გეომეტრია
(→იხილე აგრეთვე) |
|||
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
=====იხილე აგრეთვე===== | =====იხილე აგრეთვე===== | ||
| − | *[[გეომეტრია აბსოლუტური]] | + | *[[გეომეტრია აბსოლუტური]] |
| − | *[[გეომეტრია ალგებრული]] | + | *[[გეომეტრია ალგებრული]] |
| − | *[[გეომეტრია ანალიზური]] | + | *[[გეომეტრია ანალიზური]] |
| − | *[[გეომეტრია არაევკლიდური]] | + | *[[გეომეტრია არაევკლიდური]] |
| − | *[[გეომეტრია გეგმილური]] | + | *[[გეომეტრია გეგმილური]] |
| − | *[[გეომეტრია დიფერენციალური]] | + | *[[გეომეტრია დიფერენციალური]] |
| − | *[[გეომეტრია ევკლიდური]] | + | *[[გეომეტრია ევკლიდური]] |
| − | *[[გეომეტრია ელემენტარული]] | + | *[[გეომეტრია ელემენტარული]] |
| − | *[[ლობაჩევსკის გეომეტრია|გეომეტრია ლობაჩევსკის]] | + | *[[ლობაჩევსკის გეომეტრია|გეომეტრია ლობაჩევსკის]] |
| − | *[[მხაზველობითი გეომეტრია|გეომეტრია მხაზველობითი]] | + | *[[მხაზველობითი გეომეტრია|გეომეტრია მხაზველობითი]] |
| − | *[[რიმანის გეომეტრია|გეომეტრია რიმანის]] | + | *[[რიმანის გეომეტრია|გეომეტრია რიმანის]] |
| − | *[[შინაგანი გეომეტრია |გეომეტრია შინაგანი]] | + | *[[შინაგანი გეომეტრია|გეომეტრია შინაგანი]] |
*[[გეომეტრიის საფუძვლები]] | *[[გეომეტრიის საფუძვლები]] | ||
*[[გეომეტრიული აგება]] | *[[გეომეტრიული აგება]] | ||
| ხაზი 32: | ხაზი 32: | ||
*[[გეომეტრიული მწკრივი]] | *[[გეომეტრიული მწკრივი]] | ||
*[[გეომეტრიული პროგრესია]] | *[[გეომეტრიული პროგრესია]] | ||
| − | * | + | *[[საშუალო გეომეტრიული|გეომეტრიული საშუალო]] |
*[[გეომეტრიული ფიგურა]] | *[[გეომეტრიული ფიგურა]] | ||
*[[გეომეტრიული ჯამი]] | *[[გეომეტრიული ჯამი]] | ||
16:25, 15 ნოემბერი 2023-ის ვერსია
გეომეტრია – მათემატიკის ერთ-ერთი უძველესი დარგი, რომელიც შეისწავლის სხეულების სივრცულ ფორმებსა და თანაფარდობებს. აგრეთვე სივრცულის მსგავს სხვა ფორმებსა და თანაფარდობებს. გეომეტრია ბერძნული სიტყვაა - geometria და ნიშნავს მიწის ზომვას.
გეომეტრიის შექმნა უძველესი ხანიდან განაპირობა ადამიანის პრაქტიკულმა მოთხოვნილებებმა. უმარტივესი გეომეტრიული ცნებები და ფაქტები ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელებისათვის (ძვ. წ. II ათასწლეული). ისინი გეომეტრიულ ფაქტებს აყალიბებდნენ წესების სახით. გეომეტრია ძირითადად განვითარდა ძველ საბერძნეთში, სადაც თავს უყრიდნენ სხვადასხვა ფაქტს და ცნებას, ახდენდნენ მათ სისტემატიზაციას და გეომეტრიული წინადადებების მკაცრ ლოგიკურ დამტკიცებას. უძველეს დროშივე წარმოიშვა გეომეტრიული სხეულის (ფიგურის) აბსტრაქტული ცნება, როგორც ობიექტისა, რომელიც ინარჩუნებს მხოლოდ ფიზიკური სხეულის სივრცით თვისებებს და მოკლებულია ყველა სხვა თვისებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული მანძილის, განფენილობის და სხვა ცნებებთან.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე V ს-ში იწყება გეომეტრიის განვითარების ახალი ეტაპი, როდესაც საფუძველი ჩაეყარა გეომეტრიის აქსიომატური აგების ცდებს. ამ მიმართულებით უდიდესი მიღწევა იყო ევკლიდეს „საწყისები“ (დაახლ. III ს. ჩვ. ერ-დე), სადაც კაცობრიობის ისტორიაში პირველად გეომეტრია აღწერილი იყო აქსიომების საშუალებით. წიგნი იმდენად კარგად არის დაწერილი, რომ 2000 წლის განმავლობაში გეომეტრიის სწავლება ამ წიგნში მოცემული პრინციპების და დებულებების საფუძველზე ხდებოდა და დღესაც ითვლება ყოველგვარი დედუქციური მეცნიერების საფუძვლად.
გეომეტრია უწყვეტად ვითარდებოდა, მდიდრდებოდა ახალი თეორემებით, იდეებით, მეთოდებით.
შემდგომი დიდი წინსვლა გეომეტრიაში მოხდა XVII ს-ში, როდესაც ფრანგმა მეცნიერმა რენე დეკარტმა შემოიღო კოორდინატთა მეთოდი, რომელმაც შესაძლებელი გახადა გეომეტრიული ობიექტების შესასწავლად გამოეყენებინათ იმ დროისათვის განვითარებადი ალგებრა და უსასრულოდ მცირეთა ანალიზი. ამის საფუძველზე წარმოიშვა ანალიზური გეომეტრია, შემდგომ დიფერენციალური გეომეტრია. ამავე დროისათვის საფუძველი ჩაეყარა გეგმილურ გეომეტრიას (ჟ. დეზარგი, ბ. პასკალი, გ. მონჟი, შ. პონსელიე და სხვ.).
გეომეტრიის შემდგომი განვითარება დაკავშირებულია არაევკლიდური გეომეტრიის შექმნასთან (ნ. ლობაჩევსკი, ი. ბოლიაი, ბ. რიმანი, ე. კარტანი და სხვ.).
გეომეტრიული იდეები და მეთოდები საკმაოდ მნიშვნელოვან და ნაყოფიერ საფუძველს უქმნიდნენ მრავალი დარგის განვითარებას, როგორიცაა მრავალრიცხოვანი ფიზიკური თეორიები, მექანიკა, დიფერენციალური განტოლებები და სხვ. ტექნიკაში საერთოდ, იყენებენ ევკლიდურ გეომეტრიას, ვინაიდან იქ მთავარ როლს თამაშობს სხეულთა ფორმა და ზომები.
იხილე აგრეთვე
- გეომეტრია აბსოლუტური
- გეომეტრია ალგებრული
- გეომეტრია ანალიზური
- გეომეტრია არაევკლიდური
- გეომეტრია გეგმილური
- გეომეტრია დიფერენციალური
- გეომეტრია ევკლიდური
- გეომეტრია ელემენტარული
- გეომეტრია ლობაჩევსკის
- გეომეტრია მხაზველობითი
- გეომეტრია რიმანის
- გეომეტრია შინაგანი
- გეომეტრიის საფუძვლები
- გეომეტრიული აგება
- გეომეტრიული ადგილი
- გეომეტრიული მწკრივი
- გეომეტრიული პროგრესია
- გეომეტრიული საშუალო
- გეომეტრიული ფიგურა
- გეომეტრიული ჯამი