გუდარეხის მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Gudarexis monasteri.JPG|thumb|გუდარეხის მონასტერი]]
 
[[ფაილი:Gudarexis monasteri.JPG|thumb|გუდარეხის მონასტერი]]
'''გუდარეხის მონასტერი''' (ინგლ. Gudarekh Monastery) – XII-XIII საუკუნეების ქართული [[ხუროთმოძღვრება|ხუროთმოძღვრების]] მნიშვნელოვანი ძეგლი. მდებარეობს ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ გუდარეხის მიდამოებში, ტყეში. კომპლექსში შემავალი [[ნაგებობა|ნაგებობებია]]: მთავარი ტაძარი, სამრეკლო, საჟამნო, ჯვრიანი შენობა, ჩუქურთმიანი შენობა, ზღუდე, ჭიშკარი, სასახლე, საჯინიბო, [[მარანი]], [[სენაკი]] I, სენაკი II, სენაკი III, შენობა I, შენობა III, პილასტრებიანი შენობა, კლდეში გამოკვეთილი ნაგებობები და შალვას ეკლესია.
+
'''გუდარეხის მონასტერი''' (ინგლ. Gudarekh Monastery) – სამონასტრო კომპლექსი ქვემო [[ქართლი|ქართლში]], მდებარეობს სოფელ გუდარეხის (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქია) ტერიტორიაზე, მდინერე გუდარეხისწყლის (მდინრე ალგეთის მარჯვენა შენაკადი) სათავეებში.  
  
სამონასტრო კომპლექსის ნაგებობათა ერთი ჯგუფი – სასახლე, საჯინიბო, მარანი, საჟამნო, სენაკები, ჯვრიანი შენობა, ჩუქურთმიანი შენობა, ზღუდე, ჭიშკარი, პილასტრებიანი შენობა, კლდეში გამოკვეთილი ნაგებობები მიეკუთვნება XII საუკუნეს, მთავარი ტაძარი და [[სამრეკლო]] XIII საუკუნეს, ხოლო პილასტრებიანი შენობის [[მინაშენი|მინაშენები]] – XVI-XVII საუკუნეებს.
+
გალავნით გარშემორტყმული სამონასტრო კომპლექსი, დაახლოებით, 4,5 ჰა ფართობს მოიცავს და შედგება მთავარი ტაძრის, [[სამრეკლო]]ს, სასახლის, ბერების საცხოვრებელი [[სენაკი|სენაკების]], სატრაპეზოს, [[მარანი|მარნის]], [[თონე|თონის]], [[ბეღელი|ბეღლის]], საჯინობოსა და სხვადასხვა სამეურნეო თუ საკულტო დანიშნულების [[ნაგებობა|ნაგებობისგან]], რომელთაგან ნაწილი დანგრეულია.
 +
 
 +
გუდარეხის სამონასტრო კომპლექსი გაშენებულია გრძელ და ვიწრო კლდეზე, რომლის თავი და ბოლო ნაწილი ფართოვდება. [[შენობა|შენობათა]] უმრავლესობა თლილი ქვით არის ნაგები და ქვით დამუშავების მაღალი ტექნიკითაც გამოირჩევა.
 +
 
 +
ნაგებობები და განათხარი არქეოლოგიური მასალა (1938-1939 წწ. ხელმძღვ. ლ. მუსხელიშვილი) ორ ქრონოლოგიურ ჯგუფად იყოფა: [[ეკლესია]], სასახლე, სენაკები, მარანი, [[პილასტრი|პილასტრებიანი]] შენობა, [[ჩუქურთმა|ჩუქურთმიან]] შენობათა კომპლექსი და საჯინიბო XII-XIII სს-ით და XIV ს. I მეოთხედით თარიღდება, ხოლო პილასტრებიანი შენობის ჩრდილო-დასავლეთით არსებული სხვადასხვა ნაგებობები XVI-XVII სს. განეკუთვნება. [[არქეოლოგიური გათხრები]]ს შედეგად აღმოჩენილი კერამიკული ნაწარმი, როგორც საყოფაცხოვრებო ([[ქვევრი|ქვევრები]], ქოცოები, [[დოქი თიხისა|დოქები]], [[სურა|სურები]], [[ფიალა|ფიალები]], [[კეცი (ჭურჭელი)|კეცები]], [[ქოთანი|ქოთნები]]), ისე სამშენებლოც ([[კრამიტი|კრამიტები]], [[აგური (სამშენებლო მასალა)|აგურები]], წყალსადენის მილები) ორი ქრონოლოგიურ შრედ იყოფა. კერამიკული წარმოების ნაშთების აღმოჩენა ადასტურებს, რომ გუდარეხში [[მეთუნეობა]] იყო განვითარებული. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი 19 [[მონეტა]] (3 [[გიორგი III (საქართველოს მეფე)|გიორგი III]]-ის, 6 – [[თამარ მეფე|თამარ მეფის]], 5 – [[ლაშა-გიორგი]]ს, 2 – რუსუდან მეფის და 1 – მონღოლური) გვაფიქრებინებს, რომ XIII ს-ში აქ ინტენსიური ცხოვრება მიმდინარეობდა.
 +
 
 +
====წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია====
 
[[ფაილი:Gudarexi 3.JPG|thumb|მარცხნივ|აღმოსავლეთი ფასადის ნიში]]
 
[[ფაილი:Gudarexi 3.JPG|thumb|მარცხნივ|აღმოსავლეთი ფასადის ნიში]]
ტაძარს ორი მინაშენი ჰქონია. ჩრდილოთის მხრიდან მიშენებული აქვს [[აფსიდა|აფსიდიანი]] [[ეგვტერი]], რომელშიც რაღაც ძველი ნაგებობის (შესაძლოა X-XI საუკუნეების) ნაშთებია ჩართული. ეს მინაშენი ფარავს ტაძრის თლილი ქვით ნაშენ [[პერანგი (არქიტექტურა)|პერანგს]], რაც მის გვიანდელობაზე უნდა მიუთითებდეს (თუ თავდაპირველად ამ მხარეს ეგვტერის აშენება იყო გადაწყვეტილი, მაშინ ძირითად კედელს ქვის პერანგით არ შემოსავდნენ). ეგვტერის კედლებისთვის ძველი ქვებიც არის გამოყენებული, მათგან ორი ქვა წარწერიანია (წარწერები პალეოგრაფიულად X-XI საუკუნეებზე მიგვითითებს). ერთი მთავრული ასოებიანი წარწერიანი ქვა კედლის წყობაში შვეულად არის ჩასმული, რაც იმას, მოწმობს, რომ ქვა სხვა ადგილიდან არის მოტანილი და მეორედაა გამოყენებული. სხვა შემთხვევაში, ბუნებრივია, წარწერას შვეულად არავინ მოათავსებდა. მეორე გვიანი ხანის კარიბჭე ტაძარს სამხრეთის მხრიდან ჰქონდა. ორივე ეს მინაშენი ამჟამად დანგრეულია. ტაძრის სამხრეთ კედელზე მოთავსებული წარწერის თანახმად გუდარეხის მთავარი ტაძარი აუგია ხუროთმოძღვარ ჭიჭაფორიძეს. [[თამარ მეფე|თამარ მეფის]] ქალიშვილის რუსუდანის მეფობის (1223-1245 წწ.) დროს.
+
გუდარეხის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ნაგებობა [[წმინდა გიორგი|წმ. გიორგი]]ს დარბაზული ტიპის, დიდი ერთნავიანი ეკლესია ნაგებია კარგად გათლილი [[კვადრი|კვადრებით]]. მოპირკეთებული [[ფასადი|ფასადები]] მდიდრულად არის მოჩუქურთმებული. აღმოსავლეთის ფასადს ამკობს ორი სამკუთხა [[ნიში]]. [[სარკმელი|სარკმლის]] თავზე დიდი, მოპირკეთებული ჯვარია, მოჩუქურთმებული სარკმლის ქვემოთ კი – ორი მოჩუქურთმებული კვადრი. ეკლესიას ორი [[მინაშენი]] ჰქონდა სამხრეთით კარიბჭე, ჩრდილოეთით ეკვდერი (ამჟამად ორივე დანგრეულია). წარწერის უკეთ გამოჩენის მიზნით [[ექვთიმე ღვთისკაცი|ექვთიმე ღვთისკაცმა]] (თაყაიშვილი) ეს კარიბჭე მოანგრევინა. ეკლესიის შიდა [[კედელი|კედლებზე]] შემორჩენილია [[ფრესკა|ფრესკების]] კვალი. გუდარეხის წმ. გიორგის ეკლესიის ზომებია (გარედან მინაშენის გარეშე): სიგრძე- 16,2 მ, სიგანე-9,5 მ.
 +
 
 
[[ფაილი:Gudarexi 4.JPG|thumb|ჯვარი აღმოსავლეთის ფასადზე]]
 
[[ფაილი:Gudarexi 4.JPG|thumb|ჯვარი აღმოსავლეთის ფასადზე]]
ტაძარი ერთნავიანი დარბაზული ნაგებობაა. ნაშენია კარგად გათლილი [[კვადრი|კვადრებით]]. აღმოსავლეთ [[ფასადი|ფასადზე]] იმ დროის გუმბათოვანი ტაძრებისთვის შემუშავებული, უკვე კანონიკურად ქცეული სქემაა გამოყენებული (მცირე ვარიაციით): [[საკურთხეველი|საკურთხევლის]] [[სარკმელი|სარკმლის]] ორივე მხარეს, კედელში ვიწრო, შუა ღერძისკენ გადაწეული, ლილვებითა და სამყურა კუწუბებით მორთული თითო სამკუთხა [[ნიშა (არქიტექტურა)|ნიშაა]] ჩასმული, ამ ნიშებში გადის საკურთხევლის აფსიდის ორი სხვა სარკმელი. ნიშებს თავზე სამ-სამი რელიეფური კოპი აზის კომპოზიციის ცენტრში დიდი, ჩუქურთმიანი კვადრატული [[საპირე|საპირით]] მოჩარჩოებული [[თაღოვანი სარკმელი]]. მას თავზე უზარმაზარი [[ჯვარი]] აზის, ხოლო ქვემოთ რომბების წყვილი აქვს გამობმული.
+
გუდარეხის წმ. გიორგის ეკლესიის სამხრეთ კედელზე დიდ, გაბზარულ ქვაზე ასომთავრულით შესრულებულია სამშენებლო წარწერა, რომელიც ტაძრის აგების თანადროულად მიიჩნევა: „''სახელითა ღმრთისაითა და მეოხებითა წმიდისა გიორგი მთავარმოწამესავთა აეშენა ესე ეკლესია ჴელითა ფრიად ცოდვილისა ჭიჭაფორესძისავთა სალოცველად და სადიდებლად დედოფალ-დედოფლისათჳს რუსუდან დედოფლისა და შვილთა მისთა დღეგრძელობისა და ს(უ)ელისა თ(ა)ყ(ა)ის(ა)თ(უი)ს. ეს წმიდაჲ ეკლესია. მე, გლახაკმა ანტონი მანგლელმა, ვაკურთხე უფასოდ სულისა ჩემისათჳს''“.
 +
 
 +
წარწერის მიხედვით, გუდარეხის წმ. გიორგის ეკლესია ააგო [[ხუროთმოძღვარი|ხუროთმოძღვარმა]] ჭიჭაფორისძემ რუსუდან დედოფლის, მისი შვილების დღეგრძელობისა და თაყას სულის მოსახსენიებლად. ამ წარწერაში მოხსენიებული რუსუდან დედოფალი პირველად შეცდომით იყო გაიგივებული თამარ მეფის მამიდა რუსუდანთან ([[ბაქრაძე დიმიტრი|დ. ბაქრაძე]], [[მარი ბროსე|მ. ბროსე]]), შემდეგ რუსუდან მეფესთან (ექვთიმე ღვთისკაცი თავდა (თაყაიშვილი) და სხვ.) ტექსტის ერთი ადგილის მცდარი წაკითხვის გამო. წარწერაში მოსენიებული რუსუდან დედოფალი [[დემეტრე II თავდადებული]]ს ასული და თაყა ფანასკერტელის ქვრივია. იგი მონღოლთა დიდი [[ვეზირი|ვეზირის]], ბუღას ვაჟზე იყო გათხოვილი. ბუღას [[აჯანყება|აჯანყების]] დამარცხებისა და მისი ოჯახის წევრების სიკვდილით დასჯის შემდეგ, [[საქართველო]]ში დაბრუნდა და თაყა ფანასკერტელს გაჰყვა ცოლად. [[იერუსალიმის ჯვრის მონასტერი|იერუსალიმის ჯვრის მონასტრის]] [[აღაპი|აღაპების]] მიხედვით, რუსუდანმა და თაყა ფანასკერტელმა 7 000 თეთრი გაუგზავნეს იერუსალიმის ჯვრის მონასტერს. გარდა ამისა, რუსუდანმა იმავე მონასტერს 1 000 თეთრი ცალკე შესწირა თავისი სულის სააღაპედ. რუსუდან დედოფალმა და თაყა ფანასკერტელმა 1306 წ. ოლთისში (ფანასკერტელების საგვარეულო მამული) ვაჩეძორის ეკლესიის ეკვდერი ააშენეს.
 
[[ფაილი:Gudarexi 5.JPG|thumb|მარცხნივ|მოჩუქურთმებული კვადრატები აღმოსავლეთის ფასადზე]]
 
[[ფაილი:Gudarexi 5.JPG|thumb|მარცხნივ|მოჩუქურთმებული კვადრატები აღმოსავლეთის ფასადზე]]
აღსანიშნავია, რომ გუდარეხში ცვლილება განიცადა ფასადების გაფორმების დეკორაციულმა კომპოზიციამ, რომელიც [[სამთავისი (ტაძარი)|სამთავისი]]დან მოყოლებული დიდი ხნის მანძილზე კანონად იყო ქცეული. გუდარეხში აღარ არის გარე კედლების დეკორაციული [[თაღედი]]. ამ დროიდან თანდათანობით მეტ მნიშვნელობას იძენს გლუვ ზედაპირიანი კედელი. აღმოსავლეთისგან განსხვავებით დანარჩენი ფასადების კედლები მცირედაა დანაწევრებული. ჩუქურთმები მაღალ პროფესიულ დონეზეა შესრულებული. [[ინტერიერი (არქიტექტურა)|ინტერიერში]] აქა-იქ შემორჩენილია კედლის მხატვრობის ძლიერ დაზიანებული ფრაგმენტები. გუდარეხის მთავარი ეკლესიის [[კანკელი|კანკელში]] ძველი, XII საუკუნის კანკელის ფრაგმენტები იყო ჩართული, რომელიც ამჟამად [[თბილისი|თბილისში]], ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.
+
გუდარეხის ეკლესიის ყველაზე ადრეულ წარწერად მიიჩნევა ამ ეკლესიის კედლებში ვერტიკალურად ჩაშენებული ძველი ტაძრის წარწერებიანი ქვები, რომლებიც. ხუროთმოძღვარმა ჭიჭაფორისძემ ძველი შენობის ფრაგმენტებთან ერთად [[საშენი მასალა|სამშენებლო მასალად]] გამოიყენა. ორ ქვაზე ლამაზი ასომთავრულით წერია: „[[ქრისტე]], შეიწყალე გიორგი“, „ქრისტე, შეიწყალე [[ადამი|ადამ]]“. სპეციალისტების აზრით, ადამი და გიორგი ძველი ტაძრის [[ქტიტორი|ქტიტორები]] იყვნენ. პალეოგრაფიულად ეს წარწერები XI-XII სს-ით თარიღდება.
 +
 
 +
==== სამრეკლო ====
 +
[[ფაილი:Gudarexi 8.JPG|thumb|სამრეკლო]]
 +
გუდარეხში მდებარეობს პირველი, თარიღიანი წარწერის მქონე ორსართულიანი სამრეკლო, რომლის ქვედა სართული ღიაა, ზემოთ კი 8-მალიანი ფანჩატურია. წარწერა შესრულებულია ასომთავრულით: „''ადიდენ ღმერთმან ძლიერი და უძლეველი მეფეთ-მეფე დიმიტრი. მე მიწა. მეფობისა მათისა, უღირსი მღვდელი (ახალი წაკითხვით მზრდელი) და ჯუარისმტვირთველი აბრაჰამ, ღირს ვიქმენ აღშენებად სამრეკლოთა ამათ, სადიდებლად სულისა ჩემისა და ძმისა ჩემისა შეიწირენ ღმერთმან და ყოვლად წმიდამან მშობელმან მისმან, ამინ. ქორონიკონსა უჟჱ''“. წარწერის მიხედვით, სამრეკლო 1278 წ. ააშენა დემეტრე მეფის ჯვარისმტვირთველმა აბრაჰამმა. ის ცნობილი ისტორიული პირია. [[აბრაჰამ I|აბრაჰამი]] 1284 წ. საქართველოს [[კათოლიკოსი]] გახდა. მანვე ჩამოასვენა 1289 წ. წამებული დემეტრე II თავდადებულის ცხედარი და [[სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი|სვეტიცხოველში]] დაკრძალა. მისი სახელი, ჟამთააღმწერლის გარდა, რამდენიმე ისტორიულ დოკუმენტშიც გვხვდება.
 +
 
 +
==== სასახლე ====
 +
გუდარეხის სამონასტრო კომპლექსის ერთ-ერთი შესანიშნავი ნაგებობაა სასახლე, რომელიც მთავარი ტაძრიდან 3 მ-ის მოშორებით დგას იგი აშენებულია ხელოვნურად შექმნილ ბაქანზე. სასახლის ზომებია: 17,80 მ X 7 მ. სამშენებლო ტექნიკის თვალსაზრისით, სასახლე და ტაძარი ერთმანეთის მსგავსია, რაც მათი ქრონოლოგიურ თანადროულობით აიხსენება.
 +
 
 +
სასახლის პირველ სართულზე [[მარანი]]ა მოთავსებული, მეორე სართულზე – მოხატული დარბაზი. სასახლე ჩარდახოვანი [[კამარა|კამარით]] იყო გადახურული. სამშენებლო ტექნიკის მაღალი დონით გამოირჩევა მარანი, სადაც იყო ფილაქნებით მოპირკეთებული [[იატაკი]], ტკბილის დასაწრეტი აუზი, ქვაში ამოჭრილი [[საწნახელი]] და 16 სხვადასხვა ზომის ქვევრი. სასახლესთან მიდგმულია ოროთახიანი შენობა, რომელიც სავარაუდოდ, [[სამზარეულო]]ს როლს ასრულებდა.
 +
 
 +
====ორსართულიანი ნაგებობა, ====
 +
მთავარ ტაძართან, რამდენიმე მეტრის მოშორებით ორსართულიანი ნაგებობა დგას, რომლის მეორე სართულზე იყო [[ბუხარი]] [[საკვამლე მილი]]თ. კედლები [[ბათქაში]]თ იყო შელესილი და [[ორფერდა სახურავი]]თ გადახურული. ოთახებში აღმოჩნდა თახჩები. პირველი [[სართული]]ს ერთ ოთახში სიმხურვალის შენარჩუნების მიზნით ორი თონე იყო ერთმანეთში ჩადგმული. კედელში ჩატანებული თიხის მილით წყალი გარეთ იქცეოდა. მეორე სართულზე ბერების საცხოვრებელი სენაკები იყო, პირველ სართულზე – სამეურნეო დანიშნულების ოთახები. ამ შენობის გარეთ მდებარეობდა ორი პატარა ბეღელი, სადაც ბერები მარცვლეულს ინახავდნენ.
 +
 
 +
====„ჩუქურთმიანი“ შენობა====
 +
ბეღელთან ახლოს იდგა „ჩუქურთმიანი“ შენობის სახელწოდებით ცნობილი ნაგებობა, რომელიც არქეოლოგებმა ყველაზე ადრეულად მიიჩნიეს (ზომები: 4 მ X 2 მ). ეს შენობა ღვინისფერი [[ფილაქანი|ფილაქნებით]] და წნული ჩუქურთმებით არის დამშვენებული. გადახურულია ჩარდახოვანი კამარით. სახურავად გამოყენებულია ორგვარი კრამიტი – მწვანედ შეღებილი კურტანიანი და სოსანისფერი ქიმებიანი კრამიტი. კედელზე შემორჩენილია ქვის საწვიმარი ღარი. ეს ნაგებობა, ჩანს, ბერების სატრაპეზო იყო. აქვე იდგა „ჯვრიანი“, ორსართულიანი შენობა, რომლის სარკმლის ზემოთ მოჩუქურთმებული ჯვარი იყო გამოსახული. სარკმლებს [[დარაბა|დარაბების]] კვალი ემჩნევა. ამ ნაგებობაში ბერების საცხოვრებელი სენაკები იყო განთავსებული.
 +
 
 +
==== საჯინიბო ====
 +
საინტერესო ნაგებობაა გუდარეხის სამონასტრო კომპლექსის საჯინიბო (ზომები: 13,70 მ X 5, 30 მ), რომელიც [[გრუნტი|გრუნტშია]] ამოკვეთილი. ქვაზე შემორჩენილია ცხენების და ჯორების მისაბმელი. საჯინიბო [[თაღოვანი გადახურვა|თაღოვანი გადახურვისაა]]. იქვე აღმოჩნდა ხუთი თონე, რომელშიც ჯორებისა და ცხენების საკვებად [[ქერი]] ინახებოდა. საჯინიბოსთან ახლოს იყო პატარა ოთახი სხვადასხვა ზომის შვიდი ქვევრით (პროდუქტების შესანახი).
 +
 
 +
====გალავანი====
 +
გუდარეხის სამონასტრო კომპლექსს გარს ერტყა გალავანი, რომლის კედლებიც ლეგამოთეთრო ფერის დიდი ზომის თლილი ქვებით იყო აშენებული. გალავანს ორი კარი ჰქონდა: მთავარი ჭიშკარი, ე. წ. „დიდნი კარნი“ და პატარა კარები „ცოტანი კარნი“. აშენებულ ბაქანზე ამოკვეთილი იყო წვიმის წყლით ასავსები აუზი.
 +
 
 +
გუდარეხის გალავნის გარეთ დგას ერთი პატარა, გარედან ჩუქურთმებით უხვად შემკული ერთნავიანი ეკლესია-საჟამნო, რომლის კედლებიც ფრესკებით ყოფილა მოხატული. ამ ეკლესიის ქვემოთ აღმოჩნდა აკლდამა-სამარხი, სადაც ორი მიცვალებული იყო დასვენებული. ამ პატარა ეკლესიის აგების თარიღი უცნობია. ძირითადი ნაგებობების გარდა, გუდარეხის სამონასტრო კომპლექსში სხვადასხვა სამეურნეო თუ საკულტო დანიშნულების შენობებიც მრავლად იყო.
 +
 
 +
==== გერმანოზიშვილების სამარხი ====
 +
გუდარეხი სამეფო მონასტერი გახლდათ. [[ქართველები|ქართველი]] მეფეები მას „ჩვენს სალოცავს“ უწოდებდნენ. როსტომ მეფემ 1643 წ. სამეფო მონასტერი გერმანოზ ბარათაშვილს უბოძა საგვარეულო საძვალედ. გუდარეხი [[გერმანოზიშვილები|გერმანოზიშვილების]] სამარხი გახდა, რასაც ადასტურებს დღემდე შემორჩენილი გერმანოზიშვილთა [[საფლავის ქვა|საფლავის ქვებზე]] ამოკვეთილი წარწერები.
 +
 
 +
გუდარეხში დაკრძალულები არიან გერმანოზიშვილთა საგვარეულოს შემდეგი წევრები:
 +
 
 +
[[მეჯინიბეთუხუცესი|მეჯინიბეთუხუცეს]] პაატა გერმანოზიშვილის ასული (მისი სახელი საფლავის ქვის წარწერაში არ იკითხება, გ. 1645); ვარაზას შვილი გიორგი, ძე ვარაზა გერმანოზიშვილისა (გ. 1692); მოურავ იასე გერმანოზიშვილის მეუღლე თინათინი (გ. XVII ს. მიწურულს); დარეჯან გერმანოზიშვილი, მოურავ იასე გერმანოზიშვილისა და თინათინის ასული (გ. XVIII ს. დამდეგს); [[ბოქაულთუხუცესი|ბოქაულთუხუცეს]] დათუნა გუგუნას ძე გერმანოზიშვილის მეუღლე თამარი (გ. XVIII ს. დასაწყისში); მეჯინიბეთუხუცეს ომან გუგუნას ძე გერმანოზიშვილი (გ. 1716).
 +
 
 +
გუდარეხის წინამძღვარი დომენტი გერმანოზიშვილი (გ. XVIII ს. 30-40-იან წწ-ში) საფლავის ქვის წარწერაში „ამა მონასტრისა მეორედ გამკეთებლად“ იხსენიება. მან გუდარეხის მთავარი ტაძარი შეაკეთა და მონასტერში სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა. წინამძღვარი სამეფო კართან დაახლოებული პოლიტიკური მოღვაწე გახლდათ. იგი იყო დომენტი კათოლიკოსის ამალის წევრი მისი სტამბოლში ყოფნისას. მონასტრის სხვა წინამძღვრების შესახებ ცნობები არ შემონახულა.
 +
 
 +
დანარჩენი საფლავის ქვები დაკარგულია.
 +
 
 +
გუდარეხი დიდი და მდიდარი სამონასტრო კორპორაცია იყო. მონასტერს ყმები ჰყავდა სოფ. გუდარეხში, ცოვრეთში, ვერხვნალაში, ღორისთავში, ჯალდამში, აბელიაში, ცხვრისში, ვაკეში, ვარხოვნაში და სხვ.
 +
 
 +
გუდარეხი  მაღალი სამშენებლპ ტექნიკით გამორჩეული ძეგლია ქართულ ხუროთმოძღვრებაში – სამონასტრო კომპლექსის ქუჩები მოკირწყლული იყო (დაგებულ ქვაფენილს უკეთ გამაგრების მიზნით [[კირი|კირიანი]] წყალი ჰქონდა გადასხმული), შენობებს საწვიმარი ღარები ჰქონდა, სარკმლებს – დარაბები. შენობათა დიდი ნაწილი ლამაზი კვადრებით იყო აგებული. არქეოლოგებმა მრავლად აღმოაჩინეს როგორც ადგილობრივი (გუდარეხში დამზადებული), ისე შემოტანილი კერამიკული ნაწარმი.
  
კომპლექსის თვალსაჩინო ძეგლი – ორსართულიანი სამრეკლო ეკლესიის აღმოსავლეთით გალავანშია ჩართული. აგებულია 1278 წელს მეფე დემეტრე თავდადებულის (1259 - 1289 წწ.) ხანაში. იგი ყველაზე ადრინდელი დათარიღებული სამრეკლოა [[საქართველო]]ში. [[გალავანი|გალავნის]] ხაზში ჩართული სამრეკლოს ქვედა სართული (კუბი) ფართო გამჭოლი [[თაღი|თაღებით]] გახსნილ ეკლესიის ეზოში შესასვლელს წარმოადგენს. ზემოთ რვაღიობიანი ფანჩატურია, ხოლო მათ შუა – სადგომია გაკეთებული. ზემოთ ასასვლელი ქვის [[კიბე]] გუდარეხის სამრეკლოს გარედან ჰქონდა მიდგმული.
+
განათხარი არქეოლოგიური მასალა, კერამიკული ნაწარმი, მონეტები და შენობა-ნაგებობათა დიდი ნაწილი სინქრონულია და XII-XIII სს. თარიღდება, რაც ნიშნავს, რომ გუდარეხის სამონასტრო კომპლექსი აშენებულია XII-XIII სს-ში – გიორგი III-ისა და თამარის ეპოქაში, როდესაც ქვეყანას დიდი სამონასტრო კომპლექსების აშენების რეალური შესაძლებლობა გააჩნდა.
  
მთავარი ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს ქართული საერო ხუროთმოძღვრების საინტერესო ნაგებობა – სასახლე, რომელიც აშენებულია ხელოვნურად შექმნილ ბაქანზე. [[საშენი მასალა|საშენ მასალად]] თლილი ქვა და ქვიტკირია გამოყენებული. სასახლის სიგრძეა 17,8 მ, სიგანე – 7,0 მ. მისი დარბაზი ორსართულიანია. სავარაუდოდ მას ორი მხრიდან მინაშენები ჰქონია. სასახლის პირველ სართულზე განთავსებულია მარანი [[საწნახელი|საწნახლით]], ტკბილის დასაგროვებელი აუზითა და [[ქვევრი|ქვევრებით]]. სამონასტრო კომპლექსს გარს არტყია 400 სიგრძის გალავანი, რომელიც დიდი ზომის კირქვის თლილი ქვებითაა ნაგები. კედლის სიმაღლეა 1,75-4,0 მ, სისქე – 0.7-0.6 მ. გალავნის მთელ სიგრძეზე, ყოველ 8 მეტრში, ჩალაგებულია მრგვალი და წახნაგოვანი ბურჯები, რომლებშიც საბრძოლო ხვრელებია დატოვებული. სამოსახლოს დასავლეთ ნაწილში გალავნის კედელზე მიშენებულია საჯინიბო, რომლის ზომებია: სიგრძე – 13.2 მ, სიგანე 5,3-დან 5,8 მ-მდე. კედლების წყობა შესრულებულია თლილი [[საპირე ქვა|საპირე ქვებითა]] და ქვითკირით და ისეთივე სისქისაა, როგორც გალავნის (0,8 მ). მონასტრის დანარჩენი ნაგებობები მხოლოდ ნანგრევების სახითაა შემორჩენილი.
+
ოსმალობამ, [[ყიზილბაშები|ყიზილბაშობამ]], [[ლეკიანობა]]მ და შინაფეოდალურმა ომებმა გაანადგურა ქვემო ქართლი და მათ შორის, გუდარეხიც. XVIII ს. მიწურულს გუდარეხის სამონასტრო სენიორიამ არსებობა შეწყვიტა.
  
 +
გუდარეხის მთავარი ტაძარი 1938 წ. საქართველოს ძეგლთა დაცვის კომიტეტმა შეაკეთა. გუდარეხის ეკლესიის [[კანკელი]]ს ფრაგმენტები ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.
  
  
 
<gallery>
 
<gallery>
 
ფაილი:Gudarexi 6.JPG|რელიეფი. გუდარეხის მფარველი
 
ფაილი:Gudarexi 6.JPG|რელიეფი. გუდარეხის მფარველი
ფაილი:Gudarexi 8.JPG|სამრეკლო
 
 
ფაილი:Gudarexi 10.JPG|სამრეკლოს რელიეფი
 
ფაილი:Gudarexi 10.JPG|სამრეკლოს რელიეფი
 
ფაილი:Gudarexi 9.JPG|მარნის ფრაგმენტი ქვევრით
 
ფაილი:Gudarexi 9.JPG|მარნის ფრაგმენტი ქვევრით
ხაზი 26: ხაზი 73:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
+
[[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
 
[[კატეგორია: საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია: საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია: საქართველოს ეკლესია-მონასტრები]]
 
[[კატეგორია: საქართველოს ეკლესია-მონასტრები]]
 
[[კატეგორია:თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:დარბაზული ეკლესიები]]
 
[[კატეგორია:დარბაზული ეკლესიები]]

21:20, 7 თებერვალი 2023-ის ვერსია

გუდარეხის მონასტერი

გუდარეხის მონასტერი (ინგლ. Gudarekh Monastery) – სამონასტრო კომპლექსი ქვემო ქართლში, მდებარეობს სოფელ გუდარეხის (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქია) ტერიტორიაზე, მდინერე გუდარეხისწყლის (მდინრე ალგეთის მარჯვენა შენაკადი) სათავეებში.

გალავნით გარშემორტყმული სამონასტრო კომპლექსი, დაახლოებით, 4,5 ჰა ფართობს მოიცავს და შედგება მთავარი ტაძრის, სამრეკლოს, სასახლის, ბერების საცხოვრებელი სენაკების, სატრაპეზოს, მარნის, თონის, ბეღლის, საჯინობოსა და სხვადასხვა სამეურნეო თუ საკულტო დანიშნულების ნაგებობისგან, რომელთაგან ნაწილი დანგრეულია.

გუდარეხის სამონასტრო კომპლექსი გაშენებულია გრძელ და ვიწრო კლდეზე, რომლის თავი და ბოლო ნაწილი ფართოვდება. შენობათა უმრავლესობა თლილი ქვით არის ნაგები და ქვით დამუშავების მაღალი ტექნიკითაც გამოირჩევა.

ნაგებობები და განათხარი არქეოლოგიური მასალა (1938-1939 წწ. ხელმძღვ. ლ. მუსხელიშვილი) ორ ქრონოლოგიურ ჯგუფად იყოფა: ეკლესია, სასახლე, სენაკები, მარანი, პილასტრებიანი შენობა, ჩუქურთმიან შენობათა კომპლექსი და საჯინიბო XII-XIII სს-ით და XIV ს. I მეოთხედით თარიღდება, ხოლო პილასტრებიანი შენობის ჩრდილო-დასავლეთით არსებული სხვადასხვა ნაგებობები XVI-XVII სს. განეკუთვნება. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი კერამიკული ნაწარმი, როგორც საყოფაცხოვრებო (ქვევრები, ქოცოები, დოქები, სურები, ფიალები, კეცები, ქოთნები), ისე სამშენებლოც (კრამიტები, აგურები, წყალსადენის მილები) ორი ქრონოლოგიურ შრედ იყოფა. კერამიკული წარმოების ნაშთების აღმოჩენა ადასტურებს, რომ გუდარეხში მეთუნეობა იყო განვითარებული. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი 19 მონეტა (3 – გიორგი III-ის, 6 – თამარ მეფის, 5 – ლაშა-გიორგის, 2 – რუსუდან მეფის და 1 – მონღოლური) გვაფიქრებინებს, რომ XIII ს-ში აქ ინტენსიური ცხოვრება მიმდინარეობდა.

სარჩევი

წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია

აღმოსავლეთი ფასადის ნიში

გუდარეხის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ნაგებობა წმ. გიორგის დარბაზული ტიპის, დიდი ერთნავიანი ეკლესია ნაგებია კარგად გათლილი კვადრებით. მოპირკეთებული ფასადები მდიდრულად არის მოჩუქურთმებული. აღმოსავლეთის ფასადს ამკობს ორი სამკუთხა ნიში. სარკმლის თავზე დიდი, მოპირკეთებული ჯვარია, მოჩუქურთმებული სარკმლის ქვემოთ კი – ორი მოჩუქურთმებული კვადრი. ეკლესიას ორი მინაშენი ჰქონდა სამხრეთით კარიბჭე, ჩრდილოეთით ეკვდერი (ამჟამად ორივე დანგრეულია). წარწერის უკეთ გამოჩენის მიზნით ექვთიმე ღვთისკაცმა (თაყაიშვილი) ეს კარიბჭე მოანგრევინა. ეკლესიის შიდა კედლებზე შემორჩენილია ფრესკების კვალი. გუდარეხის წმ. გიორგის ეკლესიის ზომებია (გარედან მინაშენის გარეშე): სიგრძე- 16,2 მ, სიგანე-9,5 მ.

ჯვარი აღმოსავლეთის ფასადზე

გუდარეხის წმ. გიორგის ეკლესიის სამხრეთ კედელზე დიდ, გაბზარულ ქვაზე ასომთავრულით შესრულებულია სამშენებლო წარწერა, რომელიც ტაძრის აგების თანადროულად მიიჩნევა: „სახელითა ღმრთისაითა და მეოხებითა წმიდისა გიორგი მთავარმოწამესავთა აეშენა ესე ეკლესია ჴელითა ფრიად ცოდვილისა ჭიჭაფორესძისავთა სალოცველად და სადიდებლად დედოფალ-დედოფლისათჳს რუსუდან დედოფლისა და შვილთა მისთა დღეგრძელობისა და ს(უ)ელისა თ(ა)ყ(ა)ის(ა)თ(უი)ს. ეს წმიდაჲ ეკლესია. მე, გლახაკმა ანტონი მანგლელმა, ვაკურთხე უფასოდ სულისა ჩემისათჳს“.

წარწერის მიხედვით, გუდარეხის წმ. გიორგის ეკლესია ააგო ხუროთმოძღვარმა ჭიჭაფორისძემ რუსუდან დედოფლის, მისი შვილების დღეგრძელობისა და თაყას სულის მოსახსენიებლად. ამ წარწერაში მოხსენიებული რუსუდან დედოფალი პირველად შეცდომით იყო გაიგივებული თამარ მეფის მამიდა რუსუდანთან (დ. ბაქრაძე, მ. ბროსე), შემდეგ რუსუდან მეფესთან (ექვთიმე ღვთისკაცი თავდა (თაყაიშვილი) და სხვ.) ტექსტის ერთი ადგილის მცდარი წაკითხვის გამო. წარწერაში მოსენიებული რუსუდან დედოფალი დემეტრე II თავდადებულის ასული და თაყა ფანასკერტელის ქვრივია. იგი მონღოლთა დიდი ვეზირის, ბუღას ვაჟზე იყო გათხოვილი. ბუღას აჯანყების დამარცხებისა და მისი ოჯახის წევრების სიკვდილით დასჯის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და თაყა ფანასკერტელს გაჰყვა ცოლად. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპების მიხედვით, რუსუდანმა და თაყა ფანასკერტელმა 7 000 თეთრი გაუგზავნეს იერუსალიმის ჯვრის მონასტერს. გარდა ამისა, რუსუდანმა იმავე მონასტერს 1 000 თეთრი ცალკე შესწირა თავისი სულის სააღაპედ. რუსუდან დედოფალმა და თაყა ფანასკერტელმა 1306 წ. ოლთისში (ფანასკერტელების საგვარეულო მამული) ვაჩეძორის ეკლესიის ეკვდერი ააშენეს.

მოჩუქურთმებული კვადრატები აღმოსავლეთის ფასადზე

გუდარეხის ეკლესიის ყველაზე ადრეულ წარწერად მიიჩნევა ამ ეკლესიის კედლებში ვერტიკალურად ჩაშენებული ძველი ტაძრის წარწერებიანი ქვები, რომლებიც. ხუროთმოძღვარმა ჭიჭაფორისძემ ძველი შენობის ფრაგმენტებთან ერთად სამშენებლო მასალად გამოიყენა. ორ ქვაზე ლამაზი ასომთავრულით წერია: „ქრისტე, შეიწყალე გიორგი“, „ქრისტე, შეიწყალე ადამ“. სპეციალისტების აზრით, ადამი და გიორგი ძველი ტაძრის ქტიტორები იყვნენ. პალეოგრაფიულად ეს წარწერები XI-XII სს-ით თარიღდება.

სამრეკლო

სამრეკლო

გუდარეხში მდებარეობს პირველი, თარიღიანი წარწერის მქონე ორსართულიანი სამრეკლო, რომლის ქვედა სართული ღიაა, ზემოთ კი 8-მალიანი ფანჩატურია. წარწერა შესრულებულია ასომთავრულით: „ადიდენ ღმერთმან ძლიერი და უძლეველი მეფეთ-მეფე დიმიტრი. მე მიწა. მეფობისა მათისა, უღირსი მღვდელი (ახალი წაკითხვით მზრდელი) და ჯუარისმტვირთველი აბრაჰამ, ღირს ვიქმენ აღშენებად სამრეკლოთა ამათ, სადიდებლად სულისა ჩემისა და ძმისა ჩემისა შეიწირენ ღმერთმან და ყოვლად წმიდამან მშობელმან მისმან, ამინ. ქორონიკონსა უჟჱ“. წარწერის მიხედვით, სამრეკლო 1278 წ. ააშენა დემეტრე მეფის ჯვარისმტვირთველმა აბრაჰამმა. ის ცნობილი ისტორიული პირია. აბრაჰამი 1284 წ. საქართველოს კათოლიკოსი გახდა. მანვე ჩამოასვენა 1289 წ. წამებული დემეტრე II თავდადებულის ცხედარი და სვეტიცხოველში დაკრძალა. მისი სახელი, ჟამთააღმწერლის გარდა, რამდენიმე ისტორიულ დოკუმენტშიც გვხვდება.

სასახლე

გუდარეხის სამონასტრო კომპლექსის ერთ-ერთი შესანიშნავი ნაგებობაა სასახლე, რომელიც მთავარი ტაძრიდან 3 მ-ის მოშორებით დგას იგი აშენებულია ხელოვნურად შექმნილ ბაქანზე. სასახლის ზომებია: 17,80 მ X 7 მ. სამშენებლო ტექნიკის თვალსაზრისით, სასახლე და ტაძარი ერთმანეთის მსგავსია, რაც მათი ქრონოლოგიურ თანადროულობით აიხსენება.

სასახლის პირველ სართულზე მარანია მოთავსებული, მეორე სართულზე – მოხატული დარბაზი. სასახლე ჩარდახოვანი კამარით იყო გადახურული. სამშენებლო ტექნიკის მაღალი დონით გამოირჩევა მარანი, სადაც იყო ფილაქნებით მოპირკეთებული იატაკი, ტკბილის დასაწრეტი აუზი, ქვაში ამოჭრილი საწნახელი და 16 სხვადასხვა ზომის ქვევრი. სასახლესთან მიდგმულია ოროთახიანი შენობა, რომელიც სავარაუდოდ, სამზარეულოს როლს ასრულებდა.

ორსართულიანი ნაგებობა,

მთავარ ტაძართან, რამდენიმე მეტრის მოშორებით ორსართულიანი ნაგებობა დგას, რომლის მეორე სართულზე იყო ბუხარი საკვამლე მილით. კედლები ბათქაშით იყო შელესილი და ორფერდა სახურავით გადახურული. ოთახებში აღმოჩნდა თახჩები. პირველი სართულის ერთ ოთახში სიმხურვალის შენარჩუნების მიზნით ორი თონე იყო ერთმანეთში ჩადგმული. კედელში ჩატანებული თიხის მილით წყალი გარეთ იქცეოდა. მეორე სართულზე ბერების საცხოვრებელი სენაკები იყო, პირველ სართულზე – სამეურნეო დანიშნულების ოთახები. ამ შენობის გარეთ მდებარეობდა ორი პატარა ბეღელი, სადაც ბერები მარცვლეულს ინახავდნენ.

„ჩუქურთმიანი“ შენობა

ბეღელთან ახლოს იდგა „ჩუქურთმიანი“ შენობის სახელწოდებით ცნობილი ნაგებობა, რომელიც არქეოლოგებმა ყველაზე ადრეულად მიიჩნიეს (ზომები: 4 მ X 2 მ). ეს შენობა ღვინისფერი ფილაქნებით და წნული ჩუქურთმებით არის დამშვენებული. გადახურულია ჩარდახოვანი კამარით. სახურავად გამოყენებულია ორგვარი კრამიტი – მწვანედ შეღებილი კურტანიანი და სოსანისფერი ქიმებიანი კრამიტი. კედელზე შემორჩენილია ქვის საწვიმარი ღარი. ეს ნაგებობა, ჩანს, ბერების სატრაპეზო იყო. აქვე იდგა „ჯვრიანი“, ორსართულიანი შენობა, რომლის სარკმლის ზემოთ მოჩუქურთმებული ჯვარი იყო გამოსახული. სარკმლებს დარაბების კვალი ემჩნევა. ამ ნაგებობაში ბერების საცხოვრებელი სენაკები იყო განთავსებული.

საჯინიბო

საინტერესო ნაგებობაა გუდარეხის სამონასტრო კომპლექსის საჯინიბო (ზომები: 13,70 მ X 5, 30 მ), რომელიც გრუნტშია ამოკვეთილი. ქვაზე შემორჩენილია ცხენების და ჯორების მისაბმელი. საჯინიბო თაღოვანი გადახურვისაა. იქვე აღმოჩნდა ხუთი თონე, რომელშიც ჯორებისა და ცხენების საკვებად ქერი ინახებოდა. საჯინიბოსთან ახლოს იყო პატარა ოთახი სხვადასხვა ზომის შვიდი ქვევრით (პროდუქტების შესანახი).

გალავანი

გუდარეხის სამონასტრო კომპლექსს გარს ერტყა გალავანი, რომლის კედლებიც ლეგამოთეთრო ფერის დიდი ზომის თლილი ქვებით იყო აშენებული. გალავანს ორი კარი ჰქონდა: მთავარი ჭიშკარი, ე. წ. „დიდნი კარნი“ და პატარა კარები „ცოტანი კარნი“. აშენებულ ბაქანზე ამოკვეთილი იყო წვიმის წყლით ასავსები აუზი.

გუდარეხის გალავნის გარეთ დგას ერთი პატარა, გარედან ჩუქურთმებით უხვად შემკული ერთნავიანი ეკლესია-საჟამნო, რომლის კედლებიც ფრესკებით ყოფილა მოხატული. ამ ეკლესიის ქვემოთ აღმოჩნდა აკლდამა-სამარხი, სადაც ორი მიცვალებული იყო დასვენებული. ამ პატარა ეკლესიის აგების თარიღი უცნობია. ძირითადი ნაგებობების გარდა, გუდარეხის სამონასტრო კომპლექსში სხვადასხვა სამეურნეო თუ საკულტო დანიშნულების შენობებიც მრავლად იყო.

გერმანოზიშვილების სამარხი

გუდარეხი სამეფო მონასტერი გახლდათ. ქართველი მეფეები მას „ჩვენს სალოცავს“ უწოდებდნენ. როსტომ მეფემ 1643 წ. სამეფო მონასტერი გერმანოზ ბარათაშვილს უბოძა საგვარეულო საძვალედ. გუდარეხი გერმანოზიშვილების სამარხი გახდა, რასაც ადასტურებს დღემდე შემორჩენილი გერმანოზიშვილთა საფლავის ქვებზე ამოკვეთილი წარწერები.

გუდარეხში დაკრძალულები არიან გერმანოზიშვილთა საგვარეულოს შემდეგი წევრები:

მეჯინიბეთუხუცეს პაატა გერმანოზიშვილის ასული (მისი სახელი საფლავის ქვის წარწერაში არ იკითხება, გ. 1645); ვარაზას შვილი გიორგი, ძე ვარაზა გერმანოზიშვილისა (გ. 1692); მოურავ იასე გერმანოზიშვილის მეუღლე თინათინი (გ. XVII ს. მიწურულს); დარეჯან გერმანოზიშვილი, მოურავ იასე გერმანოზიშვილისა და თინათინის ასული (გ. XVIII ს. დამდეგს); ბოქაულთუხუცეს დათუნა გუგუნას ძე გერმანოზიშვილის მეუღლე თამარი (გ. XVIII ს. დასაწყისში); მეჯინიბეთუხუცეს ომან გუგუნას ძე გერმანოზიშვილი (გ. 1716).

გუდარეხის წინამძღვარი დომენტი გერმანოზიშვილი (გ. XVIII ს. 30-40-იან წწ-ში) საფლავის ქვის წარწერაში „ამა მონასტრისა მეორედ გამკეთებლად“ იხსენიება. მან გუდარეხის მთავარი ტაძარი შეაკეთა და მონასტერში სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა. წინამძღვარი სამეფო კართან დაახლოებული პოლიტიკური მოღვაწე გახლდათ. იგი იყო დომენტი კათოლიკოსის ამალის წევრი მისი სტამბოლში ყოფნისას. მონასტრის სხვა წინამძღვრების შესახებ ცნობები არ შემონახულა.

დანარჩენი საფლავის ქვები დაკარგულია.

გუდარეხი დიდი და მდიდარი სამონასტრო კორპორაცია იყო. მონასტერს ყმები ჰყავდა სოფ. გუდარეხში, ცოვრეთში, ვერხვნალაში, ღორისთავში, ჯალდამში, აბელიაში, ცხვრისში, ვაკეში, ვარხოვნაში და სხვ.

გუდარეხი მაღალი სამშენებლპ ტექნიკით გამორჩეული ძეგლია ქართულ ხუროთმოძღვრებაში – სამონასტრო კომპლექსის ქუჩები მოკირწყლული იყო (დაგებულ ქვაფენილს უკეთ გამაგრების მიზნით კირიანი წყალი ჰქონდა გადასხმული), შენობებს საწვიმარი ღარები ჰქონდა, სარკმლებს – დარაბები. შენობათა დიდი ნაწილი ლამაზი კვადრებით იყო აგებული. არქეოლოგებმა მრავლად აღმოაჩინეს როგორც ადგილობრივი (გუდარეხში დამზადებული), ისე შემოტანილი კერამიკული ნაწარმი.

განათხარი არქეოლოგიური მასალა, კერამიკული ნაწარმი, მონეტები და შენობა-ნაგებობათა დიდი ნაწილი სინქრონულია და XII-XIII სს. თარიღდება, რაც ნიშნავს, რომ გუდარეხის სამონასტრო კომპლექსი აშენებულია XII-XIII სს-ში – გიორგი III-ისა და თამარის ეპოქაში, როდესაც ქვეყანას დიდი სამონასტრო კომპლექსების აშენების რეალური შესაძლებლობა გააჩნდა.

ოსმალობამ, ყიზილბაშობამ, ლეკიანობამ და შინაფეოდალურმა ომებმა გაანადგურა ქვემო ქართლი და მათ შორის, გუდარეხიც. XVIII ს. მიწურულს გუდარეხის სამონასტრო სენიორიამ არსებობა შეწყვიტა.

გუდარეხის მთავარი ტაძარი 1938 წ. საქართველოს ძეგლთა დაცვის კომიტეტმა შეაკეთა. გუდარეხის ეკლესიის კანკელის ფრაგმენტები ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.



წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები