რაშელი ელიზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ელიზა რაშელი '''ელიზა რაშელი''' – (Elisa Rachel Felix, Made...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რაშელი ელიზა“ გადაიტანა გვერდზე „ელიზა რაშელი“)

16:11, 6 ივნისი 2023-ის ვერსია

ელიზა რაშელი

ელიზა რაშელი – (Elisa Rachel Felix, Mademoiselle Rache, ნამდვილი გვარი – ელიზა რაშელ ფელიქსი, 1821-1858), ფრანგი მსახიობი ქალი.

მისი დებიუტი შედგა თეატრში „ჟიმნაზ“, მსუბუქ კომედიაში. მაგრამ მისი მონაცემები არ შეესაბამებოდა ამ თეატრის ვოდევილურ-კომიკურ რეპერტუარს. 1838 წ. მისი დებიუტი შედგა „კომედი ფრანსეზში“. სულ მალე მის თამაშს გამოეხმაურნენ ცნობილი ფრანგი მწერლები და კრიტიკოსები. იგი საყოველთაოდ პოპულარული გახდა. მის ხელოვნებასთან დაკავშირებულია ფრანგულ სცენაზე კლასიციზმის აღორძინება. მისი რეპერტუარის საფუძველი იყო პ. კორნელის, ჟ. რასინის, ვოლტერის გმირები. მის საუკეთესო როლად მიჩნეულია „ფედრა“. ანტიკური გმირების მონუმენტურ სახეებს იგი სძენდა ცხოვრებისეულობას, ფსიქოლოგიურ სიმართლეს. მისი თამაში გამოირჩეოდა მკაცრი განსაზღვრულობით, ფორმების პლასტიკური სინატიფით. ამავე დროს, მძაფრი ემოციურობა, გრძნობების ცოცხალი, უშუალო გადმოცემა, მას აახლოებდა პროგრესულ რომანტიზმთან. მე-19 საუკუნის შუახანს, როცა ფრანგული სცენა მთლიანად დაიპყრო ყოფითმა დრამამ, მისი ტრაგედიული მონაცემები უსარგებლო გახდა. 40-იანი წლებიდან იგი მიდის საგასტროლოდ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ჩრდილოეთ ამერიკაში. 1855 წ. მან დატოვა სცენა.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები