ჟესტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ჟესტი''' – (Fr. geste), სხეულის, უპირატესად, ხელების მოძრაობა, რომელიც თან ახლავს ლაპარაკს ან ენაცვლება მას. ჟესტი რეფლექსური ან გააზრებული ხასიათისაა, წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამომხატველ საშუალებას [[თეატრი|თეატრში]]. დრამატული მსახიობის ხელოვნებაში ჟესტი ან უსიტყვო მოქმედებაა, ანდა დამატება სიტყვიერი მოქმედებისა. მსახიობის ხელოვნების მნიშვნელოვანი ელემენტი − ჟესტი ერთ მთლიანობაში უნდა იყოს შემსრულებლის თამაშის საერთო სტილთან. ჟესტის ხასიათს განაპირობებს სპექტაკლის  ჟანრული სპეციფიკა ([[ტრაგედია]], ყოფითი პიესა,  [[კომედია]]-გროტესკი და ა. შ.).
+
'''ჟესტი''' – (ლათ. gestus – პოზა, სხეულის ქმედითობა) სხეულის მოძრაობა (ძირითადად ხელის) რომელიც ახლავს მეტყველებას ან ცვლის მას; გამომდინარეობს რეფლექტორული ან ცნობიერი ფსიქოლოგიური პროცესებიდან; ჟესტი [[თეატრი]]ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამომსახველი საშუალებათაგანია. დრამატული თეატრის მსახიობისათვის ჟესტი ან უსიტყვო [[მოქმედება (სამსახიობო ხელოვნება)|მოქმედება]], ან კი სიტყვიერი მოქმედების დამატება და [[პერსონაჟი]]ს დახასიათების უაღრესად ეფექტური საშუალება. ამავე დროს იგი ექვემდებარება მსახიობის შესრულების საერთო სტილს.
  
 +
ჟესტის გამოყენების პრინციპი შეგვიძლია დავყოთ ეპოქებად ([[ანტიკური თეატრი|ანტიკური]] ხანა, [[კლასიციზმი თეატრალურ ხელოვნებაში|კლასიციზმი]] ან [[რომანტიზმი]]) და მიმდინარეობების მიხედვითაც ([[ნატურალიზმი]], ექსპრესიონიზმი ან სიურრეალიზმი). ჟესტის ხასიათს განსაზღვრავს სპექტაკლის ჟანრული სპეციფიკაც ([[ტრაგედია]], ყოფითი [[დრამა]], [[კომედია]]-[[გროტესკი]] და ა.შ.). ჟესტის სიზუსტე და გამომსახველობა დამოკიდებულია ან [[გარდასახვა|გარდასახვის]] სიღრმეზე, ან რეჟისორის თუ მსახიობის მიერ მასში განთავსებულ მხატვრულ შინაარსზე. ჟესტი გამოიყენება როგორც ადამიანური ურთიერთობის (აზრის, განზრახვის, გრძნობის) გამოხატვის განსაკუთრებული, გამორჩეული, არავერბალური საშუალება. ე. ვახტანგოვმა თავის რეჟისორულ პრაქტიკაში ჟესტი აქცია სცენური განწყობის შემუშავების უმთავრეს წინაპირობად.
  
 +
''მ. გეგია''
  
  

13:04, 3 მაისი 2023-ის ვერსია

ჟესტი – (ლათ. gestus – პოზა, სხეულის ქმედითობა) სხეულის მოძრაობა (ძირითადად ხელის) რომელიც ახლავს მეტყველებას ან ცვლის მას; გამომდინარეობს რეფლექტორული ან ცნობიერი ფსიქოლოგიური პროცესებიდან; ჟესტი თეატრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამომსახველი საშუალებათაგანია. დრამატული თეატრის მსახიობისათვის ჟესტი ან უსიტყვო მოქმედებაა, ან კი სიტყვიერი მოქმედების დამატება და პერსონაჟის დახასიათების უაღრესად ეფექტური საშუალება. ამავე დროს იგი ექვემდებარება მსახიობის შესრულების საერთო სტილს.

ჟესტის გამოყენების პრინციპი შეგვიძლია დავყოთ ეპოქებად (ანტიკური ხანა, კლასიციზმი ან რომანტიზმი) და მიმდინარეობების მიხედვითაც (ნატურალიზმი, ექსპრესიონიზმი ან სიურრეალიზმი). ჟესტის ხასიათს განსაზღვრავს სპექტაკლის ჟანრული სპეციფიკაც (ტრაგედია, ყოფითი დრამა, კომედია-გროტესკი და ა.შ.). ჟესტის სიზუსტე და გამომსახველობა დამოკიდებულია ან გარდასახვის სიღრმეზე, ან რეჟისორის თუ მსახიობის მიერ მასში განთავსებულ მხატვრულ შინაარსზე. ჟესტი გამოიყენება როგორც ადამიანური ურთიერთობის (აზრის, განზრახვის, გრძნობის) გამოხატვის განსაკუთრებული, გამორჩეული, არავერბალური საშუალება. ე. ვახტანგოვმა თავის რეჟისორულ პრაქტიკაში ჟესტი აქცია სცენური განწყობის შემუშავების უმთავრეს წინაპირობად.

მ. გეგია


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები