კულუმბური
| ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
* რიგი − [[ბეღურასნაირნი]] (Passeriformes) | * რიგი − [[ბეღურასნაირნი]] (Passeriformes) | ||
* ოჯახი − [[მთიულასებრნი]] (Fringillidae) | * ოჯახი − [[მთიულასებრნი]] (Fringillidae) | ||
| − | * გვარი − კულუმბურები (Coccothraustes) | + | * გვარი − [[კულუმბურები]] (Coccothraustes) |
ამ გვარიდან [[საქართველო]]ში მოიპოვება ერთი სახეობა | ამ გვარიდან [[საქართველო]]ში მოიპოვება ერთი სახეობა | ||
კულუმბური ბეღურასნაირთა შორის საშუალო ზომის ფრინველია; ფრთა 95-110 მმ-ია, კუდი — 50-62 მმ, [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] — 16-22 მმ, წონა — 45-60 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება საკმაოდ შესამჩნევია. ზრდასრული მამალი თავზე მურა-ყავისფერია, კისერზე — მორუხო; მანტია მოწაბლისფრო-მურაა; ზურგის უკანა ნაწილი და წელი — მორუხო; ფრთის საშუალო მფარავები მოთეთროა, ხოლო დიდი მფარავები — შავი. მომქნევები შავია, თეთრი ლაქებით ძირში და მოლურჯო-[[იისფერი]] მეტალური ელვარებით წვეროებში, გარდა პირველი მომქნევისა. მეორე რიგის მომქნევები შავია, იისფერი მეტალური ელვარებით გარეთა მარაოების დაცარულ ნაწილზე. საჭის ბუმბულები, შუა წყვილის გარდა, შავია, დიდი თეთრი ლაქებით შიგნითა მარაოების წვეროებზე. ნისკარტის ძირში ირგვლივ შავი ზოლია შემოვლებული. ყელზე შავი ლაქაა. მუცლის მხარეს მოღვინისფრო [[რუხი (ფერი)|რუხი]]-მურაა. ნისკარტი გაზაფხულსა და ზაფხულში მორუხოა, ხოლო ზამთარში — [[ყვითელი (ფერი)|ყვითელი]]. ფეხები მურა ფერისაა. დედალს, მამლისაგან განსხვავებით, მეორე რიგის, ნაწილობრივ პირველი რიგის უკანა მომქნევების გარეთა მარაოები ღია რუხი აქვს, მეტალური ელვარების გარეშე; თავი ზემოდან მომწვანო-რუხია. | კულუმბური ბეღურასნაირთა შორის საშუალო ზომის ფრინველია; ფრთა 95-110 მმ-ია, კუდი — 50-62 მმ, [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] — 16-22 მმ, წონა — 45-60 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება საკმაოდ შესამჩნევია. ზრდასრული მამალი თავზე მურა-ყავისფერია, კისერზე — მორუხო; მანტია მოწაბლისფრო-მურაა; ზურგის უკანა ნაწილი და წელი — მორუხო; ფრთის საშუალო მფარავები მოთეთროა, ხოლო დიდი მფარავები — შავი. მომქნევები შავია, თეთრი ლაქებით ძირში და მოლურჯო-[[იისფერი]] მეტალური ელვარებით წვეროებში, გარდა პირველი მომქნევისა. მეორე რიგის მომქნევები შავია, იისფერი მეტალური ელვარებით გარეთა მარაოების დაცარულ ნაწილზე. საჭის ბუმბულები, შუა წყვილის გარდა, შავია, დიდი თეთრი ლაქებით შიგნითა მარაოების წვეროებზე. ნისკარტის ძირში ირგვლივ შავი ზოლია შემოვლებული. ყელზე შავი ლაქაა. მუცლის მხარეს მოღვინისფრო [[რუხი (ფერი)|რუხი]]-მურაა. ნისკარტი გაზაფხულსა და ზაფხულში მორუხოა, ხოლო ზამთარში — [[ყვითელი (ფერი)|ყვითელი]]. ფეხები მურა ფერისაა. დედალს, მამლისაგან განსხვავებით, მეორე რიგის, ნაწილობრივ პირველი რიგის უკანა მომქნევების გარეთა მარაოები ღია რუხი აქვს, მეტალური ელვარების გარეშე; თავი ზემოდან მომწვანო-რუხია. | ||
მიმდინარე ცვლილება 14:03, 9 ივნისი 2025 მდგომარეობით
კულუმბური (ლათ. Coccothraustes coccothraustes Linnaeus, 1758) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − მთიულასებრნი (Fringillidae)
- გვარი − კულუმბურები (Coccothraustes)
ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა კულუმბური ბეღურასნაირთა შორის საშუალო ზომის ფრინველია; ფრთა 95-110 მმ-ია, კუდი — 50-62 მმ, ნისკარტი — 16-22 მმ, წონა — 45-60 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება საკმაოდ შესამჩნევია. ზრდასრული მამალი თავზე მურა-ყავისფერია, კისერზე — მორუხო; მანტია მოწაბლისფრო-მურაა; ზურგის უკანა ნაწილი და წელი — მორუხო; ფრთის საშუალო მფარავები მოთეთროა, ხოლო დიდი მფარავები — შავი. მომქნევები შავია, თეთრი ლაქებით ძირში და მოლურჯო-იისფერი მეტალური ელვარებით წვეროებში, გარდა პირველი მომქნევისა. მეორე რიგის მომქნევები შავია, იისფერი მეტალური ელვარებით გარეთა მარაოების დაცარულ ნაწილზე. საჭის ბუმბულები, შუა წყვილის გარდა, შავია, დიდი თეთრი ლაქებით შიგნითა მარაოების წვეროებზე. ნისკარტის ძირში ირგვლივ შავი ზოლია შემოვლებული. ყელზე შავი ლაქაა. მუცლის მხარეს მოღვინისფრო რუხი-მურაა. ნისკარტი გაზაფხულსა და ზაფხულში მორუხოა, ხოლო ზამთარში — ყვითელი. ფეხები მურა ფერისაა. დედალს, მამლისაგან განსხვავებით, მეორე რიგის, ნაწილობრივ პირველი რიგის უკანა მომქნევების გარეთა მარაოები ღია რუხი აქვს, მეტალური ელვარების გარეშე; თავი ზემოდან მომწვანო-რუხია.
აღწერილია 5-9 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი კულუმბური − C. c. coccothraustes Linn., 1758 და კავკასიური კულუმბური — C. c. nigricans Buturlin, 1908.
სარჩევი |
[რედაქტირება] გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მეტად დანაწევრებულია. იგი მოიცავს ევროპის დიდ ნაწილს, ჩრდილოეთით — სკანდინავიის სამხრეთ ნაწილამდე, ლენინგრადამდე, ლადოგის ტბამდე, პერმის ოლქამდე; დასავლეთით მთელ ევროპას, გარდა ირლანდიისა; სამხრეთით ვრცელდება აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროებზეც, მცირე აზიაში, კავკასიასა და ჩრდილოეთ ირანში; ციმბირში ვიწრო ზოლად — ტყის ზონის სამხრეთ ნაწილში, აღწევს წყნარ ოკეანემდე, არის კურილის ზოგიერთ კუნძულზე; ჩრდილოეთით — 61-ე — 63-ე პარალელებამდე, ხოლო სამხრეთით ურალის შესართავამდე, ტიუმენამდე, ალტაისა და საიანის მთებამდე, ამურის სამხრეთით და ვლადივოსტოკამდე. გარდა ამისა, არის ავღანეთში, პაკისტანში, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში, მონგოლეთსა და ჩინეთში. არეალის ჩრდილოეთი რაიონებიდან გადამფრენია. სამხრეთში მობინადრე ან მომთაბარეა. ზამთრობს ბუდობის არეალის ფარგლებში, აქა-იქ მის ფარგლებს გარეთაც. საქართველოში კავკასიური კულუმბური მოიპოვება ყველგან როგორც მობინადრე, ხოლო ჩვეულებრივი კულუმბური — როგორც მოზამთრე ფრინველი.
[რედაქტირება] ბიოტოპი
ბინადრობს ფოთლოვანი ან შერეული ტიპის ტყეებში, მუხნარებში, ჭალებში და მთების ფერდობებზე. ეტანება ტყის კორომებს, ბაღებსა და პარკებს, შედარებით ხნიერი ხეებით. ზამთრობით შეიძლება შეგვხვდეს ყველგან, სადაც არის ველური თუ კულტურული კენკრიანი ხეები ან ბუჩქნარები.
[რედაქტირება] გამრავლება
ბუდეს იკეთებს მეტწილად ფოთლოვან ხეებზე — მუხაზე, მსხალზე, ვაშლის ხეზე. აპრილის ბოლოს დებს 3-7 კვერცხს. კრუხად ჯდება დედალი. მამალი ამ დროს კვებავს დედალს, ზოგჯერ მოკლე ხნით მას ცვლის კიდეც. საინკუბაციო პერიოდი 14 დღეს გრძელდება. ზოგან წელიწადში ორჯერ ბუდობს.
[რედაქტირება] კვება
კულუმბურის ძირითადი საკვებია კურკოვანი ნაყოფების თესლები — ბალის, ალუბლის, ქლიავის, კუნელის, ძახველის, შოთხვის, ურთხელისა და სხვა მცენარეთა თესლები. ამასთან კურკოვანი ნაყოფების რბილობს კი არა, არამედ კურკის შიგთავსს ჭამს. გამრავლების დროს, ბარტყების გამოსაკვებად მრავალ მწერსაც ანადგურებს.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
იქ, სადაც ეს ფრინველი რიცხვმრავალია, გარკვეული ზიანის მოტანა შეუძლია მებაღეობისათვის. საქართველოში პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.