გეოგრაფიული რუკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''გეოგრაფიული რუკა''' − დედამიწის ზედაპირის ან მისი ნაწილების შემცირებული და განზოგადებული გამოსახულება სიბრტყეზე. ყოველ რუკაზე წარმოდგენილია მასშტაბი, გრადუსთა [[ბადე რუკაზე|ბადე]], პირობითი ნიშნები და გეოგრაფიული ობიექტების ნაწილი. გეოგრაფიული ობიექტებიდან ძირითადია სანაპირო ხაზი, [[მდინარე]]ები, წყალსატევები, გზები, მთავარი ქალაქები, პოლიტიკური საზღვრები და სხვ. აღნიშნული მახასიათებლები რუკის ზოგადგეოგრაფიულ ფონს (საფუძველს) წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც გეოგრაფიული მოვლენები და პროცესები წარმოჩინდება. რუკაზე გეოგრაფიული ობიექტის შემცირების ხარისხს მასშტაბი განსაზღვრავს. მასშტაბს ჩვეულებრივ წილადით აღნიშნავენ. ზოგჯერ რუკაზე მოცემულია ხაზოვანი მასშტაბი, რომელიც დაყოფილია სანტიმეტრებად, ყოველ სანტიმეტრს კი შეესაბამება კონკრეტული მანძილი დედამიწის ზედაპირზე. ამჟამად ქაღალდის რუკების გარდა არსებობს ელექტრონული რუკები, რომელიც გამოსახულია კომპიუტერის ეკრანზე. ამგვარი რუკების მეშვეობით მანძილების და სხვა კარტოგრაფიული გაზომვების ჩატარება ბევრად ადვილი, სწრაფი და ზუსტია. მასზე მხოლოდ ხაზის გატარებაა საჭირო ნებისმიერ ორ პუნქტს შორის, მონაცემებს კი სპეციალური პროგრამა მყისიერად დაითვლის. ერთ-ერთი ამგვარი კომპიუტერული პროგრამაა Google Earth.
+
'''გეოგრაფიული რუკა''' − (geographical map, chart),  
 +
1. ობიექტური რეალობის საგნებისა და მოვლენების კონკრეტული სივრცის ანასახი დროულ ცვალებადობაში, შესრულებული რუკის ენით (ა. ასლანიკაშვილი); <br />
 +
2. სინამდვილის ხატებრივ-ნიშნობრივი მოდელი; <br />
 +
3. დედამიწის ზედაპირის მათემატიკურად განსაზღვრული, შემცირებული, გენერალიზებული, პირობითი აღნიშვნებით შესრულებული გამოსახულება.  
  
 +
რუკები განსხვავდებიან: შინაარსის, სივრცის (ტერიტორიის) მომცველობის, მასშტაბის, დანიშნულების, სარგებლობის ფორმის მიხედვით.
 +
 +
შინაარსის მიხედვით არის: ზოგადგეოგრაფიული და თემატური; სივრცის მომცველობის მიხედვით – დედამიწის, კონტინენტების, სახელმწიფოების, რეგიონების, ქალაქების;
 +
 +
მასშტაბის მიხედვით – მსხვილმასშტაბიანი (lagre scale) - 1:200 000 და უფრო მსხვილი, საშუალომასშტაბიანი (medium scale) - 1:300 000 – 1:1 000 000 და წვრილმასშტაბიანი (small scale) - 1:1 000 000-ზე უფრო წვრილი;
 +
 +
დანიშნულების მიხედვით – სამეცნიერო, საცნობარო და სასწავლო;
 +
 +
სარგებლობის მიხედვით – მაგიდის, კედლის, დასაკეცი და ელექტრონული. გეოგრაფიული რუკების გარდა არის მთვარის, ვარსკვლავიური ცის და სხვა ციური სხეულების რუკებიც.
 +
 +
უძველესი, რუკის მსგავსი გამოსახულებები შესრულებულია 14 – 15 ათასი წლის წინ გამოქვაბულების კედლებზე, [[თიხა|თიხისა]] და ხის ფირფიტებზე. საინტერესოა ბაბილონელთა რუკები. ძველმა [[ბაბილონი|ბაბილონმა]], რომელიც კულტურის ცენტრს წარმოადგენდა, დიდი როლი შეასრულა გეოგრაფიული ცოდნის განვითარებაში ძველ ეგვიპტეში, [[საბერძნეთი|საბერძნეთსა]] და რომში. ამჟამად გეოგრაფიული რუკების შესადგენად გამოიყენება [[აეროფოტოსურათი|აეროფოტო]] და კოსმოსური სურათები. ფოტოგამოსახულების რუკასთან შეთავსებით მიიღება ფოტორუკა, რომელსაც ორთოფოტოსაც უწოდებენ.
 +
 +
<gallery>
 +
ფაილი:Babilonis ruka.JPG|ბაბილონის რუკა თიხის ფირფიტაზე (ძვ.წ. VII ს.)
 +
ფაილი:Babilonis rukis naxazi.JPG|ბაბილონის რუკის ნახაზი ქაღალდზე
 +
ფაილი:Merkatoris ruka.JPG|გ. მერკატორის არქტიკის რუკა, საზღვაო გზა ევროპიდან აზიაში
 +
</gallery>
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
+
[[გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი]]
 +
[[კატეგორია:კარტოგრაფიული ტერმინები]]
 
[[კატეგორია:რუკები]]
 
[[კატეგორია:რუკები]]

17:17, 19 ნოემბერი 2024-ის ვერსია

გეოგრაფიული რუკა − (geographical map, chart), 1. ობიექტური რეალობის საგნებისა და მოვლენების კონკრეტული სივრცის ანასახი დროულ ცვალებადობაში, შესრულებული რუკის ენით (ა. ასლანიკაშვილი);
2. სინამდვილის ხატებრივ-ნიშნობრივი მოდელი;
3. დედამიწის ზედაპირის მათემატიკურად განსაზღვრული, შემცირებული, გენერალიზებული, პირობითი აღნიშვნებით შესრულებული გამოსახულება.

რუკები განსხვავდებიან: შინაარსის, სივრცის (ტერიტორიის) მომცველობის, მასშტაბის, დანიშნულების, სარგებლობის ფორმის მიხედვით.

შინაარსის მიხედვით არის: ზოგადგეოგრაფიული და თემატური; სივრცის მომცველობის მიხედვით – დედამიწის, კონტინენტების, სახელმწიფოების, რეგიონების, ქალაქების;

მასშტაბის მიხედვით – მსხვილმასშტაბიანი (lagre scale) - 1:200 000 და უფრო მსხვილი, საშუალომასშტაბიანი (medium scale) - 1:300 000 – 1:1 000 000 და წვრილმასშტაბიანი (small scale) - 1:1 000 000-ზე უფრო წვრილი;

დანიშნულების მიხედვით – სამეცნიერო, საცნობარო და სასწავლო;

სარგებლობის მიხედვით – მაგიდის, კედლის, დასაკეცი და ელექტრონული. გეოგრაფიული რუკების გარდა არის მთვარის, ვარსკვლავიური ცის და სხვა ციური სხეულების რუკებიც.

უძველესი, რუკის მსგავსი გამოსახულებები შესრულებულია 14 – 15 ათასი წლის წინ გამოქვაბულების კედლებზე, თიხისა და ხის ფირფიტებზე. საინტერესოა ბაბილონელთა რუკები. ძველმა ბაბილონმა, რომელიც კულტურის ცენტრს წარმოადგენდა, დიდი როლი შეასრულა გეოგრაფიული ცოდნის განვითარებაში ძველ ეგვიპტეში, საბერძნეთსა და რომში. ამჟამად გეოგრაფიული რუკების შესადგენად გამოიყენება აეროფოტო და კოსმოსური სურათები. ფოტოგამოსახულების რუკასთან შეთავსებით მიიღება ფოტორუკა, რომელსაც ორთოფოტოსაც უწოდებენ.


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები