ნაროულა
(ახალი გვერდი: '''ნაროულა''' – მდინარე საქართველოში, უკანაფშავში, დუშეთის მ...) |
(→წყარო) |
||
ხაზი 21: | ხაზი 21: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი]] | [[ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი]] | ||
+ | [[კატეგორია: მდინარეები]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს მდინარეები]] | [[კატეგორია:საქართველოს მდინარეები]] | ||
[[კატეგორია:მდინარეები ფშავში]] | [[კატეგორია:მდინარეები ფშავში]] | ||
[[კატეგორია:მდინარეები მცხეთის მუნიციპალიტეტში]] | [[კატეგორია:მდინარეები მცხეთის მუნიციპალიტეტში]] | ||
[[კატეგორია:მდინარეები აღმოსავლეთ საქართველოში]] | [[კატეგორია:მდინარეები აღმოსავლეთ საქართველოში]] |
17:16, 20 აპრილი 2024-ის ვერსია
ნაროულა – მდინარე საქართველოში, უკანაფშავში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სათავეს იღებს ფშავ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, წყაროსმთასთან, ჩამოუდის სოფ ცაბაურთას, ფშავის არაგვის მარჯვენა შენაკადი.
„ემა ცაბაურთას ხელმარჯვნივ ნაროულაი ჩამაუდის“. სახელწოდება ნაროულას ხევი ანა კალანდაძის პოეზიაშიც არის დადასტურებული:
„ციხეგორს გალობს ბულბული,
ციხეგორს მოულხენია…
ქვემოთ არაგვი გუგუნებს
და ნაროულას ხევისა.“
ტოპონიმი (აგრეთვე ჰიდრონიმი) ნაროულა ფშაურ ხალხურ პოეზიაშიც ხშირად იჩენს თავს:
- „პირაღმ ვეღარ მობრუნდება ქათამ თავქვე გაქცეული,
- ნაროულაზე დარბოდა ერთი თავპირდამტვრეული“
- „პირაღმ ვეღარ მობრუნდება ქათამ თავქვე გაქცეული,
სახელწოდება ნაროულა -ურ-ა (||-ულ-ა) სუფიქსით არის გაფორმებული. ეს სუფიქსი საკმაოდ ხშირად ფიგურირებს არაგვის ხეობის ფშავის, ერწო-თიანეთის, აგრეთვე, ცენტრალური ქართლისა და დასავლურ ჰიდრონიმიაში. ამ სუფიქსით უპირატესად პატარა მდინარე-ხევის კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტისადმი (მთა, ტყე, სოფელი, დაბა…) კუთვნილება გადმოიცემა: ჩარგალი- ჩარგლ-ურა, დიღომი – დიღმ-ურ-ა, ხატხევი – ხატხე-ურ-ა, ლაშე – ლაშ-ურ-ა, ნეძვი – ნეძურ-ა, მარახევი – მარახე-ულ-ა, ჩიხა – ჩიხ-ურ-ა, ძევრი – ძევრ-ულ-ა და სხვ. მრავალი. ამ შემთხვევაშიც ამოსავალი ჩანს მთის სახელი ნარა „ნარით დაფარული ადგილი, მთა“, რომელსაც ულ-ა სუფიქსის დართვით ბოლოკიდური ა ასიმილაციის წესით ო ხმოვნად ქცეულა: ნარაულ-ა – ნარ-ულ-ა.