ჯეის ხელშეკრულება 1794
(ახალი გვერდი: '''ჯეის ხელშეკრულება 1794''' – (ამერიკა-ინგლისის) მეგობრობის, ვაჭრ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''ჯეის ხელშეკრულება 1794''' – (ამერიკა-ინგლისის) მეგობრობის, ვაჭრობისა და ნაოსნობის შესახებ. ხელმოწერილ იქნა [[აშშ]]-ის რწმუნებულის [[ჯეი ჯონ|ჯ. ჯეისა]] და [[დიდი ბრიტანეთი]]ს საგარეო საქმეთა მინისტრის ლორდ გრენვილის მიერ 19-XI ლონდონში. | '''ჯეის ხელშეკრულება 1794''' – (ამერიკა-ინგლისის) მეგობრობის, ვაჭრობისა და ნაოსნობის შესახებ. ხელმოწერილ იქნა [[აშშ]]-ის რწმუნებულის [[ჯეი ჯონ|ჯ. ჯეისა]] და [[დიდი ბრიტანეთი]]ს საგარეო საქმეთა მინისტრის ლორდ გრენვილის მიერ 19-XI ლონდონში. | ||
| − | ხელშეკრულებას უნდა მოეგვარებინა ინგლისსა და აშშ-ს შორის ძველი სადავო საკითხები, რომლებიც ეხებოდა 1783 ვერსალის (ამერიკა-ინგლისის) სამშვიდობო ხელშეკრულების რიგი პუნქტების შეუსრულებლობასა და აგრეთვე კონფლიქტებს, რომლებიც დაკავშირებული იყო ინგლის-საფრანგეთის ომთან. ხელშეკრულება არ იყო აშშ-თვის თანასწორუფლებიანი. მართალია, ორივე ქვეყნის ხომალდებისათვის, რომელთაც ტვირთი გადაჰქონდათ აშშ-სა და ინგლისის ნავსადგურებს შორს, დაწესებული იყო ერთნაირი რეჟიმი, მაგრამ ამერიკული ხომალდების ტონაჟი, რომლებიც ვესტ-ინდოეთთან აწარმოებდნენ [[ვაჭრობა]]ს, იზღუდებოდა. თანაც ამ ხომალდებს ტვირთის წაღება შეეძლოთ მხოლოდ აშშ-ში. ღიად რჩებოდა იმ ხომალდების ეკიპაჟების საკითხი, რომელთაც ინგლისელები დააკავებდნენ აკრძალული [[საქონელი|საქონლის]] გადატანის შემთხვევაში. ინგლისელები კისრულობდნენ ვალდებულებას, 1.VI.1796- | + | ხელშეკრულებას უნდა მოეგვარებინა ინგლისსა და აშშ-ს შორის ძველი სადავო საკითხები, რომლებიც ეხებოდა 1783 ვერსალის (ამერიკა-ინგლისის) სამშვიდობო ხელშეკრულების რიგი პუნქტების შეუსრულებლობასა და აგრეთვე კონფლიქტებს, რომლებიც დაკავშირებული იყო ინგლის-საფრანგეთის ომთან. ხელშეკრულება არ იყო აშშ-თვის თანასწორუფლებიანი. მართალია, ორივე ქვეყნის ხომალდებისათვის, რომელთაც ტვირთი გადაჰქონდათ აშშ-სა და ინგლისის ნავსადგურებს შორს, დაწესებული იყო ერთნაირი რეჟიმი, მაგრამ ამერიკული ხომალდების ტონაჟი, რომლებიც ვესტ-ინდოეთთან აწარმოებდნენ [[ვაჭრობა]]ს, იზღუდებოდა. თანაც ამ ხომალდებს ტვირთის წაღება შეეძლოთ მხოლოდ აშშ-ში. ღიად რჩებოდა იმ ხომალდების ეკიპაჟების საკითხი, რომელთაც ინგლისელები დააკავებდნენ აკრძალული [[საქონელი|საქონლის]] გადატანის შემთხვევაში. ინგლისელები კისრულობდნენ ვალდებულებას, 1.VI.1796-თვის გაეთავისუფლებინათ ის ფორტები, რომლებიც ვერსალის 1783 წლის ხელშეკრულებით ამერიკისათვის გადმოცემულ ტერიტორიებზე მდებარეობდნენ. |
| − | ხელშეკრულება ითვალისწინებდა ერთობლივი შერეული კომისიის შექმნას აშშ-სა და [[კანადა]]ს შორის საზღვრების დასადგენად, ასევე კომისიას უნდა დაედგინა აშშ-ის მოქალაქეთა [[ვალი|ვალების]] ოდენობა, რომელიც მათ ინგლისელებისთვის ემართათ, აგრეთვე იმ [[ზარალი]]ს ოდენობა, რაც ინგლისის სამეფო ტახტმა განიცადა აშშ-ში ინგლისური ქონების კონფისკაციისაგან დამოუკიდებლობისათვის ომის დროს, მასვე უნდა დაედგინა ის ზარალი, რაც ამერიკელებს მიაყენა ინგლისურმა სამხედრო ხომალდებმა. ხელშეკრულება აშშ-ის სენატის მიერ რატიფიცირებულ იქნა 24.VI.1795. ვესტ-ინდოეთთან ვაჭრობის სადავო საკითხები საბოლოოდ მოგვარდა მხოლოდ 1830, ხოლო აშშ-კანადის საზღვრები დადგინდა 1842. (ვებსტერ- | + | ხელშეკრულება ითვალისწინებდა ერთობლივი შერეული კომისიის შექმნას აშშ-სა და [[კანადა]]ს შორის საზღვრების დასადგენად, ასევე კომისიას უნდა დაედგინა აშშ-ის მოქალაქეთა [[ვალი|ვალების]] ოდენობა, რომელიც მათ ინგლისელებისთვის ემართათ, აგრეთვე იმ [[ზარალი]]ს ოდენობა, რაც ინგლისის სამეფო ტახტმა განიცადა აშშ-ში ინგლისური ქონების კონფისკაციისაგან დამოუკიდებლობისათვის ომის დროს, მასვე უნდა დაედგინა ის ზარალი, რაც ამერიკელებს მიაყენა ინგლისურმა სამხედრო ხომალდებმა. ხელშეკრულება აშშ-ის სენატის მიერ რატიფიცირებულ იქნა 24.VI.1795. ვესტ-ინდოეთთან ვაჭრობის სადავო საკითხები საბოლოოდ მოგვარდა მხოლოდ 1830, ხოლო აშშ-კანადის საზღვრები დადგინდა 1842. (ვებსტერ-აშბერტონის ხელშეკრულება 1842). |
==წყარო== | ==წყარო== | ||
მიმდინარე ცვლილება 13:16, 4 ოქტომბერი 2024 მდგომარეობით
ჯეის ხელშეკრულება 1794 – (ამერიკა-ინგლისის) მეგობრობის, ვაჭრობისა და ნაოსნობის შესახებ. ხელმოწერილ იქნა აშშ-ის რწმუნებულის ჯ. ჯეისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლორდ გრენვილის მიერ 19-XI ლონდონში.
ხელშეკრულებას უნდა მოეგვარებინა ინგლისსა და აშშ-ს შორის ძველი სადავო საკითხები, რომლებიც ეხებოდა 1783 ვერსალის (ამერიკა-ინგლისის) სამშვიდობო ხელშეკრულების რიგი პუნქტების შეუსრულებლობასა და აგრეთვე კონფლიქტებს, რომლებიც დაკავშირებული იყო ინგლის-საფრანგეთის ომთან. ხელშეკრულება არ იყო აშშ-თვის თანასწორუფლებიანი. მართალია, ორივე ქვეყნის ხომალდებისათვის, რომელთაც ტვირთი გადაჰქონდათ აშშ-სა და ინგლისის ნავსადგურებს შორს, დაწესებული იყო ერთნაირი რეჟიმი, მაგრამ ამერიკული ხომალდების ტონაჟი, რომლებიც ვესტ-ინდოეთთან აწარმოებდნენ ვაჭრობას, იზღუდებოდა. თანაც ამ ხომალდებს ტვირთის წაღება შეეძლოთ მხოლოდ აშშ-ში. ღიად რჩებოდა იმ ხომალდების ეკიპაჟების საკითხი, რომელთაც ინგლისელები დააკავებდნენ აკრძალული საქონლის გადატანის შემთხვევაში. ინგლისელები კისრულობდნენ ვალდებულებას, 1.VI.1796-თვის გაეთავისუფლებინათ ის ფორტები, რომლებიც ვერსალის 1783 წლის ხელშეკრულებით ამერიკისათვის გადმოცემულ ტერიტორიებზე მდებარეობდნენ.
ხელშეკრულება ითვალისწინებდა ერთობლივი შერეული კომისიის შექმნას აშშ-სა და კანადას შორის საზღვრების დასადგენად, ასევე კომისიას უნდა დაედგინა აშშ-ის მოქალაქეთა ვალების ოდენობა, რომელიც მათ ინგლისელებისთვის ემართათ, აგრეთვე იმ ზარალის ოდენობა, რაც ინგლისის სამეფო ტახტმა განიცადა აშშ-ში ინგლისური ქონების კონფისკაციისაგან დამოუკიდებლობისათვის ომის დროს, მასვე უნდა დაედგინა ის ზარალი, რაც ამერიკელებს მიაყენა ინგლისურმა სამხედრო ხომალდებმა. ხელშეკრულება აშშ-ის სენატის მიერ რატიფიცირებულ იქნა 24.VI.1795. ვესტ-ინდოეთთან ვაჭრობის სადავო საკითხები საბოლოოდ მოგვარდა მხოლოდ 1830, ხოლო აშშ-კანადის საზღვრები დადგინდა 1842. (ვებსტერ-აშბერტონის ხელშეკრულება 1842).