კარტოგრაფიული კონცეფციები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კარტოგრაფიული კონცეფციები''' – (cartographic conceptions), თეორიული შეხედულ...)
 

მიმდინარე ცვლილება 23:35, 20 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

კარტოგრაფიული კონცეფციები – (cartographic conceptions), თეორიული შეხედულებების სისტემა კარტოგრაფიის საგანზე და მეთოდზე. მსოფლიოში კარტოგრაფიის თეორიის საკითხების კვლევა დაიწყო XX საუკუნის 40-იანი წლებიდან. კარტოგრაფია განიხილებოდა რუკის საშუალებით სინამდვილის შემმეცნებელი მეცნიერების როლში, რასაც მოყვა მოდელურ-შემეცნებითი კონცეფციის ჩამოყალიბება. 60-იანი წლებიდან საფრანგეთში, ავსტრიაში, რუსეთსა და საქართველოში დაიწყო კარტოგრაფიის სემიოტიკური თვალსაზრისით კვლევა, (კარტოგრაფიული ნიშნების ახსნა და სრულყოფა), რაც სემიოტიკურ ანუ ენობრივ კონცეფციიაში გამოვლინდა. 70-იან წლებში სამეცნიერო ინფორმატიკის ჩამოყალიბებით კარტოგრაფიამ ინფორმაციის მიღების, გარდაქმნის და გადაცემის გრაფიკული და ტექნიკური უზრუნველყოფის ახალი ფუნქცია შეიძინა, რასაც დაუკავშირდა კარტოლოგიისა და კომუნიკაციური ანუ ინფორმაციული კონცეფცია. 80-იანი წლებიდან კარტოგრაფია განიხილება მეცნიერებად გეოსისტემების ინფორმაციულ-კარტოგრაფიული მოდელირების შესახებ, რაც გეოინფორმაციულ კონცეფციაში აისახა. მასში განხორციელდა ყველა წინამორბედი კონცეფციის პროგრესული იდეები და თანამედროვე ტექნიკური პროგრესის შესაძლებლობები გეოინფორმაციული კარტოგრაფირების სახით.


[რედაქტირება] წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები