ქართული მითოლოგია
(→წყარო) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''ქართული მითოლოგია''' – ზეპირგადმოცემათა სისტემა, რომელიც დამკვიდრებულია ქართულ [[ფოლკლორი|ფოლკლორში]] და გვაცნობს სამყაროს შექმნას, ღვთაებათა ცხოვრებასა და თავგადასავალს. [[მითოლოგია]] უძველეს წარმოდგენებსა და სიტყვიერებას ემყარება. იგი ბუნების ძალებისა და საზოგადოებრივი მოვლენების ფანტასტიკური ასახვაა, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა ადამიანს არ | + | '''ქართული მითოლოგია''' – ზეპირგადმოცემათა სისტემა, რომელიც დამკვიდრებულია ქართულ [[ფოლკლორი|ფოლკლორში]] და გვაცნობს სამყაროს შექმნას, ღვთაებათა ცხოვრებასა და თავგადასავალს. [[მითოლოგია]] უძველეს წარმოდგენებსა და სიტყვიერებას ემყარება. იგი ბუნების ძალებისა და საზოგადოებრივი მოვლენების ფანტასტიკური ასახვაა, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა ადამიანს არ ძალუძს სინამდვილის მეცნიერული ახსნა. [[ქართველები|ქართველებს]], როგორც მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ხალხს, თავისი არსებობის 5–6 ათასი წლის მანძილზე მითოლოგიურ გადმოცემათა დიდი მარაგი შეუქმნია. ქართული მითოლოგია თავს იჩენს ზეპირსიტყვაობასა და [[მუსიკა]]ში, ხელოვნებასა და ლიტერატურაში, [[რელიგია]]სა და რწმენაში, ყოფა-ცხოვრებაში. გამოვლინების ნაირ-ნაირი ფორმებისადა მიუხედავად, მითოლოგია ხელშესახებად უფრო მაინც ფოლკლორსა და რელიგიაში ჩანს. სწორედ აქ არის თავმოყრილი მხატვრულ ფორმაში ჩამოქნილი მცირე თუ ვრცელი მოთხრობები, მაგიური ფორმულები, [[საგალობელნი|საგალობლები]] საზოგადოებრივ და ბუნებრივ ძალთა ურთიერთობაზე. |
− | ადამიანი არსებობის პირველ საფეხურიდანვე ცდილობდა ბუნების საიდუმლოებათა შეცნობას, აქტიურად მოქმედებდა გარემოზე და, თუმცა ნელა, მაგრამ მაინც მტკიცედ ავრცელებდა თავის ზეგავლენას სამყაროზე, წარმართავდა თავის თავსაც და ირგვლივ გარემოსაც. ამ ხანგრძლივ ჭიდილში | + | ადამიანი არსებობის პირველ საფეხურიდანვე ცდილობდა ბუნების საიდუმლოებათა შეცნობას, აქტიურად მოქმედებდა გარემოზე და, თუმცა ნელა, მაგრამ მაინც მტკიცედ ავრცელებდა თავის ზეგავლენას სამყაროზე, წარმართავდა თავის თავსაც და ირგვლივ გარემოსაც. ამ ხანგრძლივ ჭიდილში წარმოიქმნა ის ფანტასტიკური, სინამდვილესთან ძნელად შესათავსებელი წარმოდგენები და მისი ამსახველი გადმოცემები, ქართველ კაცს რომ შეუქმნია ეროვნული მითოლოგიის სახით. ყოველგვარი მითოლოგია ღვთაებათა სასუფეველს გვიხასიათებს, თვით წარმოდგენებიც იცვლებოდა ღვთაებათა შესახებ, რთულდებოდა, დაბალიდან მაღალ საფეხურზე ადიოდა. ეს გზა [[პოლითეიზმი]]დან [[მონოთეიზმი]]საკენ მიემართება. მრავალღმერთიანობა ბრძოლით უთმობს ადგილს ერთღმერთიანობას, უკანასკნელი კი მონისტურ რელიგიებში პოვებს განსახიერებას. ჩვენში ეს პროცესი [[ქრისტიანობა|ქრისტიანობითა]] და [[წარმართობა|წარმართობით]] არის წარმოდგენილი. ქრისტიანულმა სარწმუნოებამ თვითონ შექმნა მისთვის შესაფერისი მითოლოგიური იერარქია, რომელიც ორივე ფეხებით ემყარება ადრინდელ მითოლოგიას, დარგობრივი საფეხურით წარმოდგენილს. დარგობრივი მითოლოგია [[ქართლის გაქრისტიანება|ქართლის მოქცევის]] წინა პერიოდია. ამ სტადიაზე ადამიანურ ყოფას თუ სტიქიურ მოვლენათა კომპლექსს დარგობრივად თავისი გამგებელი, მწყემსი, ბატონი, მფარველი გააჩნია და ის არის შესაფერისი სფეროს ბატონ-პატრონი, სრულუფლებიანი გამრიგე. სინათლის მიმნიჭებელი და ქვეყნის ამაღორძინებელი მზე-ღმერთია. მას სიყვარულის უმაღლესი გრძნობაც ახასიათებს და შეუძლია ურჩი დასაჯოს, შური იძიოს. მთვარე მამა-ღმერთია, ვისაც მზესთან ერთად, ტახტი ცაში უდგას და უმშვენიერეს ასულებს ზრდის. ამქვეყნიურ საქმეებსაც გამგებლები ჰყავს. ნადირობის ხელობას „ნადირთმწყემსი“, ოქროსნაწნავებიანი [[დალი]] აწესრიგებს; ფრინველებისა და თევზების მეუფედ, [[აფსათი]] ითვლება, სამართლიანობა და კანონიერება [[კვირია]]ს ეკითხება; ომიანობას, ხევსურთა შეხედულებით, [[გუდანის ჯვარი|გუდანის ხატი]] |
ბერი ბაადური განაგებს; ცა-ღრუბლების პატრონობა [[პირიმზე]]ს ანდა ელიას ევალება. ყოველ ადგილს თავისი დედა ჰყავს. ასევე | ბერი ბაადური განაგებს; ცა-ღრუბლების პატრონობა [[პირიმზე]]ს ანდა ელიას ევალება. ყოველ ადგილს თავისი დედა ჰყავს. ასევე | ||
არსებობენ კლდეთა, ტყეთა, ყვავილთა, სახლთა გამგებელნი. ისინი ადამიანებს ეხმარებიან და მხარში უდგებიან საჭიროებისამებრ. | არსებობენ კლდეთა, ტყეთა, ყვავილთა, სახლთა გამგებელნი. ისინი ადამიანებს ეხმარებიან და მხარში უდგებიან საჭიროებისამებრ. | ||
− | კეთილ ძალთა | + | კეთილ ძალთა საპირისპიროდ ავი სულები გვეცხადებიან მაქციების, [[როკაპი|როკაპების]], [[ეშმაკი|ეშმაკების]], [[დევი|დევებისა]] და სხვათა სახელით. ღვთაებათა და ზებუნებრივ ძალთა მოქმედება ყოველთვის ადამიანისას წააგავს. ზეციური პანთეონი ამქვეყნიურ სინამდვილესთანაა შეხამებული და როგორც მიზეზი შედეგს ისე განსაზღვრავს. |
უძველესი ქართული მხატვრული ძეგლები ადაპტირებული სახით წარმოგვიდგენენ იმ მითებს. რომლებიც ხალხში ტრიალებდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, [[ამირანი]]ს მიერ [[გველეშაპი|გველეშაპის]] გვერდის გამოჭრა მზის გათავისუფლების საშუალებადაა დასახული. დაბნელებული, შთანთქმული მნათობი ადვილად სწვავს ამირანის [[ჩელტი|ჩელტს]] და კვლავ ქვეყანას ევლინება მანათებლად. ასევე; [[მირიან III|მირიან]] მეფემ [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] მიღება მის შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაუჩინარებული მზის გადარჩენა [[წმინდა ნინო|ნინო კაპადოკიელი]]ს სალოცავის დახმარებით მოახერხა ნადირობის ჟამს და ა. შ. მზის დაბნელების | უძველესი ქართული მხატვრული ძეგლები ადაპტირებული სახით წარმოგვიდგენენ იმ მითებს. რომლებიც ხალხში ტრიალებდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, [[ამირანი]]ს მიერ [[გველეშაპი|გველეშაპის]] გვერდის გამოჭრა მზის გათავისუფლების საშუალებადაა დასახული. დაბნელებული, შთანთქმული მნათობი ადვილად სწვავს ამირანის [[ჩელტი|ჩელტს]] და კვლავ ქვეყანას ევლინება მანათებლად. ასევე; [[მირიან III|მირიან]] მეფემ [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] მიღება მის შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაუჩინარებული მზის გადარჩენა [[წმინდა ნინო|ნინო კაპადოკიელი]]ს სალოცავის დახმარებით მოახერხა ნადირობის ჟამს და ა. შ. მზის დაბნელების | ||
− | მითი [[რუსთაველი შოთა|რუსთაველი]]ს პოემაშიც არის ასახული ხოლო მე-10 საუკ. ხელოვნების ძეგლებზე რელიეფური გამოხატულება გვაქვს ([[ფავნისის წმინდა გიორგის ეკლესია|ფავნისის ეკლესია]]) მითოლოგიური წარმოდგენით, ღვთაება ყოველთვის ერევა ადამიანის პირად ცხოვრებაში. [[მეკობრეობა]]ზე გადაგებული მთიელები ურთიერთ დალაშქვრას ხატ-სალოცავთა რჩევითა და მონაწილეობით ახდენდნენ. გუდანის ხატის [[ქადაგი]] წინასწარ | + | მითი [[რუსთაველი შოთა|რუსთაველი]]ს პოემაშიც არის ასახული ხოლო მე-10 საუკ. ხელოვნების ძეგლებზე რელიეფური გამოხატულება გვაქვს ([[ფავნისის წმინდა გიორგის ეკლესია|ფავნისის ეკლესია]]) მითოლოგიური წარმოდგენით, ღვთაება ყოველთვის ერევა ადამიანის პირად ცხოვრებაში. [[მეკობრეობა]]ზე გადაგებული მთიელები ურთიერთ დალაშქვრას ხატ-სალოცავთა რჩევითა და მონაწილეობით ახდენდნენ. გუდანის ხატის [[ქადაგი]] წინასწარ ჭვრეტდა, რა შედეგი მოჰყვებოდა ხევსურთა გალაშქრებას. ხატი ღვთაებრივ სანქციას იძლეოდა ყოველთვის, საგანგებოდ გამორჩეული ქადაგის პირით ბერძენ დელფოსელი ორაკულების მსგავსად. |
− | ხატი ღვთაებრივ | + | |
:::::ქადაგობს გაიდაური: ბრძანებს გუდანის ჯვარიო; | :::::ქადაგობს გაიდაური: ბრძანებს გუდანის ჯვარიო; | ||
ხაზი 14: | ხაზი 13: | ||
:::::სამი ააბან დროშაი, სამსავ შააბან ზარიო: | :::::სამი ააბან დროშაი, სამსავ შააბან ზარიო: | ||
:::::ჴევსურებ დაამწყალობნან, უკუღმ არ გახყვას ჯვარიო; | :::::ჴევსურებ დაამწყალობნან, უკუღმ არ გახყვას ჯვარიო; | ||
− | :::::გაბეგრონ არხოტივნები, კვამლზე აიღონ | + | :::::გაბეგრონ არხოტივნები, კვამლზე აიღონ ცხვარიო. |
ანდა | ანდა | ||
ხაზი 23: | ხაზი 22: | ||
ფშავ-ხევსურულ-თუშურ პოეზიაში ღვთის ნასახნი ბერი ბაადური, თერგვაული, [[კოპალა]], [[იახსარი]], [[ლაშარი]], [[პირქუში (მითოლოგია)|პირქუში]], ხახმატის გიორგი, თამარის ჯვარი თავგანწირვით ებრძვიან მოძალადეებს, დევებსა და ქაჯებს, ისინი თვალცრემლიანი ელჩობენ [[მორიგე ღმერთი|მორიგის]] წინაშე, პიროფლიანნი მხარში უდგებიან თავიანთ მახვეწართ ჭირსა და ლხინში, მაშინაც კი, როცა ხან არ არს გამოჩენისა. | ფშავ-ხევსურულ-თუშურ პოეზიაში ღვთის ნასახნი ბერი ბაადური, თერგვაული, [[კოპალა]], [[იახსარი]], [[ლაშარი]], [[პირქუში (მითოლოგია)|პირქუში]], ხახმატის გიორგი, თამარის ჯვარი თავგანწირვით ებრძვიან მოძალადეებს, დევებსა და ქაჯებს, ისინი თვალცრემლიანი ელჩობენ [[მორიგე ღმერთი|მორიგის]] წინაშე, პიროფლიანნი მხარში უდგებიან თავიანთ მახვეწართ ჭირსა და ლხინში, მაშინაც კი, როცა ხან არ არს გამოჩენისა. | ||
− | ქართულ მითოლოგიას მეტად შორეული ძირები ასაზრდოებს. მასში | + | ქართულ მითოლოგიას მეტად შორეული ძირები ასაზრდოებს. მასში გამოხატულებას პოულობს [[ტოტემიზმი]] და [[ანიმიზმი]], |
სიტყვისა და მოქმედების [[მაგია]], საკულტო დრამა. | სიტყვისა და მოქმედების [[მაგია]], საკულტო დრამა. | ||
ხაზი 32: | ხაზი 31: | ||
==ლიტერატურა== | ==ლიტერატურა== | ||
* ვანურ ხალხურ დღეობათა კალენდარი, I, 1939, | * ვანურ ხალხურ დღეობათა კალენდარი, I, 1939, | ||
− | * თ. ოჩიაური, მითოლოგიური გადმოცემები „აღმოსავლეთ საქართველოს“ | + | * თ. ოჩიაური, მითოლოგიური გადმოცემები „აღმოსავლეთ საქართველოს“ მთიანეთში, 1967; |
* მ. ჩიქოვანი. ქართული ეპოსი, I, 1959; | * მ. ჩიქოვანი. ქართული ეპოსი, I, 1959; | ||
* მისივე, ხალხური პოეზია ღა მითოლოგია (ქართ. ხალხური პოეზია); | * მისივე, ხალხური პოეზია ღა მითოლოგია (ქართ. ხალხური პოეზია); |
მიმდინარე ცვლილება 15:49, 5 ივნისი 2025 მდგომარეობით
ქართული მითოლოგია – ზეპირგადმოცემათა სისტემა, რომელიც დამკვიდრებულია ქართულ ფოლკლორში და გვაცნობს სამყაროს შექმნას, ღვთაებათა ცხოვრებასა და თავგადასავალს. მითოლოგია უძველეს წარმოდგენებსა და სიტყვიერებას ემყარება. იგი ბუნების ძალებისა და საზოგადოებრივი მოვლენების ფანტასტიკური ასახვაა, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა ადამიანს არ ძალუძს სინამდვილის მეცნიერული ახსნა. ქართველებს, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ხალხს, თავისი არსებობის 5–6 ათასი წლის მანძილზე მითოლოგიურ გადმოცემათა დიდი მარაგი შეუქმნია. ქართული მითოლოგია თავს იჩენს ზეპირსიტყვაობასა და მუსიკაში, ხელოვნებასა და ლიტერატურაში, რელიგიასა და რწმენაში, ყოფა-ცხოვრებაში. გამოვლინების ნაირ-ნაირი ფორმებისადა მიუხედავად, მითოლოგია ხელშესახებად უფრო მაინც ფოლკლორსა და რელიგიაში ჩანს. სწორედ აქ არის თავმოყრილი მხატვრულ ფორმაში ჩამოქნილი მცირე თუ ვრცელი მოთხრობები, მაგიური ფორმულები, საგალობლები საზოგადოებრივ და ბუნებრივ ძალთა ურთიერთობაზე.
ადამიანი არსებობის პირველ საფეხურიდანვე ცდილობდა ბუნების საიდუმლოებათა შეცნობას, აქტიურად მოქმედებდა გარემოზე და, თუმცა ნელა, მაგრამ მაინც მტკიცედ ავრცელებდა თავის ზეგავლენას სამყაროზე, წარმართავდა თავის თავსაც და ირგვლივ გარემოსაც. ამ ხანგრძლივ ჭიდილში წარმოიქმნა ის ფანტასტიკური, სინამდვილესთან ძნელად შესათავსებელი წარმოდგენები და მისი ამსახველი გადმოცემები, ქართველ კაცს რომ შეუქმნია ეროვნული მითოლოგიის სახით. ყოველგვარი მითოლოგია ღვთაებათა სასუფეველს გვიხასიათებს, თვით წარმოდგენებიც იცვლებოდა ღვთაებათა შესახებ, რთულდებოდა, დაბალიდან მაღალ საფეხურზე ადიოდა. ეს გზა პოლითეიზმიდან მონოთეიზმისაკენ მიემართება. მრავალღმერთიანობა ბრძოლით უთმობს ადგილს ერთღმერთიანობას, უკანასკნელი კი მონისტურ რელიგიებში პოვებს განსახიერებას. ჩვენში ეს პროცესი ქრისტიანობითა და წარმართობით არის წარმოდგენილი. ქრისტიანულმა სარწმუნოებამ თვითონ შექმნა მისთვის შესაფერისი მითოლოგიური იერარქია, რომელიც ორივე ფეხებით ემყარება ადრინდელ მითოლოგიას, დარგობრივი საფეხურით წარმოდგენილს. დარგობრივი მითოლოგია ქართლის მოქცევის წინა პერიოდია. ამ სტადიაზე ადამიანურ ყოფას თუ სტიქიურ მოვლენათა კომპლექსს დარგობრივად თავისი გამგებელი, მწყემსი, ბატონი, მფარველი გააჩნია და ის არის შესაფერისი სფეროს ბატონ-პატრონი, სრულუფლებიანი გამრიგე. სინათლის მიმნიჭებელი და ქვეყნის ამაღორძინებელი მზე-ღმერთია. მას სიყვარულის უმაღლესი გრძნობაც ახასიათებს და შეუძლია ურჩი დასაჯოს, შური იძიოს. მთვარე მამა-ღმერთია, ვისაც მზესთან ერთად, ტახტი ცაში უდგას და უმშვენიერეს ასულებს ზრდის. ამქვეყნიურ საქმეებსაც გამგებლები ჰყავს. ნადირობის ხელობას „ნადირთმწყემსი“, ოქროსნაწნავებიანი დალი აწესრიგებს; ფრინველებისა და თევზების მეუფედ, აფსათი ითვლება, სამართლიანობა და კანონიერება კვირიას ეკითხება; ომიანობას, ხევსურთა შეხედულებით, გუდანის ხატი ბერი ბაადური განაგებს; ცა-ღრუბლების პატრონობა პირიმზეს ანდა ელიას ევალება. ყოველ ადგილს თავისი დედა ჰყავს. ასევე არსებობენ კლდეთა, ტყეთა, ყვავილთა, სახლთა გამგებელნი. ისინი ადამიანებს ეხმარებიან და მხარში უდგებიან საჭიროებისამებრ. კეთილ ძალთა საპირისპიროდ ავი სულები გვეცხადებიან მაქციების, როკაპების, ეშმაკების, დევებისა და სხვათა სახელით. ღვთაებათა და ზებუნებრივ ძალთა მოქმედება ყოველთვის ადამიანისას წააგავს. ზეციური პანთეონი ამქვეყნიურ სინამდვილესთანაა შეხამებული და როგორც მიზეზი შედეგს ისე განსაზღვრავს.
უძველესი ქართული მხატვრული ძეგლები ადაპტირებული სახით წარმოგვიდგენენ იმ მითებს. რომლებიც ხალხში ტრიალებდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ამირანის მიერ გველეშაპის გვერდის გამოჭრა მზის გათავისუფლების საშუალებადაა დასახული. დაბნელებული, შთანთქმული მნათობი ადვილად სწვავს ამირანის ჩელტს და კვლავ ქვეყანას ევლინება მანათებლად. ასევე; მირიან მეფემ ქრისტიანობის მიღება მის შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაუჩინარებული მზის გადარჩენა ნინო კაპადოკიელის სალოცავის დახმარებით მოახერხა ნადირობის ჟამს და ა. შ. მზის დაბნელების მითი რუსთაველის პოემაშიც არის ასახული ხოლო მე-10 საუკ. ხელოვნების ძეგლებზე რელიეფური გამოხატულება გვაქვს (ფავნისის ეკლესია) მითოლოგიური წარმოდგენით, ღვთაება ყოველთვის ერევა ადამიანის პირად ცხოვრებაში. მეკობრეობაზე გადაგებული მთიელები ურთიერთ დალაშქვრას ხატ-სალოცავთა რჩევითა და მონაწილეობით ახდენდნენ. გუდანის ხატის ქადაგი წინასწარ ჭვრეტდა, რა შედეგი მოჰყვებოდა ხევსურთა გალაშქრებას. ხატი ღვთაებრივ სანქციას იძლეოდა ყოველთვის, საგანგებოდ გამორჩეული ქადაგის პირით ბერძენ დელფოსელი ორაკულების მსგავსად.
- ქადაგობს გაიდაური: ბრძანებს გუდანის ჯვარიო;
- საათენგენოდ გაზიძღვან სამას ბატონის ყმანიო.
- სამი ააბან დროშაი, სამსავ შააბან ზარიო:
- ჴევსურებ დაამწყალობნან, უკუღმ არ გახყვას ჯვარიო;
- გაბეგრონ არხოტივნები, კვამლზე აიღონ ცხვარიო.
ანდა
- ...ახიელის ძირ ჩავიდათ, ვატიროთ ჭალი, ზალიო.
- იქ უნდა დავზდვათ ბეგარი, კვამლად თითოი ცხვარიო,
ფშავ-ხევსურულ-თუშურ პოეზიაში ღვთის ნასახნი ბერი ბაადური, თერგვაული, კოპალა, იახსარი, ლაშარი, პირქუში, ხახმატის გიორგი, თამარის ჯვარი თავგანწირვით ებრძვიან მოძალადეებს, დევებსა და ქაჯებს, ისინი თვალცრემლიანი ელჩობენ მორიგის წინაშე, პიროფლიანნი მხარში უდგებიან თავიანთ მახვეწართ ჭირსა და ლხინში, მაშინაც კი, როცა ხან არ არს გამოჩენისა.
ქართულ მითოლოგიას მეტად შორეული ძირები ასაზრდოებს. მასში გამოხატულებას პოულობს ტოტემიზმი და ანიმიზმი, სიტყვისა და მოქმედების მაგია, საკულტო დრამა.
მ. ჩიქოვანი
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ვანურ ხალხურ დღეობათა კალენდარი, I, 1939,
- თ. ოჩიაური, მითოლოგიური გადმოცემები „აღმოსავლეთ საქართველოს“ მთიანეთში, 1967;
- მ. ჩიქოვანი. ქართული ეპოსი, I, 1959;
- მისივე, ხალხური პოეზია ღა მითოლოგია (ქართ. ხალხური პოეზია);
- მისივე, ბერძნულ-ქართული მითოლოგიის საკითხები, 1971.