E რიცხვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 11: ხაზი 11:
 
[[კატეგორია:ალგებრა]]
 
[[კატეგორია:ალგებრა]]
 
[[კატეგორია:მათემატიკა]]
 
[[კატეგორია:მათემატიკა]]
 +
[[კატეგორია:მათემატიკური მუდმივები]]

02:19, 10 ივნისი 2024-ის ვერსია

e რიცხვიმათემატიკური ანალიზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუდმივა;

E ricxvi003.png

ამ ზღვარს ხშირად უწოდებენ შესანიშნავ ზღვარს. ამ ზღვრის არსებობა პირველად დაადგინა დ. ბერნულიმ (1728). აღნიშვნა e შემოიღო ეილერმა – ხელნაწერებსა და წერილებში 1728 წელს, ხოლო ნაბეჭდ შრომებში 1738 წლიდან. ამ სიმბოლომ მალე ჰპოვა აღიარება, თუმცა XIX საუკუნის ბოლომდე ზოგჯერ იხმარებოდა სხვა აღნიშვნებიც. მაგალითად, ამერიკელი მათემატიკოსი კ. პირსი e-ს აღნიშნავდა E ricxvi007.png სიმბოლოთი, ხოლო π-ს – E ricxvi011.png სიმბოლოთი, რითაც მიუთითებდა ამ რიცხვებს შორის არსებულ მჭიდრო კავშირზე (1859). უფრო ადრეც (XVII ს-ში) არსებობდა ნატურალური ლოგარითმის ფუძის განსაკუთრებული აღნიშვნა, რომელთაგან ერთ-ერთი პირველი იყო ლაიბნიცის მიერ შემოღებული აღნიშვნა – ასო b სიტყვიდან basa – „ფუძე“ (ჰიუგენსისადმი მიწერილ წერილებში, 1690). e – ტრანსცენდენტური რიცხვია, რაც პირველად ფრანგმა მათემატიკოსმა ერმიტმა დაამტკიცა (1873). e=2,718281828...; მათემატიკაში და მისი გამოყენებისას მოსახერხებელია განვიხილოთ ლოგარითმები e ფუძით – ე.წ. ნატურალური ლოგარითმები. e-ს ეწოდება ნეპერის რიცხვი.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები