ოსმალეთის ვალი
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ოსმალეთის ვალი''' – [[ოსმალეთის იმპერია]]ს [[საგარეო ვალი]] [[ევროპა|ევროპის]] სახელმწიფოებისადმი (ინგლისი, [[საფრანგეთი]] და სხვ), რომელიც მრავალი წლის მანძილზე სერიოზულ საერთაშორისო პრობლემას წარმოადგენდა. 1854 [[ყირიმის ომი 1853-56|ყირიმის ომი]]ს დროს ინგლისმა სულთნის ხელისუფლებას სესხად მისცა 75 მლნ ფრანკი. ოსმალეთმა | + | '''ოსმალეთის ვალი''' – [[ოსმალეთის იმპერია]]ს [[საგარეო ვალი]] [[ევროპა|ევროპის]] სახელმწიფოებისადმი (ინგლისი, [[საფრანგეთი]] და სხვ), რომელიც მრავალი წლის მანძილზე სერიოზულ საერთაშორისო პრობლემას წარმოადგენდა. |
| − | მოსახლეობისაგან [[პირველი მსოფლიო ომი]]ს შემდეგ. [[სევრის საზავო ხელშეკრულება 1920|1920 სევრის საზავო ხელშეკრულება]]მ დააფიქსირა ომამდელი ვალის ოდენობა 3263 | + | |
| + | 1854 [[ყირიმის ომი 1853-56|ყირიმის ომი]]ს დროს ინგლისმა სულთნის ხელისუფლებას [[სესხი|სესხად]] მისცა 75 მლნ ფრანკი. ოსმალეთმა სესხი მიიღო სხვა სახელმწიფოებისგანაც და როცა [[ვალი|ვალმა]] 1875 5,3 მლრდ ფრანკს მიაღწია, შეწყვიტა მისი გადახდა. 1879 იგი [[გაკოტრება|გაკოტრებულად]] გამოაცხადეს [[კრედიტორი|კრედიტორმა]] [[სახელმწიფო|სახელმწიფოებმა]]. 20.XII.1881 აიძულეს ოსმალეთის სულთანი, გამოეცა ბრძანება ოსმალეთის [[სახელმწიფო ვალი]]ს სამმართველოს შექმნის თაობაზე კრედიტორთა წარმომადგენლების ხელმძღვანელობით. მათ მიიღეს უფლება, ვალის დაფარვის ანგარიშში აეკრიფათ რიგი [[გადასახადი|გადასახადები]] უშუალოდ მოსახლეობისაგან [[პირველი მსოფლიო ომი]]ს შემდეგ. [[სევრის საზავო ხელშეკრულება 1920|1920 სევრის საზავო ხელშეკრულება]]მ დააფიქსირა ომამდელი ვალის ოდენობა 3263 მლნ ფრანკით და ამასთან გაითვალისწინა ვალის განაწილება [[თურქეთი|თურქეთსა]] და 1912-13 ბალკანეთის ომის დროს მისგან ჩამოშორებულ ტერიტორიებს შორის, აგრეთვე თურქეთის განთავისუფლება გერმანიის სამხედრო სესხების დაფარვისაგან. 1922 ლოზანის საზავო ხელშეკრულების გადაწყვეტილებით ოსმალეთის ვალის გადახდა დაეკისრა ოსმალეთის იმპერიაში შემავალ ყველა ქვეყანას. შემდგომში თურქეთის მთავრობამ მიაღწია დათმობებს საფრანგეთისა და დასავლეთის სხვა კრედიტორებისაგან როგორც ვალის ოდენობის, ისე მისი გადახდის საშუალებებზე. სრული სახით ოსმალეთის ვალი დაიფარა 1944 წლის ივნისში. | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
* [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]] | * [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ოსმალეთის იმპერიის ისტორია]] |
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ოსმალეთის იმპერიის საგარეო ვალი]] |
მიმდინარე ცვლილება 16:41, 26 სექტემბერი 2024 მდგომარეობით
ოსმალეთის ვალი – ოსმალეთის იმპერიას საგარეო ვალი ევროპის სახელმწიფოებისადმი (ინგლისი, საფრანგეთი და სხვ), რომელიც მრავალი წლის მანძილზე სერიოზულ საერთაშორისო პრობლემას წარმოადგენდა.
1854 ყირიმის ომის დროს ინგლისმა სულთნის ხელისუფლებას სესხად მისცა 75 მლნ ფრანკი. ოსმალეთმა სესხი მიიღო სხვა სახელმწიფოებისგანაც და როცა ვალმა 1875 5,3 მლრდ ფრანკს მიაღწია, შეწყვიტა მისი გადახდა. 1879 იგი გაკოტრებულად გამოაცხადეს კრედიტორმა სახელმწიფოებმა. 20.XII.1881 აიძულეს ოსმალეთის სულთანი, გამოეცა ბრძანება ოსმალეთის სახელმწიფო ვალის სამმართველოს შექმნის თაობაზე კრედიტორთა წარმომადგენლების ხელმძღვანელობით. მათ მიიღეს უფლება, ვალის დაფარვის ანგარიშში აეკრიფათ რიგი გადასახადები უშუალოდ მოსახლეობისაგან პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. 1920 სევრის საზავო ხელშეკრულებამ დააფიქსირა ომამდელი ვალის ოდენობა 3263 მლნ ფრანკით და ამასთან გაითვალისწინა ვალის განაწილება თურქეთსა და 1912-13 ბალკანეთის ომის დროს მისგან ჩამოშორებულ ტერიტორიებს შორის, აგრეთვე თურქეთის განთავისუფლება გერმანიის სამხედრო სესხების დაფარვისაგან. 1922 ლოზანის საზავო ხელშეკრულების გადაწყვეტილებით ოსმალეთის ვალის გადახდა დაეკისრა ოსმალეთის იმპერიაში შემავალ ყველა ქვეყანას. შემდგომში თურქეთის მთავრობამ მიაღწია დათმობებს საფრანგეთისა და დასავლეთის სხვა კრედიტორებისაგან როგორც ვალის ოდენობის, ისე მისი გადახდის საშუალებებზე. სრული სახით ოსმალეთის ვალი დაიფარა 1944 წლის ივნისში.