აბეცედარიუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 8: ხაზი 8:
 
[[საქართველო]]ში, საკუთრიე ქართ. აბეცედარიუმების გარდა, ცნობილია ებრაული აბეცედარიუმიც, რომელიც ჩართულია [[ოქრო]]ს ფირფიტის ამულეტზე ამოკაწრული მაგიური და ისტორიული ცნობების შემცეელ ტექსტებს შორის; თარიღდება V-VI სს-ით (კ. წერეთელი).  
 
[[საქართველო]]ში, საკუთრიე ქართ. აბეცედარიუმების გარდა, ცნობილია ებრაული აბეცედარიუმიც, რომელიც ჩართულია [[ოქრო]]ს ფირფიტის ამულეტზე ამოკაწრული მაგიური და ისტორიული ცნობების შემცეელ ტექსტებს შორის; თარიღდება V-VI სს-ით (კ. წერეთელი).  
  
ქართული აბეცედარიუმები შესრულებულია დამწერლობის სამივე სახეობით – ასომთაქრულით, ნუსხურითა და მხედრულით. ასომთაერული აბეცედარიუმის უძველესი ცნობილი ნიმუშია დავათის ქვასვეტის აბეცედარიუმი. იგი ამოკაწრულია ქვასვეტის ერთ-ერთი რელიეფური კომპოზსიციის – ჯვრის ამაღლების სცენაში, მთავარანგელოზებს შორის ქვის თავისუფალ
+
ქართული აბეცედარიუმები შესრულებულია დამწერლობის სამივე სახეობით – ასომთაქრულით, ნუსხურითა და მხედრულით. ასომთაერული აბეცედარიუმის უძველესი ცნობილი ნიმუშია დავათის ქვასვეტის აბეცედარიუმი. იგი ამოკაწრულია ქვასვეტის ერთ-ერთი რელიეფური კომპოზსიციის – ჯვრის ამაღლების სცენაში, მთავარანგელოზებს შორის ქვის თავისუფალ ზედაპირზე და შეიცავს 37 ასონიშანს, ქვასვეტი აღმოჩენილია 1984-85 დუშეთის რაიონის სოფ. დავათის ღმრთისმშობლის ეკლესიის [[არქეოლოგიური გათხრები]]ს დროს. აბეცედარიუმის წვრილი კაწვრით შესრულებული პატარა ზომის ასოები, ჩანს, აქაც მაგიური დანიშნულებისაა: სალოცავად მისულმა ჰირმა ქვასეეტის სხვა ნაკაწრ წარწერებს შორის ამოკაწრა ანბანიც – ავი თვალისაგან დასაცავად, ან სხეა პირის დასალოცად, დასაწყეელად თუ ხატზე გადასაცემად. დავათის ქვასვეტი V-VI სს-ით თარიღდება, ხოლო მასზე ამოკაწრული ანბანი ჰალეოგრაფიული ნიშნებით IX-X სს-ისაა. არსებობს მოსაზრებაც, რომ დავათის ქეასვეტზე ჯვრის ამაღლების კომპოსიციაში [[ქართული ანბანი]] ამოკაწრულია მისი განდიდების მიზნით და მასში კოდირებულია ქართული ანბანის შექმნის თარიღი – ძვ. წ. 285 –284 ([[აბრამიშვილი გურამ|გ. აბრამიშვილი]], ზ. ალექსიძე).  
ზედაპირზე და შეიცავს 37 ასონიშანს, ქვასვეტი აღმოჩენილია 1984-85 დუშეთის რაიონის სოფ. დავათის ღმრთისმშობლის ეკლესიის [[არქეოლოგიური გათხრები]]ს დროს. აბეცედარიუმის წვრილი კაწვრით შესრულებული პატარა ზომის ასოები, ჩანს, აქაც მაგიური დანიშნულებისაა: სალოცავად მისულმა ჰირმა ქვასეეტის სხვა ნაკაწრ წარწერებს შორის ამოკაწრა ანბანიც – ავი თვალისაგან დასაცავად, ან სხეა პირის დასალოცად, დასაწყეელად თუ ხატზე გადასაცემად. დავათის ქვასვეტი V-VI სს-ით თარიღდება, ხოლო მასზე ამოკაწრული ანბანი ჰალეოგრაფიული ნიშნებით IX-X სს-ისაა. არსებობს მოსაზრებაც, რომ დავათის ქეასვეტზე ჯვრის ამაღლების კომპოსიციაში ქართული ანბანი ამოკაწრულია მისი განდიდების მიზნით და მასში კოდირებულია ქართული ანბანის შექმნის თარიღი – ძვ. წ. 285 –284 ([[აბრამიშვილი გურამ|გ. აბრამიშვილი]], ზ. ალექსიძე).  
+
  
 
უძველესი ქართული აბეცედარიუმის მნიშვნელოვანი ნიმუშები ამოკაწრულია [[დავითგარეჯი]]ს სამონასტრო კომპლექსის ეკლესიათა ან სხვა დანიშნულების გამოქვაბულთა კედლებზე. მათ შესახებ პირველი გამოქვეყნებელი ცნობა ეკუთენის აკადემიკოს გ. ჩუბიჩაშვილს. მისი აზრით, დოდოსრქის მონასტრის სატრაპეზოს კედელზე ამოკაწრული ყოფილა ქართული ანბანი, რომელიც ს. კაკაბაძეს XIV ს-ით დაუთარიღებია. X ს. შვიდი და XIII ს. ერთი (მხედრული) აბეცედარიუმი ამოკაწრულია დავითგარეჯის მრავალწყაროს ღმრთისმშობლის შობის პატარა გამოქვაბული ეკლესიის კედლებზე. X ს. აბეცედარიუმები შესრულებულია ნუსხურიდან მხედრულზე ან ასომთავრულიდან სწორ ეპიგრაფიკულ ჩუსხურზე გარდამავალი დამწერლობით, მათგან სრული სახით მოღწეულია მხოლოდ სამი აბეცედარიუმი, დანარჩენი, კელლის შელესილობის ჩამოშლის გამო, ჩაკლულია.  
 
უძველესი ქართული აბეცედარიუმის მნიშვნელოვანი ნიმუშები ამოკაწრულია [[დავითგარეჯი]]ს სამონასტრო კომპლექსის ეკლესიათა ან სხვა დანიშნულების გამოქვაბულთა კედლებზე. მათ შესახებ პირველი გამოქვეყნებელი ცნობა ეკუთენის აკადემიკოს გ. ჩუბიჩაშვილს. მისი აზრით, დოდოსრქის მონასტრის სატრაპეზოს კედელზე ამოკაწრული ყოფილა ქართული ანბანი, რომელიც ს. კაკაბაძეს XIV ს-ით დაუთარიღებია. X ს. შვიდი და XIII ს. ერთი (მხედრული) აბეცედარიუმი ამოკაწრულია დავითგარეჯის მრავალწყაროს ღმრთისმშობლის შობის პატარა გამოქვაბული ეკლესიის კედლებზე. X ს. აბეცედარიუმები შესრულებულია ნუსხურიდან მხედრულზე ან ასომთავრულიდან სწორ ეპიგრაფიკულ ჩუსხურზე გარდამავალი დამწერლობით, მათგან სრული სახით მოღწეულია მხოლოდ სამი აბეცედარიუმი, დანარჩენი, კელლის შელესილობის ჩამოშლის გამო, ჩაკლულია.  

11:16, 16 ნოემბერი 2023-ის ვერსია

აბეცედარიუმი მრავალწყართს მონასტრის (დავითგარეჯა) ღმრთისმშობლის შობის ეკლესიის კედელზე. XI ს.

აბეცედარიუმი – ტრადიციული რიგის მიხედეით თანამიმდევრულად ჩამოწერილი ასოები, ანბანი (ტერმინი შექმნილია ლათ. ანბანის პირველი ასოების სახელწოდღებათა – -a-be-ce-de-ს მიხედვით). ცნობილია ლურსმული, ეტრუსკული, ებრაულუ, ბერძნული, ლათინური, გლაგოლიცური, კირილიცური, სომხური, ქართთული და სხე. აბეცედარიუმები. ცნობილია როგორც სრული, ისე არასრული სახით: გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით.

უძველესად ითელება ძვ. წ. XIV ს-ით დათარიღებული ე. წ. უგარითული აბეცედარიუმი, შესრულებული ლურსმული დამწერლობით თიხის პატარა ფირფიტაზე – ამულეტზე, რასაც მაგიური დანიშნულება ჰქონდა (ავი თვალისაგან, ბოროტისაგან დასაცავად). სასწავლო დანიშნულებისა ჩანს უძეელესი (ძვ. წ. დაახლ. 700) ეტრუსკული აბეცედარიუმი, ე.წ. – მარსილიანის ანბანი, ამოკეეთილი სპილოს ძელის ოთხკუთხა დაფის ჩარჩოზე (გამორიცხული არ არის, რომ მას მაგიური დანიშნულებაც ჰქონოდა). წინაქრისტიანულ ხანაში ანბანისათვის მაგიური მნიშვნელობის მინიჭების ტრადიცია ქრისტიანულ ეპოქაშიც გადმოვიდა.

ევროპაში გავრცელებული წესით, ახალაშენებული ტაძრის კურთხევის დროს მის იატაკზე აჩ კედლებზე ბერძნული ან ლათინური ანბანი იწერებოდა (იკაწრებოდა) ნაგებობისათვის სიმტკიცის მისანიჭებლად. ამის უშუალო დადასტურებას ვხვდებით საღვთო წერილშიც, სადაც ღმერთი განსასღერულია სწორედ ანბანის ნიშნების მიხედეით (მე ვარ ანი და ჰოე, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული“, გამოცხ,, 22, 13). სასწაელო დანიშნულება ჰქონდა ფიცრის პატარა ნაჭრებზე, არყის ხის ქერქის ფურცლებზე („ბერესტები'), კერამიკული ჭურჭლის ნატეხებზე, ხელნაწერი ფურცლების აშიებზე და სხვ. ამოკვეთილ, ამოკაწრულ ან მიწერილ აბეცედარიუმებს. წერაში სავარჯიშოდ, კალმის შესამოწმებლად, ხელწერის გასასინჯავად შესრულებული აბეცედარიუმების ნაწილი მიწერილია ხელნაწერი წიგნების ფურცლების აშიებსა და ძირითადი ტექსტისაგან თავისუფალ გვერდებზე. ყდის შიდა მხარეს, მის საცავ ფურცლებზე და ა. შ. ზოგჯერ ამავე მიზნით შეიძლება იყოს ამოკაწრული ანბანის პირველი ასოები კედლის შელესილობაზე მთავარი ტექსტის ამოკაწერის დაწყებამდე.

საქართველოში, საკუთრიე ქართ. აბეცედარიუმების გარდა, ცნობილია ებრაული აბეცედარიუმიც, რომელიც ჩართულია ოქროს ფირფიტის ამულეტზე ამოკაწრული მაგიური და ისტორიული ცნობების შემცეელ ტექსტებს შორის; თარიღდება V-VI სს-ით (კ. წერეთელი).

ქართული აბეცედარიუმები შესრულებულია დამწერლობის სამივე სახეობით – ასომთაქრულით, ნუსხურითა და მხედრულით. ასომთაერული აბეცედარიუმის უძველესი ცნობილი ნიმუშია დავათის ქვასვეტის აბეცედარიუმი. იგი ამოკაწრულია ქვასვეტის ერთ-ერთი რელიეფური კომპოზსიციის – ჯვრის ამაღლების სცენაში, მთავარანგელოზებს შორის ქვის თავისუფალ ზედაპირზე და შეიცავს 37 ასონიშანს, ქვასვეტი აღმოჩენილია 1984-85 დუშეთის რაიონის სოფ. დავათის ღმრთისმშობლის ეკლესიის არქეოლოგიური გათხრების დროს. აბეცედარიუმის წვრილი კაწვრით შესრულებული პატარა ზომის ასოები, ჩანს, აქაც მაგიური დანიშნულებისაა: სალოცავად მისულმა ჰირმა ქვასეეტის სხვა ნაკაწრ წარწერებს შორის ამოკაწრა ანბანიც – ავი თვალისაგან დასაცავად, ან სხეა პირის დასალოცად, დასაწყეელად თუ ხატზე გადასაცემად. დავათის ქვასვეტი V-VI სს-ით თარიღდება, ხოლო მასზე ამოკაწრული ანბანი ჰალეოგრაფიული ნიშნებით IX-X სს-ისაა. არსებობს მოსაზრებაც, რომ დავათის ქეასვეტზე ჯვრის ამაღლების კომპოსიციაში ქართული ანბანი ამოკაწრულია მისი განდიდების მიზნით და მასში კოდირებულია ქართული ანბანის შექმნის თარიღი – ძვ. წ. 285 –284 (გ. აბრამიშვილი, ზ. ალექსიძე).

უძველესი ქართული აბეცედარიუმის მნიშვნელოვანი ნიმუშები ამოკაწრულია დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ეკლესიათა ან სხვა დანიშნულების გამოქვაბულთა კედლებზე. მათ შესახებ პირველი გამოქვეყნებელი ცნობა ეკუთენის აკადემიკოს გ. ჩუბიჩაშვილს. მისი აზრით, დოდოსრქის მონასტრის სატრაპეზოს კედელზე ამოკაწრული ყოფილა ქართული ანბანი, რომელიც ს. კაკაბაძეს XIV ს-ით დაუთარიღებია. X ს. შვიდი და XIII ს. ერთი (მხედრული) აბეცედარიუმი ამოკაწრულია დავითგარეჯის მრავალწყაროს ღმრთისმშობლის შობის პატარა გამოქვაბული ეკლესიის კედლებზე. X ს. აბეცედარიუმები შესრულებულია ნუსხურიდან მხედრულზე ან ასომთავრულიდან სწორ ეპიგრაფიკულ ჩუსხურზე გარდამავალი დამწერლობით, მათგან სრული სახით მოღწეულია მხოლოდ სამი აბეცედარიუმი, დანარჩენი, კელლის შელესილობის ჩამოშლის გამო, ჩაკლულია.

აბეცედარიუმები მოიპოვება საქართველოს თითქმის ყველა ისტორიულ რეგიონში. ზემო სვანეთში სოფ. აცის მთავარანგელოზთა ეკლესიის დასავლეთ კედელზე ამოკაწრულია XIII ს. მხედრული აბეცედარიუმი, ქართული ანბანის 37 ასო-ნიშნით. ანბანის რიგს აკლია ერთი ასო: კ (მის ადგილას ამოკაწრულია უ). მნიშენელოვანია XI-XV სს. ქართული მხედრული ანბანის შედგენილობის გასარკეევად. ითელება, რომ მხედრულ ანბანს, ნუსხურისაგან განსხეავებით, თავიდანეე აკლდა სამი ასო:
Anban 1.JPG
მაგრამ შემდეგ ამ ასოებისთვისაც შემუშავდა მხედრული სახეები: Ჱ, ჲ, ჵ (ა. შანიძე). აცის აბეცედარიუმში წარმოდგენილია ყეელა ეს ასო. ჩვაბიანის მთავარანგელოზთა ეკლესიის კედელზე ამოკაწრულია XIV– XV სს. ნუსხური არასრული (ანი-დან ქან-ის ჩათელით) ხელმოწერილი აბეცედარიუმის დასაწყისში აბეცედარიუმის შემსრულებელს შემდეგი ტექსტი ამოუკაწრაეს: „წმიდაო მთავარანგელოზი(!), შეიწყალე და აცხონე ამის მწერელი(!) გიორგი, ამენ, უფალო, კირიალეისონ“. აქ აბეცედარიუმი აშკარად მაგიური დანიშნულებისაა – იგი ამოწმებს, ამტკიცებს, ავი თეალისაგან იფარავს გიორგის და წარწერაში აღნიშნულ თხოენას.

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა ბეთანიის ტაძრის კედელსე მელნით შესრულებული ერთი წარწერა, რომლის

ტექსტში აბეცედარიუმია ჩართული. პალეოგრაფიული ნიშნებით იგი XVIII საუკუნისაა და ეკუთენის ვინმე იოსებს. მას ტაძრის სამხრეთ კედელზე ორი წარწერა გაუკეთებია. პირველში მისი სახელი მონოგრამით ხვეულადაა გადმოცემული: „ღმერთო, შეიწყალე ცოდეილი იოსებ”. მეორე წარწერა მოთავსებულია პირველის ქვემოთ. აქ, შეწყალების ფორმულის ტექსტსა და დამწერის სახელს შორის, ჩაწერილია ასომთავრული ანბანის პირველი ასოები („ღმერთო, შეიწეალე ფრიად ცოდვილი
Aso 22.JPG
, ცხადია, მაგიური მნიშენელობით და ისინი შეწყალების ტექსტის შემადგენელი ნაწილია.

ხელმოწერილი აბეცედარიუმის კიდევ ერთი ნიმუშია ფიტარეთის ღმრთისმშობლის ტაძრის შელესილობაზე შავი საღებავით მიწერილი XIV ს. ასომთავრული ანბანი. ანბანის რიგის დასრულების შემდეგ, ცალკე, მეოთხე სტრიქონად, იმაეე მელნითა და ხელით მიწერილია: „ილარჲონ დავწერე“.

აბეცედარიუმების ერთი ნაწილი ხელნაწერებზეც იმავე დანიშნულებისაა, როგორიც ეპიგრაფიკულ ძეგლებზე. ამის კარგი ნიმუშია ხელნაწერი Q-99 (XI ს.), რომლის თითქმის ყოეელ გეერდზე, ზოგჯერ ერთ გვერდზე რამდენჯერმე, გვიანდელ შუა საუკუნეებში სხვადასხვა ხელით მიწერილია ასომთავრული, ნუსხური და მხედრული აბეცედარიუმები, რომლებშიც ჩართულია ამ ავტორთა მოსახსენიებლები შეწყალების, დღეგრძელობის, შეწევნის, ცხონების და მისთ. თხოვნით.

ხელნაწერებზე აბეცედარიუმები სასწავლო მიზნითაც სრულდებოდა. მაგ., ხელნაწერ H 1872-ის ერთ გვერდზე მოთავსებული ნუსხური ანბანის ყოეელ ასოს მიწერილი აქვს მისი რიცხეითი მნიშენელობა: „ა ერთ, ბ ორ, გ სამ, დ ოთხ,.. ფ ხუთას“. ასევე სასწავლო დანიშნულებისაა ის აბეცედარიუმები, რომლებიც ხელნაწერების გვერდებზეა მიწერილი კალიგრაფიული ხელით, თითოეული ასოს მკაფიო და გარკეეული მოხაზულობით.

ვ. სილოგავა


ლიტერატურა

  • სილოგავა ვ. სვანეთის წერილობითი ძეგლები. II. თბ., 1988;
  • წერეთელი კ.მცხეთის არამეული ამულეტი. – კრ: „მცხეთა. არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები“. ტ. 11. თბ., 1996;

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები