მონეტარიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მონეტარიზმი''' - (monetarism) - ერთ-ერთი ძირითადი მაკროეკონომიკური თ...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''მონეტარიზმი''' - (monetarism) - ერთ-ერთი ძირითადი მაკროეკონომიკური თეორია, რომელიც იკვლევს ფულის მრავალწახნაგოვან ასპექტებს და მის გავლენას ეროვნულ [[ეკონომიკა|ეკონომიკაზე]]. მონეტარული თეორიის წარმომადგენლები (მ. ფრიდმენი, ფ. კეიგანი, ა. მელტცერი, ფ. ჰაიეკი და სხვ.) იცავენ დებულებას ეკონომიკური სისტემის თვითრეგულირების შესახებ, ხოლო [[ეკონომიკა|ეკონომიკის]] არასტაბილურობას ფულადი სისტემის მერყეობით ხსნიან.
+
'''მონეტარიზმი''' - (monetarism), ერთ-ერთი ძირითადი [[მაკროეკონომიკა|მაკროეკონომიკური]] თეორია, რომელიც იკვლევს [[ფული]]ს მრავალწახნაგოვან ასპექტებს და მის გავლენას ეროვნულ [[ეკონომიკა|ეკონომიკაზე]]. მონეტარული თეორიის წარმომადგენლები ([[ფრიდმენი მილთონ|მ. ფრიდმენი]], ფ. კეიგანი, ა. მელტცერი, ფ. ჰაიეკი და სხვ.) იცავენ დებულებას ეკონომიკური სისტემის თვითრეგულირების შესახებ, ხოლო ეკონომიკის არასტაბილურობას ფულადი სისტემის მერყეობით ხსნიან.
  
 
ტერმინი მონეტარიზმი შემოიღო კარლ ბრუნერმა 1968 წელს და ჩვეულებრივ, გამოიყენება იმ შეხედულების გამოსახატავად, რომლის მომხრეებიც თვლიან, რომ
 
ტერმინი მონეტარიზმი შემოიღო კარლ ბრუნერმა 1968 წელს და ჩვეულებრივ, გამოიყენება იმ შეხედულების გამოსახატავად, რომლის მომხრეებიც თვლიან, რომ
ერთობლივი ფულადი შემოსავლის დონის ცვლილებას ძირითადად განაპირობებს ფულადი მასის მოცულობის ცვლილება. მონეტარიზმის ფუძემდებლად აღიარებულია მილთონ ფრიდმენი, რომელმაც თავის ნაშრომებში - «ფულის რაოდენობრივი თეორია. ახალი ფორმულირება», «ფულის მიმოქცევის ისტორია [[ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ)|ამერიკის შეერთებულ შტატებში]] 1867-1960 წლებში» (ა. შვარცთან ერთად) - დაასაბუთა ფულის ახალი როლი თანამედროვე ეკონომიკაში, ფულად-საკრედიტო რეგულირების პრიორიტეტი ეკონომიკის სტაბილიზაციაში. მონეტარიზმი ფულის რაოდენობრივი თეორიის სახეშეცვლილი ვარიანტია. მისი არსი გამოიხატება შემდეგში: ფული საბაზრო მეურნეობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობა განმსაზღვრელ ზემოქმედებას ახდენს წარმოების დინამიკასა და ფასების დონეზე. ამიტომ ეკონომიკის სტაბილიზაციისათვის საკმარისია [[სახელმწიფო|სახელმწიფომ]] გაატაროს აქტიური ფულადი პოლიტიკა და არ გამოიყენოს საბიუჯეტო-საგადასახადო ბერკეტები. ცენტრალურმა [[ბანკი|ბანკმა]] ზემოქმედება უნდა მოახდინოს ფულად მიწოდებაზე. ფულადი მასის მატების ტემპი წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 3-5%-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო მეწარმეობის მექანიზმი დაინგრევა და ინფლაცია გაიზრდება. ეკონომიკაზე სახელმწიფოს ზემოქმედება შემოიფარგლება ფულადიმასის მუდმივი ზრდის ტემპების შენარჩუნებით.
+
ერთობლივი ფულადი შემოსავლის დონის ცვლილებას ძირითადად განაპირობებს ფულადი მასის მოცულობის ცვლილება.  
  
მონეტარიზმი დაუპირისპირდა [[კეინზიანელობა|კეინზიანელობას]] და იგი «ანტიკეინზიანურ რევოლუციად» არის აღიარებული. ფრიდმენი და «ჩიკაგოს სკოლის» სხვა წარმომადგენლები, კეინზისაგან განსხვავებით, ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის წინააღმდეგნი არიან. მათი აზრით, სახელმწიფოს სოციალური დანახარჯები, ერთი მხრივ, ზრდის [[ბიუჯეტი|ბიუჯეტის]] [[დეფიციტი (ეკონომიკა)|დეფიციტსა]] და [[ინფლაცია|ინფლაციას]], მეორე მხრივ, შრომის სტიმულების დაცემით აქვეითებს წარმოების ეფექტიანობას. მონეტარისტებისათვის ეკონომიკა, პირველ ყოვლისა, არის ბაზარი, ხოლო [[ბაზარი (ეკონომიკა)|ბაზარი]] - თვითრეგულირებადი სისტემა, რომელზედაც ზემოქმედება შესაძლებელია უპირატესად ფულადი მასის მოცულობის რეგულირებით.
+
მონეტარიზმის ფუძემდებლად აღიარებულია მილთონ ფრიდმენი, რომელმაც თავის ნაშრომებში - „ფულის რაოდენობრივი თეორია. ახალი ფორმულირება”, „ფულის მიმოქცევის ისტორია ამერიკის შეერთებულ შტატებში 1867-1960 წლებში” (. შვარცთან ერთად) - დაასაბუთა ფულის ახალი როლი თანამედროვე ეკონომიკაში, ფულად-საკრედიტო რეგულირების პრიორიტეტი ეკონომიკის სტაბილიზაციაში.  
  
XX საუკუნის 90-იანი წლების II ნახევრიდან მონეტარიზმი საფუძვლად დაედო აშშ-ისა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას. ბოლო
+
მონეტარიზმი [[ფულის რაოდენობრივი თეორია|ფულის რაოდენობრივი თეორიის]] სახეშეცვლილი ვარიანტია. მისი არსი გამოიხატება შემდეგში: ფული საბაზრო მეურნეობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობა განმსაზღვრელ ზემოქმედებას ახდენს წარმოების დინამიკასა და ფასების დონეზე. ამიტომ ეკონომიკის სტაბილიზაციისათვის საკმარისია [[სახელმწიფო|სახელმწიფომ]] გაატაროს აქტიური [[ფულადი პოლიტიკა]] და არ გამოიყენოს საბიუჯეტო-საგადასახადო ბერკეტები. ცენტრალურმა [[ბანკი|ბანკმა]] ზემოქმედება უნდა მოახდინოს ფულად მიწოდებაზე. ფულადი მასის [[მატების ტემპი (ეკონომიკა)|მატების ტემპი]] წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 3-5%-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო [[მეწარმეობა|მეწარმეობის]] მექანიზმი დაინგრევა და [[ინფლაცია]] გაიზრდება. ეკონომიკაზე სახელმწიფოს ზემოქმედება შემოიფარგლება ფულადი მასის მუდმივი [[ზრდის ტემპი (ეკონომიკა)|ზრდის ტემპების]] შენარჩუნებით.
პერიოდში მონეტარული თეორიის ნაკლოვანებებმა თავი იჩინა მსოფლიო ეკონომიკურ პოლიტიკაში. გლობალური ფინანსური კრიზისის წარმოშობის ერთ-ერთ
+
მთავარ მიზეზს სწორედ მ. ფრიდმენის მონეტარულ თეორიას უკავშირებენ. ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში საკრედიტო რეგულირების შესუსტებამ, საბიუჯეტო-საგადასახადო რეგულირების იგნორირებამ, წინა პლანზე ფულის ფენომენის წამოწევამ გზაგაუხსნა ვირტუალურ ეკონომიკას და მსოფლიოს ფინანსური კრიზისისკენ უბიძგა, რასაც მოჰყვა ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელება და ერთობლივი მოთხოვნის დაცემა. მონეტარიზმის «ინტელექტუალურმა
+
კოლაფსმა» კითხვის ქვეშ დააყენა ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა. ასეთ სიტუაციაში წინა პლანზე ისევ კეინზიანური თეორიის პოსტულატებმა წამოიწია.
+
  
==წყარო==
+
მონეტარიზმი დაუპირისპირდა [[კეინზიანელობა|კეინზიანელობას]] და იგი „ანტიკეინზიანურ რევოლუციად” არის აღიარებული. ფრიდმენი და „ჩიკაგოს სკოლის” სხვა წარმომადგენლები, კეინზისაგან განსხვავებით, ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის წინააღმდეგნი არიან. მათი აზრით, სახელმწიფოს სოციალური დანახარჯები, ერთი მხრივ, ზრდის [[ბიუჯეტის დეფიციტი|ბიუჯეტის დეფიციტსა]] და [[ინფლაცია|ინფლაციას]], მეორე მხრივ, შრომის სტიმულების დაცემით აქვეითებს წარმოების ეფექტიანობას. მონეტარისტებისათვის ეკონომიკა, პირველ ყოვლისა, არის [[ბაზარი (ეკონომიკა)|ბაზარი]], ხოლო ბაზარი - თვითრეგულირებადი სისტემა, რომელზედაც ზემოქმედება შესაძლებელია უპირატესად ფულადი მასის მოცულობის რეგულირებით.
[[თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
+
  
 +
XX საუკუნის 90-იანი წლების II ნახევრიდან მონეტარიზმი საფუძვლად დაედო [[აშშ]]-ისა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის [[ეკონომიკური პოლიტიკა|ეკონომიკურ პოლიტიკა]]ს. ბოლო პერიოდში მონეტარული თეორიის ნაკლოვანებებმა თავი იჩინა მსოფლიო ეკონომიკურ პოლიტიკაში. გლობალური ფინანსური კრიზისის წარმოშობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს სწორედ მ. ფრიდმენის მონეტარულ თეორიას უკავშირებენ. ქვეყნის [[ფულად-საკრედიტო პოლიტიკა]]ში საკრედიტო რეგულირების შესუსტებამ, საბიუჯეტო-საგადასახადო რეგულირების იგნორირებამ, წინა პლანზე [[ფული]]ს ფენომენის წამოწევამ გზაგაუხსნა ვირტუალურ ეკონომიკას და მსოფლიოს ფინანსური კრიზისისკენ უბიძგა, რასაც მოჰყვა [[ეკონომიკური ზრდა|ეკონომიკური ზრდის]] ტემპების შენელება და ერთობლივი მოთხოვნის დაცემა.
  
 +
მონეტარიზმის „ინტელექტუალურმა კოლაფსმა” კითხვის ქვეშ დააყენა ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა. ასეთ სიტუაციაში წინა პლანზე ისევ კეინზიანური თეორიის პოსტულატებმა წამოიწია.
 +
 +
 +
 +
==წყარო==
 +
[[თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:ეკონომიკური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:ეკონომიკური ტერმინები]]
 +
[[კატეგორია:ეკონომიკური თეორია]]

მიმდინარე ცვლილება 14:27, 13 დეკემბერი 2022 მდგომარეობით

მონეტარიზმი - (monetarism), ერთ-ერთი ძირითადი მაკროეკონომიკური თეორია, რომელიც იკვლევს ფულის მრავალწახნაგოვან ასპექტებს და მის გავლენას ეროვნულ ეკონომიკაზე. მონეტარული თეორიის წარმომადგენლები (მ. ფრიდმენი, ფ. კეიგანი, ა. მელტცერი, ფ. ჰაიეკი და სხვ.) იცავენ დებულებას ეკონომიკური სისტემის თვითრეგულირების შესახებ, ხოლო ეკონომიკის არასტაბილურობას ფულადი სისტემის მერყეობით ხსნიან.

ტერმინი მონეტარიზმი შემოიღო კარლ ბრუნერმა 1968 წელს და ჩვეულებრივ, გამოიყენება იმ შეხედულების გამოსახატავად, რომლის მომხრეებიც თვლიან, რომ ერთობლივი ფულადი შემოსავლის დონის ცვლილებას ძირითადად განაპირობებს ფულადი მასის მოცულობის ცვლილება.

მონეტარიზმის ფუძემდებლად აღიარებულია მილთონ ფრიდმენი, რომელმაც თავის ნაშრომებში - „ფულის რაოდენობრივი თეორია. ახალი ფორმულირება”, „ფულის მიმოქცევის ისტორია ამერიკის შეერთებულ შტატებში 1867-1960 წლებში” (ა. შვარცთან ერთად) - დაასაბუთა ფულის ახალი როლი თანამედროვე ეკონომიკაში, ფულად-საკრედიტო რეგულირების პრიორიტეტი ეკონომიკის სტაბილიზაციაში.

მონეტარიზმი ფულის რაოდენობრივი თეორიის სახეშეცვლილი ვარიანტია. მისი არსი გამოიხატება შემდეგში: ფული საბაზრო მეურნეობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობა განმსაზღვრელ ზემოქმედებას ახდენს წარმოების დინამიკასა და ფასების დონეზე. ამიტომ ეკონომიკის სტაბილიზაციისათვის საკმარისია სახელმწიფომ გაატაროს აქტიური ფულადი პოლიტიკა და არ გამოიყენოს საბიუჯეტო-საგადასახადო ბერკეტები. ცენტრალურმა ბანკმა ზემოქმედება უნდა მოახდინოს ფულად მიწოდებაზე. ფულადი მასის მატების ტემპი წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 3-5%-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო მეწარმეობის მექანიზმი დაინგრევა და ინფლაცია გაიზრდება. ეკონომიკაზე სახელმწიფოს ზემოქმედება შემოიფარგლება ფულადი მასის მუდმივი ზრდის ტემპების შენარჩუნებით.

მონეტარიზმი დაუპირისპირდა კეინზიანელობას და იგი „ანტიკეინზიანურ რევოლუციად” არის აღიარებული. ფრიდმენი და „ჩიკაგოს სკოლის” სხვა წარმომადგენლები, კეინზისაგან განსხვავებით, ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის წინააღმდეგნი არიან. მათი აზრით, სახელმწიფოს სოციალური დანახარჯები, ერთი მხრივ, ზრდის ბიუჯეტის დეფიციტსა და ინფლაციას, მეორე მხრივ, შრომის სტიმულების დაცემით აქვეითებს წარმოების ეფექტიანობას. მონეტარისტებისათვის ეკონომიკა, პირველ ყოვლისა, არის ბაზარი, ხოლო ბაზარი - თვითრეგულირებადი სისტემა, რომელზედაც ზემოქმედება შესაძლებელია უპირატესად ფულადი მასის მოცულობის რეგულირებით.

XX საუკუნის 90-იანი წლების II ნახევრიდან მონეტარიზმი საფუძვლად დაედო აშშ-ისა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას. ბოლო პერიოდში მონეტარული თეორიის ნაკლოვანებებმა თავი იჩინა მსოფლიო ეკონომიკურ პოლიტიკაში. გლობალური ფინანსური კრიზისის წარმოშობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს სწორედ მ. ფრიდმენის მონეტარულ თეორიას უკავშირებენ. ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში საკრედიტო რეგულირების შესუსტებამ, საბიუჯეტო-საგადასახადო რეგულირების იგნორირებამ, წინა პლანზე ფულის ფენომენის წამოწევამ გზაგაუხსნა ვირტუალურ ეკონომიკას და მსოფლიოს ფინანსური კრიზისისკენ უბიძგა, რასაც მოჰყვა ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელება და ერთობლივი მოთხოვნის დაცემა.

მონეტარიზმის „ინტელექტუალურმა კოლაფსმა” კითხვის ქვეშ დააყენა ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა. ასეთ სიტუაციაში წინა პლანზე ისევ კეინზიანური თეორიის პოსტულატებმა წამოიწია.


[რედაქტირება] წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები