ქვის კონსტრუქციები
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
[[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:სამშენებლო კონსტრუქციები]] | [[კატეგორია:სამშენებლო კონსტრუქციები]] | ||
| + | [[კატეგორია:მზიდი კონსტრუქციები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 17:12, 15 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
ქვის კონსტრუქციები – შენობა-ნაგებობათა მზიდი და შემომზღუდი კონსტრუქციები, რომელიც შესრულებულია ქვის წყობისაგან (საძირკველი, კედელი, სვეტი, ზღუდარი, კამარა, თაღი, ხიდი, ვიადუკი და სხვ.).
ქვის კონსტრუქციები სტრუქტურის მიხედვით არის სიღრუეებიანი და მთლიანკვეთიანი; დამზადების მიხედვით – ბუნებრივი (ტუფი, კირქვა, ნიჟარქვა, ქვიშაქვა, ტრეპელი, დიატომიტი) და ხელოვნური (თიხის აგური, კერამიკული ბლოკები, მსუბუქი და მძიმე ბეტონის მასიური და სიღრუეებიანი ბლოკები, სილიკატური მსხვილი ბლოკები, უჯრედოვანი ბეტონის ქვები და სხვ.). ქვის წყობის ხარისხი დამოკიდებულია შემკვრელ დუღაბზე, რომელიც შეიძლება იყოს ცემენტის, კირის, თიხისა და შერეული. ყველა სახის დუღაბი მზადდება შემკვრელის, წვრილმარცვლოვანი შემვსების (ქვიშა), წყლისა და პლასტიფიკატორისაგან.
ქვის კონსტრუქციები ხანგამძლე და ცეცხლმედეგია. შეიძლება დამზადდეს ადგილობრივი საშენი მასალისგან, წყობა კარგად მუშაობს კუმშვაზე, მაგრამ ცუდად – გაჭიმვაზე, ამიტომ ამ ნაკლის გამოსასწორებლად ხშირად მიმართავენ წყობის მოცულობით ან ზედაპირულ გარსაკრით დაარმატურებას.