თეატრი ნოო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნოო“ გადაიტანა გვერდზე „თეატრი ნოო“ გადამისამართებაზე)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Teatri no.JPG|thumb|250პქ|სცენა თატრიდან „ნო”, ილუსტრაცია]]
 
[[ფაილი:Teatri no.JPG|thumb|250პქ|სცენა თატრიდან „ნო”, ილუსტრაცია]]
'''„ნოო“'''  – (იაპ.  能 - უნარი, ოსტატობა, ნიჭი), [[იაპონია]]ში უძველესი კლასიკური [[თეატრი]] „ნო“. წარმოიშვა XIII საუკუნეში მას საფუძვლად დაედო ძველი ტაძრული სანახაობები, რომლის დროსაც იდგმებოდა [[რელიგია|რელიგიური]] ლეგენდების სიუჟეტზე შექმნილი პიესები, „ნოს“ სცენაზე ორი მსახიობია – მთავარი გმირი „სიტე“ და მისი პარტნიორი „[[ვაკი]]. სიტეს განსაკუთრებით მდიდრული და მყვირალა ტანსაცმელი აცვია. ვაკი კი მაყურებელს განუმარტავს ყველაფერს, რასაც აკეთებს, ლაპარაკობს სიტე. სცენაზეა [[გუნდი (მუსიკა)|გუნდი]] და ორკესტრი. „ნოს“ თეატრში მხოლოდ მამაკაცები თამაშობენ, აქტიორს ხელში [[მარაო]] უჭირავს, რომელიც პიესის მიხედვით, ხან ფლეიტად იქცევა, ხან [[მახვილი|მახვილად]], ხან თაიგულად, ანდა ისევ მარაოდ, „ნოს“ თეატრი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს იაპონიაში, მაგრამ მაყურებელი უნდა იცნობდეს ძველი იაპონური კულტურის ტრადიციებს.  
+
'''„ნოო“'''  – (იაპ.  能 -  „ნოგაკუ“ – ხელოვნება, უნარი), იაპონური [[თეატრი]]ს სახეობა. ჩამოყალიბდა XIV-XV საუკუნეებში. მისი ადრინდელი ფორმა იყო სარუგაკუ და ძენგაკუ. ნოოს თეატრი პირველ ხანად არსებობდა სახალხო წარმოდგენების სახით, შემდგომში კი ჩამოყალიბდა პროფესიულ თეატრად. ნოოს პირველი წარმოდგენები იმართებოდა ბუდისტურ მონასტრებში სახალხო დღესასწაულების დროს, ფეოდალების და სამხედრო-ფეოდალური მმართველების სასახლეებში, რომლებმაც ითავეს ნოოს მეურვეობა. ნოო გადაიქცა ფეოდალური არისტოკრატიის თეატრად და დაიკავა თვალსაჩინო ადგილი [[იაპონია|იაპონიის]] ნაციონალურ კლასიკურ თეატრალურ ხელოვნებაში. ნოოს თეატრი გამოირჩევა თეატრალური ფორმების დახვეწილობით და გასაგებია მხოლოდ იტელიგენციის ვიწრო წრისათვის.
 +
 
 +
ნოოს წარმოდგენას საფუძვლად უდევს ტექსტი, რომელიც შედგენილია სხვადასხვა ლიტერატურულ-სტილური ნაწილებისაგან: რიტმული პროზა, ლექსი, ორატორული და ყოფით-სალაპარაკო მეტყველება. [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესებში]] მნიშვნელოვანი ადგილი უკავია [[ქორო]]ს, რომელიც აქტიურად ერევა [[მოქმედება (სამსახიობო ხელოვნება)|მოქმედება]]ში, განმარტავს სიტუაციას, გამოხატავს თავის ემოციებს და შთაბეჭდილებას, გამოხატავს თავის აზრს და ა.შ. (ქორო შედგება რვა მომღერალი მამაკაცისაგან). პიესაში მონაწილეობს ორი მსახიობი: „მოქმედი“, მთავარი [[როლი (მსახიობის)|როლი]]ს შემსრულებელი ([[პროტაგონისტი]]) და „დამხმარე“ ([[დევტერაგონისტი]]). ზოგიერთ პიესებში არსებობენ მთავარი მოქმედი პირების ე.წ. „თანამგზავრები”, რომლებსაც არ გააჩნიათ რაიმე ფუნქცია (და ხშირად არც ტექსტი). ყველა შემსრულებლები არიან მამაკაცები (ქალების როლების შესრულების დროს არ მიმართავენ ფალცეტს, ხმის დაწვრილებას).
 +
 
 +
ნოოს თეატრის მსახიობების ერთ-ერთი სცენური გამომსახველობითი საშუალებაა [[სცენური მეტყველება]]: სასაუბრო-დეკლამაციური ([[დიალოგი (დრამატული)|დიალოგი]]), დრამატული რეჩიტატივი ([[მონოლოგი]]), არიოზული სიმღერა (ლირიკული გადახვევა); მოქმედებაში ჩართულია სტატიკური პოზები, პლასტიკური მოძრაობა და დრამატული დაძაბულობის კულმინაციის გამომხატველი [[ცეკვა]]. ცეკვის დროს შემსრულებლის ტექსტს წარმოთქვამს ქორო. ნოოს თეატრის მსახიობები არ იყენებენ [[მიმიკა]]ს, შემსრულებელთა და ქოროს სახეები უძრავია. ისინი არც [[გრიმი|გრიმს]] იკეთებენ. მხოლოდ იმ მსახიობს, რომლებიც ასრულებს ცეკვა-კულმინაციას, უკეთია [[ნიღაბი (თეატრალური)|ნიღაბი]]. ნოოს თეატრში ნიღაბი გამოსახვის ძირითადი საშუალებაა. პერსონაჟთა [[კოსტიუმი (თეატრალური)|კოსტიუმები]] მოკლებულია ყოველგვარი ყოფით კონკრეტულობას და ემსახურება ფერთა პარტიტურის შექმნას. [[ბუტაფორია]] პირობითია. მთავარი სცენური [[რეკვიზიტი]]ა [[მარაო]] (დასაკეცი), რომლის შემწეობით შემსრულებელი გამოხატავის სხვადასხვა ემოციებს. მოქმედება მიმდინარეობს ორკესტრის თანხლებით, რომლის შემადგენლობაშია ფლეიტა, ორი [[დაირა]] და [[დოლი]]. აერთებს რა მუსიკას, ცეკვას და [[დრამა]]ს, ნოო არის მუსიკალურ-საცეკვაო თეატრის ფორმა.
 +
 
 +
ნოოს წარმოდგენები იმართება კვადრატულ ფართობზე, [[სცენა]] ღიაა სამივე მხრიდან და აქვს ოთხ ბოძზე მდგარი [[სახურავი]] (ასეთივე მოედანი კეთდება დახურულ [[შენობა]]ში). მარცხენა მხარეს, თითქმის პერპენდიკულარულად, სცენას მიდგმული აქვს პატარა [[ხიდი (არქიტექტურა)|ხიდი]], დამატებითი სცენური ფართობი. სცენის სიღრმეში გამოხატულია მწვანე [[ფიჭვი]] (დღეგრძელობის სიმბოლო), რომელიც მუდმივად ფიგურირებს მთელი წარმოდგენის განმავლობაში. ნოოს თეატრს არ აქვს დეკორაცია. უკანა [[კედელი|კედელთან]] სხედან ორკესტრანტები, მარჯვენა მხარეს, სცენის გასწვრივ – ქორო.
 +
 
 +
ნოოს პიესების გმირები არიან: ღმერთები (ბუდისტური და შინტოისტური კულტები), მამაკაცები – სასახლისკარის არისტოკრატები, მეომრები, ჩვეულებრივი ადამიანები; ქალები – სასახლისკარის ქალბატონები, ფეოდალების ხასები, მოსამსახურეები, შეშლილები (უბედურებით გათანგული ადამიანები), [[დემონები]]. ნიღბები განსხვავდებიან ასაკობრივად (მოხუცი, ახალგაზრდა), ხასიათით (კეთილი, ბოროტი, ღვთაება მრისხანე და შემწყნარებლური, მეომარი გულადი და მშიშარა) და გარეგნობით (ქალი ლამაზი და უშნო, ადამიანისმაგვარი დემონი და დემონი-მხეცი და სხვ.). ნიღბები მკაცრად არის კლასიფიცირებული, მათი რიცხვი 200 აღწევს. ამის საფუძველზე ნოოს შემქმნელები თვლიდნენ, რომ ამ გზით სცენაზე წარმოდგენილია მთელი სამყარო. მათ მიაჩნდათ, რომ ნოოს პიესებში ასახულია ყველაფერი – სიხარული და მწუხარება, ბრწყინვალე და უგვანო, ამაღლებული და მდაბალი. ნოოს თეატრის პიესები აგებულია მწვავე [[კონფლიქტი (დრამატურგიაში)|კონფლიქტებზე]], პიროვნების და ბედის საკითხებზე. სიუჟეტებად აღებულია თქმულებანი და ლეგენდები, ისტორიული და რელიგიური გადმოცემები, ქრონიკები, ლიტერატურული ნაწარმოებები.
 +
 
 +
ნოოს თეატრის დრამატურგია ეყრდნობა ორ ესთეტიკურ კონცეფციას: სინამდვილის მიბაძვა და შიდააზრი. ეს კონცეფციები გამოხატულია ტექსტში, ცეკვაში, მუსიკაში, სცენურ მოძრაობაში დრამის ძირითადი ელემენტია გმირის „გარდაქცევა“ (ადამიანის – ღმერთად, მეომრის საიქიო – სულად და სხვ.). მოქმედება შედგება ორი [[აქტი (სპექტაკლის)|აქტი]]საგან: გმირი გარდაქცევამდე და გარდაქცევის შემდეგ (შემსრულებელი იკეთებს ნიღაბს).
 +
 
 +
ნოოს თეატრის ფუძემდებლები არიან კან’ამი კიიოცუგუ და მისი შვილი ძეამი (1333-84), რომელიც იყო არა მხოლოდ პიესების, მუსიკის, ცეკვების ავტორი, არამედ ნოოს თეატრის თეორეტიკოსიც.
 +
 
 +
ნოოს თეატრალური დასი შექმნილი იყო საამქროს პრინციპით, რომელსაც მეთაურობდა ოსტატი. მე-14-15 სს. არსებობდა ხუთი ასეთი დასი. ყოველ მათგანს ჰქონდა თავისი სტილი და ნოოს ხელოვნების საკუთარი სკოლა: კანძეს სკოლა (კან’ამი და ძეამი), კომპარუ, ჰოშოო, კონგო, კიტა.
 +
 
 +
 
  
  
ხაზი 6: ხაზი 22:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]
+
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:იაპონური თეატრი]]
 
[[კატეგორია:იაპონური თეატრი]]
 
[[კატეგორია:თეატრი ნოო]]
 
[[კატეგორია:თეატრი ნოო]]

15:33, 28 აპრილი 2023-ის ვერსია

ფაილი:Teatri no.JPG
სცენა თატრიდან „ნო”, ილუსტრაცია

„ნოო“ – (იაპ. 能 - „ნოგაკუ“ – ხელოვნება, უნარი), იაპონური თეატრის სახეობა. ჩამოყალიბდა XIV-XV საუკუნეებში. მისი ადრინდელი ფორმა იყო სარუგაკუ და ძენგაკუ. ნოოს თეატრი პირველ ხანად არსებობდა სახალხო წარმოდგენების სახით, შემდგომში კი ჩამოყალიბდა პროფესიულ თეატრად. ნოოს პირველი წარმოდგენები იმართებოდა ბუდისტურ მონასტრებში სახალხო დღესასწაულების დროს, ფეოდალების და სამხედრო-ფეოდალური მმართველების სასახლეებში, რომლებმაც ითავეს ნოოს მეურვეობა. ნოო გადაიქცა ფეოდალური არისტოკრატიის თეატრად და დაიკავა თვალსაჩინო ადგილი იაპონიის ნაციონალურ კლასიკურ თეატრალურ ხელოვნებაში. ნოოს თეატრი გამოირჩევა თეატრალური ფორმების დახვეწილობით და გასაგებია მხოლოდ იტელიგენციის ვიწრო წრისათვის.

ნოოს წარმოდგენას საფუძვლად უდევს ტექსტი, რომელიც შედგენილია სხვადასხვა ლიტერატურულ-სტილური ნაწილებისაგან: რიტმული პროზა, ლექსი, ორატორული და ყოფით-სალაპარაკო მეტყველება. პიესებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქოროს, რომელიც აქტიურად ერევა მოქმედებაში, განმარტავს სიტუაციას, გამოხატავს თავის ემოციებს და შთაბეჭდილებას, გამოხატავს თავის აზრს და ა.შ. (ქორო შედგება რვა მომღერალი მამაკაცისაგან). პიესაში მონაწილეობს ორი მსახიობი: „მოქმედი“, მთავარი როლის შემსრულებელი (პროტაგონისტი) და „დამხმარე“ (დევტერაგონისტი). ზოგიერთ პიესებში არსებობენ მთავარი მოქმედი პირების ე.წ. „თანამგზავრები”, რომლებსაც არ გააჩნიათ რაიმე ფუნქცია (და ხშირად არც ტექსტი). ყველა შემსრულებლები არიან მამაკაცები (ქალების როლების შესრულების დროს არ მიმართავენ ფალცეტს, ხმის დაწვრილებას).

ნოოს თეატრის მსახიობების ერთ-ერთი სცენური გამომსახველობითი საშუალებაა სცენური მეტყველება: სასაუბრო-დეკლამაციური (დიალოგი), დრამატული რეჩიტატივი (მონოლოგი), არიოზული სიმღერა (ლირიკული გადახვევა); მოქმედებაში ჩართულია სტატიკური პოზები, პლასტიკური მოძრაობა და დრამატული დაძაბულობის კულმინაციის გამომხატველი ცეკვა. ცეკვის დროს შემსრულებლის ტექსტს წარმოთქვამს ქორო. ნოოს თეატრის მსახიობები არ იყენებენ მიმიკას, შემსრულებელთა და ქოროს სახეები უძრავია. ისინი არც გრიმს იკეთებენ. მხოლოდ იმ მსახიობს, რომლებიც ასრულებს ცეკვა-კულმინაციას, უკეთია ნიღაბი. ნოოს თეატრში ნიღაბი გამოსახვის ძირითადი საშუალებაა. პერსონაჟთა კოსტიუმები მოკლებულია ყოველგვარი ყოფით კონკრეტულობას და ემსახურება ფერთა პარტიტურის შექმნას. ბუტაფორია პირობითია. მთავარი სცენური რეკვიზიტია მარაო (დასაკეცი), რომლის შემწეობით შემსრულებელი გამოხატავის სხვადასხვა ემოციებს. მოქმედება მიმდინარეობს ორკესტრის თანხლებით, რომლის შემადგენლობაშია ფლეიტა, ორი დაირა და დოლი. აერთებს რა მუსიკას, ცეკვას და დრამას, ნოო არის მუსიკალურ-საცეკვაო თეატრის ფორმა.

ნოოს წარმოდგენები იმართება კვადრატულ ფართობზე, სცენა ღიაა სამივე მხრიდან და აქვს ოთხ ბოძზე მდგარი სახურავი (ასეთივე მოედანი კეთდება დახურულ შენობაში). მარცხენა მხარეს, თითქმის პერპენდიკულარულად, სცენას მიდგმული აქვს პატარა ხიდი, დამატებითი სცენური ფართობი. სცენის სიღრმეში გამოხატულია მწვანე ფიჭვი (დღეგრძელობის სიმბოლო), რომელიც მუდმივად ფიგურირებს მთელი წარმოდგენის განმავლობაში. ნოოს თეატრს არ აქვს დეკორაცია. უკანა კედელთან სხედან ორკესტრანტები, მარჯვენა მხარეს, სცენის გასწვრივ – ქორო.

ნოოს პიესების გმირები არიან: ღმერთები (ბუდისტური და შინტოისტური კულტები), მამაკაცები – სასახლისკარის არისტოკრატები, მეომრები, ჩვეულებრივი ადამიანები; ქალები – სასახლისკარის ქალბატონები, ფეოდალების ხასები, მოსამსახურეები, შეშლილები (უბედურებით გათანგული ადამიანები), დემონები. ნიღბები განსხვავდებიან ასაკობრივად (მოხუცი, ახალგაზრდა), ხასიათით (კეთილი, ბოროტი, ღვთაება მრისხანე და შემწყნარებლური, მეომარი გულადი და მშიშარა) და გარეგნობით (ქალი ლამაზი და უშნო, ადამიანისმაგვარი დემონი და დემონი-მხეცი და სხვ.). ნიღბები მკაცრად არის კლასიფიცირებული, მათი რიცხვი 200 აღწევს. ამის საფუძველზე ნოოს შემქმნელები თვლიდნენ, რომ ამ გზით სცენაზე წარმოდგენილია მთელი სამყარო. მათ მიაჩნდათ, რომ ნოოს პიესებში ასახულია ყველაფერი – სიხარული და მწუხარება, ბრწყინვალე და უგვანო, ამაღლებული და მდაბალი. ნოოს თეატრის პიესები აგებულია მწვავე კონფლიქტებზე, პიროვნების და ბედის საკითხებზე. სიუჟეტებად აღებულია თქმულებანი და ლეგენდები, ისტორიული და რელიგიური გადმოცემები, ქრონიკები, ლიტერატურული ნაწარმოებები.

ნოოს თეატრის დრამატურგია ეყრდნობა ორ ესთეტიკურ კონცეფციას: სინამდვილის მიბაძვა და შიდააზრი. ეს კონცეფციები გამოხატულია ტექსტში, ცეკვაში, მუსიკაში, სცენურ მოძრაობაში დრამის ძირითადი ელემენტია გმირის „გარდაქცევა“ (ადამიანის – ღმერთად, მეომრის საიქიო – სულად და სხვ.). მოქმედება შედგება ორი აქტისაგან: გმირი გარდაქცევამდე და გარდაქცევის შემდეგ (შემსრულებელი იკეთებს ნიღაბს).

ნოოს თეატრის ფუძემდებლები არიან კან’ამი კიიოცუგუ და მისი შვილი ძეამი (1333-84), რომელიც იყო არა მხოლოდ პიესების, მუსიკის, ცეკვების ავტორი, არამედ ნოოს თეატრის თეორეტიკოსიც.

ნოოს თეატრალური დასი შექმნილი იყო საამქროს პრინციპით, რომელსაც მეთაურობდა ოსტატი. მე-14-15 სს. არსებობდა ხუთი ასეთი დასი. ყოველ მათგანს ჰქონდა თავისი სტილი და ნოოს ხელოვნების საკუთარი სკოლა: კანძეს სკოლა (კან’ამი და ძეამი), კომპარუ, ჰოშოო, კონგო, კიტა.




წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები