ფურტვენგლერი ვილჰელმ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ფურტვენგლერი ვილჰელმ“ გადაიტანა გვერდზე „[[ვილჰელმ ფურტვენგლერ...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვილჰელმ ფურტვენგლერი“ გადაიტანა გვერდზე „[[ფურტვენგლერი ვილჰელ...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:45, 13 მაისი 2025 მდგომარეობით

ვილჰელმ ფურტვენგლერი – (25 იანვარი 1886, ბერლინი – 30 ნოემბერი 1954, ებერშტაინბურგი], გერმანელი დირიჟორი და კომპოზიტორი. მისი ძირითადი მოღვაწეობა დაკავშირებულია ბერლინის ფილარმონიის ორკესტრთან 1922-45, 1947-52) და ვენის ფილარმონიის ორკესტრთან 1928-30, 1939-45). გასტროლებს მართავდა როგორც საოპერო და სიმფონიური დირიჟორი.

ვილჰელმ ფურტვენგლერი XX ს. ერთ-ერთი უდიდესი დირიჟორია. მისი რეპერტუარის ძირითად ნაწილს შეადგენდნენ ბეთჰოვენის, ბრამსის, ბრუკნერის სიმფონიები, მოცარტის, ვაგნერის ოპერები, ჰინდემითის, ბარტოკის, სტრავინსკის, პროკოფიევის ნაწარმოებები. ავტორია 3 სიმფონიისა და სხვა ინსტრუმენტული ნაწარმოების.


[რედაქტირება] წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები