იონიური ორდერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: <small>იონიური ორდერი: [[ანტაბლემენტი; 2. [[სვე...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:28, 2 სექტემბერი 2022 მდგომარეობით

იონიური ორდერი: ანტაბლემენტი; 2. სვეტი; 3. კარნიზი; 4. ფრიზი; 5. არქიტრავი; 6. კაპიტელი. 7. ტანი; 8. ბაზისი; 9. სტილობატი; 10. სტერეობატი

იონიური ორდერი − (ინგლ. Ionic order) – სამი მთავარი ბერძნული არქიტექტურული ორდერიდან მეორე (დორიულის შემდეგ). მისი ძირითადი, მცირეაზიური ვარიანტი ჩამოყალიბდა ძვ. საბერძნეთის იონიური პროვინციების ქვის ხუროთმოძღვრებაში ძვ. წ. 560-500 წლებში (არტემიდას ტაძარი ეფესოში).

იონიური ორდერის პროპორციები მსუბუქია და მისი ყველა ნაწილის დეკორიც მდიდრული (1. ). სხვა არქიტექტურულ ორდერთაგან განსხვავებით, მისი კვადრატული ფორმის კაპიტელი შემკულია იონიკებითა და ოთხი, სვეტის მიმართ სიმეტრიულად განლაგებული, ვოლუტით; კაპიტელის შუა ნაწილი, ექინი, შემკულია მცენარის ფოთლებში ჩასმული იონიკებით (გაჭიმული სფეროებით). იონიური ორდერის რამდენიმე ვარიანტი განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა ელინიზმის ეპოქაში.





[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები