილი ნაწილაკებისაგან, ატომებისაგან; ეს ატომები მუდმივ მოძრაობაშია და ერთი-მეორისაგან გამოყოფილია სიცარიელით. ნივთიერების ყოველ ნაწილში, ამგვარად, არის ატომებიც და სიცარიელეც. აქედან ცხადია, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სიცარიელეს ატომებისათვის, ატომთა მოძრაობის აუცილებელი პირობაა სიცარიელე. მაშასადამე, სიცარიელეც (არარაობა) ისეთივე რეალობაა, როგორც ატომი.

დემოკრიტეს ეთიკა ბუნების კანონთა ცოდნაზეა დამყარებული. ცოდნა შეაგნებინებს ადამიანს ბუნების მოვლენათა სინამდვილეს, ცოდნის შემწეობით გაქრება შიში ამ მოვლენების წინაშე, გაქრება ის ცრუმორწმუნეობაც, რომელიც ადამიანს ეგზომ ხელს უშლის ცხოვრებაში.

ცხოვრების მიზანია კარგად ყოფნა; კარგად ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ გქონდეს მეტი სიხარული და ნაკლები მწუხარება; ამავე დროს კარგად ყოფნას ესაჭიროება სულიერი სიმშვიდე. კარგად ყოფნის პირობაა აგრეთვე ზომიერება.

[რედაქტირება] ნიმუშები დემოკრიტეს ეთიკური შეხედულებებიდან:

  • ვინც სულიერ სიკეთეს ირჩევს, ამით ღვთაებრივ საქმეს აკეთებს; ვინც ხორციელ სიკეთეს ირჩევს, ის ადამიანურ (მიწიერ) საქმეს მისდევს.
  • ადამიანის მოვალეობაა უსამართლოდ მომქცევი დააბრკოლოს; ყოველ შემთხვევაში, მასთან ერთად არ მისდიოს უსამართლობას.
  • საჭიროა კარგი იყო ან კარგს მიბაძო.
  • ადამიანს ბედნიერებას ანიჭებს არა სხეული ან ფული, არამედ სიმართლე და მრავალგონიერება.
  • ცოდვებს უნდა ერიდო არა შიშის გამო, არამედ მოვალეობის შეგნების გამო.
  • სინანული ცუდი საქციელის გამო ხსნაა ადამიანისათვის.
  • უფრო უბედურია ის, ვინც უსამართლობას სჩადის, ვიდრე ის, ვის მიმართაც უსამართლობას სჩადიან.
  • მძიმე ასატანია შენზე უფრო მდარე ღირსების ადამიანის ხელქვეითი იყო.
  • ვერც ხელოვნებასა და ვერც მეცნიერებას ეზიარები სწავლის გარეშე.
  • უმჯობესია საკუთარი შეცდომები გაკიცხო, ვიდრე სხვისი.
  • ვისაც კეთილწესიერი ხასიათი აქვს, იმას ცხოვრებაც კეთილწესიერი აქვს.
  • მრავალია, რომ დიდად განსწავლულია, მაგრამ ჭკუა არა აქვს.
  • უნდა მისდიო არა მრავალცოდნას, არამედ მრავალგონიერებას (ე. ი. დიდად განსწავლულობას სჯობია ჭკუა).
  • უსაზღვრო სურვილები გქონდეს – ეს ბავშვს შეეფერება და არა ვაჟკაცს.
  • უდროო სიამოვნება წარმოშობს ზიზღს.
  • ნუ მიეკარები ისეთ სიამოვნებას, რომელიც შეუფერებელია.
  • დიდება და სიმდიდრე, თუ მათ არ ახლავს შეგნება, არასაიმედო ქონებაა.
  • ყველაფერში კარგია ზომიერება. არ მომწონს გადაჭარბებაც და დაკლებაც.
  • ჩემის აზრით, არ შეიძლება ვინმეს უყვარდეს ის, ვისაც არავინ არ უყვარს.
  • სხეულის სილამაზე, თუ მას ჭკუა არ ახლავს, მხოლოდ პირუტყვობაა.
  • ადვილია მეგობრის შეძენა, თუ ბედნიერი ხარ; ხოლო, თუ გაჭირებაში ხარ, ძალიან ძნელია.
  • უმჯობესია სხვამ გაქოს, ვიდრე შენ თვითონ იქო თავი.

დემოკრიტეს მოძღვრების მიმდევარი იყო ეპიკურე (341-270), რომლის მოღვაწეობა უკვე ელინისტურ ეპოქას განეკუთვნება.

[რედაქტირება] წყარო

ბერძნული ლიტერატურის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები