არქიტექტურული ორდერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(კორინთული ორდერი)
(ტოსკანური ორდერი)
 
ხაზი 11: ხაზი 11:
 
იონიურისაგან განსხვავდება კაპიტელის ფორმით, რომელიც ხვიებისა და [[აკანთო]]ს სტილიზებული ფოთლების კალათის სახითაა წარმოდგენილი. ანტაბლემენში ჩნდება ახალი ელემენტი – კარნიზის მზიდი მოდულიონები, დაწვენილი კრონშტეინების სახისა. კორინთული ორდერი, რომელიც ყველაზე უფრო მორთულ-მოკაზმულია ბერძნულ ორდერთა შორის, განვითარდა და ფართოდ გავრცელდა ანტიკურ რომში.
 
=== ტოსკანური ორდერი ===
+
=== [[ტოსკანური ორდერი]] ===
დორიული ორდერის ეტრუსკული და ძველრომაული ვარიანტი, რომელიც [[აღორძინება|აღორძინების]] ეპოქაში ხუთი კლასიკური ორდერის რიცხვში შევიდა; დორიულისაგან განსხვავდება სვეტის გლუვი უკანელურო ტანით აქვს ბაზისი.  

===[[კომპოზიტური ორდერი]]===
 
===[[კომპოზიტური ორდერი]]===

მიმდინარე ცვლილება 15:58, 2 სექტემბერი 2022 მდგომარეობით

კლასიკური ორდერის ნიმუშები: 1 - ტოსკანური, 2 - დორიული, 3 და 4 - იონიური, 5 - კორინთული, 6 - კომპოზიტური

არქიტექტურული ორდერი – (ლათ. ordo - მწირივი), არქიტექტურულ-კომპოზიციური სისტემა, რომელსაც საფუძვლად უდევს დგარულ-კოჭოვანი კონსტრუქციების მზიდი და საზიდი ნაწილების გარკვეული თანაფარდობა, სტრუქტურა და მხატვრული დამუშავება. ცნობილია ხუთი ორდერი: დორიული, იონიური, კორინთული, ტოსკანური, კომპოზიტური (რთული).

სარჩევი

[რედაქტირება] დორიული ორდერი

ამ ორდერის სვეტს არა აქვს ბაზისი, მისი ტანი მცირე სიღრმის კანელურებითაა დაღარული; კაპიტელი შედგება მრგეალი ბალიშისა – ექინისა და სქელი კვადრატული ფილის – აბაკისაგან, ანტაბლემენტი ნაწევრდება არქიტრავად, ფრიზად და კარნიზად; ფრიზი ჰორიზონტალურად იყოფა ტრიგლიფებად და მეტოპებად.

[რედაქტირება] იონიური ორდერი

მთავარი თავისებურებაა ღეროს ზედა ნაწილის მსხვილი ხვიების ხვეულები (ვოლუტები) დახვეული ორივე მხარეს იონიური ორდერი შედგება სამი ჰორიზონტალური ზოლისაგან. კბილანების ხაზი ჰყოფს ფრიზს, ლავგარდანისაგან.

[რედაქტირება] კორინთული ორდერი

იონიურისაგან განსხვავდება კაპიტელის ფორმით, რომელიც ხვიებისა და აკანთოს სტილიზებული ფოთლების კალათის სახითაა წარმოდგენილი. ანტაბლემენში ჩნდება ახალი ელემენტი – კარნიზის მზიდი მოდულიონები, დაწვენილი კრონშტეინების სახისა. კორინთული ორდერი, რომელიც ყველაზე უფრო მორთულ-მოკაზმულია ბერძნულ ორდერთა შორის, განვითარდა და ფართოდ გავრცელდა ანტიკურ რომში.

[რედაქტირება] ტოსკანური ორდერი

დორიული ორდერის ეტრუსკული და ძველრომაული ვარიანტი, რომელიც აღორძინების ეპოქაში ხუთი კლასიკური ორდერის რიცხვში შევიდა; დორიულისაგან განსხვავდება სვეტის გლუვი უკანელურო ტანით აქვს ბაზისი.

[რედაქტირება] კომპოზიტური ორდერი

რთული ორდერი - კორინთული და იონიური ორდერების სახესხვაობა. მზიდი ნაწილებია სვეტი კაპიტელითა (სვეტისთავი) და ბაზისითურთ, რომლებზედაც დაყრდნობილია ანტაბლემენტი.

[რედაქტირება] წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები