ინვესტორი
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ინვესტორი''' - (investor | + | '''ინვესტორი''' - (investor, <ინგ. investor მეანაბრე), იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს [[ინვესტიცია|ინვესტიციებს]], აბანდებს საკუთარ, ნასესხ, ან მოზიდულ სახსრებს ინვესტიციურ პროექტებში. ინვესტორი თავისი სახელით იძენს [[ფასიანი ქაღალდები|ფასიან ქაღალდებს]]. [[საინვესტიციო კაპიტალი]]ს ფორმირების მიხედვით ინვესტორი შეიძლება იყოს ორი სახის: ინდივიდუალური და ინსტიტუციური. |
| − | ინდივიდუალური ინვესტორი ფასიან ქაღალდებს იძენს საკუთარი კაპიტალით. მას ბოლო კრედიტორს უწოდებენ. ინსტიტუციური ინვესტორი ფასიან ქაღალდებს | + | ინდივიდუალური ინვესტორი ფასიან ქაღალდებს იძენს საკუთარი [[კაპიტალი|კაპიტალით]]. მას ბოლო [[კრედიტორი|კრედიტორს]] უწოდებენ. ინსტიტუციური ინვესტორი ფასიან ქაღალდებს ყიდულობს არა იმდენად საკუთარი, რამდენადაც მოზიდული ფულით, ანუ მის მიერ მობილიზებული ბოლო კრედიტორების კაპიტალით. იგი შუალედური რგოლია კაპიტალის მობილიზაციასა და ინვესტირებაში. სახსრების დაბანდება ფასიან ქაღალდებში შეიძლება იყოს ინსტიტუციური ინვესტორის, მაგ., [[კომერციული ბანკი]]ს, სადაზღვევო ორგანიზაციის, საპენსიო ფონდების და ა.შ. თავისუფალი სახსრების დროებითი მოთავსება, შეიძლება იყოს კაპიტალის მობილიზაციის ძირითადი მიზანი, მაგ., საინვესტიციო კომპანიების, საინვესტიციო ფონდების შექმნა. ინვესტორის კატეგორიას არ მიეკუთვნებიან [[ბროკერი|ბროკერები]], რომლებიც ოპერაციებს აწარმოებენ კლიენტის ხარჯზე. [[დილერი|დილერები]], რომლებიც საკუთარი ხარჯით აწარმოებენ ოპერაციებს, იყოფიან ორ კატეგორიად: პირველად და მეორად დილერებად. პირველადი დილერები [[ბაზარი (ეკონომიკა)|ბაზარზე]] ავრცელებენ ახალ ფასიან ქაღალდებს და ამით [[ემიტენტი|ემიტენტისათვის]] ქმნიან დამატებით კაპიტალს, ხოლო მეორადი დილერები ყიდულობენ და ხელახლა ყიდიან მიმოქცევაში არსებულ ფასიან ქაღალდებს და ემიტენტისათვის არ ახდენენ ახალი კაპიტალის მობილიზაციას. მათი მეშვეობით კაპიტალი ინვესტორებს შორის მოძრაობს. |
| − | ყიდულობს არა იმდენად საკუთარი, რამდენადაც მოზიდული ფულით, ანუ მის მიერ მობილიზებული ბოლო კრედიტორების კაპიტალით. იგი შუალედური რგოლია კაპიტალის მობილიზაციასა და ინვესტირებაში. სახსრების დაბანდება ფასიან ქაღალდებში შეიძლება იყოს ინსტიტუციური ინვესტორის, მაგ., კომერციული | + | |
| − | |||
| − | |||
| + | ==წყარო== | ||
| + | [[თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:ეკონომიკური ტერმინები]] | [[კატეგორია:ეკონომიკური ტერმინები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 14:20, 6 დეკემბერი 2022 მდგომარეობით
ინვესტორი - (investor, <ინგ. investor მეანაბრე), იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ინვესტიციებს, აბანდებს საკუთარ, ნასესხ, ან მოზიდულ სახსრებს ინვესტიციურ პროექტებში. ინვესტორი თავისი სახელით იძენს ფასიან ქაღალდებს. საინვესტიციო კაპიტალის ფორმირების მიხედვით ინვესტორი შეიძლება იყოს ორი სახის: ინდივიდუალური და ინსტიტუციური.
ინდივიდუალური ინვესტორი ფასიან ქაღალდებს იძენს საკუთარი კაპიტალით. მას ბოლო კრედიტორს უწოდებენ. ინსტიტუციური ინვესტორი ფასიან ქაღალდებს ყიდულობს არა იმდენად საკუთარი, რამდენადაც მოზიდული ფულით, ანუ მის მიერ მობილიზებული ბოლო კრედიტორების კაპიტალით. იგი შუალედური რგოლია კაპიტალის მობილიზაციასა და ინვესტირებაში. სახსრების დაბანდება ფასიან ქაღალდებში შეიძლება იყოს ინსტიტუციური ინვესტორის, მაგ., კომერციული ბანკის, სადაზღვევო ორგანიზაციის, საპენსიო ფონდების და ა.შ. თავისუფალი სახსრების დროებითი მოთავსება, შეიძლება იყოს კაპიტალის მობილიზაციის ძირითადი მიზანი, მაგ., საინვესტიციო კომპანიების, საინვესტიციო ფონდების შექმნა. ინვესტორის კატეგორიას არ მიეკუთვნებიან ბროკერები, რომლებიც ოპერაციებს აწარმოებენ კლიენტის ხარჯზე. დილერები, რომლებიც საკუთარი ხარჯით აწარმოებენ ოპერაციებს, იყოფიან ორ კატეგორიად: პირველად და მეორად დილერებად. პირველადი დილერები ბაზარზე ავრცელებენ ახალ ფასიან ქაღალდებს და ამით ემიტენტისათვის ქმნიან დამატებით კაპიტალს, ხოლო მეორადი დილერები ყიდულობენ და ხელახლა ყიდიან მიმოქცევაში არსებულ ფასიან ქაღალდებს და ემიტენტისათვის არ ახდენენ ახალი კაპიტალის მობილიზაციას. მათი მეშვეობით კაპიტალი ინვესტორებს შორის მოძრაობს.