დაბალი შაირი
(→ლიტერატურა) |
|||
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
==ლიტერატურა== | ==ლიტერატურა== | ||
* ა. გაწერელია, ქართული კლასიკური ლექსი, 1953; | * ა. გაწერელია, ქართული კლასიკური ლექსი, 1953; | ||
| − | * ჯ. ბარდაველიძე ქართული ხალხური | + | * ჯ. ბარდაველიძე ქართული [[ხალხური ლექსი]]ს საზომები, ქართული ფოლკლორი, I-II, 1964. |
==წყარო== | ==წყარო== | ||
14:56, 4 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
დაბალი შაირი (იგივე გრძელი შაირი) – შაირის ერთ-ერთი სახეობა ქორე-დაქტილურ ტერფებზე დამყარებული 8 ან 16-მარცვლიანი სალექსო საზომი. მაღალი შაირისაგან ძირითადად დაქტილური კლაუზულით განსხვავდება. წარმოშობით ფოლკლორულია. გავრცელებულია როგორც ხალხურ პოეზიაში, ასევე ლიტერატურაში. დაბალი შაირის ნიმუში, მისთვის დამახასიათებელი მეტრული სტრუქტურით მწიგნობრულად დამოწმებულია მე-11 საუკუნეში ლეონტი მროველის და ეფრემ მცირის თხზულებებში. დაბალი შაირი რომ გაცილებით ადრე ჩამოყალიბდა ხალხურ პოეზიაში ამას ადასტურებს მისი ფართე გავრცელება უძველეს საწესჩვეულებო, საგმირო და შრომის ლექს-სიმღერებში. ეს საზომი გამოყენებულია აგრეთვე „ამირანიანის“ უძველეს ფრაგმენტებში. დაბალი შაირი ყველაზე გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს ხალხურ პოეზიაში რვამარცვლიანი დაბალი შაირის ნიმუში:
- აბესალომ და ეთერი
- ღმერთმა შეყარა ერთფერი.
16-მარცვლიანი დაბალი შაირის ნიმუშია:
- ავთანდილ გადინადირა ქედი მაღალი ტყიანი,
- ვერც ხარი მოკლა, ვერც ფური, ვერცა ირემი რქიანი.
ჯ. ბარდაველიძე
ლიტერატურა
- ა. გაწერელია, ქართული კლასიკური ლექსი, 1953;
- ჯ. ბარდაველიძე ქართული ხალხური ლექსის საზომები, ქართული ფოლკლორი, I-II, 1964.