შავი თევზიყლაპია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''შავი თევზიყლაპია''' (ლათ. Chlidonias nigra Linnaeus, 1758) − ფრინველი [[თოლიასნაირ...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Savi tevziylapia.PNG|thumb|200px|შავი თევზიყლაპია]]
 
'''შავი თევზიყლაპია''' (ლათ. Chlidonias nigra Linnaeus, 1758) − ფრინველი [[თოლიასნაირნი|თოლიასნაირთა]] რიგიდან.
 
'''შავი თევზიყლაპია''' (ლათ. Chlidonias nigra Linnaeus, 1758) − ფრინველი [[თოლიასნაირნი|თოლიასნაირთა]] რიგიდან.
 +
 
* კლასი − ფრინველები (AVES)
 
* კლასი − ფრინველები (AVES)
 
* რიგი − [[თოლიასნაირნი]] (Lariformes)
 
* რიგი − [[თოლიასნაირნი]] (Lariformes)

მიმდინარე ცვლილება 01:31, 4 აპრილი 2025 მდგომარეობით

შავი თევზიყლაპია

შავი თევზიყლაპია (ლათ. Chlidonias nigra Linnaeus, 1758) − ფრინველი თოლიასნაირთა რიგიდან.

შავი თევზიყლაპია თოლიასნაირთა შორის პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 200-225 მმ-ია, ნისკარტი – 24-28 მმ, წონა – 55-80 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში მკვეთრად არაა გამოხატული. ზრდასრული ფრინველი ზაფხულში ძირითადად მოშავო-ასპიდურია, მაგრამ უფრო ღია, მოცისფროა ზურგზე, კუდსა და ფრთებზე. ფრთების ქვემო მფარავები მკრთალი რუხია, ხოლო კუდქვეშა თეთრი. დედალი ოდნავ უფრო ღია ფერისაა, ვიდრე მამალი. ნისკარტი შავია, ფეხები – მოწითალო-მურა. ზამთრის შეფერილობა განსხვავებულია. შუბლი, თხემის წინა ნაწილი, ლოყები და სხეულის მთელი ქვემო მხარე თეთრია. ჩიჩახვის გვერდებზე რუხი ლაქებია. თხემის უკანა ნაწილსა და კეფაზე მოშავოა; ზურგის მხარე ისეთივეა, როგორიც ზაფხულში, მხოლოდ რამდენადმე უფრო ღია ფერისაა. თვალების წინ და ყურებზე მოშავო ლაქები აქვს.

ცნობილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი შავი თევზიყლაპია – Ch. n. nigra Linn., 1758.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთი ამერიკის ზომიერი სარტყლის დიდ ნაწილს. ევროპასა და აზიაში გავრცელების ჩრდილოეთი საზღვარი ასეთია: დანია, ბალტიის ზღვა, ვოლოგდა, პერმი, სვერდლოვსკი, მინუსინსკის ველები. სამხრეთითესპანეთი, საფრანგეთი, ბულგარეთი, შავი ზღვა, ამუ-დარიისა და სირ-დარიის ქვემო დინებანი. ევრაზიის პოპულაციები ზამთრობენ აფრიკაში, ხოლო ამერიკისა – სამხრეთ ამერიკაში. საქართველოში ცნობილია როგორც მოზამთრე ფრინველი.

[რედაქტირება] ბიოტოპი

ბუდობის დროს ბინადრობს ჭაობებში, მდინარეებისა და ტბების სანაპიროებზე – უხვად განვითარებული წყლის მცენარეულობით. მიმოფრენის დროს და ზამთარში მოიპოვება როგორც შიდა წყალსატევებზე, ისე ნაწილობრივ ზღვების სანაპიროებზე.

[რედაქტირება] გამრავლება

ბუდობს კოლონიებად. ბუდეს იკეთებს დამდგარ ან მდორედ გამდინარე წყალსატევებზე, აგრეთვე ჭაობებში. მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში დებს 2-3 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 17 დღემდე გრძელდება.

[რედაქტირება] კვება

ძირითად საკვებს შეადგენენ წყლისა და წყლისმახლობელი მწერები. მათ შორის ნემსიყლაპიები, ნაირგვარი ხოჭოები, სიფრიფანაფრთიანები და მრავალი სხვა, რომელთა შორის ბევრი მავნებელია სოფლის მეურნეობისათვის.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

სასარგებლო ფრინველია, რადგან მრავლად ანადგურებს სოფლის მეურნეობის მავნე მწერებს.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები