საერთაშორისო რუკები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''საერთაშორისო რუკები''' – (international maps), საერთაშორისო თანამშრომლო...) |
01:39, 24 ნოემბერი 2024-ის ვერსია
საერთაშორისო რუკები – (international maps), საერთაშორისო თანამშრომლობით შედგენილი რუკები სხვადასხვა ქვეყანაში დაგროვილი მონაცემების განზოგადებისა და სისტემაში მოყვანის საფუძველზე. ემყარება ერთიან ლეგენდას და რედაქციულ მითითებებს. საერთაშორისო რუკები იქმნება საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით (გაერო, იუნესკო, ფაო) ან სამეცნიერო ორგანიზაციების მიერ (საერთაშორისო გეოლოგიური კავშირი, საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი, საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაცია და სხვ.).