წითელგულა მექვიშია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''წითელგულა მექვიშია''' (ლათ. Calidris testacea Pallas, 1764) − ფრინველი მეჭვავიას...)
 
ხაზი 4: ხაზი 4:
 
* ოჯახი − [[მეჭვავიასებრნი]] (Charadriidae)
 
* ოჯახი − [[მეჭვავიასებრნი]] (Charadriidae)
 
* ქვეოჯახი − [[მექვიშიები]] (Calidriinae)
 
* ქვეოჯახი − [[მექვიშიები]] (Calidriinae)
* გვარი − მექვიშია (Calidris)
+
* გვარი − [[მექვიშია]] (Calidris)
 
წითელგულა მექვიშია პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 120-135 მმ-ია, გალო – 26-33 მმ, ნისკარტი – 32-42 მმ, წონა – 55 გ-მდე. სიდიდეში სქესთა შორის განსხვავება არაა, ხოლო შეფერილობაში მცირე განსხვავებაა. მამალი ზაფხულში ზურგზე მოჟანგისფრო-მურაა, ზურგის უკანა ნაწილი – მორუხო-მურა. კუდის ზემო მფარავები [[თეთრი (ფერი)|თეთრია]], მუქი განივი ზოლებით. მათი შუა წყვილი შეიძლება მთლიანად მოშავო-მურა იყოს. ლოყები, კისერი და სხეულის ქვემო მხარე წაბლისფერ-ქარცია. მუცლის ბუმბულებზე ვიწრო მოთეთრო არშიებია. ფრთის ზემო მფარავები მოწაბლისფრო-რუხია, მომქნევები კი – მოწაბლისფრო-შავი იღლიის ბუმბულები თეთრია. ფრთის ქვემო მფარავებიც თეთრია, მხოლოდ მტევნის ნაწილში იგი რუხია. საჭის ბუმბულები მურა-რუხი ფერისაა. ნისკარტი თითქმის შავია და წვეროს ნაწილში რამდენადმე ქვემოთაა მოხრილი. ფეხები მოშავო ან მუქი წაბლისფერია. დედალს მუცლის მხარეს ცოტათი მეტი აქვს თეთრი ფერი, ხოლო ზურგი უფრო მკრთალია.
 
მიმდინარე ცვლილება 15:40, 11 მარტი 2025 მდგომარეობით

წითელგულა მექვიშია (ლათ. Calidris testacea Pallas, 1764) − ფრინველი მეჭვავიასებრთა ოჯახიდან.

წითელგულა მექვიშია პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 120-135 მმ-ია, გალო – 26-33 მმ, ნისკარტი – 32-42 მმ, წონა – 55 გ-მდე. სიდიდეში სქესთა შორის განსხვავება არაა, ხოლო შეფერილობაში მცირე განსხვავებაა. მამალი ზაფხულში ზურგზე მოჟანგისფრო-მურაა, ზურგის უკანა ნაწილი – მორუხო-მურა. კუდის ზემო მფარავები თეთრია, მუქი განივი ზოლებით. მათი შუა წყვილი შეიძლება მთლიანად მოშავო-მურა იყოს. ლოყები, კისერი და სხეულის ქვემო მხარე წაბლისფერ-ქარცია. მუცლის ბუმბულებზე ვიწრო მოთეთრო არშიებია. ფრთის ზემო მფარავები მოწაბლისფრო-რუხია, მომქნევები კი – მოწაბლისფრო-შავი იღლიის ბუმბულები თეთრია. ფრთის ქვემო მფარავებიც თეთრია, მხოლოდ მტევნის ნაწილში იგი რუხია. საჭის ბუმბულები მურა-რუხი ფერისაა. ნისკარტი თითქმის შავია და წვეროს ნაწილში რამდენადმე ქვემოთაა მოხრილი. ფეხები მოშავო ან მუქი წაბლისფერია. დედალს მუცლის მხარეს ცოტათი მეტი აქვს თეთრი ფერი, ხოლო ზურგი უფრო მკრთალია.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

ბუდობის არეალი მდებარეობს მხოლოდ ტაიმირის ნახევარკუნძულზე, ნოვოსიბირსკის კუნძულებსა და მის მახლობელ ადგილებში. სამაგიეროდ ვრცელია მისი ზამთრობის არეალი. იგი მოიცავს მთელი აფრიკის ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეების სანაპიროებს, კუნძულ მადაგასკარს, აზიის სამხრეთ ნაწილს, მალაის არქიპელაგსა და ავსტრალიას. მიმოფრენისას მოიპოვება ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანაში. საქართველოშიც გვხვდება მიმოფრენისას.

[რედაქტირება] ბიოტოპი

ბინადრობს ტუნდრაში, მეტწილად შემაღლებულ მშრალ ადგილებში, რომლებიც უხვი ბალახნარებითაა დაფარული, ზოგჯერ კოლბოხიან ჭაობებშიც.

[რედაქტირება] გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. ბუდეს იკეთებს მიწაზე, პატარა ჩაღრმავებაში, ამოფენს ხმელი ბალახით. ივნისის მეორე ნახევარში დებს 4 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დადგენილი არაა.

[რედაქტირება] კვება

საკვების ძირითადი ნაწილი უხერხემლო ცხოველებია, მათ შორის–ხოჭოები, ორფრთიანები და მათი მატლები, ნაირგვარი ჭიები, ბაღლინჯოები, ზოგჯერ წურბელები. მცირე რაოდენობით ჭამს მცენარეთა თესლებსა და მწვანე ნაწილებსაც. მიმოფრენის დროს ზღვების სანაპიროებზე იკვებება მოლუსკებით და კიბოსნაირებით.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა მიმოფრენის დროს, პატარა ზომის მიუხედავად, მოიპოვებენ მონადირეები.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები