ლეკენი ანრი ლუი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლეკენი ანრი ლუი“ გადაიტანა გვერდზე „ანრი ლუი ლეკენი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ანრი ლუი ლეკენი“ გადაიტანა გვერდზე „ლეკენი ანრი ლუი“ გადამისა...) |
14:32, 2 ივნისი 2023-ის ვერსია
ანრი ლუი ლეკენი − (ფრანგ. Henri-Louis Lekain, ნამდვილი გვარი კენი, 1729-1778), ფრანგი მსახიობი, „ვოლტერის ანსამბლის“ წევრი (დიუმენილთან და კლერონთან ერთად). მოღვაწეობდა „კომედი ფრანსეზში“. ჯმუხი ფიგურა, უხეში გარეგნობა მას ხელს უშლიდა ეთამაშა კლასიცისტური გმირები. მაგრამ მის შესრულებას ახლდა დიდებულება, მიზანსწრაფულობა, ამაღლებული სულისკვეთება, მხატვრული, ხაზგასმით თეატრალური ჟესტი, პოზების მონუმენტური სკულპტურულობა, წამღერებითი დეკლამაცია, რაც აახლოებდა მას კლასიციზმის ტრადიციებთან. მისთვის დამახასიათებელი აფექტაცია იყო არა ხარკი სტილისადმი, არამედ სამსახიობო პრინციპი, რითაც იგი გამოხატავდა ადამიანის სულის დრამატულ მოძრაობას. იგი განმანათლებლური კლასიციზმის საუკეთესო წარმომადგენელია.