ხიდი (არქიტექტურა)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Xidi.JPG|thumb|ხიდი]] | [[ფაილი:Xidi.JPG|thumb|ხიდი]] | ||
| − | '''ხიდი''' – | + | '''ხიდი''' – [[მდინარე]]ზე, ხევზე, [[არხი (წყალსატარი)|არხზე]] და ა.შ. გადებული გადასაყვანი, ნაპირთა შემაერთებელი [[ნაგებობა]]. კონსტრუქცია დამოკიდებულია ხიდის ფუნქციაზე, ადგილმდებარეობაზე, [[ლანდშაფტი|ლანდშაფტზე]], მასალასა და [[მშენებლობა (შენობების აგების პროცესი)|მშენებლობისათვის]] საჭირო მანქანა-მოწყობილობების ხელმისაწვდომობაზე. |
[[ფაილი:Taueris gasaxsneli xidi.JPG|thumb|მარცხნივ|თაუერის გასახსნელი ხიდი, ლონდონი, ინგლისი]] | [[ფაილი:Taueris gasaxsneli xidi.JPG|thumb|მარცხნივ|თაუერის გასახსნელი ხიდი, ლონდონი, ინგლისი]] | ||
| − | დღემდე შემორჩენილი უძველესი ხიდია „არკადიკო“ – მიკენას ცივილიზაციის (ბრინჯაოს ხანა; ძვ. წ. XII ს., პელოპენისი, სამხრეთი საბერძნეთი) ოთხიდან ერთ-ერთი ქვის ხიდი, რომელიც ფორტ ტირინს აკავშირებდა ქ. | + | დღემდე შემორჩენილი უძველესი ხიდია „არკადიკო“ – მიკენას ცივილიზაციის (ბრინჯაოს ხანა; ძვ. წ. XII ს., პელოპენისი, სამხრეთი საბერძნეთი) ოთხიდან ერთ-ერთი ქვის ხიდი, რომელიც ფორტ ტირინს აკავშირებდა ქ. ეპიდაუროსთან. ხიდმშენებლობა განსაკუთრებით განვითარდა რომში. რომაელები აგებდნენ კამაროვან ხიდებსა და [[აკვედუკი (ხიდი)|აკვედუკებს]], რომელთაგან ბევრმა დღემდე მოაღწია. მაგ., შეიძლება მოვიყვანოთ [[ესპანეთი|ესპანეთში]] აგებული ხიდი „ანკანტარა“ მდინარე ტეჟუზე. რომაელები მშენებლობაში იყენებდნენ [[ცემენტი|ცემენტს]] (ერთ-ერთი სახეა [[პუცოლანი]]), რომელიც შედგებოდა წყლის, [[კირი]]ს, [[ქვიშა|ქვიშისა]] და ვულკანური [[ქანი|ქანისაგან]]. რომის იმპერიის ძლიერების პერიოდში სხვა ქვეყნებში [[ლაშქრობა|ლაშქრობების]] დროს შენდებოდა დიდი რაოდენობის [[ხის ხიდი|ხის ხიდები]] და პარალელურად ხდებოდა მათი კონსტრუქციების დახვეწა. ამ პერიოდს მიეკუთვნება [[იულიუს კეისარი|იულიუს კეისრის]] დროს აშენებული ხიდი მდ. რეინზე (ძვ. წ. I ს.), [[თაღოვანი ხიდი]] მდ. დუნაიზე (ძვ. წ. I ს.) და სხვ. ცნობილია იტალიელი მშენებლის ა. პალადიოს სისტემის კოჭოვანი და თაღოვანი ხის ხიდები მდ. ბრენტუსა და ჩიზმონაზე (XVI ს.), სადაც მან პირველად გამოიყენა შპრენგელური და რიგელ-ქვესაბჯენიანი სისტემები ირიბნებითა და დგარებით, აგრეთვე ამერიკელი ინჟინრების ტაუნისა და გაუს სისტემის ხიდები, რომელშიც მზიდ ელემენტებად გამოყენებული იყო ტაუნის სისტემის ფიცრული გისოსოვანი [[წამწე]]ები ან გაუს სისტემის ჯვარედინა ირიბნებიანი წამწეები. |
[[ფაილი:Oqros karibWis xidi.JPG|thumb|200პქ|ოქროს კარიბჭის ხიდი, სანფრანცისკო, აშშ]] | [[ფაილი:Oqros karibWis xidi.JPG|thumb|200პქ|ოქროს კარიბჭის ხიდი, სანფრანცისკო, აშშ]] | ||
| − | ხიდმშენებლობა საკმაოდ განვითარებული იყო [[ინდოეთი|ინდოეთშიც]] იმპერატორ ჩანდრაგუპტა I (IV ს.) და მოგოლების ბატონობის პერიოდში (XVI-XIII სს.), აგრეთვე [[ჩინეთი|ჩინეთში]] სუის დინასტიის პერიოდში (VI-VII სს.). ინკებისა და მაიას ტომების ცივილიზაციები (სამხრეთ ამერიკა) ძირითადად იყენებდნენ დაკიდებულ ხიდებს. | + | ხიდმშენებლობა საკმაოდ განვითარებული იყო [[ინდოეთი|ინდოეთშიც]] იმპერატორ ჩანდრაგუპტა I (IV ს.) და მოგოლების ბატონობის პერიოდში (XVI-XIII სს.), აგრეთვე [[ჩინეთი|ჩინეთში]] სუის დინასტიის პერიოდში (VI-VII სს.). ინკებისა და მაიას ტომების ცივილიზაციები (სამხრეთ ამერიკა) ძირითადად იყენებდნენ [[დაკიდებული ხიდი|დაკიდებულ ხიდებს]]. [[ევროპა]]ში XVIII საუკუნიდან სწრაფად განვითარდა ხის ხიდების მშენებლობა, ხოლო საუკუნის ბოლოს დასაბამი მიეცა [[რკინა|რკინის]] ხიდების მშენებლობას, როცა 1779 წელს ინგლისში პირველად ააგეს ხიდი [[თუჯი]]ს კონსტრუქციების გამოყენებით. [[ფაილი:Xidi cenralur parkshi.JPG|thumb|მარცხნივ|150პქ|ხიდი ნიუ იორკის ცენტრალურ პარკში, აშშ]] XIX საუკუნიდან [[ფოლადი]]ს გამოჩენამ დასაბამი მისცა ასაწყობი, ასაწყობ-დასაშლელი და შენადუღი დიდმალიანი ხიდების მშენებლობას. ზოგადად, ხიდი შედგება [[მალი (არქიტექტურა)|მალი]]ს ნაშენისა (კოჭები, წამწეები, დიაფრაგმები, სავალი ნაწილის ფილები) და საყრდენებისაგან (შუა და განაპირა). ხიდების კლასიფიკაცია ხდება დანიშნულების, საყრდენებისა და მალის ნაშენის ტიპის, მასალის სახეობის, სავალი ნაწილის დონის, სტატიკური სქემის, წყლის დონის, სავალი ნაწილის სიგანის და სიგრძის, გეგმაში მოხაზულობის მიხედვით. |
| − | '''დანიშნულების მიხედვით არსებობს ხიდები''': რკინიგზის, საავტომობილო, საველოსიპედო, საქალაქო, საქვეითო, სპეციალური, შეთავსებული, საველოსიპედო; საყრდენების ტიპის მიხედვით: ხისტ და ტივტივა საყრდენებზე;
| + | '''დანიშნულების მიხედვით არსებობს ხიდები''': რკინიგზის, საავტომობილო, საველოსიპედო, საქალაქო, [[საქვეითო ხიდი|საქვეითო]], სპეციალური, [[შეთავსებული ხიდი|შეთავსებული]], საველოსიპედო;

| − | '''მალის ნაშენის ტიპის მიხედვით''': უძრავი, გასახსნელი; მასალის მიხედვით: ხის, ქვის, ბეტონის, რკინაბეტონის, [[ლითონის ხიდი|ლითონის]];
| + | '''საყრდენების ტიპის მიხედვით''': ხისტ და ტივტივა საყრდენებზე;

| + | '''მალის ნაშენის ტიპის მიხედვით''': უძრავი, გასახსნელი;

| + | '''მასალის მიხედვით''': ხის, ქვის, ბეტონის, [[რკინაბეტონის ხიდი|რკინაბეტონის]], [[ლითონის ხიდი|ლითონის]];

'''სავალი ნაწილის დონის მიხედვით:''' ზედა-, შუა- და ქვედა-სვლით;
| '''სავალი ნაწილის დონის მიხედვით:''' ზედა-, შუა- და ქვედა-სვლით;

'''მუშაობის სტატიკური სქემის მიხედვით''': კოჭური (ჭრილი, უჭრი, კონსოლური) და განმბჯენიანი (კამარისებრი, ჩარჩოიანი, [[დაკიდებული ხიდი|დაკიდებული]], [[ვანტური ხიდი|ვანტური]]);
| '''მუშაობის სტატიკური სქემის მიხედვით''': კოჭური (ჭრილი, უჭრი, კონსოლური) და განმბჯენიანი (კამარისებრი, ჩარჩოიანი, [[დაკიდებული ხიდი|დაკიდებული]], [[ვანტური ხიდი|ვანტური]]);

'''წყლის დონის მიხედვით''': დაბალ- და მაღალწყლიანი;
| '''წყლის დონის მიხედვით''': დაბალ- და მაღალწყლიანი;

| − | '''გეგმაში მოხაზულობის მიხედვით''': პირდაპირი, ირიბი და მრუდწირული. | + | '''გეგმაში მოხაზულობის მიხედვით''': [[პირდაპირი ხიდი|პირდაპირი]], [[ირიბი ხიდი|ირიბი]] და მრუდწირული. |
| − | ხიდის მრავალი სახეობა არსებობს: ავტოგზის, არაგაბარიტული, ასაწყობი, რკინაბეტონის, ბონდის, გასაშლელი, გასახსნელი, გზატკეცილის, გისოსიანი, დაკიდებული, დახურული, დოინჯიანი, დროებითი, ზესავალი, თაღოვანი, კამაროვანი, კონსოლიანი, კოჭური, ლითონის, მრავალმალიანი, მცირემალიანი, ორსვლიანი, ორსართულიანი, რკინიგზის, რკინის, საქვეითო (საფეხმავლო), ტივტივა, ქვესავალი, ქვის, ღია, შუასავალი, ხის, ჯაჭვის და სხვ. | + | ხიდის მრავალი სახეობა არსებობს: ავტოგზის, არაგაბარიტული, ასაწყობი, რკინაბეტონის, ბონდის, გასაშლელი, გასახსნელი, გზატკეცილის, გისოსიანი, [[დაკიდებული ხიდი|დაკიდებული]], დახურული, დოინჯიანი, დროებითი, ზესავალი, თაღოვანი, კამაროვანი, კონსოლიანი, [[კოჭური ხიდი|კოჭური]], [[ლითონის ხიდი|ლითონის]], მრავალმალიანი, მცირემალიანი, ორსვლიანი, ორსართულიანი, რკინიგზის, რკინის, საქვეითო (საფეხმავლო), [[ტივტივა ხიდი|ტივტივა]], ქვესავალი, ქვის, ღია, შუასავალი, ხის, ჯაჭვის და სხვ. |
14:01, 8 ნოემბერი 2022-ის ვერსია
ხიდი – მდინარეზე, ხევზე, არხზე და ა.შ. გადებული გადასაყვანი, ნაპირთა შემაერთებელი ნაგებობა. კონსტრუქცია დამოკიდებულია ხიდის ფუნქციაზე, ადგილმდებარეობაზე, ლანდშაფტზე, მასალასა და მშენებლობისათვის საჭირო მანქანა-მოწყობილობების ხელმისაწვდომობაზე.
დღემდე შემორჩენილი უძველესი ხიდია „არკადიკო“ – მიკენას ცივილიზაციის (ბრინჯაოს ხანა; ძვ. წ. XII ს., პელოპენისი, სამხრეთი საბერძნეთი) ოთხიდან ერთ-ერთი ქვის ხიდი, რომელიც ფორტ ტირინს აკავშირებდა ქ. ეპიდაუროსთან. ხიდმშენებლობა განსაკუთრებით განვითარდა რომში. რომაელები აგებდნენ კამაროვან ხიდებსა და აკვედუკებს, რომელთაგან ბევრმა დღემდე მოაღწია. მაგ., შეიძლება მოვიყვანოთ ესპანეთში აგებული ხიდი „ანკანტარა“ მდინარე ტეჟუზე. რომაელები მშენებლობაში იყენებდნენ ცემენტს (ერთ-ერთი სახეა პუცოლანი), რომელიც შედგებოდა წყლის, კირის, ქვიშისა და ვულკანური ქანისაგან. რომის იმპერიის ძლიერების პერიოდში სხვა ქვეყნებში ლაშქრობების დროს შენდებოდა დიდი რაოდენობის ხის ხიდები და პარალელურად ხდებოდა მათი კონსტრუქციების დახვეწა. ამ პერიოდს მიეკუთვნება იულიუს კეისრის დროს აშენებული ხიდი მდ. რეინზე (ძვ. წ. I ს.), თაღოვანი ხიდი მდ. დუნაიზე (ძვ. წ. I ს.) და სხვ. ცნობილია იტალიელი მშენებლის ა. პალადიოს სისტემის კოჭოვანი და თაღოვანი ხის ხიდები მდ. ბრენტუსა და ჩიზმონაზე (XVI ს.), სადაც მან პირველად გამოიყენა შპრენგელური და რიგელ-ქვესაბჯენიანი სისტემები ირიბნებითა და დგარებით, აგრეთვე ამერიკელი ინჟინრების ტაუნისა და გაუს სისტემის ხიდები, რომელშიც მზიდ ელემენტებად გამოყენებული იყო ტაუნის სისტემის ფიცრული გისოსოვანი წამწეები ან გაუს სისტემის ჯვარედინა ირიბნებიანი წამწეები.
ხიდმშენებლობა საკმაოდ განვითარებული იყო ინდოეთშიც იმპერატორ ჩანდრაგუპტა I (IV ს.) და მოგოლების ბატონობის პერიოდში (XVI-XIII სს.), აგრეთვე ჩინეთში სუის დინასტიის პერიოდში (VI-VII სს.). ინკებისა და მაიას ტომების ცივილიზაციები (სამხრეთ ამერიკა) ძირითადად იყენებდნენ დაკიდებულ ხიდებს. ევროპაში XVIII საუკუნიდან სწრაფად განვითარდა ხის ხიდების მშენებლობა, ხოლო საუკუნის ბოლოს დასაბამი მიეცა რკინის ხიდების მშენებლობას, როცა 1779 წელს ინგლისში პირველად ააგეს ხიდი თუჯის კონსტრუქციების გამოყენებით. XIX საუკუნიდან ფოლადის გამოჩენამ დასაბამი მისცა ასაწყობი, ასაწყობ-დასაშლელი და შენადუღი დიდმალიანი ხიდების მშენებლობას. ზოგადად, ხიდი შედგება მალის ნაშენისა (კოჭები, წამწეები, დიაფრაგმები, სავალი ნაწილის ფილები) და საყრდენებისაგან (შუა და განაპირა). ხიდების კლასიფიკაცია ხდება დანიშნულების, საყრდენებისა და მალის ნაშენის ტიპის, მასალის სახეობის, სავალი ნაწილის დონის, სტატიკური სქემის, წყლის დონის, სავალი ნაწილის სიგანის და სიგრძის, გეგმაში მოხაზულობის მიხედვით.დანიშნულების მიხედვით არსებობს ხიდები: რკინიგზის, საავტომობილო, საველოსიპედო, საქალაქო, საქვეითო, სპეციალური, შეთავსებული, საველოსიპედო;
საყრდენების ტიპის მიხედვით: ხისტ და ტივტივა საყრდენებზე;
მალის ნაშენის ტიპის მიხედვით: უძრავი, გასახსნელი;
მასალის მიხედვით: ხის, ქვის, ბეტონის, რკინაბეტონის, ლითონის;
სავალი ნაწილის დონის მიხედვით: ზედა-, შუა- და ქვედა-სვლით;
მუშაობის სტატიკური სქემის მიხედვით: კოჭური (ჭრილი, უჭრი, კონსოლური) და განმბჯენიანი (კამარისებრი, ჩარჩოიანი, დაკიდებული, ვანტური);
წყლის დონის მიხედვით: დაბალ- და მაღალწყლიანი;
გეგმაში მოხაზულობის მიხედვით: პირდაპირი, ირიბი და მრუდწირული.
ხიდის მრავალი სახეობა არსებობს: ავტოგზის, არაგაბარიტული, ასაწყობი, რკინაბეტონის, ბონდის, გასაშლელი, გასახსნელი, გზატკეცილის, გისოსიანი, დაკიდებული, დახურული, დოინჯიანი, დროებითი, ზესავალი, თაღოვანი, კამაროვანი, კონსოლიანი, კოჭური, ლითონის, მრავალმალიანი, მცირემალიანი, ორსვლიანი, ორსართულიანი, რკინიგზის, რკინის, საქვეითო (საფეხმავლო), ტივტივა, ქვესავალი, ქვის, ღია, შუასავალი, ხის, ჯაჭვის და სხვ.
წყარო
ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი