შავი შაშვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''შავი შაშვი''' (ლათ. Turdus merula Linnaeus, 1758) − ფრინველი [[ბეღურასნაირნი|ბეღ...)
 
(წყარო)
 
ხაზი 25: ხაზი 25:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[საქართველოს ფრინველების სარკვევი]]
 
[[საქართველოს ფრინველების სარკვევი]]
[[კატეგორია:ფრინველთა გვარი]]
 
 
[[კატეგორია:ფრინველები]]
 
[[კატეგორია:ფრინველები]]
 
[[კატეგორია:ბეღურასნაირნი]]
 
[[კატეგორია:ბეღურასნაირნი]]
 
[[კატეგორია:შაშვისებრნი]]
 
[[კატეგორია:შაშვისებრნი]]
 
[[კატეგორია:შაშვი]]
 
[[კატეგორია:შაშვი]]

მიმდინარე ცვლილება 16:28, 19 მაისი 2025 მდგომარეობით

შავი შაშვი (ლათ. Turdus merula Linnaeus, 1758) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

შავი შაშვი საშუალო ზომის ბეღურასნაირი ფრინველია, ფრთა 115-140 მმ-ია, კუდი – 100-135 მმ, გალო – 30-35 მმ, ნისკარტი 19-20 მმ, წონა 75-120 გ. სქესობრივი დიმორფიზმი კარგად ჩანს შეფერილობაში. ზრდასრული მამალი მთლიანად შავია, ახალ ბუმბულსაფარველზე მცირედ შესამჩნევი მოლურჯო ელვარებით და მურა ფერის მომქნევებით. ნისკარტი ნარინჯისფერ-ყვითელი აქვს, ხოლო ფეხები და ბრჭყალები – მოშავო. ზრდასრული დედალი საერთოდ მუქი მურაა; ყელი მოთეთროა, ხოლო მკერდი – მოჟანგისფრო, მურა ღერძულა ლაქებით; ფრთისქვეშა ბუმბულები რუხია, ნისკარტი − მურა ფერის. ახალგაზრდა ფრინველი დედლის მსგავსია, მაგრამ მუცლის მხარეს უფრო მეტად ქარცი. აღწერილია 9-დან 16-მდე ქვესახეობა.

საქართველოში მოიპოვება ევროპული შავი შაშვი – T. m. merula Linn., 1758.

სარჩევი

 [დამალვა

[რედაქტირება] გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპის უმეტეს ნაწილს, აზიის სამხრეთ ზოლს და ჩრდილო-დასავლეთ აფრიკას. დასავლეთით ვრცელდება მთელ ევროპაში, აზორისა და კანარის კუნძულებზე; სამხრეთით მაროკოში, ალჟირსა და ტუნისში, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ევროპის ქვეყნებში და კუნძულებზე; ჩრდილოეთით მოიპოვება ბრიტანეთის კუნძულებზე, სამხრეთ სკანდინავიაში, ბალტიისპირეთში, ლენინგრადის, კოსტრომისა და გორკის ოლქებამდე. არაა იგი უკრაინის ველების ზონაში. მცირე აზიიდან, სირიის, პალესტინის, კავკასიისა და ირანის გავლით, ვიწრო ზოლად მიდის ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში და სამხრეთ ჩინეთში, აღმოსავლეთით ჩინეთის ზღვამდე. არეალის უმეტეს ნაწილში მობინადრეა. საქართველოში მოიპოვება ყველგან, როგორც მობინადრე ფრინველი.

[რედაქტირება] ბიოტოპი

შავი შაშვი ბინადრობს ტყეებსა და ბუჩქნარებში, ჭალებში, ბაღებში, პარკებში, ყველგან, სადაც არის ეკალ-ბარდები, კენკროვანი ხეების, ბუჩქებისა და ბალახების ქვეტყე. ვერტიკალურად ვრცელდება მთელ ტყის ზონაში, მაგრამ უფრო მეტია ბარსა და მთისწინებში.

[რედაქტირება] გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. ბუდეს აკეთებს მხოლოდ დედალი ხეზე, ბუჩქზე, ჯირკებზე. წელიწადში ორჯერ მრავლდება. პირველად აპრილის პირველ ნახევარში, ხოლო მეორედ მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში, დებს 4-7 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 14 დღეს გრძელდება. ბარტყების გამოკვებაში მამალიც მონაწილეობს.

[რედაქტირება] კვება

შავი შაშვი იკვებება პატარა ზომის უხერხემლო ორგანიზმებით – მწერებით, ობობებით, ლოკოკინებით, ჭიებით, ჭამს ყოველგვარ კენკრას, განსაკუთრებით შემოდგომითა და ზამთარში.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

მრავალი მავნე მწერის განადგურებით დიდი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის. ზოგჯერ ჭამს ბალს, ალუბალს, ყურძენს და სხვა კენკრას, მაგრამ ეს ზიანი მნიშვნელოვანი არაა. დიდია შავი შაშვის ესთეტიკური მნიშვნელობაც, იგი შესანიშნავი მგალობელია.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები