აპოლონი
(→წყარო) |

(ერთი მომხმარებლის 17 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | [[ფაილი:Apoloni bulvedereli.jpg|thumb|'''აპოლონ ბელვედერელი.'''
| + | [[ფაილი:Apoloni bulvedereli.jpg|thumb|'''აპოლონ ბელვედერელი.'''
[[მარმარილო]]ს ქანდაკება (ძვ. წ. IV ს.), რომი, ვატიკანის მუზეუმი]] |
'''აპოლონი''' – ''(ბერძნ.)'' ოლიმპიური რელიგიის ერთ-ერთი უმთავრესი | '''აპოლონი''' – ''(ბერძნ.)'' ოლიმპიური რელიგიის ერთ-ერთი უმთავრესი | ||
ღვთაება. მზისა და სინათლის განმასახიერებელი ღმერთი. | ღვთაება. მზისა და სინათლის განმასახიერებელი ღმერთი. | ||
ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
ძე, [[არტემისი]]ს ტყუპისცალი. | ძე, [[არტემისი]]ს ტყუპისცალი. | ||
− | ოლიმპიელ ღმერთთა შორის აპოლონს ყველაზე უფრო ბერძენ | + | ====მითი==== |
− | ღვთაებად მიიჩნევდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ ზევსის [[კულტი]]ს | + | ოლიმპიელ ღმერთთა შორის აპოლონს ყველაზე უფრო ბერძენ ღვთაებად მიიჩნევდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ ზევსის [[კულტი]]ს საბოლოო დამკვიდრებამდე სწორედ აპოლონი იყო უზენაესი ღვთაება. მისი ერთ-ერთი [[ეპითეტი]] იყო „თურაიოსი“ („მეკარე“). აქედან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ თავდაპირველად იგი |
− | საბოლოო დამკვიდრებამდე სწორედ აპოლონი იყო უზენაესი | + | სახლის ზღურბლის, ქალაქის კარიბჭისა და ქვეყნის მისადგომთა მცველი ღვთაება უნდა ყოფილიყო. დროთა განმავლობაში კი აპოლონს მრავალი [[მითი]] დაუკავშირდა და ასევე მრავალი ფუნქცია დაეკისრა. მისი დაბადების მითოსი კი ასეთია: |
− | ღვთაება. მისი ერთ-ერთი ეპითეტი იყო „თურაიოსი“ („მეკარე“). | + | [[ფაილი:Apolonii.jpg|thumb|მარცხნივ|'''აპოლონი'''
ლარნაკის [[ფერწერა]]. ნეაპოლი, ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი.]] |
− | აქედან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ თავდაპირველად იგი | + | |
− | სახლის ზღურბლის, ქალაქის კარიბჭისა და ქვეყნის მისადგომთა | + | |
− | მცველი ღვთაება უნდა ყოფილიყო. დროთა განმავლობაში კი | + | |
− | აპოლონს მრავალი მითი დაუკავშირდა და ასევე მრავალი ფუნქცია | + | |
− | დაეკისრა. მისი დაბადების მითოსი კი ასეთია: | + | |
− | [[ფაილი:Apolonii.jpg|thumb|მარცხნივ|'''აპოლონი'''
ლარნაკის ფერწერა. ნეაპოლი, ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი.]] | + | |
[[ფაილი:Apoloni1.jpg|thumb|'''აპოლონი'''
კილიქსის ფერწერა (ძვ. წ. 490 წ.), დელფო, არქეოლოგიური მუზეუმი.]] | [[ფაილი:Apoloni1.jpg|thumb|'''აპოლონი'''
კილიქსის ფერწერა (ძვ. წ. 490 წ.), დელფო, არქეოლოგიური მუზეუმი.]] | ||
− | ზევსს მოეწონა ტიტან კოიოსის ასული [[ლეტო]] და [[ჰერა]]ს | + | ზევსს მოეწონა ტიტან კოიოსის ასული [[ლეტო]] და [[ჰერა]]ს ზედმეტად რომ არ ეეჭვიანა, მწყერად გარდაისახა და ასევე მწყერად გარდასახულ ლეტოს შეუწყვილდა. ეს ამბავი ჰერამ მაინც შეიტყო. მან [[გეა]]ს შობილი საშინელი გველი [[პითონი]] მიუჩინა მუცლადქმნილ [[ტიტანიდები|ტიტანიდს]] და განაცხადა, რომ ლეტო ვერ იმშობიარებდა იქ, სადაც აღწევდა მზის სხივი. პითონისაგან დევნილმა ლეტომ ბოლოსდაბოლოს მიაღწია ორტიგიას, სადაც შვა ჯერ [[არტემისი]], რომელიც დაბადებისთანავე მიეხმარა დედას, გადაელახა ვიწრო სრუტე და კუნძულ დელოსზე ეშვა აპოლონი. ოთხი დღის იყო ახალშობილი, როდესაც მოითხოვა [[მშვილდი]] და ისრები. შემდეგ ისწრაფა [[პარნასოსი|პარნასოსის]] მთისაკენ, სადაც პითონი ეგულებოდა. ერთ პირქუშ ხეობაში მიაკვლია მის სამყოფელს. როდესაც ურჩხული ბუნაგიდან გამოძვრა, აპოლონმა ოქროს ისრები სტყორცნა. დაჭრილი პითონი დელფოსკენ გასრიალდა და გეას სამისნოს შეაფარა თავი. აპოლონმა გაბედა და ღვთაებრივი უფსკრულის პირას ამოხადა საზარელ ურჩხულს სული. |
− | ზედმეტად რომ არ ეეჭვიანა, მწყერად გარდაისახა და ასევე | + | |
− | მწყერად გარდასახულ ლეტოს შეუწყვილდა. ეს ამბავი ჰერამ | + | |
− | მაინც შეიტყო. მან [[გეა]]ს შობილი საშინელი გველი [[პითონი]] | + | |
− | მიუჩინა მუცლადქმნილ [[ტიტანიდები|ტიტანიდს]] და განაცხადა, რომ ლეტო | + | |
− | ვერ იმშობიარებდა იქ, სადაც აღწევდა მზის სხივი. | + | |
− | პითონისაგან დევნილმა ლეტომ ბოლოსდაბოლოს მიაღწია | + | |
− | ორტიგიას, სადაც შვა ჯერ [[არტემისი]], რომელიც დაბადებისთანავე | + | |
− | მიეხმარა დედას, გადაელახა ვიწრო სრუტე და კუნძულ დელოსზე ეშვა აპოლონი. ოთხი დღის იყო ახალშობილი, როდესაც მოითხოვა [[მშვილდი]] და ისრები. შემდეგ ისწრაფა [[პარნასოსი|პარნასოსის]] მთისაკენ, სადაც პითონი ეგულებოდა. ერთ პირქუშ ხეობაში | + | |
− | მიაკვლია მის სამყოფელს. როდესაც ურჩხული ბუნაგიდან გამოძვრა, | + | |
− | აპოლონმა ოქროს ისრები სტყორცნა. დაჭრილი პითონი | + | |
− | დელფოსკენ გასრიალდა და გეას სამისნოს შეაფარა თავი. | + | |
− | აპოლონმა გაბედა და ღვთაებრივი უფსკრულის პირას ამოხადა | + | |
− | საზარელ ურჩხულს სული. | + | |
− | პითონი დედა-ღვთაების, გეას ძე იყო და ამიტომაც ზევსმა | + | პითონი დედა-ღვთაების, გეას ძე იყო და ამიტომაც ზევსმა აპოლონს მოუწოდა, განწმენდილიყო დაღვრილი სისხლისაგან, ხოლო შემდეგ პითონის პატივსაცემად დაეარსებინა პითიური ასპარეზობანი. ასეც მოიქცა აპოლონი. მან დააწესა პითიური შეჯიბრებები და დააფუძნა დელფოს ტაძარი და სამისნო, რომელიც უმნიშვნელოვანესი იყო მისი კულტისადმი მიძღვნილ სხვა ტაძართა შორის. |
− | აპოლონს მოუწოდა, განწმენდილიყო დაღვრილი სისხლისაგან, | + | |
− | ხოლო შემდეგ პითონის პატივსაცემად დაეარსებინა პითიური | + | |
− | ასპარეზობანი. ასეც მოიქცა აპოლონი. მან დააწესა პითიური | + | |
− | შეჯიბრებები და დააფუძნა დელფოს ტაძარი და სამისნო, | + | |
− | რომელიც უმნიშვნელოვანესი იყო მისი კულტისადმი მიძღვნილ | + | |
− | სხვა ტაძართა შორის. | + | |
− | დელფოს დიდება ძვ.წ. VII საუკუნიდან განსაკუთრებით იზრდება. იგი იქცევა ბერძენთა საერთო რელიგიურ და პოლიტიკურ ცენტრად. დელფოს სახელი გასცდა ელინურ სამყაროს. | + | დელფოს დიდება ძვ.წ. VII საუკუნიდან განსაკუთრებით იზრდება. იგი იქცევა ბერძენთა საერთო რელიგიურ და პოლიტიკურ ცენტრად. დელფოს სახელი გასცდა ელინურ სამყაროს. აქ მოდიოდნენ არა მარტო საბერძნეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან წინასწარუწყების მოსასმენად. აქ, სამისნოში, აპოლონის წმინდა სამფეხზე იჯდა [[ქურუმები|ქურუმი]] ქალი [[პითია]] და ღმერთის ნებას აუწყებდა მოსულთ. როგორც წესი, მისი უწყება ორაზროვნებით ხასიათდებოდა, რაც მისი ინტერპრეტაციის დიდ შესაძლებლობებს ქმნიდა. ამით ქურუმებს საშუალება ეძლეოდათ გარკვეული ზეგავლენა მოეხდინათ მთელი საბერძნეთის პოლიტიკურსა და სოციალურ ცხოვრებაზე. |
− | აქ მოდიოდნენ არა მარტო საბერძნეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან წინასწარუწყების მოსასმენად. აქ, სამისნოში, აპოლონის წმინდა სამფეხზე იჯდა [[ქურუმები|ქურუმი]] ქალი [[პითია]] და ღმერთის ნებას | + | |
− | აუწყებდა მოსულთ. როგორც წესი, მისი უწყება ორაზროვნებით | + | |
− | ხასიათდებოდა, რაც მისი ინტერპრეტაციის დიდ შესაძლებლობებს ქმნიდა. ამით ქურუმებს საშუალება ეძლეოდათ გარკვეული ზეგავლენა მოეხდინათ მთელი საბერძნეთის პოლიტიკურსა და სოციალურ ცხოვრებაზე. | + | |
− | დელფოში ტარდებოდა აპოლონისადმი მიძღვნილი დღესასწაულები: თეოფანიები, თეოქსენიები, [[პითიური ასპარეზობანი]]. | + | დელფოში ტარდებოდა აპოლონისადმი მიძღვნილი დღესასწაულები: თეოფანიები, თეოქსენიები, [[პითიური ასპარეზობანი]]. ეს უკანასკნელი თავისი დიდებულებით მხოლოდ [[ოლიმპიური თამაშები|ოლიმპიურ თამაშებს]] თუ ჩამოუვარდებოდა. დელფო უამრავ შესაწირს იღებდა მორწმუნეთაგან. დროთა განმავლობაში ის ბრწყინვალე ნივთების, ხელოვნების ნიმუშთა საგანძურად იქცა. |
− | ეს უკანასკნელი თავისი დიდებულებით მხოლოდ [[ოლიმპიური თამაშები|ოლიმპიურ თამაშებს]] თუ ჩამოუვარდებოდა. დელფო უამრავ შესაწირს | + | [[ფაილი:Apolonis tavi1.jpg|thumb|მარცხნივ|'''აპოლონის თავი'''
მარმარილო (დაახ. ძვ. წ. 460 წ.), ოლიმპიის მუზეუმი]] |
− | იღებდა მორწმუნეთაგან. დროთა განმავლობაში ის ბრწყინვალე | + | აპოლონი ღმერთთა შორის ულამაზესი იყო. მაღალსა და ახოვანს, ოქროსთმიანს ამშვენებდა მარადიული ახალგაზრდობა და ღვთაებრივად ნათელი თვალები, რომლებიც სივრცისა და დროის მიღმა იმზირებოდნენ. შესაბამისად, აპოლონი მისნობის ღვთაებაც იყო. იგი მფარველობდა ნათელმხილველებს, მომღერლებს, პოეტებს, რომელთაც „აპოლონის შვილებს“ უწოდებდნენ. თავად კი დიდებულად ფლობდა ბერძნულ სიმებიან საკრავზე, კითარაზე, დაკვრის ხელოვნებას. |
− | ნივთების, ხელოვნების ნიმუშთა საგანძურად იქცა. | + | |
− | [[ფაილი:Apolonis tavi1.jpg|thumb|მარცხნივ|'''აპოლონის თავი'''
მარმარილო (დაახ. ძვ. წ. 460 წ.), ოლიმპიის მუზეუმი]] | + | |
− | აპოლონი ღმერთთა შორის ულამაზესი იყო. მაღალსა და | + | |
− | ახოვანს, ოქროსთმიანს ამშვენებდა მარადიული ახალგაზრდობა და ღვთაებრივად ნათელი თვალები, რომლებიც სივრცისა და დროის მიღმა იმზირებოდნენ. შესაბამისად, აპოლონი მისნობის ღვთაებაც იყო. იგი მფარველობდა ნათელმხილველებს, მომღერლებს, პოეტებს, რომელთაც „აპოლონის შვილებს“ უწოდებდნენ. თავად კი დიდებულად ფლობდა ბერძნულ სიმებიან საკრავზე, კითარაზე, დაკვრის ხელოვნებას. | + | |
− | აპოლონი, როგორც პოეზიისა და მუსიკის ღვთაება, [[მუზები|მუზათა]] | + | აპოლონი, როგორც პოეზიისა და მუსიკის ღვთაება, [[მუზები|მუზათა]] წინამძღოლად, ანუ მუსაგეტესად ითვლებოდა. მუზები, ზევსისა და [[მნემოსინე|მნემოსინეს]] (მეხსიერების ქალღმერთი) ქალიშვილები, [[ჰელიკონი]]ს ან პარნასოსის მთაზე იკრიბებოდნენ. დროდადრო [[ოლიმპოსი|ოლიმპოსზეც]] იწვევდა ხოლმე აპოლონი მუზათა დასს. მაშინ ღვთაებრივი სიმღერით მონუსხულ ღმერთებს ავიწყდებოდათ მტრობა და შუღლი. სიმშვიდე ისადგურებდა უკვდავთა სამყოფელში. |
− | წინამძღოლად, ანუ მუსაგეტესად ითვლებოდა. მუზები, ზევსისა | + | |
− | და [[მნემოსინე|მნემოსინეს]] (მეხსიერების ქალღმერთი) ქალიშვილები, | + | |
− | [[ჰელიკონი]]ს ან პარნასოსის მთაზე იკრიბებოდნენ. დროდადრო | + | |
− | [[ოლიმპოსი|ოლიმპოსზეც]] იწვევდა ხოლმე აპოლონი მუზათა დასს. მაშინ | + | |
− | ღვთაებრივი სიმღერით მონუსხულ ღმერთებს ავიწყდებოდათ | + | |
− | მტრობა და შუღლი. სიმშვიდე ისადგურებდა უკვდავთა სამყოფელში. | + | |
− | აპოლონს მეუღლე არ ჰყავდა, თუმცა სიყვარულის გრძნობა | + | აპოლონს მეუღლე არ ჰყავდა, თუმცა სიყვარულის გრძნობა ხშირად დაუფლებია. მას მშვენიერმა [[ნიმფები|ნიმფებმა]] და მოკვდავმა ქალებმა მრავალი შვილი გაუჩინეს: თესალიელ ნიმფა კირენეს მისგან შეეძინა არისტეოსი, მუზებს – [[თალია|თალიასა]] და ურანიას აპოლონმა ჩაუსახა [[ლინოსი]] და [[ორფევსი]]. ცნობილი მკურნალი [[ასკლეპიოსი]] კი, ლაპით ფლეგიოსის ასულის, კორონისის ძე იყო. |
− | ხშირად დაუფლებია. მას მშვენიერმა [[ნიმფები|ნიმფებმა]] და მოკვდავმა | + | |
− | ქალებმა მრავალი შვილი გაუჩინეს: თესალიელ ნიმფა კირენეს | + | |
− | მისგან შეეძინა არისტეოსი, მუზებს – [[თალია|თალიასა]] და ურანიას | + | |
− | აპოლონმა ჩაუსახა [[ლინოსი]] და [[ორფევსი]]. ცნობილი მკურნალი | + | |
− | [[ასკლეპიოსი]] კი, ლაპით ფლეგიოსის ასულის, კორონისის ძე იყო. | + | |
− | სწორედ ამ ასკლეპიოსის გამო განარისხა აპოლონმა ზევსი. | + | სწორედ ამ ასკლეპიოსის გამო განარისხა აპოლონმა ზევსი. იმიტომ რომ მკურნალმა ასკლეპიოსმა დაიწყო მიცვალებულთა გაცოცხლება, რითაც დაარღვია სამყაროში არსებული წესრიგი და [[ჰარმონია (მუსიკაში)|ჰარმონია]], ზევსმა იგი ელვით [[განგმირვა|განგმირა]]. შეურაცხყოფილმა აპოლონმა კი ამოხოცა [[კიკლოპები]] – ცალთვალა გოლიათები. განრისხებულ ზევსს სურდა სამუდამოდ ჩაეგდო [[ტარტაროსი|ტარტაროსში]] სინათლის ღვთაება, მაგრამ შეიბრალა [[ლეტო]], რომელმაც სთხოვა, დაენდო მათი ღვთაებრივი ძე. ღმერთთა და კაცთა განმგებელმა სასჯელი შეუმსუბუქა აპოლონს – თესალიაში გაგზავნა და მეფე ადმეტოსსთან სამსახური უბრძანა. |
− | იმიტომ რომ მკურნალმა ასკლეპიოსმა დაიწყო მიცვალებულთა | + | |
− | გაცოცხლება, რითაც დაარღვია სამყაროში არსებული წესრიგი | + | |
− | და [[ჰარმონია (მუსიკაში)|ჰარმონია]], ზევსმა იგი ელვით განგმირა. შეურაცხყოფილმა | + | |
− | აპოლონმა კი ამოხოცა [[კიკლოპები]] – ცალთვალა გოლიათები. | + | |
− | განრისხებულ ზევსს სურდა სამუდამოდ ჩაეგდო [[ტარტაროსი|ტარტაროსში]] | + | |
− | სინათლის ღვთაება, მაგრამ შეიბრალა [[ლეტო]], რომელმაც სთხოვა, | + | |
− | დაენდო მათი ღვთაებრივი ძე. ღმერთთა და კაცთა განმგებელმა | + | |
− | სასჯელი შეუმსუბუქა აპოლონს – თესალიაში გაგზავნა და მეფე | + | |
− | ადმეტოსსთან სამსახური უბრძანა. | + | |
[[ფაილი:Apolon da marsias.jpg|thumb|'''აპოლონი და მარსიასი'''
პ. პერუჯინი (1480 წ.), პარიზი, ლუვრი.]] | [[ფაილი:Apolon da marsias.jpg|thumb|'''აპოლონი და მარსიასი'''
პ. პერუჯინი (1480 წ.), პარიზი, ლუვრი.]] | ||
− | აპოლონი მთელი წელი მწყემსავდა სამეფო ნახირს, ხოლო | + | აპოლონი მთელი წელი მწყემსავდა სამეფო ნახირს, ხოლო ადმეტოსი მას დიდი პატივისცემითა და მოკრძალებით ეპყრობოდა, რაც დაუფასდა კიდეც: აპოლონი მიეხმარა მას, ცოლად შეერთო მშვენიერი ალკესტისი. |
− | ადმეტოსი მას დიდი პატივისცემითა და მოკრძალებით ეპყრობოდა, | + | |
− | რაც დაუფასდა კიდეც: აპოლონი მიეხმარა მას, ცოლად შეერთო | + | |
− | მშვენიერი ალკესტისი. | + | |
− | აპოლონის სახელთან კიდევ მრავალი მითოსია დაკავშირებული. მათ შორის აღსანიშნავია: ბრძოლა [[გიგანტები|გიგანტებთან]], | + | აპოლონის სახელთან კიდევ მრავალი მითოსია დაკავშირებული. მათ შორის აღსანიშნავია: [[ბრძოლა]] [[გიგანტები|გიგანტებთან]], ნოიბეს შვილთა დაღუპვა, [[ტროა|ტროას]] ომში მონაწილეობა, [[ჰერმესი]]ს ძღვენი, [[მარსიასი]], [[კასანდრა|კასანდრას]] დასჯა, ნიმფა [[დაფნე|დაფნეს]] შეყვარება, ტროას კედლის აშენება და სხვა. |
[[ფაილი:Apoloni2.jpg|thumb|მარცხნივ|'''აპოლონი'''
კილიქსის ფერწერა (ძვ. წ. 460 წ.), ბოსტონი, ხელოვნების მუზეუმი.]] | [[ფაილი:Apoloni2.jpg|thumb|მარცხნივ|'''აპოლონი'''
კილიქსის ფერწერა (ძვ. წ. 460 წ.), ბოსტონი, ხელოვნების მუზეუმი.]] | ||
ბერძნული რელიგიის განვითარებასთან ერთად აპოლონის | ბერძნული რელიგიის განვითარებასთან ერთად აპოლონის | ||
− | კულტმა შთანთქა [[ჰელიოსი]]ს კულტი. მზე – აპოლონის სხივები იგივე იყო, რაც მისი ოქროს ისრები, რითაც „შორსმტყორცნელი“ ღვთაება გმირავდა მტერს. ამგვარად, აპოლონი იქცა „მეისრედ“, მებრძოლ ღმერთად. მისი კულტი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა არისტოკრატიის | + | კულტმა შთანთქა [[ჰელიოსი]]ს კულტი. მზე – აპოლონის სხივები იგივე იყო, რაც მისი ოქროს ისრები, რითაც „შორსმტყორცნელი“ ღვთაება გმირავდა მტერს. ამგვარად, აპოლონი იქცა „მეისრედ“, მებრძოლ ღმერთად. მისი კულტი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა არისტოკრატიის წარმომადგენელთა შორის, რომლებიც მასში ჭვრეტდნენ კეთილკანონიერების მფარველ ღვთაებას. სახვით ხელოვნებაში აპოლონი ახალგაზრდობისა და მამაკაცური სილამაზის იდეალად ითვლება. მას წარმოსახავდნენ, ოქროსფერი კულულებით, მსუბუქად რომ ეფინებოდა ბეჭებზე, შიშველს, ხან კი ზურგს უკან გადაგდებული ქლამისით (მოსასხამით), მხრებზე [[კაპარჭი|კაპარჭით]], ხელში მშვილდით. მუზათა დასში აპოლონი კითარით ხელშია წარმოდგენილი, გრძელი სამოსით, დაფნის გვირგვინით. უნდა აღინიშნოს, რომ ძველად დაფნის გვირგვინით ამკობდნენ გამარჯვებულ პოეტებს. ამ ტრადიციამ საუკუნეები გამოიარა. დაფნის გვირგვინით წარმოსახეს აღორძინების ხანის დიდი პოეტი პეტრარკაც. ამ ტრადიციას გულისხმობს აგრეთვე [[სიტყვა]] „ლაურეატი“ („ლაურუს“ ლათინურად ნიშნავს დაფნას). |
− | წარმომადგენელთა შორის, რომლებიც მასში ჭვრეტდნენ | + | |
− | კეთილკანონიერების მფარველ ღვთაებას. სახვით ხელოვნებაში | + | |
− | აპოლონი ახალგაზრდობისა და მამაკაცური სილამაზის | + | |
− | იდეალად ითვლება. მას წარმოსახავდნენ, ოქროსფერი კულულებით, მსუბუქად რომ ეფინებოდა ბეჭებზე, შიშველს, ხან კი ზურგს უკან გადაგდებული ქლამისით (მოსასხამით), მხრებზე [[კაპარჭი|კაპარჭით]], ხელში მშვილდით. მუზათა დასში აპოლონი კითარით ხელშია წარმოდგენილი, გრძელი სამოსით, დაფნის გვირგვინით. | + | |
− | უნდა აღინიშნოს, რომ ძველად დაფნის გვირგვინით ამკობდნენ | + | |
− | გამარჯვებულ პოეტებს. ამ ტრადიციამ საუკუნეები გამოიარა. | + | |
− | დაფნის გვირგვინით წარმოსახეს აღორძინების ხანის დიდი | + | |
− | პოეტი პეტრარკაც. ამ ტრადიციას გულისხმობს აგრეთვე სიტყვა | + | |
− | „ლაურეატი“ („ლაურუს“ ლათინურად ნიშნავს დაფნას). | + | |
− | აპოლონს თაყვანს სცემდნენ რომშიც. აქაურ რელიგიასა და | + | აპოლონს თაყვანს სცემდნენ რომშიც. აქაურ რელიგიასა და [[მითოლოგია]]ში მან ერთ-ერთი პირველი ადგილი დაისაკუთრა. პალატიუმის ბორცვზე აშენებული აპოლონის ტაძარი უმდიდრესი და უდიადესი იყო რომში. |

− | პალატიუმის ბორცვზე აშენებული აპოლონის ტაძარი უმდიდრესი | + | |
− | და უდიადესი იყო რომში. | + | |
− | თანამედროვე ევროპაში აპოლონი წესრიგის, ჰარმონიის, მშვენიერებისა და გონიერების სიმბოლოდ იქცა, რამაც თავისი ასახვა | + | თანამედროვე ევროპაში აპოლონი წესრიგის, ჰარმონიის, მშვენიერებისა და გონიერების სიმბოლოდ იქცა, რამაც თავისი ასახვა ჰპოვა ნიცშეს თეორიაში ბერძნული კულტურის ორი საწყისის – აპოლონურისა და დიონისურის თაობაზე. როდესაც საუბრობენ ბერძნული კულტურის „აპოლონურ საწყისზე“ მხედველობაში |
− | ჰპოვა ნიცშეს თეორიაში ბერძნული კულტურის ორი საწყისის – | + | |
− | აპოლონურისა და დიონისურის თაობაზე. როდესაც საუბრობენ | + | |
− | ბერძნული კულტურის „აპოლონურ საწყისზე“ მხედველობაში | + | |
აქვთ მისი რაციონალური, სიბრძნისმიერი ძირები. | აქვთ მისი რაციონალური, სიბრძნისმიერი ძირები. | ||
− | სკოპასის, ლეოქარესის, პრაქსიტელესის მიერ შესრულებულმა | + | სკოპასის, ლეოქარესის, პრაქსიტელესის მიერ შესრულებულმა აპოლონის ქანდაკებებმა ჩვენამდე მოაღწიეს რომაული ასლების სახით. მათ შორის აღმატებულად გამოირჩევიან: აპოლონ ბელვედერელი, ინახება [[ვატიკანი|ვატიკანში]], აპოლონი ხვლიკით (აპოლონ სავროქტონოსი), დაცულია რომში, აპოლონი კითარით |
− | აპოლონის ქანდაკებებმა ჩვენამდე მოაღწიეს რომაული | + | |
− | ასლების სახით. მათ შორის აღმატებულად გამოირჩევიან: | + | |
− | აპოლონ ბელვედერელი, ინახება ვატიკანში, აპოლონი ხვლიკით | + | |
− | (აპოლონ სავროქტონოსი), დაცულია რომში, აპოლონი კითარით | + | |
და სხვა. | და სხვა. | ||
− | აპოლონთან დაკავშირებული მითები აისახა გვიანი | + | აპოლონთან დაკავშირებული მითები აისახა გვიანი ხანის მხატვართა (რაფაელი, ტინტორეტო, რუბენსი, პუსენი, დელაკრუა და სხვა) და კომპოზიტორთა ([[ბახი იოჰან სებასტიან|ბახი]], [[მოცარტი ვოლფგანგ ამადეუს|მოცარტი]], [[გლიუკი ქრისტოფ ვილიბალდ|გლუკი]], [[სტრავინსკი იგორ|სტრავინსკი]] და სხვა) ქმნილებებში. მას ხშირად მოიხსენიებენ პოეტები თავის ლექსებში ([[პუშკინი ალექსანდრე|პუშკინი]], [[ბაირონი ჯორჯ გორდონ|ბაირონი]], ცვეტაევა, ფეტი და სხვა). |
− | ხანის მხატვართა (რაფაელი, ტინტორეტო, რუბენსი, პუსენი, დელაკრუა | + | |
− | და სხვა) და კომპოზიტორთა (ბახი, მოცარტი, გლუკი, სტრავინსკი | + | |
− | და სხვა) ქმნილებებში. მას ხშირად მოიხსენიებენ | + | |
− | პოეტები თავის ლექსებში (პუშკინი, ბაირონი, ცვეტაევა, ფეტი | + | |
− | და სხვა). | + | |
+ | ====აპოლონის სახე ლიტერატურაში==== | ||
+ | * [[ჰომეროსი]] "ილიადა" | ||
+ | * ჰომეროსი "ოდისეა" | ||
+ | * აპოლონ როდოსელი "არგონავტიკა" | ||
== წყარო == | == წყარო == |
მიმდინარე ცვლილება 01:19, 17 მაისი 2025 მდგომარეობით
აპოლონი – (ბერძნ.) ოლიმპიური რელიგიის ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება. მზისა და სინათლის განმასახიერებელი ღმერთი. წინასწარმეტყველი, მკურნალი და ხელოვნების მფარველი. ზევსის ძე, არტემისის ტყუპისცალი.
[რედაქტირება] მითი
ოლიმპიელ ღმერთთა შორის აპოლონს ყველაზე უფრო ბერძენ ღვთაებად მიიჩნევდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ ზევსის კულტის საბოლოო დამკვიდრებამდე სწორედ აპოლონი იყო უზენაესი ღვთაება. მისი ერთ-ერთი ეპითეტი იყო „თურაიოსი“ („მეკარე“). აქედან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ თავდაპირველად იგი სახლის ზღურბლის, ქალაქის კარიბჭისა და ქვეყნის მისადგომთა მცველი ღვთაება უნდა ყოფილიყო. დროთა განმავლობაში კი აპოლონს მრავალი მითი დაუკავშირდა და ასევე მრავალი ფუნქცია დაეკისრა. მისი დაბადების მითოსი კი ასეთია:
ზევსს მოეწონა ტიტან კოიოსის ასული ლეტო და ჰერას ზედმეტად რომ არ ეეჭვიანა, მწყერად გარდაისახა და ასევე მწყერად გარდასახულ ლეტოს შეუწყვილდა. ეს ამბავი ჰერამ მაინც შეიტყო. მან გეას შობილი საშინელი გველი პითონი მიუჩინა მუცლადქმნილ ტიტანიდს და განაცხადა, რომ ლეტო ვერ იმშობიარებდა იქ, სადაც აღწევდა მზის სხივი. პითონისაგან დევნილმა ლეტომ ბოლოსდაბოლოს მიაღწია ორტიგიას, სადაც შვა ჯერ არტემისი, რომელიც დაბადებისთანავე მიეხმარა დედას, გადაელახა ვიწრო სრუტე და კუნძულ დელოსზე ეშვა აპოლონი. ოთხი დღის იყო ახალშობილი, როდესაც მოითხოვა მშვილდი და ისრები. შემდეგ ისწრაფა პარნასოსის მთისაკენ, სადაც პითონი ეგულებოდა. ერთ პირქუშ ხეობაში მიაკვლია მის სამყოფელს. როდესაც ურჩხული ბუნაგიდან გამოძვრა, აპოლონმა ოქროს ისრები სტყორცნა. დაჭრილი პითონი დელფოსკენ გასრიალდა და გეას სამისნოს შეაფარა თავი. აპოლონმა გაბედა და ღვთაებრივი უფსკრულის პირას ამოხადა საზარელ ურჩხულს სული.
პითონი დედა-ღვთაების, გეას ძე იყო და ამიტომაც ზევსმა აპოლონს მოუწოდა, განწმენდილიყო დაღვრილი სისხლისაგან, ხოლო შემდეგ პითონის პატივსაცემად დაეარსებინა პითიური ასპარეზობანი. ასეც მოიქცა აპოლონი. მან დააწესა პითიური შეჯიბრებები და დააფუძნა დელფოს ტაძარი და სამისნო, რომელიც უმნიშვნელოვანესი იყო მისი კულტისადმი მიძღვნილ სხვა ტაძართა შორის.
დელფოს დიდება ძვ.წ. VII საუკუნიდან განსაკუთრებით იზრდება. იგი იქცევა ბერძენთა საერთო რელიგიურ და პოლიტიკურ ცენტრად. დელფოს სახელი გასცდა ელინურ სამყაროს. აქ მოდიოდნენ არა მარტო საბერძნეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან წინასწარუწყების მოსასმენად. აქ, სამისნოში, აპოლონის წმინდა სამფეხზე იჯდა ქურუმი ქალი პითია და ღმერთის ნებას აუწყებდა მოსულთ. როგორც წესი, მისი უწყება ორაზროვნებით ხასიათდებოდა, რაც მისი ინტერპრეტაციის დიდ შესაძლებლობებს ქმნიდა. ამით ქურუმებს საშუალება ეძლეოდათ გარკვეული ზეგავლენა მოეხდინათ მთელი საბერძნეთის პოლიტიკურსა და სოციალურ ცხოვრებაზე.
დელფოში ტარდებოდა აპოლონისადმი მიძღვნილი დღესასწაულები: თეოფანიები, თეოქსენიები, პითიური ასპარეზობანი. ეს უკანასკნელი თავისი დიდებულებით მხოლოდ ოლიმპიურ თამაშებს თუ ჩამოუვარდებოდა. დელფო უამრავ შესაწირს იღებდა მორწმუნეთაგან. დროთა განმავლობაში ის ბრწყინვალე ნივთების, ხელოვნების ნიმუშთა საგანძურად იქცა.
აპოლონი ღმერთთა შორის ულამაზესი იყო. მაღალსა და ახოვანს, ოქროსთმიანს ამშვენებდა მარადიული ახალგაზრდობა და ღვთაებრივად ნათელი თვალები, რომლებიც სივრცისა და დროის მიღმა იმზირებოდნენ. შესაბამისად, აპოლონი მისნობის ღვთაებაც იყო. იგი მფარველობდა ნათელმხილველებს, მომღერლებს, პოეტებს, რომელთაც „აპოლონის შვილებს“ უწოდებდნენ. თავად კი დიდებულად ფლობდა ბერძნულ სიმებიან საკრავზე, კითარაზე, დაკვრის ხელოვნებას.
აპოლონი, როგორც პოეზიისა და მუსიკის ღვთაება, მუზათა წინამძღოლად, ანუ მუსაგეტესად ითვლებოდა. მუზები, ზევსისა და მნემოსინეს (მეხსიერების ქალღმერთი) ქალიშვილები, ჰელიკონის ან პარნასოსის მთაზე იკრიბებოდნენ. დროდადრო ოლიმპოსზეც იწვევდა ხოლმე აპოლონი მუზათა დასს. მაშინ ღვთაებრივი სიმღერით მონუსხულ ღმერთებს ავიწყდებოდათ მტრობა და შუღლი. სიმშვიდე ისადგურებდა უკვდავთა სამყოფელში.
აპოლონს მეუღლე არ ჰყავდა, თუმცა სიყვარულის გრძნობა ხშირად დაუფლებია. მას მშვენიერმა ნიმფებმა და მოკვდავმა ქალებმა მრავალი შვილი გაუჩინეს: თესალიელ ნიმფა კირენეს მისგან შეეძინა არისტეოსი, მუზებს – თალიასა და ურანიას აპოლონმა ჩაუსახა ლინოსი და ორფევსი. ცნობილი მკურნალი ასკლეპიოსი კი, ლაპით ფლეგიოსის ასულის, კორონისის ძე იყო.
სწორედ ამ ასკლეპიოსის გამო განარისხა აპოლონმა ზევსი. იმიტომ რომ მკურნალმა ასკლეპიოსმა დაიწყო მიცვალებულთა გაცოცხლება, რითაც დაარღვია სამყაროში არსებული წესრიგი და ჰარმონია, ზევსმა იგი ელვით განგმირა. შეურაცხყოფილმა აპოლონმა კი ამოხოცა კიკლოპები – ცალთვალა გოლიათები. განრისხებულ ზევსს სურდა სამუდამოდ ჩაეგდო ტარტაროსში სინათლის ღვთაება, მაგრამ შეიბრალა ლეტო, რომელმაც სთხოვა, დაენდო მათი ღვთაებრივი ძე. ღმერთთა და კაცთა განმგებელმა სასჯელი შეუმსუბუქა აპოლონს – თესალიაში გაგზავნა და მეფე ადმეტოსსთან სამსახური უბრძანა.
აპოლონი მთელი წელი მწყემსავდა სამეფო ნახირს, ხოლო ადმეტოსი მას დიდი პატივისცემითა და მოკრძალებით ეპყრობოდა, რაც დაუფასდა კიდეც: აპოლონი მიეხმარა მას, ცოლად შეერთო მშვენიერი ალკესტისი.
აპოლონის სახელთან კიდევ მრავალი მითოსია დაკავშირებული. მათ შორის აღსანიშნავია: ბრძოლა გიგანტებთან, ნოიბეს შვილთა დაღუპვა, ტროას ომში მონაწილეობა, ჰერმესის ძღვენი, მარსიასი, კასანდრას დასჯა, ნიმფა დაფნეს შეყვარება, ტროას კედლის აშენება და სხვა.
ბერძნული რელიგიის განვითარებასთან ერთად აპოლონის კულტმა შთანთქა ჰელიოსის კულტი. მზე – აპოლონის სხივები იგივე იყო, რაც მისი ოქროს ისრები, რითაც „შორსმტყორცნელი“ ღვთაება გმირავდა მტერს. ამგვარად, აპოლონი იქცა „მეისრედ“, მებრძოლ ღმერთად. მისი კულტი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა არისტოკრატიის წარმომადგენელთა შორის, რომლებიც მასში ჭვრეტდნენ კეთილკანონიერების მფარველ ღვთაებას. სახვით ხელოვნებაში აპოლონი ახალგაზრდობისა და მამაკაცური სილამაზის იდეალად ითვლება. მას წარმოსახავდნენ, ოქროსფერი კულულებით, მსუბუქად რომ ეფინებოდა ბეჭებზე, შიშველს, ხან კი ზურგს უკან გადაგდებული ქლამისით (მოსასხამით), მხრებზე კაპარჭით, ხელში მშვილდით. მუზათა დასში აპოლონი კითარით ხელშია წარმოდგენილი, გრძელი სამოსით, დაფნის გვირგვინით. უნდა აღინიშნოს, რომ ძველად დაფნის გვირგვინით ამკობდნენ გამარჯვებულ პოეტებს. ამ ტრადიციამ საუკუნეები გამოიარა. დაფნის გვირგვინით წარმოსახეს აღორძინების ხანის დიდი პოეტი პეტრარკაც. ამ ტრადიციას გულისხმობს აგრეთვე სიტყვა „ლაურეატი“ („ლაურუს“ ლათინურად ნიშნავს დაფნას).
აპოლონს თაყვანს სცემდნენ რომშიც. აქაურ რელიგიასა და მითოლოგიაში მან ერთ-ერთი პირველი ადგილი დაისაკუთრა. პალატიუმის ბორცვზე აშენებული აპოლონის ტაძარი უმდიდრესი და უდიადესი იყო რომში.
თანამედროვე ევროპაში აპოლონი წესრიგის, ჰარმონიის, მშვენიერებისა და გონიერების სიმბოლოდ იქცა, რამაც თავისი ასახვა ჰპოვა ნიცშეს თეორიაში ბერძნული კულტურის ორი საწყისის – აპოლონურისა და დიონისურის თაობაზე. როდესაც საუბრობენ ბერძნული კულტურის „აპოლონურ საწყისზე“ მხედველობაში აქვთ მისი რაციონალური, სიბრძნისმიერი ძირები.
სკოპასის, ლეოქარესის, პრაქსიტელესის მიერ შესრულებულმა აპოლონის ქანდაკებებმა ჩვენამდე მოაღწიეს რომაული ასლების სახით. მათ შორის აღმატებულად გამოირჩევიან: აპოლონ ბელვედერელი, ინახება ვატიკანში, აპოლონი ხვლიკით (აპოლონ სავროქტონოსი), დაცულია რომში, აპოლონი კითარით და სხვა.
აპოლონთან დაკავშირებული მითები აისახა გვიანი ხანის მხატვართა (რაფაელი, ტინტორეტო, რუბენსი, პუსენი, დელაკრუა და სხვა) და კომპოზიტორთა (ბახი, მოცარტი, გლუკი, სტრავინსკი და სხვა) ქმნილებებში. მას ხშირად მოიხსენიებენ პოეტები თავის ლექსებში (პუშკინი, ბაირონი, ცვეტაევა, ფეტი და სხვა).
[რედაქტირება] აპოლონის სახე ლიტერატურაში
- ჰომეროსი "ილიადა"
- ჰომეროსი "ოდისეა"
- აპოლონ როდოსელი "არგონავტიკა"