შპილმანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Shpilmani.PNG|thumb|შუა საუკუნეების გრავიურა. შპილმანები]]
 
[[ფაილი:Shpilmani.PNG|thumb|შუა საუკუნეების გრავიურა. შპილმანები]]
'''შპილმანი''' – (გერმ. Spielmann), შუა საუკუნეების [[გერმანია]]ში მოხეტიალე მუსიკოსი მსახიობი. დიდი პოპულარობით სარგებლობდა გლეხობაში და მდაბიო მოქალაქეთა შორის. შპილმანები გამოდიოდნენ ბაზრობებზე, სახალხო დღესასწაულებზე, მონაწილეობდნენ აგრეთვე სამეფო კარზე გამართულ ზეიმებში. [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] შპილმანის დარი იყო ქონგლიორი, სკანდინავიაში – სპელმანი, [[რუსეთი|რუსეთში]] – კომოროხი, [[საქართველო]]ში – [[ბერიკა]]. შპილმანი პოეტიც იყო, მსახიობიც, მუსიკოსიც და მოცეკვავეც. ისინი ასრულებდნენ გმირული ხალხური ეპოსის ნაწარმოებებს, თხზავდნენ ნოველებსა და შვანკებს (სატირიკულ ზღაპრებს) და თვითონვე ასრულებდნენ მათ.
+
'''შპილმანი''' – (გერმ. spielmann, spielen – თამაში და mann – ადამიანი) – შუა საუკუნეების მოხეტიალე მსახიობ-მუსიკოსები გერმანულენოვან ქვეყნებში ([[გერმანია]], [[ავსტრია]] და სხვ.); ქმნიდნენ და ასრულებდნენ ეპიკურ სიმღერებს. შპილმანები წარმოდგენებს მართავდნენ [[ბაზრობა|ბაზრობებზე]], სახალხო დღესასწაულების დროს ქალაქებსა თუ სოფლებში. მათ ხშირად იწვევდნენ სასახლისკარის ზეიმებზე. ამან განაპირობა მათი [[რეპერტუარი]]ს მრავალფეროვნება. ისინი ამუშავებდნენ ძველ თქმულებებს, იყენებდნენ აღმოსავლურ და ბიზანტიურ მოტივებს, გმირულ ხალხურ ეპოსს, თხზავდნენ ნოველებს და შვანკებს (სატირულ ზღაპრებს) და თავადვე ასრულებდნენ. შპილმანი ერთდროულად იყო პოეტი, მსახიობი, მომღერალი, [[აკრობატი]], მუსიკოსი, მოცეკვავე. ქალაქების ზრდასთან ერთად, შპილმანები ძირითადად ქალაქებში დამკვიდრდნენ და ამქრებად გაერთიანდნენ.
  
 +
შპილმანების ხელოვნება, არცთუ იშვიათად, შეიცავდა ანტიკლერიკალურ და ანტიფეოდალურ განწყობილებას, რის გამოც ისინი განიცდიდნენ დევნას როგორც ეკლესიის, ისე ხელისუფლების მხრიდან. ავსტრიაში მათი გაერთიანება არსებობდა 1787 წლამდე.
  
 +
შპილმანების ხელოვნებასთან ახლოს იდგა [[ჟონგლიორი (თეატრი)|ჟონგლიორები]]ს ხელოვნება [[საფრანგეთი|საფრანგეთში]], სპელმანებისა – სკანდინავიაში, [[სკომოროხები]]სა – [[რუსეთი|რუსეთში]], [[ბერიკა|ბერიკები]]სა – [[საქართველო]]ში.
  
  
ხაზი 9: ხაზი 11:
  
  
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]
+
 
 +
==წყარო==
 +
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:მოხეტიალე მუსიკოსები]]
 
[[კატეგორია:მოხეტიალე მუსიკოსები]]
 
[[კატეგორია:მოხეტიალე მსახიობები]]
 
[[კატეგორია:მოხეტიალე მსახიობები]]

მიმდინარე ცვლილება 16:53, 16 მაისი 2023 მდგომარეობით

შუა საუკუნეების გრავიურა. შპილმანები

შპილმანი – (გერმ. spielmann, spielen – თამაში და mann – ადამიანი) – შუა საუკუნეების მოხეტიალე მსახიობ-მუსიკოსები გერმანულენოვან ქვეყნებში (გერმანია, ავსტრია და სხვ.); ქმნიდნენ და ასრულებდნენ ეპიკურ სიმღერებს. შპილმანები წარმოდგენებს მართავდნენ ბაზრობებზე, სახალხო დღესასწაულების დროს ქალაქებსა თუ სოფლებში. მათ ხშირად იწვევდნენ სასახლისკარის ზეიმებზე. ამან განაპირობა მათი რეპერტუარის მრავალფეროვნება. ისინი ამუშავებდნენ ძველ თქმულებებს, იყენებდნენ აღმოსავლურ და ბიზანტიურ მოტივებს, გმირულ ხალხურ ეპოსს, თხზავდნენ ნოველებს და შვანკებს (სატირულ ზღაპრებს) და თავადვე ასრულებდნენ. შპილმანი ერთდროულად იყო პოეტი, მსახიობი, მომღერალი, აკრობატი, მუსიკოსი, მოცეკვავე. ქალაქების ზრდასთან ერთად, შპილმანები ძირითადად ქალაქებში დამკვიდრდნენ და ამქრებად გაერთიანდნენ.

შპილმანების ხელოვნება, არცთუ იშვიათად, შეიცავდა ანტიკლერიკალურ და ანტიფეოდალურ განწყობილებას, რის გამოც ისინი განიცდიდნენ დევნას როგორც ეკლესიის, ისე ხელისუფლების მხრიდან. ავსტრიაში მათი გაერთიანება არსებობდა 1787 წლამდე.

შპილმანების ხელოვნებასთან ახლოს იდგა ჟონგლიორების ხელოვნება საფრანგეთში, სპელმანებისა – სკანდინავიაში, სკომოროხებისარუსეთში, ბერიკებისასაქართველოში.




[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები