პოლიეთილენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 35: ხაზი 35:
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:პლასტმასი]]
 
[[კატეგორია:პლასტმასი]]
 +
[[კატეგორია:პოლიმერული აფსკური მასალები]]

15:05, 13 თებერვალი 2023-ის ვერსია

პოლიეთილენითერმოპლასტიკური პლასტმასი, რომელიც მიიღება ეთილენის პოლიმერისგან. ის დედამიწაზე ყველაზე მეტად გავრცელებული პლასტიკია. ქიმიური ფორმულა – (C2H4)n. წარმოადგენს თეთრი ფერის ცვილისმაგვარ მასას (თხელი ფურცლები გამჭვირვალე და უფეროა), კარგი იზოლატორია, ყინვა- და დარტყმამედეგია, გახურებისას რბილდება (80-120°C), გაცივებისას მყარდება, აქვს ადჰეზიის ძალიან დაბალი უნარი. ცხოვრებაში აიგივებენ ცელოფანთან, რაც მცდარი შეხედულებაა.

პოლიეთილენზე არ მოქმედებს წყალი, ტუტეები, მარილები – გარდა აზოტმჟავასი და თხევადი ან აქროლადი ქლორისა და ფთორისა. პოლიეთილენი არსებობს სამი სახის: მაღალი, საშუალო და დაბალი წნევით მიღებული.

დაბალი წნევის პოლიეთილენი გამოიყენება ნარჩენების გადასამუშავებელი პოლიგონის მშენებლობაზე ნიადაგის დაბინძურებისგან დასაცავად, აგრეთვე წყალ- და გაზმომარაგების, საკანალიზაციო მილების გამოსაშვებად, დრენაჟის მოსაწყობად, ელექტროსაიზოლაციო მასალებისთვის, ნავებისა და ყველგანმავლების კორპუსების დასამზადებლად და სხვ.;
საშუალო წნევით მიღებული – ჩვეულებრივი და თერმულადშეკლებადი აფსკების, ტომრების, ხელჩანთებისა და ხრახნიანი თავსახურავების დასამზადებლად;
მაღალი წნევით მიღებული – შესაფუთ მასალად. ტექნიკური მახასიათებლები: სიმკვრივე – 0,94-0,96 გ/სმ3;
გრანულების ნაყარი სიმკვრივე – 0,5-0,6 გ/სმ3;
ფხვნილების ნაყარი სიმკვრივე – 0,2-0,25 გ/სმ3;
სიმტკიცის ზღვარი გაჭიმვაზე – 10-17 მპა;
სიმტკიცის ზღვარი სტატიკურ ღუნვაზე – 12-17 მპა;
სიმტკიცის ზღვარი ჭრაზე – 14-17 მპა;
ფარდობითი წაგრძელება გაგლეჯაზე – 500-600%;
ფარდობითი წაგრძელება დენადობის საწყის ეტაპზე – 15-20%;
დრეკადობის მოდული ღუნვაზე – 120-260 მპა;
დრეკადობის მოდული გაჭიმვაზე – 80-90 მპა (მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენისათვის 140-180 მპა;
დენადობის ზღვარი გაჭიმვაზე – 9-16 მპა;
გაფართოების კოეფიციენტი – 0,15-0,2 მმ/მ·°C (ფოლადისათვის 0,011);
სიმაგრე ბრინელის მიხედვით – 1,4-2,5H (კგ/მმ2).
მრღვევი ძაბვა 20°C ტემპერატურაზე – გაჭიმვა 12,6 მპა;
სტატიკური ღუნვა 11,8 მპა;
ჭრა 169,0 მპა;
სამუშაო ტემპერატურა – –250°C-დან +90°C-მდე;
დარტყმითი სიბლანტე – 12,0 კჯ/მ2;
თბოგამტარობა – 0,44 ვტ/(მ·K);
კუთრი თბოტევადობა 20-25°C ტემპერატურაზე – 1880 ჯ/კგ.°C;
დნობის ტემპერატურა – 125-132°C;
დარბილების ტემპერატურა – 120-125°C;
სიმყიფის ტემპერატურა – 45-120°C;
კუთრი ზედაპირული ელექტრო წინაღობა – 1015 ომი;
კუთრი მოცულობითი ელექტრო წინაღობა – 1016 - 1017 ომი·სმ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები