ალგებრული განტოლება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 14: ხაზი 14:
  
 
[[კატეგორია:მათემატიკა]]
 
[[კატეგორია:მათემატიკა]]
 +
[[კატეგორია:ალგებრა]]

მიმდინარე ცვლილება 14:28, 30 ივნისი 2023 მდგომარეობით

ალგებრული განტოლებაგანტოლება, რომელიც მიიღება ერთი ან რამდენიმე უცნობის შემცველი ორი ალგებრული გამოსახულების გატოლებით. მაგალითად, ერთუცნობიან n -ური ხარისხის განტოლებას ასეთი სახე აქვს:

a0xn + a1xn-1 + … + an-1 x+an = 0.

n-ს (n∈N) ეწოდება განტოლების ხარისხი, a0 a1,…,an-1, an -რიცხვებია, რომლებსაც ეწოდებათ განტოლების კოეფიციენტები, ხოლო x -ს ეწოდება უცნობი, რომელიც საჭიროებს განსაზღვრას.

ალგებრულ განტოლებას ეწოდება წილადური, თუ უცნობი შედის მნიშვნელში, ხოლო ირაციონალური – თუ უცნობი შედის ფესვის ქვეშ.

მეორე, მესამე და მეოთხე ხარისხის ალგებრული განტოლებებისათვის არსებობობენ ფორმულები, რომლებიც საშუალებას იძლევიან გამოვთვალოთ განტოლების ფესვები (ამონახსნები) განტოლების კოეფიციენტების საშუალებით (კვადრატული განტოლება, კუბური განტოლება; მე-4 ხარისხის განტოლებებისათვის ასეთი ფორმულები საკმაოდ დიდი გამოსახულებისაა). დამტკიცებულია, რომ, როცა n≥5 – ასეთი ფორმულები არ არსებობს. ამიტომ, პრაქტიკაში ჩვეულებრივ იყენებენ ფესვების მოძებნის მიახლოებით მეთოდებს.


[რედაქტირება] წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები