სოლები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 5: ხაზი 5:
 
[[ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია]]
 
[[ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია]]
 
[[კატეგორია:ძველი ეგვიპტე]]
 
[[კატეგორია:ძველი ეგვიპტე]]
[[კატეგორია:ძველი ეგვიპტის ისტორიული ადგილები]]
+
[[კატეგორია:ისტორიული ადგილები ძველ ეგვიპტეში]]

02:09, 11 ნოემბერი 2024-ის ვერსია

სოლები – ადგილი ნილოსის მეორე და მესამე ჭორომებს შორის, სადაც ამონხეტეპ III-მ აღმართა ციხესიმაგრე და ტაძარი, რომლებიც XVIII დინასტიის ერთ-ერთ უბრწყინვალეს ნაგებობებად ითვლება. მდებარეობს ამონხეტეპის საყვარელი ცოლის, ტეიესადმი მიძღვნილი სედეინგას ტაძრიდან 15 კმ. სამხრეთით. სავარაუდოდ, ამონხეტეპმა ტაძარი თავისი ხებსედის დღესასწაულისათვის ააგო, რადგან ტაძრის პილონებზე ხებსედის სცენებია გამოსახული. ტაძარში ამონხეტეპ III-ს ეთაყვანებოდნენ, როგორც მზეს, მთვარეს (ხონსუს) და ნუბიის ბატონს. ტაძრის ეგვიპტური სახელია „აღზევებული სიმართლეში“ (ეგვ. h3 mm3.t). ტაძრიდან წაღებული განთქმული წითელი გრანიტის ლომები დღეს ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციას ამშვენებს, ვერძები კი ბერლინის და ტურინის მუზეუმებშია დაცული.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები